Jump to content
Planeta.Ge

სუბარი - ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, ამ რეჟიმის შემქმნელებმა კი პასუხი უნდა აგონ”


Recommended Posts

სოზარ სუბარი - ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”

 

“ის, რომ უფლებების დარღვევები იქნებოდა და ამასთან შეჯახება მოგვიწევდა, ამას ველოდი. ბევრი სამუშაო რომ გვექნებოდა, ვიცოდი. მაგრამ ვერ დავიჯერებდი, თუ ასეთ მასშტაბს მიაღწევდა და ასეთი მიზანმიმართული ხასიათი ექნებოდა უფლებების დარღვევას. შევარდნაძის პერიოდისგან გასნვხავებით, აქ უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი. შევარდნაძის პერიოდში ადამიანის უფლებები კი ირღვეოდა, მაგრამ ეს არ იყოს ქვეყნის პოლიტიკა. ეს იყო ცალკეული ჩინოვნიკის თავნებობა თუ ცალკეული მინისტრის თავნებობა. მაგრამ ახლა უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი”, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ “ახალის თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავს / “ელიტ-ელექტრონიქსის” დირექტორს ერთი წელია დევნიან.

“ძალიან რთული ვითარება ჩამოყალიბდა. რაც დამხვდა, ვიცოდი რა იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამას დავძლევდი. მაგრამ იმას, რომ ყველაფრის კონტროლს დაიწყებდა ხელისუფლება და აღარ დარჩებოდა თავისუფალი სივრცე ქვეყანაში, ვერ წარმოვიდგენდი. ჩემდამი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იყო უამრავი ზარი, უამრავი შეხვედრა, ზოგჯერ დაყვავება, ზოგჯერ ჩხუბი, ზოგჯერ კამათი, შეთავაზებები, რომ წავსულიყავი სადმე მაღალანაზღაურებად სამუშაოზე - მეგობრები მეუბნებოდნენ და თან იქვე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ჩვენ არავის არ გამოვუგზავნივართო, ჩვენი ნებით მოვედითო. თუმცა, მე არ მიკითხავს, ვინ გამოგგზავნათ-მეთქი... რაც უნდოდათ, შემისრულეს, როცა სასჯელაღსრულების რაზმი გამოაგზავნეს 7 ნოემბერს სპეციალურად იქ, სადაც მე ვიყავი, რათა ჩემთვის მოეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა. იმათი გამოგზავნა არაფერ შუაში იყო. სხვა სპეცრაზმი იყო, რომელიც მე გავაჩერე, დამემორჩილნენ და ხალხი დავშალე. მაშინ გამოიგზავნა სასჯელასრულების სპეცრაზმი, რომელსაც იქ არაფერი ესაქმებოდა მიტინგის წინააღმდეგ - ჩვენ რა, პატიმრები ვიყავით?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“თანამდებობიდან წასვლამდე ვაპირებ ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას განვლილი მუშაობის შესახებ და პლუს იმ 4 ნოემბრის თათბირის შესახებაც. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის უფრო მეტად საპატიო თანამდებობა, ვიდრე არის სახალხო დამცველი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ახლა რომ მართლა ყოფილიყო შემოთავაზება, მე უარს ვიტყოდი. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ არავინ არ ამირჩევდა მეორედ. ის, რომ არ ამირჩევდნენ, ესეც ჩემი არჩევანი იყო. შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, რომ ბატონ პავლე კუბლაშვილს, კობა ხაბაზს, ელდარ კვერნაძეს, პეტრე ცისკარიშვილსა და სხვებს ხელები გადაეტყავებინათ ტაშის ჩემით, რა კარგი სახალხო დამცველი გვყავს, რა კარგად გვიცავს ჩვენო და მეორე წელსაც ავერჩიე, შეიძლება კანონიც კი შეეცვალათ და მესამედაც ავერჩიე, მაგრამ მე არ ვიქნებოდი სახალხო დამცველი. ისე ვიქცეოდი, როგორც სინდისი მკარნახობდა, როგორც კანონი მკარნახობდა. ის, რომ მეორედ არ ამირჩიეს, მათი არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩემი არჩევანი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“როცა მე გავაკეთე განცხადება გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სანოძე და ახალაია, ასევე მელნიკოვი ერთ საათში გაათავისუფლეს. თვითონ ჩაატარეს ბრიფინგი და თქვეს, ჩვენი ნებით მივდივართო, მაგრმ რატომღაც ეს ბრიფინგი დაემთხვა ჩემს განცხადებას. მე რომ განცხადება გავაკეთე, დამირეკა პრეზიდენტმა. დიდხანს ვიჩხუბეთ. როცა ყურმილი დაკიდა, ვიფიქრე, მორჩა, ეს ბიჭები გათავისუფლდებიან-მეთქი. ასეც მოხდა. თუმცა, შემდეგ ისევ დააბრუნეს უწყებაში. ვანო მერაბიშვილს მივმართე რეკომენდაციით, რომ დონაძე გაეთავისუფლებინა. მართალია, ფორმალურად დონაძე გაათავისუფლეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იგი დღესაც მართავს გარკვეული სიტუაციებს შსს-ში. შარშან იანვარში, როცა ღია წერილით მივმართე პრეზიდენტს, სადაც ბევრ რამეზე ვლაპარაკობდი, მათ შორის იმაზე, რომ პროკურატურა იქცა სადამსჯელო იარაღად, ზურაბ ადეიშვილი გადაყენებულ იქნა გენერალური პროკურორის პოსტიდან. არავის უთქვამს, რომ ეს სუბარის განცხადების გამო გააკეთეს, თუმცა, რატომღაც ეს ქმედება ჩემს განცხადებას ემთხვეოდა. პრეზიდენტი არ ცვლის პოლიტიკას იმიტომ, რომ მას უნდა ერთპიროვნულად მართოს ყველაფერი. ის ვერ იტანს ძალაუფლების გაყოფას”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“აუცილებლად უნდა დადგეს ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის ვითხოვდი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც არ შეიქმნა. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ თათბირში და დღეს ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან. 4 ნოემბრის თათბირში მონაწილეობდნენ როგორც მინისტრები, ისე პარლამენტის წევრები... არა ერთხელ დამიყენებია ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ციხის ამბოხთან დაკავშირებით პირდაპირ იკვეთება მისი პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორც ვხედავთ კი არ დასაჯეს, დააწინაურეს და მინისტრად დანიშნეს. პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეწყვეტილა. ვანო მერაბიშვილის თაოსნობით შემდგარმა დიალოგმა ის შედეგი მოიტანა, რომ რამდენიმე ადამიანი დროებით გათავისუფლდა. ისინი გირაოთი გათავისუფლდნენ, მათ წინააღმდეგ დევნა არ შეწყვეტილა”, - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “თქვენს მიერ გაკეთებული მძიმე შეფასებიდან და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი რეჟიმი?” - პასუხობს:

“ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი. ამ ხელისუფლებას სხვა შეფასებას ვერ მივცემ. პირიქით, ეს ადმინისტრაციული რეპრესიები და ეს რეჟიმი გამკაცრდა, გაძლიერდა და გადასულია ერთადერთ მიზანზე: შეინარჩუნოს ძალაუფლება თავის ხელისუფლებაში. ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს, უნდა დაინგრეს. ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107817.html

 

 

 

ლიცემერი: "ღირსეშანიშნავი"ინტერვიუა! ინტრიგით აღსავსე. მასში იმდენად ძლიერი მუხტი ძევს, :ena: შეუძლებელია უზერებში იმის ბადალი ინტერესი არ აღძრას მსჯელობის შემდგომი განვითარების მიმართ, რა ინტერესითაც მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს ვკითხულობთ ხოლმე.

ასე რომ, წავიდა კომენტარები

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კაცისაგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სიმტკიცეს, რამდენს იცნობთ ესეთი ზეწოლისა და ცთუნებებისათვის

გაეძლო. აიღებდა ერთ 5 ლიმონს და დაიკიდებდა ყველაფერს, შეეძლო მაგრამ არ გააკეთა....

 

ეს ნამდვილად დასაფასებელია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, რომ ბატონ პავლე კუბლაშვილს, კობა ხაბაზს, ელდარ კვერნაძეს, პეტრე ცისკარიშვილსა და სხვებს ხელები გადაეტყავებინათ ტაშის ჩემით, რა კარგი სახალხო დამცველი გვყავს

ეს ყველაზე ადვილი იყო.

 

როგორც სინდისი მკარნახობდა, როგორც კანონი მკარნახობდა

პატიოსანი კაცი ასეც უნდა იქცეოდეს.

