Jump to content
Planeta.Ge

რატომ ასოცირდება დემოკრატია სისუსტესთან?


Recommended Posts

ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ მთავარია ძლიერები ვიყოთ და რად გვინდა დემოკრატია?!

 

 

ვითომ დემოკრატიული სახელმწიფოს შემთხვევაში სიძლიერე გამორიცხულია?

 

 

რას იტყვით იუზერებო, თქვენ როგორ გგონიათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ მთავარია ძლიერები ვიყოთ და რად გვინდა დემოკრატია?!

სად გაიგე ეგ და მით უმეტეს ხშირად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რატომ ასოცირდება დემოკრატია სისუსტესთან?

 

იმიტომ, რომ კალიგულას და მის შნირებს ასე აწყობთ.

 

ეს საერთოდ უფრო პოლიტოკურ მეცნიერებათა სფეროა, მაგრამ მთლად ასე რომ არ არის, ამაზე "ცივი ომის" შედეგიც მეტყველებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სად გაიგე ეგ და მით უმეტეს ხშირად?

იუზერებისგან, ჩვეულებრივ მოსახლეობაში.

 

90-იან წლებში იყო პოპულარული, რა დროს დემოკრატიაა? ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

90-იან წლებში იყო პოპულარული, რა დროს დემოკრატიაა? ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!

შე კაცო :)) 90-იანი წლების მერე ათი წელი გავიდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შე კაცო 011.gif 90-იანი წლების მერე ათი წელი გავიდა

10 წელი გავიდა, მაგრამ აზროვნებით წინ წავედით?

 

შევადაროთ ის განსხვავებები (დემოკრატიის მხიდან) რითიც წინ წავედით? რითი გგონია, რითი ვართ უკეთესები 90-იან წლების საზოგადოებისგან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

90-იან წლებში იყო პოპულარული, რა დროს დემოკრატიაა? ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!

არა, რატომ 90-იან წლებში? სულ ახლახანს 5-6 წლის წინ არ დაიწყო მსგავსი შეძახილები? რა დროს დემოკრატიაა, ადამიანის და მედიის თავისუფლებაა, ნატოში ვართ შესასვლელები, აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, ხაზინა შესავსები და ა.შ.

ნუ დაუკარგავთ ნურც ამ ხელისუფლებას :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ მთავარია ძლიერები ვიყოთ და რად გვინდა დემოკრატია?!

 

 

გამოკითხვა იყო იქით.აი შედეგები და ამ ხალხს მინდა ვკითხო,რა არის სამშობლო? :))

 

 

რომელი უფრო ძვირფასია?

სამშობლო [ 83 ] [75.45%]

დემოკრატია [ 26 ] [23.64%]

 

 

სანამ სადღეგრძელოს დონეზე ვიქნებით ქართველები,არავითარ დემოკრატიაზე არ შეიძლება ლაპარაკი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტოკრატიული (დიქტატურა ავტოკრატიის ერთ-ერთი ფორმაა) მმართველობაა უფრო ეფექტური თუ დემოკრატიული, ამაზე მრავალი სოციოლოგიური კვლევაა ჩატარებული. შედეგი ასეთია - ნორმალურ სიტუაციაში დემოკრატიული სტილი უფრო ეფექტურია, მარგინალურ სიტუაციებში (ძალიან მძიმე, მტრულ მდგომარეობაში ან პირიქით, ძალიან კარგი პირობებისას) - ავტოკრატიული.

 

სწორედ ამიტომაა ნებისმიერი ტირანი გარე, ან შიდა, მტრის ხატის შექმნასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვას რომ ცდილობს. ან პირიქით ხალხს თავში უტენის, სამოთხეში ვცხოვრობთო. აი, რატომაა ჯეიმსტაუნის ნეოკონსერვატიული, ანუ ბუშისტური, ცენტრის ექსპერტი ფელგენგაუერი პერიოდულად რომ უგორებს კოჭს მიშას, არიქა ომი იქნებაო.

 

ზუსტად იგივეს აკეთებს პუტინი რუსეთში, არიქა ნატო ჩვენთვის ალყის შემორტყმას ცდილობსო.

 

უნდა ვაღიარო, რომ პუტინის მედია ამას ნაცი-ანალების მედიაზე უკეთესად ახერხებს.

 

 

lasha1997

გამოკითხვა იყო იქით

 

სად "იქით"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

სულ ახლახანს 5-6 წლის წინ არ დაიწყო მსგავსი შეძახილები? რა დროს დემოკრატიაა, ადამიანის და მედიის თავისუფლებაა, ნატოში ვართ შესასვლელები, აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, ხაზინა შესავსები და ა.შ.

