Saturn Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 პუტინმა საპირფარეშოს აფეთქების შემდეგ ცხინვალს თავი აარიდა “დღეს ცხინვალი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თუმცა ზეიმი შიშნარევი გამოდგა. დამოუკიდებლობის აღნიშვნასთან ერთად ამ დღეებში სულ უფრო მეტს საუბრობენ მოსალოდნელ ტერაქტებზე და ადგილობრივი შს სამინისტრო ყაზარმულ რეჟიმზეც გადაჰყავთ. ზეიმზე ჩასვლაზე უარს ამბობს რუსეთის პრემიერიც, რომელსაც 26 აგვისტოს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი ამბით ელოდებოდნენ”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით შიშნარევი ზეიმი.“ცხინვალის საინფორმაციო და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ქართული სპეცსამსახურები დივერსიისა და ტერაქტების მომზადებაში დაადანაშაულა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული... აღნიშნული განცხადება მოჰყვა გუშინწინ ცხინვალის რეგიონში მომხდარ აფეთქებას. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ომონის უფროსის ყოფილი მოადგილე სერგეი ვალიევი საკუთარ საპირპარეშოში აფეთქდა... ის 2008 წლის სექტემბერში ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის გმირის წოდებით დააჯილდოვა. მიზეზი ქართველი ტყვეების სასტიკი წამება გახდა. ვალიევი 2000-2002 წლებში, კონტრაბანდის შემოტანისთვის, რუსთავის კოლონიაში სასჯელსაც იხდიდა”, - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:“ცნობილი ხდება, რომ რეგიონის “დამოუკიდებლობის” აღსანიშნავად ცხინვალში ჩასვლა გადაიფიქრა რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის შეხვედრა კოკოითთან მოხდება, თუმცა - მოსკოვში, სადაც ედუარდ კოკოითი თავად ესტუმრება რუსეთის პრემიერს. ცხინვალის ბრალდებების კომენტირება “24 საათმა” საქართველოს შს სამინისტროს სთხოვა, სადაც განაცხადეს, რომ აბსურდულ ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ”. მე მგონი სპეციალურად ააფეთქებინა პუტინმა რაღაც, რომ ცხინვალში ჩასვლაზე ტავი აერიდებინა . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დღეს ცხინვალში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.მისი თქმით, ქართულ სპეცსამსახურებს ცხადია ამ აფეთქებასთან არაფერი საერთო არა აქვს. ,,ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში კოკოითისა და მეორე კრიმინალს შორის, რომელმაც გაზსადენი გაიყვანა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს დიდი დაპირისპირება და როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, ის აფეთქება, რომელიც დღეს მოხდა, აშკარად შიდა დაპირისპირების შედეგია. ჩვენ რომ რამის აფეთქება გვდომოდა, ზუსტად ვიცით, სად რა აგვეფეთქებინა, თუმცა ეს არც გვდომია და არც არასდროს გაგვიკეთებია და საქართველოს სახელმწიფო აფეთქებებისა და პროვოკაციების გზით სიარულს არ აპირებს”, - განაცხადა იაკობაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 newstudio ჩვენ რომ რამის აფეთქება გვდომოდა, ზუსტად ვიცით, სად რა აგვეფეთქებინა ამ მარიაჟობას არ ეშვებიან არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ეკანუროვის აფეთქების ვიდეო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ერთი რამ რაც ვოვას და მიშას საერთო აქვთ არის ტუალეტი. პირველი ტუალეტში "ზამაჩუთი" იმუქრება მერე ტუალეტში ჩარეცხვით. ყველა გზა ტუალეტში მიდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ჩვენ რომ რამის აფეთქება გვდომოდა, ზუსტად ვიცით, სად რა აგვეფეთქებინაnewstudio, ბებიაშენისაო არავის უთქვამს მაგ სირისათვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 Lo Janko ბებიაშენისაო არავის უთქვამს მაგ სირისათვის?კარგი დიპლომატიური პასუხი იყო იმჰო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.