Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რავი კი არ ვევასებით საქართველოში.ძნელჟამობის დროს დაითესეთ და მზამზარეულზე აპირებთ დაბრუნებასო,მაგრამ ეს მზა რა არის ეგ ვერ გავიგე პროსტა.

გული არ გაიტეხო lasha1997, ეს უბრალო წვრილ ადამიანური შავი შურია, პროვოკაციებს არ წამოეგო კიდე.

ფრომი ამტკიცებდა, რომ არაჯანმრთელ, ტო ესწ ავადმყოფ საზოგადოებას აქვს სადო მაზოხისტური ტენდენციების მძაფრი მოზღვავებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Lo Janko

 

 

მანდ რომ ვიყავი ძალიან შემაწუხა ჩემი ახლობლების ცხოვრების დონემ და მაგათზე უარესი ცხოვრება ბევრს აქვს საქართველოში.აქედან დამებადა კითხვა,რომ შეიძლება თუ არა ესეთი ცხოვრების ადამიანებს სამშობლოს სიყვარული მოთხოვო მეთქი?

 

გაჭირვებას კიდევ გაუძლებს ადამიანი,მაგრამ დამცირებულად სიარულს ვერა ალბათ.ეს იმათზე მაქვს საუბარი ვისაც ნამუსი გააჩნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება თუ არა ესეთი ცხოვრების ადამიანებს სამშობლოს სიყვარული მოთხოვო მეთქი?

არ ვიცი lasha1997, სამშობლოს სიყვარულზე და პატრიოტიზმზე მე ჩემი შეხედულება მაქვს.

"გარეწარის ბოლო თავშესაფარი პატრიოტიზმია"

მე მგონია, რომ სამშობლოს სიყვარულზე საქართველოში დღემდე ბატონობს ჰომო სოვიეტიკური შეხედულებები.

ყველაზე ბოლშევიზებური დღეს პატრიოტული აღზრდის საკითხებია ჩვენთან.

ამიტომ დღემდე შემორჩენილი კლიშეები ჩემში იწვევს უკეთეს შემთხვევაში ირონიას.

მე მგონია პატრიოტი ისა ვინც ძალისხმევას არ აკლებს რომ შეუქმნას თავის ოჯახს ღირსეული ყოფითი პირობები და ამავე დროს მოყვასზე ზრუნვას თუ ვერ ახერხებს, კი მაინც ფეხებს არ ახოცავს ახლობელს და თანამოქალაქეს.

გაჭირვებას კიდევ გაუძლებს ადამიანი,მაგრამ დამცირებულად სიარულს ვერა ალბათ.ეს იმათზე მაქვს საუბარი ვისაც ნამუსი გააჩნია.

სრულად გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

 

ქვეყნის სიყვარული ბავშვობიდანვე უნდა ისწავლებოდეს,მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს როგორ მოხერხდება ეგ უკვე აღარ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ესაა რუსეთთან დაპირისპირება, 90-იან წლებიდან დღემდე ჩვენ სახელმწიფოს იდეა არის რუსეთთან დაპირისპირება. მე არ მახოვს რომ როდესმე რამე სხვა იდეა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო ქართველებისთვის, ვიდრე რუსეთთან დაპირისპირების იდეა.

მოკლედ იდეოლოგია და ფუნქცია რომ ჭირდება ქართულ სახელმწიფოს არაა სადაო!

 

თორე ისე მართლა გინდ ვყოფილვართ და გინდა არა, რა იცვლება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის სიყვარული ბავშვობიდანვე უნდა ისწავლებოდეს,მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს როგორ მოხერხდება ეგ უკვე აღარ ვიცი.

არ ვიცი lasha1997, შეიძლება ამ საკითხში ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს.

