შხარა Posted August 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2009 ალო პარტიულ პრობლემებზე წერს , შენ რასაც ამბობ ეგ ადგილობრივების პრობლემების მოგვარების რაღაც ორგანზიაცია გამოდისპარტიული პრობლემები არ გვარდება რადგან არსებულ პარტიებს არ აქვთ სათანადო რესურსები და შესაძლებლობა. მაგათ თუ ელოდე შორს ვერ წახვალ. სწორედ ასეთი ადგილობრივი ჯგუფები აგვარებენ რეალურ პრობლემებს და ასე ყალიბდება რეალურად ეფექტური პოლიტიკური ძალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha_alo პრივეტ და მთელი საქართველო თბილისში ცხოვრობს და ვისთან უნდა ჩავიდნენ იქ? ხო კიდევ ქვემო ქართლი და სამცხე ჯავახეთი.იქ კიდევ გააყალბებენ არჩევნებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) გამარჯობათ lasha_alo! ქვემო ქართლი და სამცხე ჯავახეთი.იქ კიდევ გააყალბებენ არჩევნებს.ყველა ხელისუფლების უკვდავი რეზერვი. Edited August 31, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) სწორედ ასეთი ადგილობრივი ჯგუფებიგეთანხმები .საზოგადოებრივი ინიციატივა რეგიონებში საჭიროა.why not? მთელი საქართველო თბილისში ცხოვრობსსალამი უმეტესობა რუსეთში და უკრაინაშია....განსაკუთრებით 30-50 წლის ხალხი .თბილისში ვინცაა ოჯახებს მაინც აკითხავს და პერიოდულად სოფელში ჩამოდიან.....რა უნდა აკეთოს ახალგაზრდა კაცმა?! მართლა ასფალტი ჭამოს ;) ის მაინც გააკეთონ.რეგიონებში სპორტს ხელი შეეწყოს.Lo Janko გამარჯობათ lasha_alo!სალამი Edited August 31, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში ახლად გახსნილი იუსტიციის სახლი დაათვალიერა. პრეზიდენტის სტუმრობის დროს იუსტიციის სახლში ერთ-ერთმა წყვილმა ხელი მოაწერა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახლად შეუღლებულებს საჩუქრად ტელევიზორი გადასცა. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა, თუ რამდენი წყვილი დაქორწინდა 2008 წლიდან დღემდე. იგი ასევე გაესაუბრა თანამშრომლებს. პრეზიდენტმა იუსტიციის სახლი დაახლოებით 15 წუთში დატოვა.გაქანებული წწინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ რომელი არჩევნების?! უახლოესი არჩევნები წესით 9 თვეშია..წესით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 გეთანხმები .საზოგადოებრივი ინიციატივა რეგიონებში საჭიროა.why not?ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სტრატეგია რეგიონებში ცხოვრების გასახალისებლად, გარდა ერთეული პიარ აქციებისა იქ ფაქტიურად არაფერი კეთდება.რა უნდა ქნას საზოგადოების ინიციატივამ, როცა რეგიონებს ინვესტიციები და განვითარების პროექტები ესაჭიროებათ. ისევ ხელისუფლებისკენ იყურებიან, კიდე მათი იმედი აქვთ, აბა რა ქნან? კაი ბატონო განაახლეს სიღნაღი და ეს ნამდვილად კარგი საქმე იყო. ბათუმს რაღაში ჭირდებოდა ამდენი ამბავი? საკურორტო და საპორტო ქალაქია და თავადაც, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობითაც შეძლებდა ბევრ რამეს.განეხორციელებინათ ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, თელავის, ხაშურის და სხვა მსხვილი რეგიონული ცენტრების ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტი და ჩაედოთ ინვესტიციები მაგ საქმეში, ქვეყანას მეტი სარგებელი ექნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ფოთში ელოდებიან. როგორც “ინტერპრესნიუსს” ქალაქ ფოთის მერიაში განუცხადეს, პრეზიდენტი ბეტონის ქარხანა “პრაიმ ბეტონის” გახსნას დაესწრება. სააკაშვილი დღესვე, სავარაუდოდ, ფოთის გემთშემკეთებელ ქარხანასაც ესტუმრება, სადაც რამდენიმე ხნის წინ რეკონსტრუქცია დასრულდა. მდაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს “სახალხო დიალოგის” ფორმატში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა. რაცხა ხდება...შემოდგომაზე არჩევნებს ელოდეთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) ჩემ სოფელში კი იძახიან, რომ "აეე მიშა რომ არ იყოი, არც შუქი გვექნებოდა და არც წყალიო... მა ერთმა კაცმა რაღა ქნასო?? ჩვენ თუ მუშაობა გვეზარება, მიშა შაგვინახამსო?" მართლა ასე ამბობენ,... ასე რომ, ოპოზიცია კახეთსა და სამეგრელოში, სხცადასხვანაირად უნდა გააქტიურდეს... Edited August 31, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha_alo თბილისში ვინცაა ოჯახებს მაინც აკითხავს და პერიოდულად სოფელში ჩამოდიან.....რა უნდა აკეთოს ახალგაზრდა კაცმა?! მართლა ასფალტი ჭამოს ის მაინც გააკეთონ.რეგიონებში სპორტს ხელი შეეწყოს ეს მაგარი იციან არგუმენტები რომ ელევათ ხოლმე მიშისტებს. