Jump to content
Planeta.Ge

სრულმეტრაჟიანი კინოს გადაღება 15 ათასად


Recommended Posts

შხარა

Kin-dza-dz-ისეულად ჟღერს

არა ის კომედიის ელემენტებითაა, ეს ცოტა მძიმე იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად მჭირდება 15 000 დოლარი და საქართველოშI ვის შეიძლება მივაკითხოთ ამ ამბავზე?

newstudio, რა ვიცი აბა, ერთი ივანიშვილთან გეცადა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა მაგ კაცმა და ეგება დაგეხმაროს.

ისე სცენარში რამენაირად დავით აღმაშენებელი რომ ჩაგერთო ეგება მიშიკოც დაგეხმაროს, მაგრამ მაშინ აღმაშენებლის როლი მას უნდა შესთავაზო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

, რა ვიცი აბა, ერთი ივანიშვილთან გეცადა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა მაგ კაცმა და ეგება დაგეხმაროს.

არ მაქვს დოსტუპი და 15 ათასს რად უნდა ივანიშვილი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ის კომედიის ელემენტებითაა, ეს ცოტა მძიმე იქნება

საინტერესოა.

ისე, ყოველთვის მინდოდა სცენარის დაწერა. :D

 

პირველი კადრი ასე იწყება.

 

კამერა ახლოდან სქელ წითელ სითხეზე რომლიდანაც ბუშტები ნელ-ნელა იბერება და სკდება.

ისმის ტელევიზორის ხმა (მოძღვარი ლაპარაკობს ძალიან რბილი და სათნო ხმით)

კამერა შორდება და ჩნდება დიდი ქვაბი ქურაზე, რომელში საწებელა ან წითელი ტყემალი იხარშება.

 

კიდე შორდება კამერა და იკვეთება სამზარეულო, რომელშიც ხანშიშესული თავწაკრული ქალი (ტიპიური ქართული სახით) კოპ-შეკრული ზის, ერთ ხელში ბუზის საკლავი უჭირავს და მეორე ხელით ინიავებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა რა გითხრა

 

ფულია საჭირო!!!

ეეხ..ვიცი ვიცი :fio:

 

იტყვიან ხოლმე, რაც გიყვარს სულით და გულით აკეთე და ფული თავისით მოვაო, მაგრამ ძალიან ხშირად ეს პრინციპი არ მუშაობს... განსაკუთრებით საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე იგი რა ხდება, მაქვს სცენარი და ნუ შესაბამისი გამოცდილებაც....(თავს არ ვიქებ)))

 

http://newstudio.ge/

 

სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად მჭირდება 15 000 დოლარი და საქართველოშI ვის შეიძლება მივაკითხოთ ამ ამბავზე? რაიმეს ხომ არ მირჩევდით?!

 

უცხოეთში კი მაქვს კავშირები, ვისთან ერთადაც ვიღებდი ფილმებს, მაგრამ მაგათაც შეეხოთ კრიზისი და ....

 

მართლა მაინტერესებს...არის საქართველოში ამის შანსი თუ კინო არავის ადარდებს?!

 

პ.ს. ჯერ იყოს პოლიტიკაში, მერე გადავიტან...თან რაღაც თვალსაზრისით პოლიტიკაც არის, კარგად რომ დავუფიქრდეთ

 

როგორც ვხვდები "სანტა-კლაუსს" ეძებ :):

 

ინვესტორს ეგეთი მწირბიუჯეტიანი ფილმით შემოსავლიანობის მოტივაციით ვერ დაარწმუნებ გამორიცხულია და ისე რა გითხრა...მე რომ მქონდეს ამ წუთში ჩემი ფული, გაჩუქებდი, მაგრამ ეხლა არ მაქვს :D

 

ისე, მეგობრულად გირჩევდი, რომ ეგეთი ჟანრის ფილმებზე ფიქრს მოერიდო თუ გინდა რომ როდისმე მაგ საქმემ შემოსავალი და სერიოზული წარმატება მოგიტანოს. კომედიას მიაწექი, თუ ხარისხიანს გააკეთებ, აქაური კინოთეატრები დაატრიალებენ და თან ხარჯიც ნაკლებია, სპეცეფექტები, დეკორაციები და სპეციალური კოსტიუმები არ დაგჭირდება. კაი სცენარი გადაფარავს და მეორეხარისხოვანს გახდის ფილმის გადასაღებად გამოყენებულ საშუალებებს.

 

"სანგუკოში" მიდი და გუკა რჩეულიშვილს დაელაპარაკე თუ სცენარმა დააიტერესა, შეიძლება დაგაფინანსოს.

