asds Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 მოკლედ ამ თემას იმიტომ ვხსნი რომ მაინტერესბს კონკრეტულად თუ გიფიქრიათ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე? მე სულ ვფიქრობ ამ და სხვა თემებზე მაგრამ რატომღაც ძალიან ხშირად ჩემი მოსაზრებები და პოზიციები ქართული საზოგადოების მხრიდან აგრესიისა და სხვა არაადეკვატური ქმედებების მიზეზი ხდება .. ხოდა მაინტერესებს ქართველებო თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს 10 წლის შემდეგ ... შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ მაგრამ ჩემი აზრით ქართული საზოგადოება იმაშიც კი არ არის ჩამოყალიბებული თუ რა უნდა ცხოვრებაში, როგორი ცხოვრებისკენ ისწრაფვის, რის ფასად და როგორ ქვეყანაში უნდა რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ .. ყოველ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოს მოსახლეობის (მოდი ასე ვთქვათ და მოსახლეობის 99%-ის) ცხოვრების წესი და მორალურ ზნეობრივი ღირებულებები აპრიორში გამორიცხავს ქვეყნისა და საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას ... თქვენ თუ გიფიქრიათ ამ თემებზე? ეს თემა იმდენად არის ჩემთვის საინტერესო რამდენადაც ვერ გამიგია რატომ მოხდა ისე რომ ქვეყნისთვის სამსახურის ყველა ჩემი მცდელობის მიუხედავად ქართულმა საზოგადოებამ არა თუ არ მიმიღო, არამედ საერთოდ გამრიყა და პერმანენტული თავდასხმების (მუქარის წერილები, სატელეფონო მუქარები და სხვა ..) სამიზნედაც კი მაქცია .. დავიჯერო ისე კარგად აქვს საქართველოს აწყობილი საქმე რომ პირადად მე და ჩემში არსებული რესურსი (ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ "რთული აზროვნების" თვალსაზრისით ჩემზე მძიმე შემთხვევა საქართველოში ბევრი არ მინახავს არადა 14 წელი ჟურნალისტიკაში ვტრიალებ) არც ქვეყანას და არც ქართულ საზოგადოებას არ ჭირდება? იტოგში მე კი საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ქვეყნის დატოვება, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ მოქალაქეობრივ მოვალეობის მოხდას თავს არ ვანებებ და თუნდაც ფორუმის და ბლოგის დონეზე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა რესურსი საქართველომ აღარ დამიტოვა) დონეზე მაგრამ მაინც ვსვავ კითხვას რა გინდათ ქართველებო? გაკმაყოფილებთ დღევანდელი საქართველო? როგორი ქვეყანაში და როგორ საზოგადოებაში გინდათ ცხოვრება? რას აკეთებთ რომ ხვალ უკეთესი ქვეყანა გქონდეთ და უკეთესი საზოგადოება? რას აკეთებთ უკეთესი ადამიანები რომ იყოთ ხვალ? "რა გინდათ ქართველებო?" ამ ფორმით ამ კითხვას იმიტომ ვსვავ რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში (ბოლო ორი ათწლეული) საქართველოს ეთნიკურად ქართველი უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველ ადამიანებს ქართული საზოგადოების სრულუფლებიან წევრად არასდროს აღიქვავდა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესების ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ არც დღეს აღიქვავს. შესაბამისად არც ეთნიკური უმცირესობების აზრი და არსებობა აინტერესებს .. და თუ ეს ასეა და ეს ასეა ... მაშინ რა გინდათ ქართველებო? და ბოლოს იმასაც ვიტყვი რომ .... როგორც იცით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სისხლი მირევია, მათ შორის ქართულიც მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდი ისე წარიმართა რომ ქართველად თავს ნამდვილად აღარ-ვეღარ აღვიქვავ, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ქართულ ენაზე ვფიქრობ .. აი ასეთი თემა გამოვიდა მოკლედ ... ჩემთვის საინტერესო კითხვებით ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) asds შენ ბირჟავიკი ხარ ხო ფორუმ.გე-ზე? ისე თემას რაც შეეხება, რავი ამის დედაც აზრზე არ ვარ წინ რა მელის Edited August 23, 2009 by სლავიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) asds რა გინდათ ქართველებო? ის,რომ სხვამ აკეთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე და სწორეთ ამიტომაც ვართ მიჟიმულები.ეს კანეცი არ არის.