Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ელიტა არის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებისა. მას აქვს ფუნქცია რომ უმრავლესობის აზრი ამ უმცირესობამ ანუ ელიტამ დააფიქსიროს.

 

მაგრამ საქართველოში სხვანაირად არის..

 

მე რასაც ვხედავ, ჩვენი ელიტა ხშირად ხელისფლების მიერ იყო მართული. არაფერი იმაზე საშიში არ არის როცა განათლებული ადამიანი იწყებს სახელისუფლო პროპაგანდას, ეს იმას ნიშნავს რომ საზოგადოება კარგავს მის განათლებულ ნაწილს..

 

 

როგორ შევქმნათ ჯანსაღი ელიტა, როგორ ვქნათ ისე რომ ამ ელიტამ მოუტანოს სიკეთე საქართველოს და არა მარტო ხელისუფალს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩემი ბლოგიდან:

ოვლენათა გამწვავების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი -"პოლიტიკური ელიტის" დაშორებაა საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან და მისი უუნარობაგაითვალისწინოს დაშვებული შეცდომები.

 

ერთი მხრივ ,ვარდების "რევოლუციის" შემდეგ, მოხდა ქართული ძველი ნობილიტეტის სრული განადგურება ,მაგრამ ახალი "პატრიციების" კასტა ვერ ამაღლდა ,რათა გაეკონტროლებინა საკუთარი ცთუნება და არ დაახლოებოდა მამების თაობას.

 

საბჭოთა საქართველო სათანადოდ არაა განალიზებული. ზუსტად მაშინ არსებული ნომენკლატურული ოლიგარქია იყო არსებული რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. სისხლიანი წითელი კარიერიზმის გარდასახვამ ტოტალურ კორუფციულ აბრაკადაბრაში შექმნა ეს მახინჯი ფენომენი, როდესაც ერთი მხრივ ცალკე აღებული კარიერისტები სიამუვნებით სვავდნენ საქრთველოს სადღეგრძელოს , ოჯახებში უსმენდნენ "ამერიკის ხმას " ვაშინგტონიდან და პარალელურად მათი სოციალური ერთობა ეწინააღმდეგებოდა დესოვეტიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

 

ეროვნული მოძრაობის მხრიდან "იერარქიულ მექრთამეობის" პირამიდაზე დამყარებული მყრალი ნომენკლატურული ოლიგარქიის დემონტაჟი უაღრესად დადებითი მოვლენა იყო,მაგრამ 22 დეკემბრის რევანშით მათ შეძლეს საბჭოური დიდების დაბრუნება ,დისიდენტთა გულწრფელი ნაციონალური აღმაფრენის დამუხრუჭება ,მაგრამ ახალ დროებაში ძველმა ცხოვრების წესმა მიიყვანა ეს ფენა ლოგიკურ დასასრულამდე , ხოლო მათი ადგილი დაიკავა ახალგაზრდების შეზღუდულმა წრემ,რომლებიც მართალია სისტემის ნაწილს შეადგენდნენ ,მაგრამ მათი კონფლიქტი ძველ ღირებულებთან მალევე გამოიკვეთა და ვარდების მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც ელიტის შიგნით მომხდარი დიდი გადატრიალება.

 

ეს "კარგად გაზრდილ ვირიშვილთა "კასტა შევარდნაძის მეორედ მოსვლის ნაყოფია,მის მიერ ჩატარებული ელიტის აპდეითის შედეგი.

 

ისინი ეგუებოდნენ ცუდს მის მმართველობაში ,გარკვეულ დრომდე აფერხებდნენ თეთრი მელის და ნომენკლატურული ოლიგარქიის სიკვდილს ,მიიღეს "ბაბუს ახალი სახეებად" ყოფნის გარიგება, მაგრამ ერთგვარ რეფორმატორულ ელემენტებსაც ემხრობოდნენ,რომელსაც არც მომაკვდავი ოლიგარქია არ ეწინააღმდეგებოდა....პირიქით, რაღაც ეტაპამდე აწყობდათ კიდეც.

