prologic Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 გამოსვლას ვულოცავ შალვას! დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე გავიცანი,ძალიან ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.თუმცა უფრო ბიზნესმენ-ჟურნალისტი იყო, ეხლა ალბათ აპლუას შეიცვლის და რადიკალ-ჟურნალისტად მოგვევლინება, რაც თავისთავად სასარგრებლო იქნება.მთავარი კი ისაა,რომ ამათთან გარიგებებზე არ წავა,ეს ცხადია. "ატ ზვანკა დო ზვანკა მოიხადა"-შეეძლო გარიგებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ძუკუ licemer შანტაჟს აშკარად ადგილი ქონდა არ არის სწორი - თუ მე, ჟურნალისტს, მირეკავს ვთქვათ ლიცემერი და მეუბნება, ამაზე არ დაწერო და, აჰა, შენ ფულიო, ეს შანტაჟი არ არის. ეს უბრალოდ ბიზნესია (თუ, რა თქმა უნდა, მერე ბუღალტრულად გააფორმებ). აი, თუ მე დავურეკე იქით და ფული მოვთხოვე, მაშინაა შანტაჟი. აბსოლუტურად შეთითხნილი საქმეა, წმინდა იურიდიულად ვგულისხმობ. მორალურად კი... მაგრამ ამაზე სროკი არ არის. სწორედ ამიტომ იქაჩებოდა შალიკო სასამართლოზე სატელეფონო ჩანაწერები ამოიღეთო და მოსამართლე სულ უარს ეუბნებოდა, არ გახსოვთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 Grig არ არის სწორი - თუ მე, ჟურნალისტს, მირეკავს ვთქვათ ლიცემერი და მეუბნება, ამაზე არ დაწერო და, აჰა, შენ ფულიო, ეს შანტაჟი არ არის. ეს უბრალოდ ბიზნესია (თუ, რა თქმა უნდა, მერე ბუღალტრულად გააფორმებ).+1 პიარის ამბავია რა... აი, თუ მე დავურეკე იქით და ფული მოვთხოვე, მაშინაა შანტაჟი.+1 სწორედ ამიტომ იქაჩებოდა შალიკო სასამართლოზე სატელეფონო ჩანაწერები ამოიღეთო და მოსამართლე სულ უარს ეუბნებოდა, არ გახსოვთ?მანდ კიდე ბევრი სხვა რამეც ამოტივტივდებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 licemer ) და ვისი წასვლა არ გეწყინება პოლიტიკაში ? ოპოზიციაში კონკრეტულად? სრულიად სერიოზულად ვკითხულობ...dire შენი... სრულიად სერიოზულად გპასუხობ :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
likachoo Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ვულოცავ შალვას თავისუფლებას..გამეხარდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 როგორც რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რუსთავის #2 საპყრობილეში, სადაც 4-წლიანი სასჯელი მოიხადა, პატიმრები მძიმე მდგომარეობაში არიან. „მხოლოდ ამ საპატიმროში 500 ადამიანი საწოლის გარეშეა. არის პრობლემები პატიმრების მკურნალობის მიმართულებითაც. ვაპირებ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერი გავაკეთო, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს. მოვუწოდებ ყველას, ამ ბრძოლაში შემომიერთდნენ“, - აღნიშნა შალვა რამიშვილმა. რამიშვილის შეფასებით, მძიმე მდგომარეობაში ქართული მედიაც. როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული სატელევიზიო, შოუც გააკეთოს. „დავარქვათ ამ შოუს, თუნდაც „გამოძალვის შოუ“, გამოვძალოთ ინფორმაცია პოლიტიკოსებს და ვუთხრათ ხალხს“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა. რამიშვილი შეხვედრისკენ მოუწოდებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. „შემხვდი, მიხეილ სააკაშვილო და ღიად ვისაუბროთ ყველაფერზე. ჩვენ მეგობრები ვიყავით და ბევრი რამ გვაქვს სასაუბრო“, - მიმართა რამიშვილმა პრეზიდენტს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 (edited) licemer წესით და რიგით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი უნდა იყოს შანტაჟისტი, მაგრამ რას გაიგებ, ჩემო dire , ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ აბა პოლიტიკა რა არის ლიც შენი აზრით? დათმობებზე შეიძლება წახვიდე პოლიტიკაში მხოლოდ იმ დროს,როცა რაღაცა გაქვს მიქარული და ეს სხვამაც იცის. რასაც ეგ ამბობს მაგ ინტერვიუში უფრო ბაქი ბუქს ჰგავს ვიდრე საქმიანი კაცის ნათქვამს,მაგრამ ვნახოთ. Edited August 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 საუკეტესო იქნება მაესტროზე ან კავკასიაზე ყურცქვიტ დარდუბალინცზე იღოს სერიალები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 lasha1997 რასაც ეგ ამბობს მაგ ინტერვიუში უფრო ბაქი ბუქს ჰგავს ვიდრე საქმიანი კაცის ნათქვამს,მაგრამ ვნახოთ.მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მარა შალვას რო ვიცნობ, ბაქიბუქი მაგის მეორე ნატურაა , სხვანაირად არ შეუძლია შაქროII საუკეტესო იქნება მაესტროზე ან კავკასიაზე ყურცქვიტ დარდუბალინცზე იღოს სერიალებიიზავს სავარაუდოდ თუ ისევ არ ჩააყუდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 ვულოცავ შალვას თავისუფლებას..გამეხარდამეც ვულოცავ, წავა, თუ არ წავა პოლიტიკაში მისი საქმეა და იქნება წარმატებული პოლიტიკაში თუ არა - ჩვენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 Grig არ არის სწორი - თუ მე, ჟურნალისტს, მირეკავს ვთქვათ ლიცემერი და მეუბნება, ამაზე არ დაწერო და, აჰა, შენ ფულიო, ეს შანტაჟი არ არის. ეს უბრალოდ ბიზნესია (თუ, რა თქმა უნდა, მერე ბუღალტრულად გააფორმებ). იყო იქ ისეთი მომენტები, რომელებიც ხელისუფლებას არ აქვს დაფიქსირებული. რაც შეეხება ბუღალტრულ გაფორმებას, მეც სწორედ ამას ვამბობ, რომ როცა შალვა თხოვდა ბექაურს ფულის გადმორიცხვას, ეს ნიშნავს ცალსახად რომ ეს გაფორმდებოდა ბუღალტრულად და ეს თანხა ვერ დაიმალებოდა. სწორედ ამაზე წამოკიდება უნდოდა შალვას ბექაურის. ანუ მას მიქარული ბევრი აქვს და ფული ამიტომ გადაიხადა.მაგრამ რუსული ანდაზაა: ნე როი იამუ დრუგომუ, სამ პოპადიოშ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 licemer ))გამორიცხულია იმდენად ბინძური და ამაზრზენი ადამიანებით არის გატენილი... სახელმწიფო სამსახურშიც კი არ წავალ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 შალვა რამიშვილი - “ჩვენ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის შეგნებაში” “მე ციხეში ვნახე ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი, ამიტომ მინდა, ჩემი მომავალი მოღვაწეობა გარკვეულწილად მივუძღვნა გაჭირვებული, უფლებააყრილი ადამიანების უფლებების დაცვას. ციხეში ბევრი უკანონო პატიმარია. 500-ზე მეტ პატიმარს არ აქვს საწოლი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ჩემი მეგობარი პატიმრების დაცვა, შემდეგ მედიაშიც რაღაცეებს “გავაფუჭებ”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა რამიშვილი რევოლუცის მოხდენას აპირებს / “სააკაშვილს შეწყალებას არასოდეს ვთხოვ, მე ბოლომდე მოვიხადე პატიმრობის ვადა”. “მე ზუსტად მაქვს შესწავლილი, რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში, მე ვიცი ამ ვითარების გამოსწორების გზებიც. შესაბამისად, ჩემი მოღვაწეობა იქნება დაკავშირებული ამ იდეების განვრცობასთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, როგორც ქართულთან, ისე უცხოურთან და და დარწმუნებული ვარ, მივაღწევ შედეგს. მე ვარ პატიმარი, რომელმაც გამოსცადა სააკაშვილის ციხეების “ხიბლი”, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, იქ რა ხდება. ყველამ მინდა გაიგოს, რომ ყველა ნიუანსი ჩემთვის ცნობილია, მე ვერ მომატყუებენ. ვიცი, როგორ უნდა გაუმჯობესედეს პატიმრობის პირობები. ეს ძალიან ცოტა ხანში ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი. “მე მგონია, რომ თუ დაპირებას აძლევ, რომ რევოლუციას მოახდენ, უნდა მოახდინო. თუ ვერ ახდენ, უნდა თქვა, რომ ვერ ახდენ. შესაბამისად, ჩვენ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის შეგნებაში, უნდა დავძლიოთ იმედგაცრუება და გავამხნევოთ ხალხი, ვაჩვენოთ თავგანწირვისა და გაუტეხლობის მაგალითები. ზუსტად ისეთი, როგორსაც აჩვენებენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გიორგაძის მომხრეები, ჯონი ჯიქია, წურწუმია, ბატონი რატიშვილი და ა.