Jump to content
Planeta.Ge

რატომ ჩაყვეს ყველგან ცხვირი ნაციონალებმა


Recommended Posts

newstudio

 

 

დეპრეს ვინც საშიში იყო და მართლა რეიტინგი ჰქონდა საქართველოში,ყველა მოტეხეს.გაჩეჩილაძეს და მის მოკავშირეებს მიშას ადგილზე არც მე დავიჭერდი.ისინი მაგის საქმეს უფრო აკეთებენ ვიდრე რამეს უშავებენ. :(

 

 

აბა კარგად დაფიქრდი რასაც გეუბნები იმაზე.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მიშას თუ ძალიან გაუჭირდა რუსებსაც აუთამაშებს უკანალს.

ერთხელ უკვე იყო მაგის სუსტი, მაგრამ მაინც შესამჩნევი მცდელობა. გაიხსენეთ, ეკა ტყეშელაშვილი (მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი) საფრანგეთში ნატოს მინისტერეალზე, რომ იყო და მინისტერიალმა მიშიკოსათვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო მაშინ. მიშა გაბრაზდა და ტყეშელაშვილი ისე გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომ საწყალი კაი ხანი მინისტრის რანგში აგრძელებდა იქ შეხვედრებს, სანამ არ უთხრეს სტოპო.

ია მაშინ მიშიკომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ნატო და ნატოს მინისტრების დასანახად, დემონსტრაციულად შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტის ადგილი ყოფილ ელჩს რუსეთში ზურაბ აბაშიძეს. ეს იყო სპეციალური გზავნილი საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლილების თაობაზე და დასავლეთის შანტაჟის მცდელობა, საბედნიეროდ ზურაბი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას და შემდეგ დაინიშნა რუსეთის მოქალაქე ვაშაძე.

სასაცილოა მიშიკოს პოლიტიკანური თამაშები, მაგრამ რას იზამ ბურთიც მისია ჯერჯერობით და მოედანიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოოოოოო

თორე ჯერ არ უქნია Saturn, ამოგიყარო ეხლა მიშიკოს დითერამბები პუტინის თვალებზე?

და ივანოვის ვიზიტი ე.წ. ვარდების რევოლუციის მერე რას ნიშნავდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ყოველთვის ვამბობ: ნაციონალები ყველაფერს აკონტროლებენ, ნარდის ფედერაციიდან დაწყებული, პრეზიდენტობამდე დამთავრებული.

ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ ეკლესიაა და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას. თორემ ისე მაგათ არც მართმადიდებლობა აინტერესებთ და არც არავითარი კონფესია. ყველაფერი ცალ ფეხზე კიდიათ, მთავარია კონკურენტები არ ყავდეთ გავლენაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ ეკლესიაა და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას

 

 

მართალი ხარ. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ყოველთვის ვამბობ: ნაციონალები ყველაფერს აკონტროლებენ, ნარდის ფედერაციიდან დაწყებული, პრეზიდენტობამდე დამთავრებული.

ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ ეკლესიაა და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას. თორემ ისე მაგათ არც მართმადიდებლობა აინტერესებთ და არც არავითარი კონფესია. ყველაფერი ცალ ფეხზე კიდიათ, მთავარია კონკურენტები არ ყავდეთ გავლენაში.

შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები, რაში გამოიხატება ეკლესიასთან დაპირისპირება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები, რაში გამოიხატება ეკლესიასთან დაპირისპირება?

 

 

საქართველოში არ იმყოფები? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები, რაში გამოიხატება ეკლესიასთან დაპირისპირება?

დაპირისპირება და მეტი არ იყო 26 მაისს ის ნაძირლები სამებაში რომ მოვიდნენ და ხალხს ეჭვები რომ ჩაუნერგეს?უნდოდათ სისხლისღვრა მომხდარიყო.იქ ვიყავი და მესმოდა ხალხი როგორ გეგმავდა 1-ლ არხზე თავდასხმას.დათა თუთაშხია გამახსენდა "ფოსტას დავესხათ დათა ფოსტას". ძლივს შეაკავა ოპოზიციამ ცხვარივით დაბნეული ხალხი და რკინიგზის სადგურში ძალად წაათრიეს ისინი რომ თავიდა აეცილებინათ მოსალოდნელი უბედურება.

არ შერჩება სააკიანს ქართველი ხალხის აბუჩად აგდება,მაგათი დროც მოვა:-(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები, რაში გამოიხატება ეკლესიასთან დაპირისპირება?

 

მე პოპულისტურ განცხადებებს ეკლესიებს გვინგრევენ არ ვგულისხმობ.ამას რა თქმა უნდა ღიად არ აკეთებენ. მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტში ლევან რამიშვილი სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდა საპატრიარქოს დასუსტებაზე. ნაციონალური ტელევიზიები კი შემთხვევას არ უშვებენ, რათა ამა თუ იმ ეკლესიასთან დაკავშირებული პირების საქციელის გამო, მთელ ეკლესიას ჩირქი მოსცხონ.

ეს ასევე არ გამორიცხავს ეკლესიში ბნელი ძალების არსებობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტში ლევან რამიშვილი სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდა საპატრიარქოს დასუსტებაზე

კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი?

 

ეს ასევე არ გამორიცხავს ეკლესიში ბნელი ძალების არსებობას.

და რა უნდა ვუყოთ ამ ბნელ ძალებს, უნდა დავდუმდეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი?

 

სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტიურად პატრიარქის პოსტის გაუქმებისკენ, ან დაკნინებისკენ იყო მიმართული. მაგრამ ეს ილიას დროს არ მოხდებოდა.

და რა უნდა ვუყოთ ამ ბნელ ძალებს, უნდა დავდუმდეთ?

 

ალბათ, საპატრიარქოს შიგა საქმეებში ჩარევის უფლება ჩვენ არ გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტიურად პატრიარქის პოსტის გაუქმებისკენ, ან დაკნინებისკენ იყო მიმართული. მაგრამ ეს ილიას დროს არ მოხდებოდა.

 

მე პირადად ვერ ვხედავ რაში გამოიხატება პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა

 

მეტიც ფორუმ.გე-ზე იყო გახსნილი თემა სახელმწიფო 25 მიოიონს რომ აძლევს საპატრიარქოს წლიურად......

 

ალბათ, საპატრიარქოს შიგა საქმეებში ჩარევის უფლება ჩვენ არ გვაქვს.

და საპატრიარქოს აქვს უფლება ჩაერიოს არა საეკლესიო საქმეებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მეტიც ფორუმ.გე-ზე იყო გახსნილი თემა სახელმწიფო 25 მიოიონს რომ აძლევს საპატრიარქოს წლიურად......

 

 

სხა თემები არ გინახავს მაგ ფორუმზე? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე პირადად ვერ ვხედავ რაში გამოიხატება პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა

 

თუ გახსოვთ პატრიარქის რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსებმა "დიდსულოვნება" გამოიჩინეს და პერევიდან ჯარი გაიყვანეს. რით დამთავრდა ეს ყველას გვახსოვს.

დანარჩენი უკვე შეფასების მომენტია.ვინ როგორ დაინახავს ამ მომენტს.

 

და საპატრიარქოს აქვს უფლება ჩაერიოს არა საეკლესიო საქმეებში?

რა თქმა უნდა არა. ამის კარგი მაგალითი იყო "დიდი ათეულის" შემთხვევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...