newstudio Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე და სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საზოგადოებაში აშკარად შეიმჩნევა დასავლური ფასეულობების თანდათანობითი დევალვაცია და იმედგაცრუება. მართლაცდა, რატომ უნდა იყოს რიგითი მოქალაქე პროდასავლურად განწყობილი, როდესაც ხედავს, როგორ კბილებით იცავს დემოკრატიის ფლაგმანი აშშ საქართველოში ისეთ ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიკეთის ნაცვლად პრობლემების წყაროდ იქცა. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საზოგადოების ისედაც უკვე ავსებულ მოთმინების ფიალაში კიდევ ერთი წვეთის დამატებაა. http://www.ambebi.ge/politika/9807-bacho-a...s-fialashi.html პ.ს. მართლაც ძალიან ბრმად ხომ არ მივყვეწბით დასავლეთს?! პ.პ.ს. დასავლურ ღირებულებებზე არ მაქვს ლაპარაკი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
drabi 39 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ბაჩოს დანიშვნა ჩვენი კი არა ევროპელების გაკვირვებაც გამოიწვია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ჩემში პირადად არანაირი დევალვაცია არ განუცდია ფასეულობებს. პირიქით, უფრო გააზრებულად აღვიქვი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. დაახლოებით ალბათ რაც გიტლერის შემდეგ გერმანიას მოუვიდა ის მომივიდა მეც. მაგრამ...ცალკეული ქვეყნების მიმართ... რაღა დაგიმალოთ... სრულიად გული ამიცრუვდა. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ შეიძლება არანაირი ქვეყნიდან მარტვადი ხელისუფლების არსებობა საკუთარ ქვეყანაში. არანაირი ქვეყნიდან. რუსეთზე აღარ ვამბობ არაფერს ის პირდაპირი მტერია. მაგრამ... ასეთი "მოკავშირეებისაგან" მართვადობის ამაზრზენობაც სახეზეა. ასეთი ხელისუფლება ზრუნავს "მმართველი" ქვეყნის ინტერესებზე და სრულად კიდია საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები. ვინაიდან გადასარევად იცის რომ სანამ ის იცავს მისი მკვებავი ხელის ინტერესებს, ის ხელშეუხებელია... აიათოლა გვჭირდება რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 მართლაც ძალიან ბრმად ხომ არ მივყვეწბით დასავლეთს?!და როდის მივყვებოდით რო? newstudio ბაჩოს დანიშვნა ჩვენი კი არა ევროპელების გაკვირვებაც გამოიწვიაამერიკელებისაც drabi 39. ჩემში პირადად არანაირი დევალვაცია არ განუცდია ფასეულობებს. პირიქით, უფრო გააზრებულად აღვიქვი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 dire ჩემში პირადად არანაირი დევალვაცია არ განუცდია ფასეულობებს. პირიქით, უფრო გააზრებულად აღვიქვი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში.გეთანხმები. მაგრამ იმის იმედი აღარ მაქვს რომ დასავლეთი დაგვეხმარება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში. კრიტიკულ სიტუაციაში ევროპელების დახმარება ვნახე. აშშ-ს ვერა. პრინციპში არც არიან ვალდებულნი რომ დაგვეხმარონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 lasalexx პრინციპში არც არიან ვალდებულნი რომ დაგვეხმარონ. აი ეს ყველაზე სწორი დასკვნაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 drabi 39 ბაჩოს დანიშვნა ჩვენი კი არა ევროპელების გაკვირვებაც გამოიწვიაევროპელების კი არა კარდუ და კირკიტაძეც პირდაღებული დატოვა მგონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 გვინდა დასავლეთი?! გვინდა თუ არა მიშა? აი ეს კითხვა იქნებოდა მართებული და არავინ არ იომებს ჩვენს მაგივრად რუსეთის წინააღმდეგ.