 

ოღონდ დამიჯერე და ჟანრი შეცვალე...ან 15 000 როგორ დათვალე ფანტასტიკაში, სირცხვილია, რაღაცა "სახლი ძველ უბანში"-ს პონტში მარაზმი გამოვა...სპეცეფექტების გარდა ფანტასტიკას მუღამი არა აქვს საერთოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ინვესტორს ეგეთი მწირბიუჯეტიანი ფილმით შემოსავლიანობის მოტივაციით ვერ დაარწმუნებ გამორიცხულია და ისე რა გითხრა...მე რომ მქონდეს ამ წუთში ჩემი ფული, გაჩუქებდი, მაგრამ ეხლა არ მაქვს

სახელი)))

 

ისე, მეგობრულად გირჩევდი, რომ ეგეთი ჟანრის ფილმებზე ფიქრს მოერიდო თუ გინდა რომ როდისმე მაგ საქმემ შემოსავალი და სერიოზული წარმატება მოგიტანოს. კომედიას მიაწექი, თუ ხარისხიანს გააკეთებ, აქაური კინოთეატრები დაატრიალებენ და თან ხარჯიც ნაკლებია,

ძირს პოპსა

 

ოღონდ დამიჯერე და ჟანრი შეცვალე...ან 15 000 როგორ დათვალე ფანტასტიკაში, სირცხვილია, რაღაცა "სახლი ძველ უბანში"-ს პონტში მარაზმი გამოვა...სპეცეფექტების გარდა ფანტასტიკას მუღამი არა აქვს საერთოდ.

ნუ უფრო არტ ჰაუსის პონტში იქნება რა

 

ან 15 000 როგორ დათვალე ფანტასტიკაში, სირცხვილია, რაღაცა "სახლი ძველ უბანში"-ს პონტში მარაზმი გამოვა...

ვედმა იზ ბლერ გაიხსენე და ეგეთი მაგალიტები საკმაოდ ბევრია

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სცენარში რამენაირად დავით აღმაშენებელი რომ ჩაგერთო ეგება მიშიკოც დაგეხმაროს, მაგრამ მაშინ აღმაშენებლის როლი მას უნდა შესთავაზო.

 

:DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც აინტერესებს, სცენარის ნაგლეჯები:

 

უსასოობის განცდა...გრძელი დერეფანი არა და არ მთავრდება, მარტოსულობა... და ეულად სიარული...

 

საშინლად დაიღალა, გამუდმებით საკუთარ თავს ელაპარაკებოდა....

 

სიზმრები, სადაც ექსპერიმენტზე ელაპარაკებოდა ვიღაც, მაგრამ ვინ არ ახსოვდა...

 

მხოლოდ სიარული იყო ხსნა, გაჩერება სიკვდილს ნიშნავდა...ოდნავ სულს მოიტქვამდა თუ არა, იმწამსვე ვიღაცის მოახლოებას გრძნობდა, შემზარავი ხმები ესმოდა... იძინებდა მხოლოდ მაშIნ როცა მეტი ენერგია აღარ ქონდა

 

რამდენი ხანი არ უჭამია, არ იცოდა, იცოდა რომ ძალიან შიოდა...

 

კედლები ერთფეროვანი და ღია მუქი ფერის იყო

 

-ალბათ მტელი ცხოვრება მაგარი ნეუდაჩნიკი ვიყავი....თუ რამეს მივაღწიე...არც ღირს სალაპარაკოდ...ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა დიდ სიძნელედ მიჯდებოდა, რატომ?! მშიშარა ვიყავი და იმიტომ....

 

ზურგზე იარაღი ქონდა გადაკიდებული. რისთვის ჭირდებოდა ზუსტად ვერც გეტყოდა, მაგრამ ასე უფრო უხიფათოდ გრძნობდა თავს...

 

ჯიბეში თოჯინა ედო, რომელიც დერეფანში იპოვა და თან წამოიღო, სწორედ მას ელაპარაკებოდა შესვენების დროს, თუნდაც სიარულის დროს

 

**

 

-ესე იგი თქვენ მზად ხართ ექსპერიმენტში მიიღოთ მონაწილეობა, რატომ?

 

-არ ვიცი

 

-ესე იგი არ იცით!

 

**

ძილი და კოშმარები განუყოფელი ნაწილები იყო.

 

დერეფანში მუდმივად ერთნაირი განათება იყო, არასდროს არ იცვლებოდა, არც “დღისით” და არც “ღამით”

 

ერთხელ მოხდა სასწაული და საჭმელი იპოვა.... ორი დაძინება მაძღარი და შეიძლება ბედნიერიც იყო.

 

ხანდახან დერეფნის კედლების შეფერილობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მარა არა უმეტეს.....

 

იარაღს დანაც მოყვა.