შ. ასმაგად უფრო დასაფასებელი არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა უძლებენ სააკაშვილის წნეხს. ჩვენ კი არ უნდა ვთხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ ამ ადამიანების განთავისუფლება. მე არ ვიცი, რას აპირებს ოპოზიცია. მე ვიცი ამ ადამიანების საქმეები, რომლებიც არის შეთითხნილი, თეთრი ძაფით ნაკერი. ეს ადამიანები კიდევ გაუძლებენ ამ პატიმრობის წლებს, ისევე როგორც მე გავუძელი, ისინი ჩემზე მაგარი ბიჭები არიან”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა რევოლუცია, ეს მოლოდინი გაჩნდა და ეს მოლოდინი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ან არ უნდა გაჩენილიყო ეს მოლოდინი... მუხტის შენარჩუნებას უზრუნველყოფს ხელისუფლება, ისეთ რაღაცებს გააკეთებს, რომ მუხტი შენარჩუნდება. მე ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების იმედი მაქვს. ისინი დათმობაზე არ წავლენ და უკიდურესად დაძაბავან სიტუაციას. მე მექნება საუბარი ოპოზიციის ლიდერებთან და კონკრეტულად გავერკვევი ყველაფერში, თუმცა არ ვგეგმავ არც ერთ პარტიაში გაწევრებას. მე მაინტერესებს მათი მოსაზრებები და ალბათ მათაც უნდა აინტერესებდეთ ჩემი აზრი ყოველივეზე. სულ ცოტა ხანში მე მექნება კონკრეტული მოსაზრებები, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ისე, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. ამ ყველაფერზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, - დასძენს შალვა რამიშვილი. “ჩემსა და სააკაშვილს შორის პიროვნული ურთიერთობები კი არ უნდა გავიხილოთ (არადა, ამ ურთიერთობებს პირადად მასთან განვიხილავ), ეს არ არის მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა, საქართველოს უნდა მივხედოთ. მე და სააკაშვილს რა ურთიერთობაც გვაქვს პირადი, ამას მე და სააკაშვილი გავარკვევთ. რა თქმა უნდა, მე მსურს, რომ სააკაშვილს შევხვდე”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის ხვდება და რის თქმას აპირებს შალვა რამიშვილი სააკაშვილისთვის?.. “მე ახლა ღიად, ჟურნალისტთან საუბრისას გამოვხატავ სურვილს, რომ ვესაუბრო სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და არა ისე თემებზე, რომელიც ჩემს მომავალს უკავშირდება. ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საკითხის გარკვევა მაინტერესებს. ის პოლიტიკასთან კავშირში არ არის. თუმცა მე მასთან ახლოს ვიყავი, არ უარვყოფ, მისი ყველა ნიუანსი არ ვიცოდი. ერთ დროს ჩემი აზრი მისთვის გასათვალისწინებელი იყო... მქონდა შანსი, მეთხოვა შეწყალება, მაგრამ ეს არ გავაკეთე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107662.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 10:31 / 27-08-2009 შალვა რამიშვილი ახალ სატელევიზიო გადაცემას "გამოძალვის შოუს" მოამზადებს?! 26 აგვისტოს ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ თანხის გამოძალვაში დადანაშაულებული ჟურნალისტი, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი გაათავისუფლეს. მისი ციხიდან გამოსვლა, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ჰგავს მის დაჭერას, - როგორც შემაგდეს, ისე გამომაგდეს ციხიდანო. იგულისხმება ერთი დეტალი: მას, ნაცვლად დღის 12 საათისა, სისხამ დილით, 8 საათზე დაატოვებინეს რუსთავის #2 საპყრობილე. 27 აგვისტოს შალვა რამიშვილს 38 წელი შეუსრულდა. ყოფილი პატიმარი ციხემ ვერ გატეხა, მეტიც, ილუზიებისგან გათავისუფლებული სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება. - შალვა, გილოცავთ. 12 საათისთვის ველოდით შენს გათავისუფლებას. რატომ იჩქარა ადმინისტრაციამ და 8 საათზე გამოგიშვა?- იმიტომ, რომ ადგილზე არ აგეღოთ ჩემგან ინტერვიუ. ამან ძალიან გამაბრაზა. უახლოეს მეგობრებსაც ვერ დავემშვიდობე, არ მომცეს საშუალება. ჩვენი დაწესებულება 10 საათზე იღება... - როგორ, გტაცეს ხელი და გამოგაგდეს?