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) ვარდების პუტჩის დროს ერთი წელი სოფელში გავატარე და ხიდი რომ გაკეთებულიყო მეც ხელს ვაწერდი ისეთ მხარდაჭერაზე,რასაც ქალაქში არასოდეს გავაკეთებდი. მესმის ეგოისტური აზროვნებაა ,მაგრამ როცა ადამიანისათვის სამშობლოც და სამყაროც სოფელია ,გზაზე დადის და ხიდზე გადადის არ უნდა გაგვიკვირდეს პოლიტიკის ამ გზის გაკეთებისთვის გამოყენება არც მომხმარებლის და არც მიმწოდებლის მხრიდან. მაშინ არსებობდა 2 პოლიტიკური პოლუსი იმ რაიონში და ორივეს ქონდა "ქველმოქმედების " შესაძლებლობა. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი და ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკურენცია.ხელისუფლების მხარეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და მასზე არის დამოკიდებული აბსოლიტურად ყველაფერი.იმდენს მიშას ოლიგარქია ხვდება,რომ რაღაც ძვალი გადაუგდოს ხალხს, ხოლო ხალხისთვის ესაა ყვავისგან კაკლის გადაგდების პროცესი. როცა ოპოებს ვეუბნებით- შექმენით პოლუსი მეთქი ვგულისხმობ იმას,რომ ამ ხელისუფლების დამარცხება შეიძლება თუ კარგად ჩაწვდები თითოეული უბნის პრობლემებს, გარისკავ,იბრძვი, იპოვი მებრძოლ(საქმეში) მხარდამჭერებს ადგილებზე. კბილებით დაიცავ მათ უფლებებს,კარგად გამოიყენებ კანონს და ინტელექტს. ხალხი გთხოვს პროგრამას ? დაუდევი და მერე მოთხოვე შენც ფქვილზე არ გაიყიდოს. ყველაზე ორთოდოქსი მიშმადიდებელიც კი შეფიქრიანდება მერწმუნეთ.თან თუ შეძლებ ადგილზე დაამარცხო ხელისუფლების ერთადერთობის მითი 90 პროცენტით გამარჯვება გარანტირებულია. უნდა დაიხურო ამათუიმ რაიონის ქუდი. თითოეული რაიონი ჩათვალეთ ცალკე სამყაროა და ზუსტად დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო,მაგრამ მთავარი კრიოტერიუმები რაც ვთქვი ეგაა. მარტო მხარდამჭერებს კი არ უნდა შეხვდე .ყველა უბანი უნდა მოიარო და და ადგილობრივი ჯგუფებს ინფორმაცია ყოველდღე გამოწურო ,საქმე მოთხოვო და გარანტიებიც მისცე. ჭკუა უნდა ბიძია ამას და საარცევნო მარკეტინგის ანბანის ცოდნა Edited August 31, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha_alo ჭკუა უნდა ბიძია ამას და საარცევნო მარკეტინგის ანბანის ცოდნა ჭკუა კი უნდა ლაშა,მაგრამ საქართველოში ამომრჩეველი მაგრად ჰკიდიათ.არჩევნების წინ რაღაცას გადაუგდებენ და საქმესაც მოაყომარებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) გეთანხმები .საზოგადოებრივი ინიციატივა რეგიონებში საჭიროა.why not?yes! საჭიროა და ბუნებრივი.მშვენიერი იქნება თუ ასეთი მოძრაობა დაიწყება და მიეცემა ქსელის ფორმა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც იმოქმედებს თანამშრომლობის, გამოცდილების და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პრინციპზე.დროთა განმავლობაში, აქედან აღმოცენდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავლენიანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. წლების განმავლობაში წარუმატებელია პოლიტიკოსების გადაჯგუფება- გადმოჯგუფებით, პომპეზური პრეზენტაციებით, ომახიანი სახელებით და ლოზუნგებით შექმნილი პარტიები დეკორაცია…. ბუტაფორია. Edited August 31, 2009 by შხარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 შხარა წლების განმავლობაში წარუმატებელია პოლიტიკოსების გადაჯგუფება- გადმოჯგუფებით, პომპეზური პრეზენტაციებით, ომახიანი სახელებით და ლოზუნგებით შექმნილი პარტიები დეკორაცია…. ბუტაფორია. არა მგონია ამ ოპოზიციას რამე გამოუვიდეს.ერთი ალასანიამ შეიძლება რამე გააკეთოს მაგ სასტავიდან. თარგამაძე გაქაჩავს. აი ნახეთ თუ ეგრე არ მოხდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha1997 აქართველოში ამომრჩეველი მაგრად ჰკიდიათ.იმიტომ რომ თვითონ აძლევენ ამის უფლებას ან არ ესმით რომ ეს მათი აქციაა სახელმწიფოს მმართვაში.შხარა მშვენიერი იქნება თუ ასეთი მოძრაობა დაიწყება და მიეცემა ქსელის ფორმა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც იმოქმედებს თანამშრომლობის, გამოცდილების და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პრინციპზე.დროთა განმავლობაში, აქედან აღმოცენდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავლენიანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. წლების განმავლობაში წარუმატებელია პოლიტიკოსების გადაჯგუფება- გადმოჯგუფებით, პომპეზური პრეზენტაციებით, ომახიანი სახელებით და ლოზუნგებით შექმნილი პარტიები დეკორაცია…. ბუტაფორია.მშვენიერი იდეაა .ნამდვილად ასეთი ძალა ძლიერი იქნებოდა, მაგრამ გარკვეული პირველადი დაფინანსება ესაჭიროება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) lasha_alo იმიტომ რომ თვითონ აძლევენ ამის უფლებას ან არ ესმით რომ ეს მათი აქციაა სახელმწიფოს მმართვაში ეს ცხოვრებამ ასწავლათ,რომ მაინც ისე იქნება როგორც მათ არ სურთ და ამიტომ ერთი ტომარა ფქვილი ურჩევნიათ. Edited August 31, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.