vitaminC Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 30 აგვისტოს განმუხურელებთან შესახვედრად მისულ საქართველოს პრეზიდენტს თავში ფეხსაცმელი უთავაზეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 30 წლამდე უცნობმა მამაკაცმა ფეხსაცმელი გაიძრო და მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ისე გაისროლა, რომ მოულოდნელობისგან პირადი დაცვაც კი დაიბნა. პრეზიდენტს ფეხსაცმელი შუბლში მაშინ მოხვდა, როცა იგი საცეკვაო მოედანზე, ტელეკამერების წინ კომენტარს ჩაცუცქული აკეთებდა.განმუხურში ჩასულმა ”პრესა. გე”-მ უცნობი მამაკაცის ვინაობა ვერ დაადგინა, მაგრამ თვითმხილველებისგან ინციდენტის დეტალები შეიტყო. სავარაუდოდ, მამაკაცი, რომელმაც პრეზიდენტს ფეხსაცმელი ესროლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ინციდენტის შემდეგ მან გაქცევა სცადა. პოლიცია და სამთავრობო დაცვის წევრები ”თავდამსხმელს” გაედევნენ და იგი ზღვის სანაპიროზე დააკავეს. განმუხურელები იხსენებენ, რომ დაკავებისას ძალოვანები მამაკაცს ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ავტომანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ იგი მათი თანასოფლელი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ”განმუხურული ვოიაჟი” კიდევ ერთი ფეხსაცმლის ისტორიას უკავშირდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტმა “პლაჟზე” ჩვილი ბავშვის ფეხსაცმელი თავად აღმოაჩინა. სააკაშვილს ფეხსაცმელი ხელში ეჭირა და პატრონს ეძებდა... - ”სააკაშვილს აქ იმდენი შემგინებელი დახვდა, ყველა რომ დაეჭირათ, სოფელში არავინ დარჩებოდა. ერთი გინება სააკაშვილის მისამართით დაცვამაც გაიგო, მაგრამ აშკარად წაუყრუა. ისე, ჩვენი სოფლიდან იქ ბევრი ხალხიც არ იყო, სულ ჩამოყვანილები იყვნენ. განმუხურელი ვინც იყო, ყველა წერილით მივიდა. დაცვა არავის აკარებდა პრეზიდენტს ახლოს, მაგრამ ბარათების გადაცემა რამდენიმემ მაინც მოახერხა”. - ”სააკაშვილი დისკოთეკაზე ფეხშიშველი რომ ცეკვავდა, ის რატომ არ გადაიღეს ნეტავი?! ან ფეხსაცმელი რომ ესროლეს მიშას კამერების წინ, რა, ავტომატურად გაჩერდა და კადრში ვერ მოხვდა? ყველა კამერამ დააფიქსირა ეს ფაქტი, მაგრამ დამალეს...” - ”რომ იძახდა სააკაშვილი, აქეთ სინათლეა, იმ კედელს იქეთ კი ნახეთ, წყვდიადია, რუსები ბატონობენო. რა, სანამ იმ პლაჟამდე მივიდოდა, მთელი განმუხური წყვდიადში არ გაიარა? სამი დღეა შუქი არ გვაქვს და ორი კვირაც არ გვექნება. აფხაზებმა დავალიანების გამო გაგვითიშეს. არ იცის სააკაშვილმა, რომ 1992 წლიდან შუქს აფხაზები გვაძლევენ? მარტო ჩვენ კი არა ახლომახლო სოფლებსაც”. - ”იმ ვითომ გამყოფ კედელთან ბუნგალო რომ დგას, იმის მეპატრონეს რატომ არ ჰკითხა, რომ გადაგიწვეს აფხაზებმა და მანქანაც რომ წაგართვეს, როგორ მოახერხე აღდგენაო? ოკუპაციის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია არ გვეკუთვნოდა”? - ”რომ დატოვა ეს კედელი რას ნიშნავს ნეტავი? რისი სიმბოლო შეიძლება იყოს? შეიხედოს იმ კედელში სააკაშვილმა და რუსს კი არა, მერაბიშვილის პოლიციელებს ნახავს, იქ ხომ საგუშაგოა. ღამით თუ შეიხედა... იქ პოლიციის პოსტი კი არა ნამდვილი ბორდელია”... ეს ის კომენტარებია, რომელიც ”პრესა.გე”-მ განმუხურში, პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს ჩაიწერა. ვიდეოკამერის წინ გამოჩენა კი არც ერთმა რესპოდენტმა ისურვა. ვინაობის გამხელა მხოლოდ ერთმა მათგანმა გაბედა, რომელსაც სააკაშვილის და მერაბიშვილის განმუხურში ვიზიტები ცუდად დაებედა. ორი წლის წინ, მზია ახალაიას საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის ღობე, პირველად სწორედ მათ გაუნგევიათ. მზია ახალაია: ”განმუხურში, რუსებთან მომხდარი ცნობილი ინციდენტის დროს მოხდა ეს ამბავი. მე არ მინახავს, მაგრამ საჭესთან მერაბიშვილი იჯდა, გვერდით კი სააკაშვილი... მოკლედ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობე 6 მეტრის მანძილზე გაანგრია... ჩემს სახლთან ყველაზე სახიფათო მოსახვევია, ამიტომაც გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანები ტყაპა-ტყუპით ვარდებიან ჩემს ბოსელში... ბოლო ორი წლის მანძილზე 23 ასეთი შემთხვევა მოხდა. გუშინ კი ორჯერ მოხდა ავარია და ორივეჯერ ბოსელში შემომივარდნენ”. დაზარალებული ქალბატონი დახმარებას ითხოვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) vitaminC ტუფლი მიზანში ბუში მაგ საქმეში უფრო მაგარი აღმოჩნდა.