newstudio Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 გაზეთი ``რეზონანსი`` წელს მაღალქულიანი აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამას სასწავლებლების ღირებულება განაპირობებს. კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი დაბალი ქულების მქონე ახალგაზრდები მოხვდნენ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ როგორც შარშან, წელსაც ყველაზე დიდი კონკურსი იყო ბიზნესის, სოციალური მეცნიერებების, სამართალმცოდნეობი, ინფორმაცტიკის ფაკულტეტებზე. აბიტურიენტებისთვის სახელმწიფო სასწავლებლები უფრო მიმზიდველია, ვიდრე კერძო უმაღლესები. ამ უკანასკნელებში მოხვედრისთვის კი დაბალი ქულებიც საკმარისი იყო. ``კერძო უნივერსიტეტში ჩაბარება პრობლემა არაა, ნებისმიერი მოხვდება. ახლა ძირითადი კონკურსი სახელმწიფო უნივერსიტეტებშია``, – ამბობს ერთ–ერთი აბიტურიენტი. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11019&ct=17 პ.ს. "რეფორმების" შედეგად დავბრუნდით ედიკას დროინდელ სიტუაციაში ამ სფეროში დააბრუნეთ ბაბუ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 პ.ს. "რეფორმების" შედეგად დავბრუნდით ედიკას დროინდელ სიტუაციაში ამ სფეროშიჩემი აზრით, განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმა წარმატებულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 licemer :sorry: :D :D დავეცი :D :D ახალუნ უვერსიტეტ დამთავრებულთან გილაპარაკია? :sorry:მსგავსი უვიცების წარმოდგენა გამიჭირდებოდა სიმართლე გითხრა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 დავეცი Dხომ არაფერი იტკინე...dire ? :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ჩემი აზრით, განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმა წარმატებულიაიმედია იხუმრეთ :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 licemer ჩემი აზრით, განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმა წარმატებულია უპირველეს ყოვლისა მოგესალმები რამაზ ბატონო. რაღაც ამ ბოლო დროს აქტივობას დაუკელი, რა ხდება?რაც შეეხება თემას, ერთადერთი ეროვნული გამოცდებია მეტნაკლებად წარმატებული, რადგან კორუფცია ფაქტიურად მოისპო. ხოლო დანარჩენის კი რა მოგახსენოთ. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა ფაქტიურად აღარ არსებობს. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად იურისტები სჭირდებათ, ანუ მოსამართლეები, პროკურორები და შიგადაშიგ ადვოკატები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 licemer არაა :sorry: უბრალოდ მაგარი ვიხალისე :sorry:ადამიანი რომელსაც განათლების სფერო მოსწონს და ვანო მერაბიშვილი წარმატებულ მინისტრად მიაჩნია :D : D ოპოზიციონერი რომ არის :D პარადოქსების ქვეყანა ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 უპირველეს ყოვლისა მოგესალმები რამაზ ბატონოსალამი, ბატონო ძუკუ რაღაც ამ ბოლო დროს აქტივობას დაუკელი, რა ხდება?ჯანმრთელობა, ჩემო ბატონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 licemer ჯანმრთელობა, ჩემო ბატონო ასეა რამაზ ბატონო, კაცი ორმოცდაათს რომ გადააცილებს და დილით რომ იღვიძებს და არაფერი არ სტკივა, უნდა იპწკინოს რომ დაადგინოს ცოცხალი თუა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 მე განათლების სფეროში ვმუშაობ და ნაწილობრივ ვეთანხმები licemerს.დასაწყისში, ლომაიას მინისტრობის დროს მართლა ბევრი გაკეთდა, როგორც ინსტიტუციონალური ასევე პროგრამული თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ რეფორმა არათუ შენელდა, სხვა მიმართულება მიიღო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ნებისმიერი რეფორმა განწირულია, როცა რეფორმის ინსტრუმენტებს იყენებ პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით. რეფორმას ესაჭიროება გაგრძელება და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.ხოლო დანარჩენის კი რა მოგახსენოთ. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა ფაქტიურად აღარ არსებობს.