Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შეიძლება ითქვა ღირსეული ოპოზიცია

 

რა უშლის მის გამოჩენას ხელს?!

 

ფული? ნაწილობრივ...

 

მედია სივრცის ცენზურა? კი

 

პოლიციური ზეწოლა? კი, (უფრო რეგიონებში)

 

მაშინ როგორღა იქნება ღირსეული ოპოზიცია?

 

მხოლოდ გარე ძალების დახმარებით (აშშ მაგალIტად) სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ

 

თქვენ?

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფული რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ტელე-სივრცეც, მაგრამ მთავარია ადამიანები,რომლებიც თავისი თავდადებით, ტალანტით, ცოტა ავანტიურიზმით, გაიტაცებენ ხალხის ნდობას და იმედებს. ეხლანდელი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია ,ვიდრე ეროვნული მოძრაობის ბრძოლა იყო კომ.რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად ადამიანური რესურსებიც და ფინანსებიც გაცილებით უფრო სრულყოფილი უნდა იყოს. თუ ეს რესურსები არ გამოჩნდა,ნაცები(სახე-კან გამოცვლილი) დარჩებიან კიდევ დიდხანს, მიშასთან ერთად თუ მის გარეშე, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ითქვა ღირსეული ოპოზიცია

 

რა უშლის მის გამოჩენას ხელს?!

 

ფული? ნაწილობრივ...

 

მედია სივრცის ცენზურა? კი

 

პოლიციური ზეწოლა? კი, (უფრო რეგიონებში)

 

მაშინ როგორღა იქნება ღირსეული ოპოზიცია?

 

მხოლოდ გარე ძალების დახმარებით (აშშ მაგალIტად) სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ

 

თქვენ?

 

ნამდვილი ოპოზიციის შექმნას არც მიშა დაუშვებს და არც ოპოზიცია.

 

 

მერე ეს ზიფთა ხალხი როგორ გინდათ მოძებნოთ, საბავშვო ბაღებში?

ასე რომ გადახედო ჩვენს პოლიტიკურ სცენას ვიღაცა ვიღაცასთან იდგა და...........................................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა უშლის მის გამოჩენას ხელს?!

უამრავი რამ მაგალითად საზოგადოება

 

 

საზოგადოება რეალობაში არ არის რაღაც ჰარმონიული ერთობა, პირიქით ის არის შიგნით დაპირისპირებული ერთობა, ყველა ფენას აქვს თავისი ინტერესები და ხშირია ინტერესთა კომფლიქტი.

 

არ შეიძლება იარაღის წარმოებელს და მეომარს ერთი და იგივე ინტერესი ჰქონდეს, მეომრის ინტერესია უცბად დამთავრდეს ომი, იარაღის წარმოებელის ინტერესია დიდხანს გაგრძელდეს ომი რათა დიდი მოგება ნახოს..

 

ამ ყველაფერს უნდა ასტაბილურებდეს პოლიტიკა. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს გეგმა რომელ ფენაზეა იგი გათვლილი. აი მაგალითად ამერიკაში ყველა ფენის ინტერეს წარმოადგენს პროფკავშირები (უამრავი პროფკავშირია) და ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროფკავშირების გადმობირებას..

 

ერთი სიტყვით კარგი პოლიტიკოსები თუ გვინდა ორგანიზებული საზოგადოება უნდა გვქონდეს და არა აქაოტური, ყველა ერთად რომ იკრიბება და ყველა ერთად რაღაც სისულელეებს რომ ყვირის "მიშა, მიშა"-ს თუ "გრეჩიხა, გრეჩიხას"

მხოლოდ გარე ძალების დახმარებით (აშშ მაგალIტად) სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ

ამაში მეც გეთანხმები, მე უფრო დიდი იმედები მაქვს ამერიკის ვიდრე ქართველების.. ქართველები თითქოს ყველა ერთმანეთის მტერი ვართ ისე ვიქცევით ხოლმე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამაში მეც გეთანხმები, მე უფრო დიდი იმედები მაქვს ამერიკის ვიდრე ქართველების.. ქართველები თითქოს ყველა ერთმანეთის მტერი ვართ ისე ვიქცევით ხოლმე..

