newstudio Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 jozefina მაგის გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს მაგრამ ვერც იმის გარანტიას ვერ მივიღებთ რომ ვინც ამათ მერე მოვა ისინი პატიოსნად გააკეთებენ ყველაფერს....სანამ მეტი გამჭვივალობა არ იქნება სახემწიფო სტრუქტურებში მე წინააღმდეგი ვარ ლუსტრაცისს კანონის მიღების!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jozefina Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 newstudio ანამ მეტი გამჭვივალობა არ იქნება სახემწიფო სტრუქტურებში მე წინააღმდეგი ვარ ლუსტრაცისს კანონის მიღების!!!კარგი ასე იყოს, მაშინ დაველოდოთ როდის იქნება ეს მეტი გამჭვირვალეობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 (edited) Lo Janko ვიღაც ცნობილმა პოლიტიკოსმა თქვა არჩევნებს იგებს არა ის ვისაც ხმას აძლევენ, არამედ ის ვინც ამ ხმებს ითვლისო. სტალინმა, თუ არ მეშლება. : Edited September 1, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 საქართველოს კანონი ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ (კანონი ლუსტრაციის შესახებ) კანონპროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობასა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონპროექტი განსაზღვრავს ყოფილი სსრკ-ის უშიშროებისა და სხვა სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, რეესტრის და ნებაყოფლობითი აღიარების წესებს. ასევე კანონი აწესებს თანამდებობრივ შეზღუდვებს ზემოთაღნიშნულ პირთათვის და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. 1. თანამდებობრივი შეზღუდვები 1.1 ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობის პირებს:ა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებს და თანამდებობის პირებს, რომელთა არჩევის წესიც დადგენილია ორგანული კანონით `საქართველოს საარჩევნო კოდექსი~; ბ) წინა პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ არჩეულ, დანიშნულ ან დამტკიცებულ თანამდებობის პირებს; გ) საკონსტიტუციო, უზენაესი, სააპელაციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის აპარატის და მთავრობის კანცელარიის საჯარო თანამდებობებს; ე) საქართველოს მინისტრათა კაბინეტს (უმაღლესი თანამდებობის პირები) ვ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრებს; ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობებიც ითვალისწინებს ვიცეპოლკოვნიკის, ან უფრო მაღალ სამხედრო წოდებას; თ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ერთეულების ოპერატიული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, აგრეთვე სხვა ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობებიც ითვალისწინებს ვიცეპოლკოვნიკის ან უფრო მაღალ სამხედრო წოდებას; ი) საქართველოს სახელწმიფო უმაღლესი სასწავლებლების მაღალი თანამდებობის პირებს; კ) საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს; ლ) საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლის მაღალი თანამდებობის პირებს; მ) ტელერადიომაუწყებლის მარეგულირებელი საბჭოს წევრები; 1.2. წინა პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილ თანამდებობეზე არ შეიძლება დანიშნული ან დამტკიცებული იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ:ა) ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლები; ბ) ყოფილი სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები;გ) საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტის მდივნები;დ) საქართველოს სსრ ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტის მდივნები; ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1.3. ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებს (შემდეგ _ სპეც-სამსახური) მიეკუთვნებიან:ა) სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო;ბ) სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი;გ) სსრკ-ს საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო;დ) საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები; ე) საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები.1.4. პირი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან ნიშნავს პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რომელიც ახრულებდა ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების დავალებებს, წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და მ.შ:ა) აგენტი, ანუ პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან და ასრულებდა მის დავალებებს;ბ) რეზიდენტი, ანუ პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან და ორგანიზებას უწევდა აგენტებთან და სანდო პირებთან მუშაობას;გ) კონფიდენტი, ანუ პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან და აწვდიდა მას ინფორმაციას სხვადასხვა პირებისა და მოვლენების შესახებ;დ) კონსპირაციული ბინის პატრონი, ანუ პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან და ფლობდა ბინას, რომელიც გამოიყენებოდა აგენტების მიერ, აგრეთვე სხვა ოპერატიული საჭიროებისამებრ; ე) უშტატო თანამშრომელი, ანუ პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან და ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდა ამ პუნქტებით დადგენილ პირებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში;ვ) სხვა პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ს სპეც-სამახურებთან, ანუ პირი, რომელიც ასრულებდა ამ პუნქტებით დადგენილი პირების მოვალეობებს;1.5. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მიმართავენ მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია აცნობებს მას, რომ კანდიდატი არის პირი, რომელზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვა, საარჩევნო ადმინისტრაცია კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს და აქვეყნებს კომისიიდან მიღებულ მონაცემებს.1.6. თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს დანიშვნას ამ კანონით დადგენილ თანამდებობებაზე, ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირთა მონაცემები, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ კანონით დადგენილ თანამდებობეზე. თუ კომისია აცნობებს მას, რომ კანდიდატი არის პირი, რომელზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე.2. სახელმწიფო კომისია2.1. ამ კანონით დადგენილი მიზნებისთვის საქართველოს პრეზიდენტი ქმნის სახელმწიფო კომისიას (შემდეგ _ კომისია). კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს.2.2. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან და აწარმოებდნენ შესაბამის რეესტრს.2.3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა მონაცემების შეტანის შესახებ, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან, თუ მან ამის შესახებ ნებაყობლობით განაცხადა. 2.4. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.2.5. კომისია საჯაროდ აცხადებს იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან, თუ:ა) პირი, რომელიც თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან არ განაცხადებს ამის შესახებ ნებაყოფლობით კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ან კომისიას მიაწოდებს ყალბ ინფორმაციას;ბ) თანამდებობის პირი, ამ კანონის წინააღმდეგ არჩეულია ან დანიშნულია ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე.2.6. კომისია წინა პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს დახურულ სხდომაზე, რომელზეც `ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი~_თ დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან მე-15 დღეს.2.7. პირი, რომელსაც შეეხება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოში სარჩელის მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.2.8. რეესტრის ჩანაწერები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან და უკავიათ ამ კანონით დადგენილი თანამდებობა, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. კომისია მოვალეა გასცეს ეს ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.2.9. კომისია და სამინისტრო მოვალენი არიან იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულ იქნენ `საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სპეცაილური დაცვის შესახებ~ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გასცეს ყველა ოპერატიული მონაცემები მათი ბრალდების საქმეზე, გარდა კონკრეტული პირების ვინაობისა (სახელი, გვარი, მისამართი) _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:3.1. შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში _ სამინისტრო) უზრუნველყოფს კომისიისთვის იმ პირთა შესახებ მონაცემების მიწოდებას, რომლებიც თანამშრომლობდენენ სპეცსამსახურებთან;4. სპეც-სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფილობითი აღიარება4.1 ის პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან მოვალენი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიმართონ კომისიას და გადასცენ მას მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი სპეც-სამსახურში მათი საქმიანობის, აგრეთვე სპეც-სამსახურის საქმიანობის შესახებ.4.2 წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელსაც მოითხოვს კომისია.4.3 თუ კომისია საჭიროდ ჩათვლის, პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.4.4 განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონით და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, საკუთარი, ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო.5. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის5.1. ამ კანონით დადგენილი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარედ ჩაითვლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო ხმის უფლება.5.2 იმ პირის შესახებ მონაცემების გახმაურება, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სპეც-სამსახურებთან და ამის შესახებ განაცხადა ნებაყოფლობით, სისლის სამართლის წესით ისჯება. 5.3 კომისიის მიერ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი მონაცემების გაცემის შეზღუდვა, ან არასწორი მონაცემების მიწოდება დაინტერესებული მხარისათვის ისჯება სისხლის სამართლის წესით. 