ძუკუ, შენც კარგად იცი რომ ეს განათლების რეფორმის ბრალი არ არის. სახელმწიფო პოლიტიკაა ისეთი რომ საერთოდ არ ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ სფეროებს რომლებსაც არ მოაქვთ მომენტალური ეკონომიკური ეფექტი, არ არიან პოპულარულები, მაგრამ ესაჭიროება ნორმალური, მრავალგანზომილებიანი საზოგადოების ფორმირებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 Lo Janko ძუკუ, შენც კარგად იცი რომ ეს განათლების რეფორმის ბრალი არ არის. სახელმწიფო პოლიტიკაა ისეთი რომ საერთოდ არ ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ სფეროებს რომლებსაც არ მოაქვთ მომენტალური ეკონომიკური ეფექტი, არ არიან პოპულარულებ განათლების რეფორმა რა სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება არ არის?სკოლებიდან რომ საერთოდ უვიცები გამოდიან, რა ეს განათლებაში არსებული პოლიტიკის შედეგეი არ არის. გინდათ რეფორმა დაარქვით ან რაც გნებავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 მე დავამთავრე უნივერსიტეტი არც ისე დიდი ხნის წინ. ხოდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეგ "წარმატებული რეფორმა". კერძო სასწავლებლებზე ვერაფერს ვიტყვი. სახელმწიფო სასწავლებლებს და კერძოდ თსუს რაც შეეხება. ჩაბარების დროს კორუფციის ფაქტები ნამდვილად შემცირდა. მაგრამ ასევე ბევრად შემცირდა უფასო ადგილების რაოდენობა. და აბიტურიენტისთვის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არაა, ჩაბარებისას ვინმეს ჯიბეში ჩაუდებს ვზიატკას თუ ოფიციალურად ბანკში გადაიხდის იგივე თანხას. თსუ-ში იმ ცნობილი მოვლენების დროს პროფესორ მასწავლელბლები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით შეამცირეს. ამას ჩემი ფაკულტეტის მაგალითზე ვამბობ. ამის მერე გამოჩნდა, რომ ამ ე.წ. რეფორმის ქვეშ, მხოლოდ ძველი სისტემის მოსპობა იგულისხმებოდა. ძველი სისტემის დანგრევის მერე რა იქნებოდა, ამაზე არავის არ უფიქრია. მოკლედ რა სისტემა მუშაობს ახლა მანდ. ვინც კი დარჩა მანდ ლექტორი, ყველა კითხულობს თავის საგანს. ყოველ საგანს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის კრედიტი. სემესტრი რომ დახუროს, სტუდენტმა უნდა მოაგროვოს კრედიტების გარკვეული რაოდენობა. და რა საგნებს გაივლის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხოდა საგნების შერჩევაც ხდება იმ პრინციპით, თუ რომელ ლექტორს აკლდება საათები, რომ სტუდენტს ფანჯარა არ ქონდეს ორ ლექციას შორის და ა.შ. მოკლედ ლექციების ცხრილს ყველა თავის გემოზე ადგენს. სტუდენტისთვის მთავარია ის 25 თუ 30 კრედიტი მოაგროვოს სემესტრი რომ დახუროს, ლექტორისთვის მთავარია საათების საჭირო რაოდენობა ქონდეს, ხელფასი რომ მიიღოს. ადმინისტრაციისთვის მთავარია, რომ სტუდენტები დროზე იხდიდნენ სწავლის გადასხადს. თორე რამე დალაგებული სახის მქონე სასწავლო პროგრამა თსუ-ში ფიზიკურად არ არსებობს. ესაა რეფორმა, რომელიც ერორების პროპაგანდის წყალობით ბევრს ახლაც წარმატებული გონია. არადა ეს საერთოდ არ იყო რეფორმა. ეს იყო ძველი სისტემის დანგრევა. მაგრამ ამ ძველი სისტემის ნაცვლად ახალი არაფერი შექმნილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 განათლების რეფორმა რა სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება არ არის?გაგრძელება არა ძუკუ, სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელებაა ზუსტად ის, რაც ახლა ხდება განათლებში - რეფორმის დამახინჯება. სკოლებიდან რომ საერთოდ უვიცები გამოდიან, რა ეს განათლებაში არსებული პოლიტიკის შედეგეი არ არის. გინდათ რეფორმა დაარქვით ან რაც გნებავთ.სკოლებიდან უვიცები გამოდიან ზუსტად იგივე (შეიძლება უფრო მეტიც) დოზებით, რა დოზებითაც გამოდიოდნენ რეფორმამდე, ასე რომ ეს ნამდვილად არ არის რეფორმის შედეგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ჩემი აზრით, განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმა წარმატებულია ლოტოტრონზე უბნობ ბატ.ლიც,თუ უნივერისტეტებიდან პროფესურის ჩარეცხვაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 Lo Janko სკოლებიდან უვიცები გამოდიან ზუსტად იგივე (შეიძლება უფრო მეტიც) დოზებით, რა დოზებითაც გამოდიოდნენ რეფორმამდარც უმაღლესი სასწავლებლები ბრწყინავენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.