babuagiorgi Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 ეს პოლიტფორუმზე ვნახე ეხლა და დამაინტერესა: "ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას შეთანხმებისკენ მიმართა. დე-ფაქტო აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთთან მიმართბაში თუ რომელი პრინციპი უნდა მოქმედებდეს - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, თუ ერის თვითდამკვიდრების უფლება. - ” მორალურ - პოლიტიკური თვალსაზრისით, კოსოვოს ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის პრეცენდენტთან შედარება სავსებით სამართლიანია. აქაც და იქაც იყო ეთნიკური კონფლიქტები, ორივე მხარე არღვევდა კანონს, ამ მაგალითის ფარგლებში, კოსოვოშიც და ახლად აღიარებულ რესპუბლიკებში, პატარა ერების სახელმწიფო დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება ფიქსირდებოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი პრინციპით იმოქმედებს. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება ამორჩეული, მაშინ კოსოვოც სერბეთს უნდა დაუბრუნდეს. თუ ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარი დაეჭირება, მაშინ მათ დამოუკიდებლობას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ” - აცხადებს პრემიერი." მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მაბესთან დაკავშირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 (edited) babuagiorgi, ფორმალურად თითქოს მართალია და მეც ვთვლი რომ დასავლეთმა იჩქარა კოსოვოს აღიარებით, მაგრამ კოსოვოში მთავარი ხელმოსაკიდი იყო სერბების მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის ფაქტები, რაც დაადასტურა ჰააგის სასამართლომაც.აი, ჩვენთან მიმართებაში კი, რუსების ჩანაფიქრი შეეტენათ მსოფლიოსთვის ოსების გენოციდი შარშან აგვისტოს ომში ჩაფლავდა.არავითარი გენოციდი და ეთნოწმენდა ჩვენი მხრიდან არ დადასტურდა, პირიქით ეთნოწმენდა ჩაატარეს რუსებმა და ოსებმა ქართველთა წინააღმდეგ.ასე რომ პუტინმა თავის ბოზ მამიდას მიხედოს, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ჩვენი ხელისუფლების მიერ შარშან აგვისტოში გამოვლენილ დანაშაულებრივ სიბეცეს და იდიოტობას. Edited August 27, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 ცხინვალის რეგიონში და განსაკუთრებით აფხაზეთში ეთნოწმენდა ჩაატარეს ოსებმა და აფხაზებმა რუსების ხელშეწყობით. კოსოვოში კი პირიქით - სერბებმა. პრინციპში თუ საქართველო თავისი რეგიონებზე იურისდიქციას აღიდგენს, დაუბრუნდეს სერბეთს კოსოვო, მე წინააღმდეგი არ ვარ, ასე გადაეცი პუტინს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 (edited) babuagiorgi მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მაბესთან დაკავშირებით. კოსოვოზე მაგარი მიქარა დასავლეთმა,რაც არა ერთხელ მითქვამს.რაც შეეხება პუტინს ისე მაგის დედას ################## მართალი რომ არ იყოს. მთელი ღამე HVO_ზე მაგარი სერიალის ახალ სეზონს ვუყურე და აჭრილი ვარ. : Edited August 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 Lo Janko კოსოვოში მთავარი ხელმოსაკიდი იყო სერბების მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის ფაქტები, რაც დაადასტურა ჰააგის სასამართლომაც.მარტო სერბებს არ განუხორციელებიათ მანდ ეთნოწმენდა. ეს არის დასავლური მედიის პროპაგანდა. ცნობისათვის თავის დროზე კოსოვოს განმანთავისუფლებელ არმიას ევროპა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიდა და ეს ასეც იყო. სერბებთან ბრძოლაში ისინი ძირითადად ტერორისტულ აქტებს მიმართავდნენ, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში ალბანელი მოქალაქეებიც იღუპებოდნენ. და 99 წელს ნატოს მიერ კოსოვოს ოკუპაციის მერე, კოსოვოს ტერიტორია თითქმის ყველა სერბმა დატოვა. ასე რომ არც მასეა საქმე, როგორც დასავლეთის პრესაში ამბობენ. რომ სერბები იყვნენ გენოციდის მომწყობები, და ალბანელები კიდე - უცოდველი კრავები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 ყველა შანსი გვაქვს აფხაზები ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ ხოლო "სამხრეთ ოსეთი" ერთ დიდ უდაბნოდაა ქცეული..რუსული სამხედრო ბაზაა და მორჩა... ასე რომ ნორმალური ხელისუფლების პირობებში არც ისე უიმედოდაა საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 აქ პუტინი რა ტიპია და ის რომ კოსოვოს აფხაზეთთან შედარება არ შიძლება არაა პრობლემა. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი რასაც პუტინი (რუსეთი) აწვება.აშშ და საერთოთ დასავლეთმა იცოდა ის რომ რუსეთი კოსოვოს ინცინდენტს გამოიყენებდა თავის სასარგებლოდ."