6. გარდამავალი დებულებანი6.1 თანამდებობის პირი, რომლიც ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულია ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე, მოვალეა გადადგეს თანამდებობიდან კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.6.2 თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს დანიშვნას ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე, ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირთა მონაცემები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული არიან ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე. თუ კომისია აცნობებს მას, რომ მოსამსახურე არის პირი, რომელზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი, ან ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.6.3 კომისია საჯაროდ აცხადებს იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან, თუ თანამდებობის პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულია ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე, არ გადადგება თანამდებობიდან ამ კანონით დადგენილ ვადაში.6.4 კომისიამ კომისიის არჩევის დღიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს კანონპროექტები:ა) საქართველოს ორგანულ კანონში `საქართველოს საარჩევნო კოდექსი~ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;ბ) `სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ~ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;გ) `სისხლის სამართლის კოდექსში~ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;7. დასკვნითი დებულება7.1 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე `ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარება და რეესტრის წარმოების შესახებ~ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა.) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების და მისი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ქართულ შიდა პოლიტიკაზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ეს პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნვეყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, აგრეთვე იმ პირთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან. კანონი განსაზღვრავს ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციას, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე ამ პირთათვის დაწესებულ თანამდებობრივ შეზღუდვებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, ძირითადად ჩეხეთის და ლიტვის ანალოგიური გამოცდილების საფუძველზე. კანონი ადგენს იმ თანამდებობების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ზემოაღნიშნულ თანამდებობეზე იკრძალება იმ პირთა დანიშვნა, რომლებიც იყვნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები; კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, აგრეთვე საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. არჩევითი თანამდებობებისათვის ნაცვლად აკრძალვისა დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება.A ამ კანონით დადგენილი მიზნებისათვის საქართველოს პრეზიდენტი ქმნის სახელმწიფო კომისიას. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. შემოდის აგრეთვე ახალი ინსტიტუტი _ სპეც-სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფილობითი აღიარება. ის პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან მოვალენი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიმართონ კომისიას და გადასცენ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი სპეც-სამსახურში მათი საქმიანობის, აგრეთვე სპეც-სამსახურის საქმიანობის შესახებ. ა) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახადი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომელბმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია თორთლაძე G Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ყველაფრით კარგი და გადასარევია კანონია, რომ არ იყოს რამოდედიმე მაგრამ... 1. თორთლაძე არაფერ კარგს და სასარგებლოს არ გააკეთებს. 2. ამ ხელისუფლების ხელში... სრული უნდობლობის ფონზე, იმის გათVალისწინებით რომ ხელისუფლება არ ერიდება იაფფასიან "დადგმებსაც" კი... არის გარანტია რომ ეს არ გადაიქცევა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 არის გარანტია რომ ეს არ გადაიქცევა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად?არანაირი dire და დარწმუნებული ვარ ნაცებისთვის ამ მძიმე პერიოდში მაგ კანონის მიღების პროცესის დაწყება აუცილებლად გამოწვეულია მისი ეფექტურად გამოყენების პერსპექტივით ოპოზიციის წინააღმდეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 მე მგონი მიიღებენ და სათავისოდ გამოიყენებენ. ამის გეგმა უკვე შემუშავებული ექნებათ.ორი დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა გაიხსენა თუ როგორ ამუშავებდა რევოლუციამდე თავისუფლების ინსტიტუტი ამ კანონპროექტს, სადაც მოქალაქეთა კავშირის წევრობაც კი კრძალავდა სხვადასხა თამამდებობების დაკავებას. რა კარგი იქნებოდა ეხლა ასეთი სახით რომ გასულიყო. ვინმეს ნანახი აქვს თორთლაძის შემოქმედება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 ძუკუ ჩემი აზრით... მოქალაქეთა კავშირის წევრობაც და ნაციონალური მოძრაობის წევრობაც უკვე საკმარისი უნდა იყოს პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისთვის. ხოლო ამ პარტიების მაღალჩინოსნობა კი საჯარო სამსახურში მსახურების აკრძალვის მიზეზი... ეს მარაზმი სხვანაირად არ დამთავრდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.