 

**

 

-არ იტყვი სად მიდიხარ? და არ იცი როდის დაბრუნდები?! ის მაინც მითხარი, შენ ცოლად კიდევ მთვლი?!

 

**

თოჯინას ხშირად ათამაშებდა ხელში...

 

ერთხელ ძალიან შეეშინდა. დერეფნის ბოლოდან რაღაც უახლოვდებოდა...ჩაიმუხლა იარაღი მოიმარჯვა და ელოდებოდა...ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა....მაგრამ არაფერი არ მომხდარა...დაძაბულობამ თავისით ჩაიარა.

 

მიყვარხარ, მაგრამ მიღალატია შენთვის?! კი, და არ მკითხო რატომ, ალბათ იმიტომ რომ კაცი ვარ და სექსი თუ ქალებთან ურთიერთობა ისეთივე აუცილებელი მოთხოვნილებაა როგორც სუნთქვა....სუნთქვას ხომ ვერ ამიკრძალავ არა?!)) ...მაშინ რატომ ვარ შენთან? იმიტომ რომ მიყვარხარ სიგიჟემდე... და თუ შეგიძლია მაპატიე

 

ზოგჯერ კედლები სველი იყო და ნესტს ლოკავდა, წყურვილი რომ დაეკმაყოფილებია, მწერებიც მოიხელთა და შეჭამა...

 

**

 

-რამდენი ხანი მოგიწევთ ექსპერიმენტში მონაწილეობა?! არავინ იცის, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, შეიძლება არც არასდროს დამთავრდეს თქვენთვის!

თუ გსურთ უარი თქვით, არავინ დაგძრახავთ!

 

**

ფიქრები ფიქრები თრგუნავდა...

 

თავიდან იმედი ქონდა რომ სხვა ადამიანებს შეხვდებოდა, მაგრამ ნელნელა შეეგუა იმ აზრს, რომ სრულიად მარტო იყო...

 

ხანდახან შორიდან მშენებლობის ხმები ესმოდა....

 

დერეფანი ლაბირინთი არ იყო...არსად გადასახვევი და ჩიხი...მხოლოდ წინ და უკან... მორჩა!

 

ერთხელ მთელ ხმაზე დაიყვირა, მხოლოდ ექო დაუბრუნდა, მთლიანად შეცვლილი ტემბრით....მეორედ აღარ უცდია.

 

ლურსმანზე ხელი გაეხა....კედელს მიაყრდნო და ლურმანი იყო გამოწეული...ძლივს გაიჩერა სისხლისღვრა...

 

კედლის დანგრევას შეეცადა, მაგრამ მხოლოდ მუშტები დაუსივდა, შედეგი ნოლი, იარაღითაც ურტყა, მაგრამ მიხვდა რომ ისიც შემოემტვრებოდა.

 

რატომ არასდროს მქონია ოდნავ მაინც საკმარისი ფული?! ამბობენ დაგწყევლესო და ეკლესიაში წადი სანთელი დაანთეო, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ დიდი მორწმუნე.

 

თავბრუ დაეხვა და წაიქცა. კედლები თითქოს ვიწროვდებოდა და ვიწროვდებოდა, ცუდად იყო.

ყველაფერი რომ მორჩა, დიდხანს არწყევდა.

 

ხედავ რა დღეში ვარ?

 

შემდეგ დიდხანს იჯდა კედელზე მიყრდნობილი, ძლივს აიძულა ტავი წამომდგარიყო და გზა გაეგრძელებინა!

 

როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?! აღარ შემიძლია

 

ირგვლივ სრული სიჩუმე, იარაღს მოეფერა. თუმცა საკუთარი თავისთვის არ დაუმიზნებია.

 

ტანსაცმელი ნელნელა და თვალსაჩინოდ ჭუჭყიანდებოდა.

 

კოშმარები : ხელები რომლებიც სახეზე ეფერებოდნენ თუ ახრჩობდნენ...

 

ალბათ პირველად ილოცა ცხოვრებაში, პირჯვარი გადაიწერა. მაგრამ შვება მაინც ვერ იგძნო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
15 ათასი, ჰმმმმმ... სცენარის ნაგლეჯებიდანაც ყველაფერი ცხადია, ფილმიც 15ათასიანის ვიდზე იქნება, ეგეც უკეთეს შემთხვევაში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

RAZIEL

ეს უკანასკნელი მაძიებელი შენი ფილმია?

რეჟისორი ხარ შენ თუ სცენარის ავტორი?

ორივე მე ვარ :buchti:

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

RAZIEL

რა დაგიჯდა მაგ ფილმის გადაღება

რუსეთში დასრულებიანად 50 000 დოლარი დაახლოებით...(რუსების საკუთრებაა ეგ ფილმი)

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...