გენოციდის" საბაბით ვინმეზე მიწის წართმევა არცეთ საერთაშორისო ნორმებში არ ჯდება. ამაზე საუბარი საერთოდ არასწორია.მოკლედ, საინტერესოა დასავლეთის პასუხი. ის რომ კოსოსვო სცნო 30 სახელმწიფომ ჯერ არაფერს არ ნიშნავს. საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე კოსოვო ჯერ არ ითვლება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ხო და თუ აშშ და დასავლეთს საერთოდ უნდა საქართველოს დაეხმაროს ტერიტორიაულპრობლემების გადაწყვეტაში, მაშინ კოსოვოს დამოუკიდებლობა უნდა შეჩერდეს სანამ დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ის, რომ აშშ და ევროპამ რუსეთთან წინასწარ მოლიპარაკა კოსოვოს ინცინდენტის შედეგები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 babuagiorgi ნუ რათ უნდა ლაპარაკი რომ ყველა სახელმწიფო ტავის ინტერესებით მოქმედებს ჩვენ გარდა რასაკვირველია... ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 მთელი ღამე HVO_ზე მაგარი სერიალის ახალ სეზონს ვუყურე და აჭრილი ვარlasha1997, სერიალს რა ქვია? ჩვენამდეც ჩამოაღწევს ოდესმე და რო ვიცოდე. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 babuagiorgi ნუ რათ უნდა ლაპარაკი რომ ყველა სახელმწიფო ტავის ინტერესებით მოქმედებს ჩვენ გარდა რასაკვირველია... ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა...წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ის, რომ აშშ და ევროპამ რუსეთთან წინასწარ მოლიპარაკა კოსოვოს ინცინდენტის შედეგები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 babuagiorgi წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ის, რომ აშშ და ევროპამ რუსეთთან წინასწარ მოლიპარაკა კოსოვოს ინცინდენტის შედეგები.შეიძლება და ჩვენ რა გავაკეთეთ ამის საწნინააღმდეგო ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 (edited) Lo Janko სერიალს რა ქვია? ჩვენამდეც ჩამოაღწევს ოდესმე და რო ვიცოდე The wire მე–5–ე სეზონია და ბალტიმორის პოლიციის და წამლის დილერების კონტაქტებზე არის პოლიტიკოსებთან.გუშინ 7 სერიას ვუყურე და 4–ი დამრჩა საყურებელი. ნუ იქ დილერებს შორის ომი მიდის დედა შვილს არ აიყვანს. ;) Edited August 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 მარტო სერბებს არ განუხორციელებიათ მანდ ეთნოწმენდა. ეს არის დასავლური მედიის პროპაგანდა. ცნობისათვის თავის დროზე კოსოვოს განმანთავისუფლებელ არმიას ევროპა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიდა და ეს ასეც იყო. სერბებთან ბრძოლაში ისინი ძირითადად ტერორისტულ აქტებს მიმართავდნენ, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში ალბანელი მოქალაქეებიც იღუპებოდნენ. და 99 წელს ნატოს მიერ კოსოვოს ოკუპაციის მერე, კოსოვოს ტერიტორია თითქმის ყველა სერბმა დატოვა. ასე რომ არც მასეა საქმე, როგორც დასავლეთის პრესაში ამბობენ. რომ სერბები იყვნენ გენოციდის მომწყობები, და ალბანელები კიდე - უცოდველი კრავები.lasalexx, რათქმაუნდა ალბანელები არ არიან უცოდველი კრავები და რომ ტერორისტობდნენ და ახლაც რომ არ იქცევიან კარგად ამაში არავინ გედავება, მაგრამ სერბების ნამოქმედარი ხარისხობრივად განსხვავდება.არანაირი დასავლეთის მედიის პროპაგანდა არ არის ის, რომ სერბებმა მიზანმიმართული ეთნოწმენდა განახორციელეს ბოსნიაში და კოსოვოში. ამის დამადასტურებელი ფაქტები ჰააგის სასამართლოს ბევრი წარედგინა და ეს საკითხი სადაო არ არის. გარდა ამისა სერბებმა ბევრჯერ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულებები საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.სანამ კლინტონი არ ჩაერია საქმეში პრასტიტუტკა ევროპელებმა ვერაფერი გააწყვეს მილოშევიჩის აღვირახსნილობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უწევდა დახმარებას. დასავლური მედიის ტენდენციურობა რუსული პროპაგანდის ნაყოფია და კიდევ ალბათ ჩვენი ეკლესიაც უწყობდა ამ მითის გავრცელებას, რადგან სერბები მართლმადიდებლები არიან და მოკლედ სოლიდარობის ნიშნად. მე არ ვამართლებ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას და საქართველომ არც უნდა აღიაროს კოსოვო, მაგრამ კოსოვოს გაპარალელება აფხაზეთთან და სო-სთან არაკორექტულია და პუტინის ავადმყოფური სურვილია მხოლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 ნუ იქ დილერებს შორის ომი მიდის დედა შვილს არ აიყვანს.lasha1997, მასეთი ჰოთბოილედების გადაღებაში ხომ მაგათ ბადალი არა ყავთ. მე პირადად დაძაბულ სიუჟეტებზე ვ სტილე რობერტ ლადლემ, მაგრა ვკაიფობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 Lo Janko აჰა შენ ლინკი http://www.hbo.com/thewire/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.