აი ბაჩუკი დანიშნა ამ ყვარყვარემ და ალბათ რუსეთსაც დავამარცხებთ. : წავედი სავარჯიშოთ და შემოგიერთდებით მალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 Lo Janko newstudio უკაცრავად მაგრამ... საიდან ასეთი დასკვენბი? ვგულისხმობ ამერიკელების და ევროპელების საოცარ გაკვირვებას ახალაიას დანიშვნაზე? რამე წყარო გაგაჩნიათ? და მეორეც... თქვენ ეხლა რეალურად გჯერავთ რომ ადამიანი რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მიზეზი აშშ-ს მხარდაჭერაა ერთ ნაბიჯს გადადგავს მათ გარეშე? თუ მართლა "გიჟი" გგონიათ? საკმაოდ კარგად ვხედავ თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და საკმაოდ დიდი წარმოდგენის ვარ თქვენზე. და ნუ დაწერთ ისეთ რამეს რისიც თქვენც არ გჯერავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 გავანებოთ ამ დასავლეთს თავი და მივხედოთ საკუთარ თავებს,მაგრამ ამას თავის და ხელის განძრევა უნდა,რაც გვეზარება.სხვაზე რამის დაბრალება არის საკუთარი თავის უსუსურობა და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 lasha1997 გავანებოთ ამ დასავლეთს თავი და მივხედოთ საკუთარ თავებს,მაგრამ ამას თავის და ხელის განძრევა უნდა,რაც გვეზარება.მილიონიან ქალაქშI 100 000 კაცი რო გამოვა ქუჩაში ეს დაზარება არაა უბრალოდ ძალიან ბევრი ყვარყვარე გამოჩნდა საქართველოში სამწუხაროდ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 dire თქვენ ეხლა რეალურად გჯერავთ რომ ადამიანი რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მიზეზი აშშ-ს მხარდაჭერაა ერთ ნაბიჯს გადადგავს მათ გარეშე?მეც ნაკლებად მჯერა ამისი. თუ ასეა მაშინ ქმედით ღონისძიებებს უნდა მიმართონ, დაიბარონ მიშიკო ვაშინგტონში და ყურები აახიონ.თუმცა არსებობს ვარიანტები, როდესაც ვინმე უმართავი ხდება, მაგრამ არა მგონია ჯერჯერობით ასეთ მოვლენასთან გვქონდეს საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 newstudio მილიონიან ქალაქშI 100 000 კაცი რო გამოვა ქუჩაში ეს დაზარება არაა ეგ იმას ან ნიშნავს,რომ მაგ ხალხმა რამე გააკეთეს. აი გირგვლიანი და რობაქიძე რომ მოკლეს,მაშინ უნდა გამოსულიყო ხალხი და დედა ეტირათ ამათთვის.აი ეგ იქნებოდა საქმე დეპრეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 რეალურად პრობლემა ის არის რომ შეიძლება ითქვას რომ არ ვიცით თუ რა არის დასავლეთი, ჯერ ერთი იმიტომ რომ დემოკრატიული ფასეულობებისა რსებობს სულ არ სჭირდება მითიური დასავლეტიდან რაიმე ინტრუქცია მას სჭირდება ნება და სურვილი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე და სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საზოგადოებაში აშკარად შეიმჩნევა დასავლური ფასეულობების თანდათანობითი დევალვაცია და იმედგაცრუება.რა თქმა უნდა იმედგაცრუება არ არის.. ეს არის პრორუსული პროპაგანდის ნაწილი მართლაცდა, რატომ უნდა იყოს რიგითი მოქალაქე პროდასავლურად განწყობილი, როდესაც ხედავს, როგორ კბილებით იცავს დემოკრატიის ფლაგმანი აშშ საქართველოში ისეთ ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიკეთის ნაცვლად პრობლემების წყაროდ იქცა.საიდან დაასკვენით რომ აშშ იცავს სააკაშვილის რეჟიმს?აჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საზოგადოების ისედაც უკვე ავსებულ მოთმინების ფიალაში კიდევ ერთი წვეთის დამატებაა.და აქ რა შუაშია პროდასავლური..პ.ს. მართლაც ძალიან ბრმად ხომ არ მივყვეწბით დასავლეთს?!არა, დასავლური კულტურა, ცხოვრების სტილი არის მისაღები და მომხიბლელი, ამიტომაც ჩვენ იგი მოგვწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.