 

მეორედ არ ამირჩიეს, მათი არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩემი არჩევანი

ჯიგარი ხარ, რომ მაგენს არ მიეცი შენი ძალით მოშორებით კაიფის განცდის საშუალება.

 

პრეზიდენტი არ ცვლის პოლიტიკას იმიტომ, რომ მას უნდა ერთპიროვნულად მართოს ყველაფერი. ის ვერ იტანს ძალაუფლების გაყოფას

ფსიქოლოგებს ვკითხოთ, ისინი გვეტყვიან რომ არსებობენ ასეთი ფსიქოტიპები და მათ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლიათ.

აქედან დასკვნა - მიშა დერ გნაც.

 

ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი.

არის

 

ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს, უნდა დაინგრეს. ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”

უნდა აგონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაადრევია დასკვნები

 

 

გუშინდელი "დიდი სახალხო დამცველები" ხვალინდელ ტირანებად არ მოგვევლინონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინდელი "დიდი სახალხო დამცველები" ხვალინდელ ტირანებად არ მოგვევლინონ

Nukriko, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვინ გაწყვიტა შე კაცო.

საიდან ასეთი უნდობლობა ყველაფერისადმი და ნიჰილიზმი ყველას მიმართ.

სულით და ხორცით მინდობა არავისზე არაა საჭირო, მაგრამ ყველას ასე ეჭვის თვალით უყურო?

სუბარი არ იმსახურებს "" ჩასმას ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვინ გაწყვიტა შე კაცო.

საიდან ასეთი უნდობლობა ყველაფერისადმი და ნიჰილიზმი ყველას მიმართ.

სულით და ხორცით მინდობა არავისზე არაა საჭირო, მაგრამ ყველას ასე ეჭვის თვალით უყურო?

სუბარი არ იმსახურებს "" ჩასმას ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

Lo Janko ესეთი ხალხი სარგებლობენ დიდი ნდობით საქართველოში, შემდეგ რომ მოდიან სათავეში როგორც ადამიანის უფლებადამცველები მერე იცვლებიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ.

 

მიდნა შეგახსენო თავისუფლების ინსტიტუტის, გიგა ბოკერია და სხვანი თავის დროზე როგორ იცავდნენ პოლიციისგან დაჩაგრულ ხალხს, ეხლა პირიქით აკეთებენ..

 

ერთხელ ვჟამეთ, მეორედაც გვინდა იგივე ვჟამოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეთი ხალხი სარგებლობენ დიდი ნდობით საქართველოში, შემდეგ რომ მოდიან სათავეში როგორც ადამიანის უფლებადამცველები მერე იცვლებიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ.

Nukriko, იმავე თავისუფლების ინსტიტუტში იყო სუბარიც და არ აუბა მხარი ბოკერიებს და მისთანებს ხო. ნუ, რა უნდა ქნას კიდე ისეთი, რომ მასში ეჭვი არ შეგვეპაროს?

სუბარში და ბოკერიაში კი არაა საქმე, საქმე იმ საზოგადოებაშია, რომელიც ადვილად ეგუება უსამართლობას და ადვილად ხდება ფსევდოეროვნული დემაგოგიის მატარებელ ავანტურისტთა მხარდამჭერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუბარი ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ხელისუფლებაში, და ამავდროულად არ გაირყვნას.

 

ბოლომდე დაასრულა თავისი ვადა და თან ისე რომ სინდისისთვის არ გადაუბიჯებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუბარი ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ხელისუფლებაში, და ამავდროულად არ გაირყვნას.

 

ბოლომდე დაასრულა თავისი ვადა და თან ისე რომ სინდისისთვის არ გადაუბიჯებია.

 

ეტყობა ვინც ხელისუფლებაში მოსვლამდეც არაკაცი იყო, მათმა

ხელისუფლებაში მოსვლამ უფრო თვალნათლივ წარმოაჩინა, მათი

არაკაცური თვისებები...

Edited by Gio-100
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა ცუმბარუმ დაანებოს თავი საქმიანობას და რომელიმე პოლიტ.პარტიაში გაწევრიანდეს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა ცუმბარუმ დაანებოს თავი საქმიანობას და რომელიმე პოლიტ.პარტიაში გაწევრიანდეს...

ანებებს და ეგაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tazo200X

როა ცუმბარუმ დაანებოს თავი საქმიანობას და რომელიმე პოლიტ.პარტიაში გაწევრიანდეს...

ექნება რეიტინგი...

 

შენ ნახე ალასანიასთან თუ გაწევრიანდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...