 

თავიდანვე გამოხატული შინაგანი დუალიზმი პროგრესულსა და რეგრუსულს შორის, აისახა მათ პოლიტიკაში ,რამაც ძალიან ცუდად იჩინა შემდგომში თავი.

 

ვარდების პუტჩმა საშუალება მისცა ჩამოეცილებინათ ავი ბებერი თავისი დასაყრდენით, მაგრამ მმართველი წრე უფრო შევიწროვდა და გაიზარდა კონფრონტაცია ყველა დანარჩენთან "ყოველგვარ ძველთან თუ ახალთან",რომელიც მოიცავს სხვადასხვა მომენტს- პროგრესულს ანუ კონფლიქტს რეტროგრადულთან და რეგრესულს- კონფლიქტს მთელ თაობებთან, ტრადიციულ ღირებულებებთან ,არსებულ ცხოვრების წესთან თუ ეროვნული მოძრაობის ზეგავლენებთან,ყველაფერ ახალთან ,რაც მათ წიაღში არ ვითარდებოდა.

 

ცხადია, მათ სამართებლის პირზე უწევდათ გავლა ,დროება მოითხოვდა ცვლილებებს და ზოგადად დეკლარაციის დონეზე სწორი ორიენტირები იქნა აღებული,მაგრამ ამ ელიტის დრამა მისი სიძულვილია დანარჩენი საზოგადოების მიმართ,რაც განპირობებულია კომპლექსებით, ნარცისიზმით,ზევიდან ხალხზე ყურების სურვილით,გამოუცდელობით და საკუთარი მეთოდების უკიდურესად ჭუჭყიანი ხასიათით.

 

საზოგადოების გარდაქმნა თუ გინდა, მისი მაჯისცემა უნდა გესმოდეს,პაციენტზე უნდა ზრუნავდე,მის გამოჯამრთელებაზე ფიქრობდე და სხეულში პროგრესის ინექცია ისე უნდა შეიყვანო ნამეტანი მტკივნეული არ უნდა იყოს ჩხვლეტა. თუ შენ მთელი პალატა მიგაჩნია შეშლილთა ბუდედ და საკუთარ რიტორიკაში დებ აგრესიას განსაკურნებელთა მიმართ აქიმად არ ვარგიხარ. ექნება შენ წამალს უკუშედეგი და უნდა გესმოდეს- პაციენტი თუ იგინება შენი მისამართით, მშვიდად უნდა გაუძლო და გახსოვდეს ჰიპოკრატეს ფიცი ( ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონები )

 

გირგვლიანის და რობაქიძეს ინციდენტი იყო ლაკმუსის ქაღალდი საით წავიდოდა ახალი ელიტა - აღიარებდნენ სამართალდარღვევას თუ სისტემის გადარჩენაზე იფიქრებდნენ,როგორც მათი მშობელი ბაბუ .სამწუხაროდ ,ბარიერი ვერ გადაილახა და დისტანცია ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაძლიერდა.

 

მალე მიშამ უკუაგდო რევოლუციური ლიბერალიზმი,რომელიც ამ ფენის თავდაპირველ მნიშვნელოვან პოზიტიურ თვისებას წარმოადგენდა.დროსა და ქვეყნის მტერთან დაპირისპირებამ დააასამარა მიშმაკიაველიზმის უგუნური ,საშინელი საგარეო კონცეფციაც , რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიტივიც შექმნა ქართული პოლიციის და ჯარის ახალი სახით .

 

"გუნდი" მამების თაობას დაემსგავსა .მათსავით ეკლექტური და არასაიმედო გახდა,მას ჩამოცილდნენ თუ ჩამოაცილეს თავდაპირველი გმირები და მათი ინტერესების ერთადერთ პრინციპს უკვე წარმოაგდენს მარტივი თეზისი -დავრჩეთ სადაც ვართ,მერეც ჩვენ ვიქნებით.