ისტორიის ამ მონაკვეთშI რაციონალურობა აშკარად გვაკლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ნამდვილი ოპოზიცია" უნდა გამოიყურებოდეს ასე

როდესაც "ნამდვილი ხელისუფლება" ასე გამოიყურება :D

http://img32.imageshack.us/img32/2879/neanderthal.th.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამაში მეც გეთანხმები, მე უფრო დიდი იმედები მაქვს ამერიკის ვიდრე ქართველების.. ქართველები თითქოს ყველა ერთმანეთის მტერი ვართ ისე ვიქცევით ხოლმე..

მცოლოდ მაშIნ როცა სახელმწიფო დასუსტებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭეშმარიტ ოპოზიციას შექმნიან მხოლოდ ის პიროვნებები, რომლებიც:

1. ვისაც აქვს შესაბამისი ინტელექტი და პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობის მცირე გამოცდილება მაინც;

2. ვისაც არ აქვს საბჭოურ ნომეკლატორული წარსული;

3. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს სამშობლო;

4. ვინც ლეგარული გზით მოიძიებს საკმარის ფინანსებს;

5. ისინი ვინც დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებში დადებითი შეფასება იმსახურებენ;

6. ვინც გმობს დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობას;

 

თუ ახალი ოპოზიციური მოზრაობა ამ ჩამონათვალიდან რომელიმე პუნქტს მაინც ვერ აკმაყოფილებს, მაშინ ის დღევანდელ ოპოზიციას დაემსგავსება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მინდა გითხრა რომ საზოგადოებას არ აქცევ შენ ყურადღებას, კონკრეტულად იმას თუ რამდენ პროცენტიან გამარჯვება მოიპოვებს პრეზიდენტებმა.

 

97% რომ ერთ პარტიას, ერთ ადამიანს აძლევს ხმას ის საზოგადოება არაა მზად დემოკრატია ააშენოს.

 

ხოლო თუ დემოკრატია არ გაქვს მაშინ, არც ნამდვილი ოპოზიცია არ გყავს

 

შესაბამისად საზოგადოება აისახება ხელისუფალზე.

 

საზოგადოება თუ არის აქტიური (მორალური, ზნეობრივი) ხელისუფლება მაშინ არ/ვერ იქნება გაღრწნილი

 

მითხარი აბსოლიტურად ყველაფერს იტყვი რასაც ფიქრობ, მაგალითად ინტერვიუ რომ აიღონ შენსგან? ანუ არ იფიქრებ ეს არააპოპულარული, ამის გამო მოღალატედ გამოგაცხადებენ და ა.შ?

 

ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის რომ ვერ ვლაპარაკობთ იმაზე რაზე ჩვენ ვფიქრობთ, გვიწევს საზოგადოებას ტყუილების თქმა ერთმანეთაბ.

 

მამარდაშვილის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი სადაც ის ამბობდა, კომუნისტები როგორე მართავენ საზოგადოებას. როგორ და საზოგადოებას ამართინებენ ერთმანეთს კომუნისტების სასარგებლოდ. ყველა ერთმანეთს აკონტროლებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

97% რომ ერთ პარტიას, ერთ ადამიანს აძლევს ხმას ის საზოგადოება არაა მზად დემოკრატია ააშენოს.

ეს მე მგონი წარსულია უკვე...ეგ ჭირიც გამოვიარეთ

 

მითხარი აბსოლიტურად ყველაფერს იტყვი რასაც ფიქრობ, მაგალითად ინტერვიუ რომ აიღონ შენსგან? ანუ არ იფიქრებ ეს არააპოპულარული, ამის გამო მოღალატედ გამოგაცხადებენ და ა.შ?

მაგას რომელი პოლიტიკოსი აკეტებს მსოფლიოში რო?

