Jump to content
Planeta.Ge

70 წლის წინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი


Recommended Posts

დღემდე არ ცხრება კამათი ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით. თუ ევროპისათვის მეტნაკლებად ყველაფერი გარკვეულია და მათ უკვე დიდი ხანია აღიარეს, რომ მიუნხენის 1937 წლის შეთანხმებამ გზა გაუხსნა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას და ეს შეთანხმება აღიარებულ იქნა, როგორც სამარცხვინო აქტი, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რუსეთი დღემდე არ თანხმდება იმ როლის აღიარებას რომელიც ითამაშა სსრკ-მ და 1939 წლის 23 აგვისტოს სტალინ-ჰიტლერის (ცნობილი როგორც რიბენტრო-მოლოტოვის პაქტი) სამარცხვინო შეთანხმებამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში.

1 სექტემბერს პოლონეთში გაიმართება ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრემიერი პუტინი და პოლონეთის ლიდერები.

ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთი ევროპისათვის.

 

The Financial Times-ის მიმომხილველი სტივენ ვეგსტილი სტატიაში - Stalin still looms large over eastern Europe (http://www.ft.com/cms/s/0/d6fbf32a-9594-11de-90e0-00144feabdc0.html?nclick_check=1), აღნიშვავს რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის, თუ ღონისძიებების მსვლელობისას გააკეთებს რამდენიმე დამამშვიდებელ რემარკას. არავინ ელის მისგან მობოდიშებას, საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე სიტყვა, რომელშიც გამოხატული იქნებოდა, რომ მას ესმის თუ რატომ არ იზიარებენ რუსეთის მეზობლები მოსკოვის თვალსაზრისს.

 

მე რაცხა არა მგონია, პუტინმა აღმოსავლეთ ევროპის გულის მოსაგებად ისეთი რამე თქვას, რაც თავად მას შეუქმნის პრობლემებს რუს სამხედროთა და იმპერიულად განწყობილ ესტაბლიშმენტში.

 

თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პუტინის დარდა ბოდიში მოიხადა ყველამ, მათ შორის კაჩინსკიმაც, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის დანაწილებაში პოლონეთის პასუხისმგებლობა აღიარა.

როგორც ეტყობა კრემლის ლილიპუტებს გონიათ, რომ ბოდიშის მოხდა სისუსტის ნიშანია.

 

არა მგონია ბოდიშის მოუხდელობით შეინიღბოს რუსეთის რეალური მდგომარეობა, ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

 

 

SCLAVUS IMPERIUM DELENDA EST!!! :papa:

მონათა იმპერია უნდა დაინგრეს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ბოდიში მოიხადა ყველამ, მათ შორის კაჩინსკიმაც, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის დანაწილებაში პოლონეთის პასუხისმგებლობა აღიარა.

 

სხვათა შორის ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ე.ი. გერმანელებმა რომ ჩეხოსლოვაკიას სუდეტები წაართვეს, მაშინ პოლონეთსაც შეხვდა რაღაც ტერიტორიები? როგორც პუტინმა თქვა პოლონელებმაც შეიყვანეს ჯარი 1934 წლის პოლონეთ-გერმანიის ხელშეკრულების საფუძველზეო.

ძალიან საინტერესოა, ვინმემ რამე იცით ამაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...