ორივე აიცილა. : რა ხმა ექნებოდა თუ ძირით მოხვდა შუბლში? : Edited August 31, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 სამაგიეროდ ჩვენი სნაიპერი უფრო მაგარია, მიზანში გაარტყა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) იიიიიშ. Edited August 31, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 სამაგიეროდ ჩვენი სნაიპერი უფრო მაგარია, მიზანში გაარტყა თან ცეკვავდაო? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 vitaminC 30 აგვისტოს განმუხურელებთან შესახვედრად მისულ საქართველოს პრეზიდენტს თავში ფეხსაცმელი უთავაზეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 30 წლამდე უცნობმა მამაკაცმა ფეხსაცმელი გაიძრო და მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ისე გაისროლა, რომ მოულოდნელობისგან პირადი დაცვაც კი დაიბნა. პრეზიდენტს ფეხსაცმელი შუბლში მაშინ მოხვდა, როცა იგი საცეკვაო მოედანზე, ტელეკამერების წინ კომენტარს ჩაცუცქული აკეთებდა.ეს მართალია?! :blink: პ.ს. მარა იმენა არ გაახარებენ ვინც ეს გააკეთა((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) მარა იმენა არ გაახარებენ ვინც ეს გააკეთა((( უცემიათ უკვე იქვე და არც მერე დააკლებდნენ.მაგარი „ლომები“ ჰყავს მიშას დაცვაში. პ.ს. თუ მართლა ტვლიპა ტუფლი სიფათში და არ იგონებენ. Edited August 31, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 სამაგიეროდ ჩვენი სნაიპერი უფრო მაგარია, მიზანში გაარტყა :sicili: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 მაგ კაცმა გაბედა ის, რასაც ვერ ბედავს მტელი ქართველი ერი 6 წლის მანძილზე!!!! :papa: ვნაცვალე მარჯვენაში!!!!! შემომაქვს წინადადება ამ უცნობი ქართველის სადღეგრძელო ყველა ნორმალური ქართველის ოჯახში შეისვას! :daleva: :tashi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 kontr-agent 007 მაგ კაცმა გაბედა ის, რასაც ვერ ბედავს მტელი ქართველი ერი 6 წლის მანძილზე!!!!ფასი მაშინ ექნებოდა ვიდეო რომ არსებობდეს მაგისი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 თურმე მიშას სიფათში ტუფლის გარტყმა უნდა გვწყენოდა მიშისტების აზროვნებით და 7 ნოემბერს ნაბოზვარი აქტივისტები ხალხს რომ სცემდნენ დრინებით და თან დედას ორ შაურათ რომ უტრიალებდნენ ის დასაშვები ყოფილა. არა აქვს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა,მართლა მოხდა თუ არა ეს.რეალობა ის არის,რომ მაგრად ერხევა ჩვენს ხალხს აზროვნებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 kontr-agent 007 ფასი მაშინ ექნებოდა ვიდეო რომ არსებობდეს მაგისი არსებობს. მოვა დრო რუსთავი2 მიშას გინებას დაიწყებს და მაშინ გამოჩნდება ვიდეოც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
oddo Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 არსებობს. მოვა დრო რუსთავი2 მიშას გინებას დაიწყებს და მაშინ გამოჩნდება ვიდეოც.იმედია... :bob: : პირადად არველაძე გაანადგურებდა მაგ კადრებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 ვენაცვალე მარჯვენაში ეგ არაფერს შეცვლის მართალია მაგრამ მაინც.ამას გინდ ფეხსაცემელი გაარტყი შუბლში და გინდ ვინრატორი ანუსში... თავმოყვარეობა ისედაც დაკარგული აქვს...ამხელა ძიგძიგს ვერ დათმობს... ნებით... სრული არარაობა და მდაბიობა გამოდგა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.