 

ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის რომ ვერ ვლაპარაკობთ იმაზე რაზე ჩვენ ვფიქრობთ, გვიწევს საზოგადოებას ტყუილების თქმა ერთმანეთაბ.

ვერ დაგეტანხმები... უბრალოდ ისე უნდა მიაწოდო რო გაიგოს და არა ან ქედმაღლურად ან მდაბიურად(ბოკერია, შალვა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს მე მგონი წარსულია უკვე...ეგ ჭირიც გამოვიარეთ

ვნახოთ, ვნახოთ...... (თუმცა იმედია ეგრეა)

მაგას რომელი პოლიტიკოსი აკეტებს მსოფლიოში რო?

მე პოლიტიკოსებზე არ ვამბობ, მე საზოგადოების წევრებზე ვამბობ..

ვერ დაგეტანხმები... უბრალოდ ისე უნდა მიაწოდო რო გაიგოს და არა ან ქედმაღლურად ან მდაბიურად(ბოკერია, შალვა)

აი გეტყვი მაგალითებს, პრეზიდენტი ან რომელიმე პოლიტიკოსი რომ მიდის ხალხში, ხალხი რამეს ეუბნება (კრიტიკასდ ვამბობ) ამერიკაში შეიძლება ლუბოი პრეზიდენტს ჩვეულებრივმა მოქალაქემ პირში უთხრას რასაც ფიქრობს მასზე და იქ ეს ნორმალურ ტონად მიიჩნევა. ჩვენთან რაც არ უნდა გევასებოდეს პრეზიდენტი, პრეზიდენტი რომ მოვა მოკეტავ და თავს დაუქნებვ...

 

ან მაგალითად არის მოსაზრება რომ ომი ჩვენ წამოვიწყეთ, ეს რომ თქვა ეგრევე მოღალატე გამოდიხარ, ანუ შენ აზრს ვერ დააფიქსირებ თავისუფლად...

ამის გარდა ძალიან ბევრი ტაბუა ქართულ რეალობაში....

 

განსაკუთრებულად პოლიტიკური ტაბუები....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩვენთან რაც არ უნდა გევასებოდეს პრეზიდენტი, პრეზიდენტი რომ მოვა მოკეტავ და თავს დაუქნებვ...

თორე შეიძლება დაგიჭირონ

 

ან მაგალითად არის მოსაზრება რომ ომი ჩვენ წამოვიწყეთ, ეს რომ თქვა ეგრევე მოღალატე გამოდიხარ, ანუ შენ აზრს ვერ დააფიქსირებ თავისუფლად...

ეხერხებათ ნაცებს დემაგოგია, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მარა ფართომასშტაბიანი შეტევა კი!

 

ამის გარდა ძალიან ბევრი ტაბუა ქართულ რეალობაში....

 

განსაკუთრებულად პოლიტიკური ტაბუები....

არც ისე იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაის ოპოზიცია გული ამიცრუვდა უკვე ყველაზე.... ერთმანეთზე უარესი სირები ყოფილან ესენი :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თორე შეიძლება დაგიჭირონ

რა იცი, ვინმემ ცადა და დაიჭირეს?

ეხერხებათ ნაცებს დემაგოგია, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მარა ფართომასშტაბიანი შეტევა კი!

ომი ვინ დაიწყო ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ტაბუზე ვსაუბრობდი

არც ისე იმჰო

მითი 9 აპრილზე (თითქოს 9 აპრილზე გავიმარჯვეთ) ზვიად გამსახურდიას ფენომენი ხო საერთოდ მითოლოგიზირებულა და ვინც რამეს იტყვის განსხვავებულს ან "პუტჩისტია" ან "რუსეთუმე". არ შეიძლება წმინდა წვიადს შეეხო ცუდად, ის მხოლოდ უნდა აქო და ადიდო, ეგაც ტაბუა..

 

ანუ ჩვენ პოლიტიკას აკლია რაციონალიზმი, უფრო სწორედ ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებს (ჩვენში საზოგადოება ვიგულისხმე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...