- ერთგვარი სპეცოპერაცია ჩაატარეს, შემოვიდნენ, ხელი მომკიდეს, მეგონა, მიჭერდნენ და სულ ცუხცუხით გამომაგდეს გარეთ. თან მეუბნებოდნენ, ჩქარა-ჩქარაო. წესით, 11-12 საათზე უშვებენ პატიმრებს. მე გამონაკლისი ვარ. - ახლა რას აპირებ, ალბათ, ოთხი წელიწადი საკმარისია იმისთვის, რომ მომავალი დაგეგმო.- ვაპირებ შევცვალო ყველაფერი. მაქვს საკმაო ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, რა ხდება პენიტენციურ დაწესებულებებში. ციხეში ბევრი რამ გავაცნობიერე და ამ ყველაფერს ადამიანის უფლებების დაცვას მოვახმარ. - კონკრეტული გეგმა თუ დაისახე?- ალბათ გამოძალვას თავს დავანებებ (იცინის). ერთხელ "ვცადე" და არ გამომივიდა. ვნახოთ... უსაქმოდ არ გავჩერდები. - ციხეში ბევრი რამ შესაცვლელიაო, ამბობ. კონკრეტულად რა არ მოგეწონა საპყრობილეში?- სტრასბურის სასამართლოში მოვიგე სარჩელი. ამ სარჩელის ერთ-ერთი პუნქტი იყო პატიმრების გადატვირთულ საკნებსა და ცუდ პირობებში ყოფნა. ვაპირებ, ავაგორო კამპანია რუსთავის მე-2 დაწესებულების წინააღმდეგ, გადატვირთული საკნების გამო და მივმართო ყველას, პატიმარი იქნება თუ ადამიანის უფლებათა დამცველი, ევროსასამართლოში გაასაჩივრონ. გარდა ამისა, თუ დიმიტრი შაშკინი შემხვდება, ერთ შეკითხვას დავუსვამ, - ეს არის რეფორმების მეორე ტალღა? მე-5 საპყრობილე დაანგრიეს და 500-ზე მეტი კაცი უსაწოლოდაა დარჩენილი. - შენს საკანში რამდენი კაცი იყავით და როგორი პირობები გქონდათ?- ჩემთან 18 კაცი იყო და შედარებით უკეთესი პირობები გვქონდა, მაგრამ ბიჭები ცუდ მდგომარეობაში არიან. რა გასაჭირიც იყო მეხუთე საპყრობილეში, იგივეა ყველგან, რადგან შაშკინი პატიმრებს გარეთ არ უშვებს და, ბუნებრივია, ასე იქნება. გარდა ამისა, ციხეში ბევრი სხვა პრობლემაც არის. პენიტენციურ სისტემას მიხედვა სჭირდება. - მედიაზე რას იტყვი და ჟურნალისტობაზე ხელს ხომ არ აიღებ?- მედიაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აქ უკვე პარტნიორები მჭირდება. მათ ძებნას დავიწყებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პროექტი საინტერესო იქნება. - რა ჰქვია შენს პროექტს?- "გამოძალვის შოუ" (იცინის)... - ხუმრობთ?- რატომ? პოლიტიკოსებს ინფორმაცია რომ გამოვძალოთ და ხალხს სიმართლე ვუთხრათ, ცუდია? - გული მიგრძნობს, პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციაში წახვალ. აქვე, შენ გვერდით არიან კახა კუკავა და კობა დავითაშვილი. ახლავე ხომ არ აპირებ ამას?- თუ პოლიტიკაში წავალ, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ვიქნები. ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ესენი ჩემი მეგობრები არიან და შეიძლება ასეც მოხდეს... - შურისძიების გრძნობა ხომ არ გამოძრავებს?- კარგი რა, ვის მიმართ? - თუნდაც კობა ბექაურის მიმართ.- ვინ არის კობა ბექაური? მართლა არ მახსოვს, ვინ არის ეს ადამიანი. გულწრფელად გეუბნები... - შალვა, ხშირად გითქვამს, სააკაშვილის პირადი პატიმარი ვარო. რას ეტყოდი მას?- მიშა სააკაშვილო, მინდა, ბევრი რამ გითხრა, საჯაროდ შემხვდი! - რა გაქვს მისთვის სათქმელი?- ჩვენ მეგობრები ვიყავით და ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. სპეცოპერაციის ჩატარება და ჩემი დათქმულ დროზე ადრე გამოშვება საჭირო არ იყო. არც მე ვარ ბუა, შემხვდეს, რომ ნორმალურად დავილაპარაკოთ. - რა მოგცა ამ ოთხმა წელიწადმა?- გაქრა ილუზიები. როდესაც ილუზიები ქრება, ნამდვილ მებრძოლად ყალიბდები და გაცილებით საღად და პრაგმატულად უყურებ ყველაფერს. თუ ბრძოლა გაიმართა, ეს იქნება ყველაზე მძიმე ბრძოლა ილუზიების გარეშე. - შვილები როგორ შეხვდნენ მამის დაბრუნებას?- გაოგნებული არიან. ”ყველა სიახლე” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 licemer მაგარი რაზგონი აქვს აღებული და თუ „ჩაიჯვა“ მაგარი გატეხავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.