lasha_alo Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 (edited) http://presa.ge/pic/berdzenishvili_levan.jpghttp://presa.ge/index.php?text=news&i=9551რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ვაშინგტონიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა. მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ჰადსონის ინსტიტუტში შეხვედრები გამართა. პრესა.გე-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოკეანის გადაღმა სააკაშვილს ისე უყურებენ, როგორც ამას თბილისის მოსახლეობა აკეთებს და რომ საქართველოში ძალიან მალე შეიძლება ყველა ტიპის არჩევნები დაინიშნოს. სად ბრძანდებოდით, რატომ არ ჩანდით?ლევან ბერძენიშვილი: ბოლო ორთვენახევარი ამერიკაში ვიყავი, სამედიცინო მიზნებისთვის. მაშინ აქვე გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?- შესანიშნავი. ამერიკელი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი ამოცანას - დიაგნოზიც დასვეს, მკურნალობაც დანიშნეს და პირველი წარმატებებიც ჩანს. აშშ-ში მხოლოდ მკურნალობდით, თუ საქმიანი შეხვედრებიც გამართეთ?- გარკვეული შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, კონგრესში, კონგრესის ბიბლიოთეკაში, ბატონ ბილინგტონთან, რომელიც თავმჯდომარეა და ამავე დროს პოლიტიკური ფიგურაა. ასევე შევხვდი პენტაგონის წარმომადგენლებს. ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო რა ჩამოიტანეთ?- ამ შეხვედრებიდან არც ერთი არ იყო ისეთი, პირდაპირ გადაწყვეტილიყო ჩვენი ქვეყნის ბედი. ამ უფლებამოსილებით არც მე ვარ აღჭურვილი და არც ის ადამიანები იყვნენ აღჭურვილი, მაგრამ მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, აშშ-ს საქართველოში მეტი დემოკრატია აინტერესებს და დღევანდელი ადმინისტრაცია აბსოლუტურად არ არის კმაყოფილი იმით, რაც საქართველოში ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება ბოლო საკადრო გადაწყვეტილებას, რამაც გარკვეულ წრეებში აღშფოთება გამოიწვია. ძალიან შეწუხებულები არიან რომ ის ადამიანი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი, საქართველოში დააწინაურეს და მინისტრად დანიშნეს. თუ იცით, რაიმე ტიპის კონსულტაცია გაიარა ქართულმა მხარემ, ბაჩო ახალაიას დანიშვნამდე?- ეს ისეთი ტიპის ინფორმაციაა, არ შემიძლია დეტალურად მოგახსენოთ, მაგრამ ამ დანიშვნამ შეშფოთება სწორედ იმის გამო გამოიწვია, რომ აშშ ქართულ ჯართან დამოკიდებულებაში უცხო არ არის, რადგან ეს ჯარი ფაქტობრივად აშშ-ს დიდი დახმარებითაა შექმნილი და ბუნებრივია, მათთვის უმნიშვნელო არ არის თავდაცვის მინისტრად ვინ და რა მიზნებით ინიშნება. ახალაია არმიაში საბრძოლო სულისკვეთების ჩამოსაყალიბებლად რომ არ დანიშნულა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ აშშ-თვის აქ სხვა მომენტია - ეს ახალაია ადამიანის უფლებების შემლახავადაა ცნობილი, რაც ამერიკისთვის ლიტონი სიტყვები არ არის. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ხელმძღვანელობა გაფრთხილებული იყო, რომ თავდაცვის მინისტრად ასეთი პიროვნება არ უნდა დაენიშნათ. ეს მათი აზრია, რომლის გამოხატვის უფლება აქვთ. ისინი ჩვენს შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან, მაგრამ დახმარების მოცემის დროს, მათთვის უმნიშვნელოა არ არის ვისი ხელი იქნება გამოწვდილი საქართველოს მხრიდან და რამდენად სუფთა იქნება ეს ხელი. ფული და დახმარება როცა გინდა, ბუნებრივია, ალბათ უნდა გაითვალისწინო კიდეც სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრებები. როგორი სიტყვებით გამოხატეს აღშფოთება ახალაიას გამინისტრების გამო?