მე მიმაჩნია, რომ სამშობლოს სიყვარული არ უნდა ისწავლებოდეს. სწავლება ყოველთვის გულისხმობს შედარებას და შეპირისპირებას, ე.ი. ამ ღირებულების იმპლანტაცია რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს. ხშირად ასეთი ტიპის აღზრდას მივყევართ შეფარულ თუ აშკარა ქსენოფობიამდე, რომელიც ჩემი აზრით ქვეყნისა და საზოგადოების ყველაზე დიდი მტერია.

ძლიერი ეროვნული და სხვა ხალხის ტრადიციების პატივისმცემელი ოჯახი, აი ეს არის ჩემი აზრით ის გარემო სადაც პატრიოტიზმს სპეციალური სწავლება არ არის ესაჭიროება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ძლიერი ეროვნული და სხვა ხალხის ტრადიციების პატივისმცემელი ოჯახი, აი ეს არის ჩემი აზრით ის გარემო სადაც პატრიოტიზმს სპეციალური სწავლება არ არის ესაჭიროება.

 

 

მეც მანდა ვარ კაკრაზ.ადრე რუსეთი იყო, ეხლა დასავლეთი და სადღა არის ჩვენი ტრადიციები? :D

 

ეს უნარ ჩვევები რა ჯანდაბაა შეგიძლია მითხრა? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

Grig

ციტატა(Grig @ 26th August 2009 - 12:56 PM)

ნავთლუღ - ჩემი სიყვარული

 

 

 

რაც მე მანდ არაყი მაქვს დანალევი.5 დეკმბრის ქუჩაზე ახლობლები ცხოვრობენ, მაგრამ თემა ამაზე არ არის.

 

 

ნანობ რომ დაბრუნდი?

 

არ ვნანობ. პრინციპში, როცა მინდა მაშინ წავალ შტატებში - ვიზისთვის, ასე ვთქვათ, კარგი ბექგრაუნდი მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის სიყვარული ბავშვობიდანვე უნდა ისწავლებოდეს,მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს როგორ მოხერხდება ეგ უკვე აღარ ვიცი.

 

ჩვენთან უფრო ურა-პატრიოტიზმი მოამძლავრეს ამ ახვრებმა. ისე, არ დაფიქრებულხართ, უზერებო, ულტრა-ლიბერალი იაკობაშვილ-ბოკერიები როგორ გადაიქცნენ ულტრა-ნაციონალისტ "ბრწყინვალე გვამებად"? წესით პირიქით ხდება-ხოლმე.

 

გაპარსულჰალსტუხდაკიდებულიგურამპეტრიაშვილისსმაილიკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლაც სამსახურიდან ვპოსტავს საქმე არა მაქვს,მაგრამ ხელფასს მაინც მიხდიან

მე ეს პასაჟი მომეწონა ძლიერ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც შანსი აქვს... ჩემი აზრით... ყველა უნდა წავიდეს.

ეს არის უმომავლო და წარუმატებლობისთვის განწირული ქვეყანა...

წადით. თქვენს თავებს რაღას ერჩით. შვილებს მაინც გაზრდით ნორმალურ გარემოში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

მე ეს პასაჟი მომეწონა ძლიერ

 

 

არც დღეს მაქვს საქმე ლიც. :))

 

dire

შვილებს მაინც გაზრდით ნორმალურ გარემოში...

 

 

ეგ არის მთავარი ჩემთვის,თორემ მე არაფერი აღარ მეშველება. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მოკლედ იდეოლოგია და ფუნქცია რომ ჭირდება ქართულ სახელმწიფოს არაა სადაო!

კი, მაგრამ არა ისე როგორც ეს ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში იყო

 

იდეოლოგია უნდა იყოს შეუმჩნეველი

 

უფრო სწორედ აი მაგალითად სსრკ-ში იდეოლოგია იყო გაბატონებული სახელმწიფოს მიე, მარა ეკიდათ საზოგადოებას

 

ხოლო დასავლეთში ლიბერალიზმი ისე იყო ხორცშესხმული იდეოლოგია, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ სახელმწიფო დონეზე ლიბერალიზმის პროპაგანდირება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

ერთი ამიხსენით თუ შეიძლებოდეს რა არას სამშობლო?