ნუ დაუკარგავთ ნურც ამ ხელისუფლებას

არა. ტყუილია ეგ. ზოგიერთი იუზერის მოსაზრებას ნუ გავაიგივებთ ხელისუფლების პოზიციასთან. ხელისუფლების მხრიდან "რა დროს დემოკრატიაა, ნატოში ვართ შესასვლელებიო" და ა.შ. არ მახსოვს. თუ საწინააღმდეგოს დამდასტურებელი წყარო (ვიდეო ან ბეჭდვითი) არსებობს, დადეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

რა დროს დემოკრატიაა, ადამიანის და მედიის თავისუფლებაა, ნატოში ვართ შესასვლელები, აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, ხაზინა შესავსები და ა.შ

პირდაპირ არ ამბობდნენ, მაგრამ გულისხმობდნენ ამას, პოლიტიკოსები რომ გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ რომ უმნიშვნელოვანესი მისია გვაქვს გასაკეთებელი და რა დროს ეს წვრილმანებია (დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება)

 

 

რა სჭირდება ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმს?

 

1) გარე მტერი (საზოგადოება მუდამ მობილიზებული იყო გარე მტრის წინააღმდეგ და მზად იყოს მუდამ დაიცვას ხელისუფლება გარე მტრისგან)

2) შიდა მტერი (ძირითადად ასოცირდება იმ ხალხთან ვინც აკრიტიკებს ხელისუფალს, მას ეგრევე მიაკერავენ გარე მტრის აგენტის სტატუს)

3) სანახობები მომრავლება, საზოგადოება ჩაერრთოს ამ სანახაობებს და მოწყდეს რეალურ პოლიტიკას

4) მილიტარიზმი, იმისთვის რომ ძლიერები ვიყოთ აუცილებელია საზოგადოების მილიტარიზაცია (პატრიოტობა მხოლოდ ჯართად და ქვეყნის თანგანწირვასთან ასოცირდება)

5) ის რომ ჩვენი პირადი პრობლემბი (ეკონომკიკური თუ სოციალური) უმიშვნელოა, რადგან ეხლა წყდება საქართველოს ბედი, ამიტომ უნდა დაივიწყოთ პირადი პრობლემები

6) მხსნელი მხოლოდ ქვეყნის მართველი, ბელადია (კრიტიკა ბელადისადმი ნიშნავს კრიტიკა საქართველოს გადარჩენისადმი, რევოლუციის პირველ ეტაპზე კარგად ჩანდა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სამშობლო [ 83 ] [75.45%]

დემოკრატია [ 26 ] [23.64%]

უკაცრავად მარა სისულელეა მსგავსი გამოკითხვა

 

სამშობლო არ ეწინააღმდეგება (სულ სხვა ცნებაა) დემოკრატიას

 

და ფორუმ.გე-ს პირველი პოსტი რომ წავიკითხე რეალობას მოკლებულია

 

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ დაკარგული ტერიტორიები, დემოკრატიის გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

უკაცრავად მარა სისულელეა მსგავსი გამოკითხვა

 

სამშობლო არ ეწინააღმდეგება (სულ სხვა ცნებაა) დემოკრატიას

ჭეშმარიტად ასეა. და ასევე ჭეშმარიტებაა ის, რომ საქართველოს გარე და შიდა მტერი არ აკლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტოკრატიული (დიქტატურა ავტოკრატიის ერთ-ერთი ფორმაა) მმართველობაა უფრო ეფექტური თუ დემოკრატიული, ამაზე მრავალი სოციოლოგიური კვლევაა ჩატარებული. შედეგი ასეთია - ნორმალურ სიტუაციაში დემოკრატიული სტილი უფრო ეფექტურია, მარგინალურ სიტუაციებში (ძალიან მძიმე, მტრულ მდგომარეობაში ან პირიქით, ძალიან კარგი პირობებისას) - ავტოკრატიული.

 

სწორედ ამიტომაა ნებისმიერი ტირანი გარე, ან შიდა, მტრის ხატის შექმნასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვას რომ ცდილობს. ან პირიქით ხალხს თავში უტენის, სამოთხეში ვცხოვრობთო. აი, რატომაა ჯეიმსტაუნის ნეოკონსერვატიული, ანუ ბუშისტური, ცენტრის ექსპერტი ფელგენგაუერი პერიოდულად რომ უგორებს კოჭს მიშას, არიქა ომი იქნებაო.

 

ზუსტად იგივეს აკეთებს პუტინი რუსეთში, არიქა ნატო ჩვენთვის ალყის შემორტყმას ცდილობსო.

გეთანხმები ყველა სიტყვეში Grig

ნაცი-ანალების

:)) :) :sicili:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...