- საქართველოს ხელისუფლებამ თანამდებობაზე დანიშნა კაცი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ადამიანის უფლებათა დამრღვევად. შესაბამისად, მისი ადგილი არის არა ხელისუფლებაში, არამედ სრულიად სხვა დაწესებულებაში, - დაახლოებით ასეთი სიტყვებით გამოიხატა აღშფოთება ჰადსონის ინსტიტუტში, რომელიც არ არის მთავრობა, მაგრამ მისგან შორს არ დგას. მოკლედ რომ ვთქვათ, იქაური თავისუფლების ინსტიტუტივითაა, ახლოსაა ხელისუფლებასთან. ამავე დროს, ”ნიუ იორკ ტაიმსმა” მოახდინა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადების ციტირება, ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ ხვდებით რომ ”ნიუ იორკ ტაიმსი” მთლად სოფლის გაზეთი არ არის და ახალაიას უარყოფით კონტექსტში გაელვება, ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულების ძალიან სერიოზული ნიშანია. თქვენი აზრით, რატომ დანიშნა სააკაშვილმა ახალაია თავდაცვის მინისტრად?- მე მგონი, ამაში ქართველები, ამერიკელები და ყველანი, ვინც დაინტერესებულები არიან, ხედავენ ერთ რამეს - სააკაშვილს არმია არ აინტერესებს. სააკაშვილს პირადი დაცვა აინტერესებს, არმია პოლიტიკური მიზნებისთვის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდება, რაც არის ღრმა სამხედრო ტიპის დანაშაული. სამხედრო ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება. ყველა კონსტიტუციაში წერია, რომ არმია დეპოლიტიზებულია, არ შეიძლება მისი ამ მიზნებით გამოყენება, მაგრამ სააკაშვილს უნდა და ესაა იმის ნიშანი, რომ როგორც ჩანს, ტალიავინის კომისიის სათანადო დასკვნა უკვე არსებობს, მასზე უკვე მიმდინარეობს საუბარი და ქართული მხარე უკვე რაღაც საეჭვო კომენტარებს აკეთებს. რამდენადაც ვიცი, დასკვნაში ძალიან სერიოზული ბრალდებებია წაყენებული, როგორც ქართული, ისე რუსული მხარისადმი, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართული მხარე გაცილებით უფრო დაუცველია. რატომ მოახდინა ხელისუფლებამ მის შიგნით არსებული დაპირისპირების დემონსტრირება, ცენტრალური ტელე-არხებით? ლაშა ჟვანიას გადაყენებას ვგულისხმობ.- მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ორთქლის გამოშვების დიდოსტატია. მას ურჩევნია ორთქლი არ გამოვიდეს იქიდან, სადაც საზოგადოებრივი პრობლემებია. სააკაშვილისთვის უმჯობესია ჟვანიაზე, პოლოლიკაშვილზე და სხვებზე იყოს ლაპარაკი, ვიდრე მასზე და მის საყვარელ ადამიანებზე - სახერხემლო მინისტრებზე. თან ჟვანია სადმე შორსაც არ წასულა, ამიტომ მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. იმ ქვეყნის ეკონომიკას, სადაც პრეზიდენტი წყვეტს გზა სად უნდა გავიდეს, სად არა, სადაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ბორჯომის პარკს და ვანო მერაბიშვილს მსოფლიო ბანკითს ფულით თავის სოფელში - უდეში გაჰყავს გზა, ჟვანია კი არა, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, რომ ჩაუყენონ სათავეში, არაფერი ეშველება. როგორი დამოკიდებულება აქვთ ახლა აშშ-ში სააკაშვილთან მიმართებაში?- დაახლოებით ისეთი, როგორც თბილისის მოსახლეობას, სრულიად აგდებული დამოკიდებულება. იმ წრეებში, სადაც მე შეხვედრები მქონდა, სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არავის მიაჩნია. მე მქონდა შეხვდრა როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან. მაშინ როგორ ახსნით ბაიდენის მხარდამჭერ განხადებებს თბილისში სტუმრობისას?- ბაიდენის მხარდამჭერი განცხადებები ჩემთვის არის საიდუმლო, რადგან მე ვიცი ბაიდენის ძალიან მკაცრი განცხადებები, დაბრუნებისთანავე, ამერიკაში. ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა - მიხეილ სააკაშვილმა პოტიომკინის სოფელი მომიწყოო. ესაა ძალიან მძიმე ბრალდება. პოლიტიკაში ამას რომ იტყვიან, ნიშნავს რომ კარგი არაფერი არ არის. რას ნიშნავს აქ ერთის და იქ მეორის თქმა?- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში ეს პირველად ხდება, ერთ ადგილას ერთს რომ ამბობენ და მეორე ადგილას მეორეს? აქ სტუმარი იყო და იქ თავის სახლშია. თქვენი აზრით, რა პოზიციას დაიკავებს ამერიკული მხარე, 7 ნოემბრის მსგავსი, რომ გაიმეოროს სააკაშილმა?- სრულიად ცალსახა პასუხი მაქვს - 7 ნოემბრის გამეორების შემთხვევაში, განმეორდება სააკაშვილის გადაგომაც, მისი არდაბრუნებაც პოლიტიკაში და აშშ მისი გარანტი საერთოდ არ იქნება. ამას მერე მოჰყვება ტალიავინის დასკვნა, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის მთელ მსოფლიოს, როგორ მოექცეს ტირანიის ჩამოყალიბების მსურველ ადამიანებს. ბოლო ხანებში სააკაშვილმა მისთვის არადამახასიათებელი სიბრძნე გამოიჩინა - ეტყობა ვიღაცამ მაინც ასწავლა, როდესაც მან წვრილმან ძალადობას მიმართა, პოლიტიკური პატიმრები მაინც გააჩინა ქვეყანაში, მაგრამ მასობრივი დარბევა არ მოაწყო, რადგან მასობრივ დარბევას ვიცით რაც მოჰყვება. როგორ უყურებენ ამერიკაში ქართულ ოპოზიციას?- ახლა ოპოზიციის ნაბიჯებს ჩვენც ძალიან მძიმედ ვუყურებთ. ამიტომ ქართული ოპოზიციით დიდი აღფრთოვანება აშშ-შიც არ დამინახავს. როგორი იყო ამერიკელების რეკომენდაციები ოპოზიციისადმი?- ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ოპოზიციის ძალა ერთობაშია, როგორც ქართულ გერბს აწერია, ხოლო მათ მიაჩნიათ რომ პარტიებმა თავისი პროგრამები უნდა განახორციელონ. რომანტიკული, თუ ილუზორული ამბები დავიწყებას უნდა მიეცეს, - ეს მირჩიეს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა. ბევრი იწილო-ბიწილო და არჩევნებში მივიღებ-არ მივიღებ მონაწილეობას და მერე ყველა რომ მიიღებს, ასე კი არა?! არამედ ახლავე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ყველანაირი თარხნიშვილები ადმინისტრაციას ჩამოვაშოროთ. საარჩევნო სისტემაში ხელისუფლების უპირატესობა უნდა გავაბათილოთ, ყველას თანაბარი უფლებები უნდა მივცეთ, ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ და იმ ძალებმა მოიგონ ეს არჩევნები, ვინც ღირსია. მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციები არის ძალიან სერიოზული და საჭიროა ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიღწევა. ანუ უნდა დამთავრდეს ”მიშა წადი, მიშა გადადექი”-ს ყვირილი?- არა, წადი და გადადექი უნდა ვუთხრათ, მაგრამ პოლიტიკას არ ახასიათებს ერთხაზოვნება, პოლიტიკა ბევრი ხაზით და ბევრი მიმართულებით კეთდება. პოლიტიკური პარტია, რომელიც იტყვის რომ არჩვენები არ აინტერესებს, ჩემთვის ძალიან საეჭვოა. აბა რა აინტერესებთ? ცვლილება არჩევნებით უნდა მოხდეს. ჩვენ სხვა ცვლილება არ გვინდა. ამ მხრივ ოპოზიციას სატრაბახო გვქონდა და ამერიკაშიც ხშირად აღვნიშნე - ოპოზიციამ ის მოახერხა, რომ რევოლუცია არ მოეწყო და ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოახერხა ვითარების განმუხტვა-მეთქი. მოგეხსენებათ, ასეთი მომენტი იყო - საქართველოში კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო და ვითარება ოპოზიციამ განმუხტა და არა ხელისუფლებამ. ამერიკაში ამ აზრზს იზიარებენ. ხელისუფლება კბილებს აკაწკაწებდა და ერთი სული აქვს, ახლა უკვე კანონით დადგენილ ტყვიებს როდის დაგვიშენს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მას ვიღაცამ ჭკუა ასწავლა, ან რაღაცნაირად თავი შეიკავა და თუ ოდესმე ამ მხრივ რამე შეეშლება, რა თქმა უნდა, ვითარება სერიოზულად შეიცვლება, მაგრამ ჩვენი სამუშაო გარემო ახლა, ამ წუთში, უნდა იყოს არა ერთობაზე ოცნება და რაღაც წინადადებები, ერთმანეთში