 

ვაღიაროთ, პოლიტიკური ელიტა ძალიან მალე დალპა,მაგრამ არსებული წინააღმდეგობანი საშიშ ტენდენციებსაც მოიცავს.კერძოდ ,ნომენკლატურული ოლიგარქიის ნარჩენების რევანშიზმი ასევე თვალშისაცემია და ოპოზიციის პროგრესულ ნაწილსაც უწევს თვალის დახუჭვა აღნიშნულზე,რაც ბადებს ერთგვარ შიშს საზოგადოების დიდ ნაწილში,რის გამოც პროტესტის მუხტი ერთგვარად შეზღუდულია,ხოლო ახალი ელიტის სიცოცხლისუნარიანობა კვლავ გრძელდება...ისე როგორც საფრთხე რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.

 

ეს ბინძური კასტა,რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირების ზოგადი კანონზომიერებანი.

 

კერძოდ, საჭიროა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პოლიტიკური პოლუსები,რომელიც შეცვლის ბიპოლარულ პოლიტიკურ ვნებებს საქართველოში.

 

არსებობს "რამდენიმე პოლუსიანი" პოლიტიკის სოციალური საფუძველიც-კერძოდ პოლიტიკური პარტიების განვითარება შესაძლოა შემდეგ ველებზე გადანაწილდეს-

"რეგიონალური კონფორმიზმი", "მამულიშვილობა","ლიბერალიზმი", "მემარჯვენე ცენტრისტული ტენდენციები", მემარცხენე ელექტორატი.

ეს მაძლევს გარკვეული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას,რომ პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში შეიქმნება 4-5 პარტიანი კონკურენტული გარემო.დანარჩენი ჭუჭყი გაიწმინდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა სისტემის შეცვლა, საარჩევნო კორუფციის დამარცხება.პოლიტიკური ელიტა ნელნელა ტრანსფორმირდება და ახალ კანონზომიერებებს დაემყარება ,რომლის მოგვარებაც დემოკრატიის უდიდესი პლიუსებით არის შესაძლებელი.

 

ჩამთვალეთ სიმართლისტად, მეოცნებედ ,მაგრამ მე ვთლი,რომ დემოკრატია ესაა პოლიტიკური თამაშის ერთადერთი სწორი ფორმა ,რომლის ხელშეწყობა თითოელი განვითარებული ადამიანის მოვალეობაა საქრთველოში!! ვინც ამ აზრს არ იზიარებს ჩემი მტერია !!!! და საზოგადოების პროგრესული ნაწილის მტერიც უნდა იყოს.სხვა საქმეა პოლიტიკური ხედვა ან გემოვნებანი,

 

მე ვემხრობი ცენრისტული და ლიბერალური ძალების გაძლიერებას ნაციონალების გარეთ!!! ესააა სახელმწიფოს გადარჩენის მნიშვნელოვანი არსებული შანსი,რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრ,რადიკალურ პოზიტიურ ქმედებებში თუ პროტესტში.ოპოზიციის პროგრესულ ნაწილს ესაჭიროება კრიტიკაც,მაგრამ თანადგომაც .ისინი ჩვენი სირაქლემის პოზიციის გამო იძულებულნი არიან იყვნენ კოალიციაში ძველ რეგრესულთანაც და ვერ ახერხებენ ამ ბინძური ელიტის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. დროა სამოქალაქო საზოგადოებაც გააქტიურდეს ,რათა შევებრძოლოთ "ნაციონალთა კონფორმიზმს" .მათ სწრაფვას გამოიყენონ ოპოზიციის მიმართ არსებული უნდობლობა საკუთარი მიზნებით ....იქადაგონ რა "ოპოზიციის ოპოზიციის " ბრიყვული თეორიები თუ ათასგვარი სისულელე,რომელთა მიზანი ერთია -დარჩნენ ძალაუფლებაში.

