newstudio Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 lasalexx თორე ისე, უბრალოდ რატომ დაგითმობთ მიშა თბილისის მერის პოსტს. ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ.ეჭვი მაქვს რომ უსა აიძულებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ძუკუ მიშას თბილისში ძალიან გაუჭირდება მოგება, თუმცა გააჩნია სისტემას. თუ ნაცები გაიტანენ ვარიანტს სადაც მერი უბრალო უმრავლესიობით აირჩევა და არა 50%+1, მაშინ რამდენიმე ძლიერი ოპოზიციური კანდიდატის არსებობის შემთხვევაში რაღაც შანსები უჩნდებათ.და რატომ ვერ გაიტანენ ამ კანონს რა შეუშლის ხელს? ან გაყალბებაში რა შეუშლის ხელს? ეჭვი მაქვს რომ უსა აიძულებსდა რატომ გაქვს ასეთი ეჭვი? აქამდე არ აიძულეს და ახლა რატომ აიძულებენ? აღარ მოწონთ დასავლეთში მიშა. მაგრამ არც იმდენად მიუღებელია ეს კაცი მათთვის, რომ რევოლუცია მოუწყონ, როგორც შევარდნაძეს მოუწყეს თავის დროზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ძუკუ პატივცემულო, მეც ვმონაწილეობდი... ხმაც მივეცი ამ რეგვენს, მაგრამ დღეს ვაღიარებ რომ უდიდესი შეცდომა დაუშვი. ედიკას აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი... და ფაქტობრივად იძულება შეიძლებოდა სუფთა არჩევნებზე რომ წასულიყო... და საღ,დალაგებულ და ნორმალურ საარჩევნო გარემოში ასეთი დეგენერატის მოსვლა გამორიცხული იქნებოდა, ეს ერთი, ძალების ბალანსი ასე არ დაირღვეოდა ეს ორი, ამდენს ვერ გაბედავდა - ეს სამი. რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას, არ მესმის რატომ უნდა შევხედო მაგ კუთხით. მე იმ კუთხით ვუყურებ რაც რეალურად არის. კერძოდ - აშშ-ს პოზიცია ამ ეტაპზე უკიდურესად მავნებელია ჩემი ქვეყნისთვის, ვინაიდან მის წინსვლას უიმედოს ხდის. წინსვლას კი არა, სრული უკუსვლაა ყველა სფეროში. და არ მესმის რატომ არ უნდა ვთქვა ეს. აგრეთვე არ მესმის ის ლაქუცი რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს ატეხილი მათ წინაშე. არ გამოვრიცხავ რომ მათ რაღაც იციან რაც მე არ ვიცი და ამიტომ არიან ჩუმად... მაგრამ აწი უკვე ძალიან მეეჭვება. ერთ ნაწილს უბრალოდ ეშინიათ ხელისუფლების პროპაგანდისტული მაქნანის ჩემი აზრით, მეორე ნაწილი კი სრულიად მართვადია აშშ-ს მხრიდან და ვერ კბენს იმ ხელს რომელიც აჭმევს. აბსოლუტუტრად მართვადმა კი რაც მოგვიტანა კი ვხედავთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 dire აშშ-ს პოზიცია ამ ეტაპზე უკიდურესად მავნებელია ჩემი ქვეყნისთვის, ვინაიდან მის წინსვლას უიმედოს ხდის. წინსვლას კი არა, სრული უკუსვლაა ყველა სფეროში. და არ მესმის რატომ არ უნდა ვთქვა ეს. აგრეთვე არ მესმის ის ლაქუცი რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს ატეხილი მათ წინაშე. მე და თქვენ რა თქმა უნდა ამის თქმის უფლება გვაქვს, მაგრამ ვინც პოლიტიკაში სერიოზულად ჩართულია, იმას რაღაც მუხრუჭები აქვს, რადგანაც რუსებს ცალსახად უნდა ვაგინოთ, ეხლა ევროპასაც და ამერიკასაც თუ დავუწყებთ გინებას, მაშინ პირველ პრეზიდენტს დავემსგავსებით, რომელიც მორალურად შეიძლება სწორი იყო როცა ბუშ უფროსს აგინა, მაგრამ აქედან რა გამოვიდა ყველამ კარგად ვიცით.საერთოდ ქართველებმა ერთი რამე უნდა ვისწავლოთ.ჩვენს წარუმატებლობაში სხვის ძებნას თავი დავანებოთ და ჩვენს გასაკეთებელი თვითონ ვაკეთოდ.ისე ამერიკას ბევრი კარგი რამე აქვს გაკეთებული, თუნდაც ის უზარმაზარი ფულადი დახმარება, რის მიხედვიდაც(ერთ სულ მოსახლეზე) პირველ ადგილას ვართ მსოფლიოში. ეხლა ეს როგორ გამოვიყენეთ სხვა საქმეა.lasalexx რატომ ვერ გაიტანენ ამ კანონს რა შეუშლის ხელს? ან გაყალბებაში რა შეუშლის ხელს? არც არაფერი. მხოლოდ დასავლეთის ძლიერი ჩარევა თუ იქნება. ვნახოთ, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ედიკას აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი... და ფაქტობრივად იძულება შეიძლებოდა სუფთა არჩევნებზე რომ წასულიყო... და საღ,დალაგებულ და ნორმალურ საარჩევნო გარემოში ასეთი დეგენერატის მოსვლა გამორიცხული იქნებოდა, ეს ერთი, ძალების ბალანსი ასე არ დაირღვეოდა ეს ორი, ამდენს ვერ გაბედავდა - ეს სამი.მართალი ხარ dire, არჩევნების პირობებში, რომლის მიღწევა მაშინ გაცილებით ადვილი იყო ვიდრე დღეს, არ მოხდებოდა პოლიტიკურ ძალთა ასეთი დისბალანსი. ნაცებმა, როგორც იტყვიან მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და მერე სხვადასხვა პოლიტ ტექნოლოგიებით (ლეგიტიმურით თუ კრიმინალურით) მოახერხეს ამ უპირატესობის შენარჩუნება დღემდე. რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას, არ მესმის რატომ უნდა შევხედო მაგ კუთხით. მე იმ კუთხით ვუყურებ რაც რეალურად არის. კერძოდ - აშშ-ს პოზიცია ამ ეტაპზე უკიდურესად მავნებელია ჩემი ქვეყნისთვის, ვინაიდან მის წინსვლას უიმედოს ხდის. წინსვლას კი არა, სრული უკუსვლაა ყველა სფეროში. და არ მესმის რატომ არ უნდა ვთქვა ეს. აგრეთვე არ მესმის ის ლაქუცი რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს ატეხილი მათ წინაშე.ამაში მგონი მთლად მართალი არა ხარ. ამერიკელები პარგმატული ხალხია და თავის რეპუტაციაზე ზრუნვას დიდ ყურადღებას აქცევენ. არა მგონია ამერიკელები აშკარად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში. მათი ზემოქმედების ერთადერთი მისაღები გზაა - შეგვიწყვიტონ ფინანსური დახმარება იმ დონემდე, რომ არ დაზარალდეს მათი გეოსტრატეგიული ინტერესები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ძუკუ მე რაღა დაგიმალოთ და დიდი ეჭვი მეპარება რომ პირველმა პრეზიდენტმა ცუდად იმიტომ დაამთავრა რომ ბუშ უფროსს აგინა .დავიღალე იცით ამ მუხრუჭებისგან კი ბევრი კარგი გაუკეთებია, მაგრამ არა იმდენი, რომ ასე უსიტყვოდ ავიტანოთ მისი როგორც მინიმუმ ინდეფერენტულობა ჩვენი ქვეყნის შიდა ცხოვრების ასეთ საზიზღრობაზე. და რეალურად კი... ინდეფერნტულობა არ არის ეს. სულ უფრო და უფრო მათ გამიზნულ პოლიტიკას ემსგავსება... გყავდეს სუსტი და დაშინებული ვასალი, რომელსაც შენი პატარა სუფრის ნარჩენიც აკმაყოფილებს... რუსებზე გაცილებით ჭკვიანი ბატონები არიან, მაგრამ არანაირად მათზე "კეთილები" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 b]dire[/b] მე რაღა დაგიმალოთ და დიდი ეჭვი მეპარება რომ პირველმა პრეზიდენტმა ცუდად იმიტომ დაამთავრა რომ ბუშ უფროსს აგინარა თქმა უნდა მარტო ამიტომ არა, თუმცა საგარეო მხარდაჭერის არქონა მნიშვნელოვანი იყო.ინდეფერნტულობა არ არის ეს. სულ უფრო და უფრო მათ გამიზნულ პოლიტიკას ემსგავსება... გყავდეს სუსტი და დაშინებული ვასალი, რომელსაც შენი პატარა სუფრის ნარჩენიც აკმაყოფილებს...გამიზნულია რა თქმა უნდა, ოღონდ ჩემი აზრით მიზანებია გავლენა და მეტნაკლებად დემოკრატიული, ოღონდ სტაბილური მოკავშირის ყოლა. სწორედ ამ სტაბილურობის გარანტის უშედეგო ძებნაში არიან. თორემ აფხაზეთი და ცხინვალი ვისი იქნება, ნაკლებად აინტერესებთ.dire რუსებზე გაცილებით ჭკვიანი ბატონები არიან, მაგრამ არანაირად მათზე "კეთილები"მე ვიტყოდი უფრო მოქნილები, ხოლო "კეთილები" როგორები არიან ეს მათ მეზობლებს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.