 

არ ვატრაკებ და ამავე დროს მე ვიცი რა არის ჩემთის საქართველო,მაგრამ თქვენგან მინდა გავიგოო ეს ცნება. :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი თემაც არ გამიხსნია იქით,თითქმის ყველა ჩემს ემიგრანტებაზე გადადიოდა.აი ზიხარ მანდ აშშ–ი თბილად და აქ გვმოძღვრავ რაღაცეებითო(ეხლაც სამსახურიდან ვპოსტავს საქმე არა მაქვს,მაგრამ ხელფასს მაინც მიხდიან :P ).მზამზარეულზე ჩამოსვლა კარგია არაო? მოკლედ არ გევასებით მანდ საქართველოში ემიგრანტები,მაგრამ სხვა რამეზე მინდა გელაპარაკოთ:)

აი სადამდე შეიძლება სამშობლოს სიყვარული,ანუ რა გაჭირვებას შეიძლება გაუძლოს ქართველმა და მისმა ოჯახამა,რომ სამშობლო პირველ რიგში დააყენოს? :)

დავიწყოთ მსჯელობა და ალბათ თვითონ ამოტივტივდება თემები.

 

თემასთან დაკავშირებით უბრალოდ ჩემს მაგალითს მოვიყვან...

 

დავიწყებ იმით, რომ მზამზარეულზე ჩამოსვლის თეორიის მეც არ მესმის...

საქართველოდან ესპანეთში 1 წელი იქნება რაც გადმოვბარგდი.

გადმოვბარგდი პატარა ოჯახთან (მეუღლე და 2 წლის გოგონა) ერთად უამრავი მიზეზის გამო (ძირითადად ფინანური, მეორე მხრივ პირადი ფსიქოლოგიური, რომელსაც უბრალოდ ფორუმზე ვერ ავხსნი).

ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტ მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ თბილად ვარ. ვწმენ შუშებს :D, ვიღებ სოც. დახმარებას და ამ ყველაფრით ვცხოვრობ ნაქირავებ კეთილმოწყობილ ბინაში, შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად მცირედ ვერთობი, საქართველოში ვიხდი ქვეყანა ვალს, ბალღი დამყავს ბაღში და ნუ... მანქანას ვერ გავწვდი ჯერ... ჰო, არალეგალურად ვარ, მაგრამ იქ სადაც მე ვარ ერთადერთი ნაკლი ამისა საქართველოში ვერწასვლაა, ისიც დროებით მხოლოდ.

ასე რომ თბილად ვარ, და რაც უფრო იკლებს ჩემი ვალები საქართველოში, უფრო და უფრო თბება ჩემი მდგომარეობა აქ, ესპანეთში, მაგრამ............................

 

პირველი და უმთავრესი მიზეზი ჩემი საქართველოში დაბრუნებისა იქნება კატასტროფული განცდა უმეგობრობისა... რასაც ჰქვია ცუდად ვარ, ღამეებს ვათენებ... მელანდება უკვე ჩემი ბავშვობის მეგობრები. რა თქმა უნდა აქაც მყავს მეგობრები, მაგრამ...

 

ვფიქრობ დავბრუნდე, ვფიქრობ კიარა და ვგეგმავ დავბრუნდე საქართველოში კონკრეტული გეგმებითა და მიზნებით. რაც არ უნდა თბილად და მდიდრულად არ უნდა ვიცხოვრო აქ ესპანეთში, ჩემი მეგობრების გაერშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია... ვგეგმავ დავბრუნდე 5-6-7 წლის შემდეგ, ხელი მოვკიდო უკვე დაგეგმილ რამდენიმე ბიზნესს და ჰაე....

 

აი ეს მზამზარეული რას ნიშნავს ვერ ვხვდები მაინც... ხელისუფლება აწყობილ ბიზნესს მახვედრებს თუ?????

 

ჩავამატებ კიდევ მიზეზებს, ეხლა ბალღი მუთითებსა მთხოვს... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...