 

არაფერი სხვა სახელმწიფო ინტერესები მათ სამწუხაროდ არ ადარდებთ,თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერებში ბევრია გონიერი ადამიანი და მათი ზოგიერთი არგუმენტის კარგად მესმის.

 

მტერი კართანაა მომდგარი და დიდი მნიშვნელობა აქვს მალე მოვახდინოთ პოლიტიკური ელიტის რეორგანიზაცის ხელშეწყობა . აიძულოს ყველა ჯანსაღმა ძალამ ხელისუფლება, შეცვალოს სისტემა.ხელი შეეწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის სწორ გზაზე დაბრუნებას....

 

ოპოზიციის პროტესტი არის ბუნებრივი მოვლენა და თუ ეს ტალღა მინელდა(არ ვგულისხმობ კარვების აღება ,არამედ შეგუების ატმოსფეროს საფრთხეებზე ვაკეთებ აქცენტს ) მოხდება ქვეყნის განვითარებისათვის რეალური საფრთხეების შექმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

homo sapiens

რას ვეძახით ელიტას ვიცით????

პოლიტიკური თეორიის ენაზე თუ ისე გლეხურად? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, მაგრამ მარტო პოლიტ.ელიტა არ წყვეტს ქვეყნის ბედ-იღბალს.

 

საქართველოში საერთოდ არის ელიტების პრობლემა, ყველა კუთხით.

 

და ეს ასე იქნება სანამ :

 

ექიმი და ექთანი(კარგია თუ ცუდი არ აქვს მნიშვნელობა) 20-ლარიანის ჯიბეში ჩაკუჭვას, ღმერთისგან ბოძებულ მარადიულ სიკეთეთ ჩათვლის.

ჟურმალისტი (ისევ არაა აქვს მნისვნელობა) 1000 ლარის აღებას ტყუილის თქმაში ბავშვების ბაკურიანში გაშვების აუცილებლბით გაამართლებს.

ოფიცერი უარს არ იტყვის პრემიაზე, რომელსაც დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებისათვის ან უბრალოდ "გვერძე გახედვისათვის" გადაუხდიან.

მწერალი,მხატვარი ,მსახიობი და მომღერალი მზად იქნება საკუთარი ტალანტი და ავტორიტეტი საახალწლო ინდაურზე გადაცვალოს.

 

და ა.შ.

 

მანამდე ვიქნებით #######- ში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

homo sapiens

 

პოლიტიკური თეორიის ენაზე თუ ისე გლეხურად? :user:

გურჯულ- გლეხური და პოლიტიკის თეორიის ენა რამ განასხვავა შეკაიკაცო?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა რატომ.

კიდევ ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა, დარჩო, მინა და ვანიკო...

 

რა მაგარი სასტავია? :sorry: :sorry: :D მაგათთან ერთად მუშაობა რა სამარცხვინოა წარმოიდგინეთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

Nukriko

როგორ შევქმნათ ჯანსაღი ელიტა, როგორ ვქნათ ისე რომ ამ ელიტამ მოუტანოს სიკეთე საქართველოს და არა მარტო ხელისუფალს

ელიტას შექმა იწყება სკოლებიდან,...პრესტიჟული განათლება და რამე...პლიუს აუცილებლად სოციალური გარემო...

 

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ფული და ცოდნა დიდწილად გაყოფილია!

 

იმედია ნათლად ვთქვი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მაგათთან ერთად მუშაობა რა სამარცხვინოა წარმოიდგინეთ

წარმოვიდგინეთ

 

ფსევდო ელიტაზე რას იტყოდით?! ძალათ ელიტარობას რომ იბრალებენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ელიტას შექმა იწყება სკოლებიდან,...პრესტიჟული განათლება და რამე...პლიუს აუცილებლად სოციალური გარემო...

 

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ფული და ცოდნა დიდწილად გაყოფილია!

 

იმედია ნათლად ვთქვი!

ეგრეა + გარკვეული მოვალეობის გრძნობა არაელიტის მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...