პრაიმერების ჩატარებაზე, არამედ საარჩევნო გარემოს გაწმენდაზე, რადგან საქართველოში ძალიან მალე ყველა ტიპის არჩევნები შეიძლება დაინიშნოს. Edited September 3, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ლევან ბერძენიშვილი: ”აშშ-ში სააკაშვილის მიმართ სრულიად აგდებული დამოკიდებულებაა” და მერე რა? მაინც მხარს უჭერენ. ის გამოთქმა როგორაა? - "ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალა"-ოთუ რაღაც ამნაირი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ეს ადამიანი... დღითი დღე მარაზმში ვარდება... რა უნდა, ვის ატყუებს... ხო აგდებული დამოკიდებულება აქვთ და ამავე დროს მაგ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი აქ დითირამბებს უმღერს... წადით თქვენი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 lasha_alo ლევან ბერძენიშვილი: ”აშშ-ში სააკაშვილის მიმართ სრულიად აგდებული დამოკიდებულებაა” ისე დროა ეს კაცი მოშორდეს პოლიტიკას და რაც შეეხება სააკაშვილზე კომენტარებს,თითქმის ყველაფერში ვეთანხმები.მიშა გადააყოლებს საკუთარ პიარს ქვეყანას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ნეტა ამან რაღა იცის....... გამოყო რაა ფეხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 machkatela ნეტა ამან რაღა იცის....... გამოყო რაა ფეხი გაანებეთ თავი ამ ბერძენიშვილს.თქვენ კომენტარები წაიკითხეთ და ის შეაფასეთ,მართალია თუ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 როგორც ჩანს, ტალიავინის კომისიის სათანადო დასკვნა უკვე არსებობს, მასზე უკვე მიმდინარეობს საუბარი და ქართული მხარე უკვე რაღაც საეჭვო კომენტარებს აკეთებს. რამდენადაც ვიცი, დასკვნაში ძალიან სერიოზული ბრალდებებია წაყენებული, როგორც ქართული, ისე რუსული მხარისადმი, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართული მხარე გაცილებით უფრო დაუცველია.როცა ეს კომისია დაინიშნა მე მაშინვე აღვნიშნე მეზობელ ფორუმზე, რომ კომისიის დასკვნა არ იქნება ისეთი როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია აქ მეთქი.რატომღაც ბევრმა დაადგინა, რომ ტალიავინის კომისიას უნდა დაედასტურებინა ის რასაც წერდნენ ლატინინა და ილარიონოვი თავის ცნობილ სტატიებში. რათქმაუნდა ამ ავტორების მუშაობა ჩვენს სასარგებლოდ დასაფასებელია და ჩვენთვის სანუგეშოა, მაგრამ არსებობს რეალობა, რომელიც ჩანდა ქართული ტელეარხებიდან 7 აგვისტოდან 10 აგვისტომდე და ამ რეალობის დამალვა შეუძლებელი იქნება მეთქი. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის დაიწყო 200 წლის წინ, ან სსრკ-ს დაშლისთანავე, ან ომის დაწყებად გამოვაცხადოთ ოსების საშინელი პროვოკაციები 1,2 და 4 აგვისტოს, მაგრამ 1. 7 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მუქარა, რომ თუ ცეცხლს არ შეწყვეტთ ჩვენ დავიწყებთ აქტიურ საომარ მოქმედებებსო;2. ლაპარაკი ცხინვალის აღებისა და ს.ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ;3. ის რომ არ მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების დროული ინფორმირება რუსების უკვე 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ;და კიდე ბევრი სხვა ჩვენს პოზიციას საგრძნობლად ასუსტებს. მაქსიმუმ რისი იმედიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ის იქნება, თუ კომისია ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას შეაფასებს, როგორც შეცდომას და რუსების პროვოკაციაზე გაუაზრებლად წამოგებას, ხოლო რუსების მოქმედებას შეაფასებს როგორც აგრესიულს მეზობელი ქვეყნის მიმართ და შეუსაბამოს საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან. ეტყობა, ამის იმედიც არა აქვთ და წინასწარ ახდენენ ხალხის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას დასკვნის მიმართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 Lo Janko მაქსიმუმ რისი იმედიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ის იქნება, თუ კომისია ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას შეაფასებს, როგორც შეცდომას და რუსების პროვოკაციაზე გაუაზრებლად წამოგებას, ხოლო რუსების მოქმედებას შეაფასებს როგორც აგრესიულს მეზობელი ქვეყნის მიმართ და შეუსაბამოს საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან. ჩემის აზრით დასკვნა ესეთი იქნება. ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები და რუსეთმა არა ადეკვატური პასუხი გაგვცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 lasha1997 ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები და რუსეთმა არა ადეკვატური პასუხი გაგვცა. 100%-ით სწორი ბრძანდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ძუკუ 100%-ით სწორი ბრძანდებით. სწორი კუბოს ფიცარია,მართალი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 Lo Janko ჩემის აზრით დასკვნა ესეთი იქნება. ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები და რუსეთმა არა ადეკვატური პასუხი გაგვცა. რაც არ უნდა იყოს... რუსეთმა გადმოკვეთა ჩვენი საზრღვრები და დაიწყო ომი..... ყველანაირი საერთაშორისო სამართალით, ომი დაიწყო რუსეთმა... ჩვენ არ შევჭრილვართ რუსეთში... ყოველდღე ბომბავს თურქეთი ქურთებს... არავინ ხმას არ იღებს... იმიტომ რომ მისი ტერიტორიაა..... ცხინვალი და ფხაზეტი ყველა საერთაშორისო დოკუმენტით ჩვენი ტერიტორიაა... და თუნდა "კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად" შევსულიყავით იქ... რუსეთის საქმე არ იყო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 machkatela ყველანაირი საერთაშორისო სამართალით, ომი დაიწყო რუსეთმა...არ არის მასე..მანდატი ზუსტად რომ საერთაშორისო სამართლით ქონდა მინიჭებული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 machkatela ყოველდღე ბომბავს თურქეთი ქურთებს... არავინ ხმას არ იღებს... იმიტომ რომ მისი ტერიტორიაა.....ჯერ ერთი ის რომ თურქები ქურთებს ერაყის ტერიტორიაზეც ბომბავენ. მეორე კი ის რომ თურქებს არავინ არ მოუწვევია სამშვიდობო ძალად თავის ქვეყანაში. ვიცი რომ მეტყვით ეს შევარდნაძემ გააკეთაო.მაგრამ ამ ხელისუფლებამ ხუთი წლის განმავლობაში არ გაუუქმა მათ მანდატი ოპოზიციის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად.ამიტომ რუსებს გარკვეული კოზირები აქვთ.და თუნდა "კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად" შევსულიყავით იქ... რუსეთის საქმე არ იყო.... ჩვენდა სავალალოდ იყო. სხვა ამბავია როცა ქვეყანა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ჩეჩნეთს ცეცხლით და მახვილით ანადგურებდა ჩვენ მორალს გვიკითხავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ყველანაირი საერთაშორისო სამართალით, ომი დაიწყო რუსეთმა... ჩვენ არ შევჭრილვართ რუსეთში...machkatela, ომი შეიძლება რუსეთმა დაიწყო, მაგრამ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები ჩვენ დავიწყეთ და თან პრეზიდენტმა 7-ში საღამოს ტელევიზიით გამოაცხადა კიდეც. გარდა ამისა მართალია newstudio, სამწუხაროდ რუსეთს მანდატი ზუსტად რომ საერთაშორისო სამართლით ქონდა მინიჭებული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
drabi 39 Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 უბრალოდ წამოეგო რუსების დაგებულ მახეს, ჭკუა სად იყო ამ დროს საკითხავი აი ეს არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.