უფრო ცუდი წინ გველოდება. ტერიტორიები დავკარგეთ,ამდენი გაჭირვებული, ყველა სფეროში ჩაჯმული გვაქვს და კიდევ ამდენი დამცველი ჰყავს ამ სირ მიშას. Edited August 23, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 asds მე კი საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ქვეყნის დატოვება"სკაწერტიუ დაროგა" რა ფსბ-ს ჩამიკოცნე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 ის,რომ სხვამ აკეთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე და სწორეთ ამიტომაც ვართ მიჟიმულები.ეს კანეცი არ არის.უფრო ცუდი წინ გველოდება. ტერიტორიები დავკარგეთ,ამდენი გაჭირვებული, ყველა სფეროში ჩაჯმული გვაქვს და კიდევ ამდენი დამცველი ჰყავს ამ სირ მიშას.......სამწუხაროდ ასეა,დიტო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 "რა გინდათ ქართველებო? :sex: :sex2: :yeah2: :violino: :disco: :ndzreva: მეტი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) asds ეს თემა იმდენად არის ჩემთვის საინტერესო რამდენადაც ვერ გამიგია რატომ მოხდა ისე რომ ქვეყნისთვის სამსახურის ყველა ჩემი მცდელობის მიუხედავად ქართულმა საზოგადოებამ არა თუ არ მიმიღო, არამედ საერთოდ გამრიყა და პერმანენტული თავდასხმების (მუქარის წერილები, სატელეფონო მუქარები და სხვა ..) სამიზნედაც კი მაქცია .. კარგად იცი,რომ შენი და დიმპიტას აზრი მიუღებელია ჩემთვის,მაგრამ ეგრე ფიქრობთ და ეგ თქვენი პრობლემა უფრო არის ვიდრე ჩემი.ამასთან ერთად გაქვთ უფლება საკუთარი აზრი გქონდეთ და ეს იმას არ ნიშნავს,რომ მე შენზე მეტი ვარ რამით.გიორგივსკის ტრაქტატი რომ დაიდო,მაშინ რუსებს პურით და მარილით ხვდებოდა ქართველი და იმიტომაც მივიღეთ ის რაც მივიღეთ და დღეს დასავლეთს ვხვდებით ესევე.სანამ საკუთარი თავის იმედი არ გვექნება არაფერი არ გვეშველება და ამის გაგება არ გვსურს მეტი არაფერი. kote-1962 ......სამწუხაროდ ასეა,დიტო! აბა გრეჩიხა სჯობდა? : Edited August 23, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 ყოველ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოს მოსახლეობის (მოდი ასე ვთქვათ და მოსახლეობის 99%-ის) ცხოვრების წესი და მორალურ ზნეობრივი ღირებულებები აპრიორში გამორიცხავს ქვეყნისა და საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას ...asds, საიდან ასკვნი ამას გაუგებარია, თან აცხადებ აპრიორშიო. მე კი მგონია, რომ საზოგადოება ვითარდება. ნუ, რა ვქნათ ახლა, თუ ისე არ ვითარდება როგორც შენ გინდა და გგონია. ეს თემა იმდენად არის ჩემთვის საინტერესო რამდენადაც ვერ გამიგია რატომ მოხდა ისე რომ ქვეყნისთვის სამსახურის ყველა ჩემი მცდელობის მიუხედავად ქართულმა საზოგადოებამ არა თუ არ მიმიღო, არამედ საერთოდ გამრიყა და პერმანენტული თავდასხმების (მუქარის წერილები, სატელეფონო მუქარები და სხვა ..) სამიზნედაც კი მაქცია ..არ მიმაჩნია სწორად რომ პოლიტიკური ან იდეოლოგიური შეხედულებებისათვის განიცდი ზეწოლას და დევნას საზოგადოების ერთი ნაწილისაგან, მაგრამ ასე ხდება ყველა არადემოკრატიულ საზოგადოებაში.ისე საბჭოთა რეჟიმ გამომვლილ ხალხს მაინცადამაინც არ უნდა გაგვიჭირდეს ლავირება იმ ხარისხით მაინც, რომ ავიცილოთ პირდაპირი დაპირისპირება რეჟიმის მსახურებთან. რა გინდათ ქართველებო?მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა, რათა ჩვენი შრომით შევიქმნათ კეთილდღეობა, ჩვენც ვისიამოვნოთ და კარგი ქვეყანა დავუტოვოთ შთამომავლობას. ოღონდ მართლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 lasha1997 აბა გრეჩიხა სჯობდა?.... : .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) Lo Janko მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა, რათა ჩვენი შრომით შევიქმნათ კეთილდღეობა, ჩვენც ვისიამოვნოთ და კარგი ქვეყანა დავუტოვოთ შთამომავლობას. ოღონდ მართლა. მაგარი კარგი ცხოვრება დახატე,მაგრამ რას ვაკეთებთ ამის შესაქმნელად? ამერიკას და დასავლეთს ვართ მიჩერებული რას გადმოგვიგდებენ და ეგ ქვეყნები მუქთად არავის არაფერს არ აძლევე. Edited August 23, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 რას ვაკეთებთ ამის შესაქმნელად?ბიზნესს ვუდღნავთ ყოფას......დღეს ვნახე ძველი საახლობლო,ბიზნესმენები,მაგარ გაუგებრობაში აქვთ თავი გაყოფილი.....საგადასახადო და ფინანსური გრემიტობენ,ОБХСС მოგონილია მათთან შედარებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 lasha1997 იცი,რომ შენი და დიმპიტას აზრი მიუღებელია ჩემთვის,მაგრამ ეგრე ფიქრობთ და ეგ თქვენი პრობლემა უფრო არის ვიდრე ჩემი.და რა აზრი აქვს ასეთი ასდს-ს?რომ ცდილობს დაინახოს ის ტრაგიკული შეცდომები, რასაც აგერ უკვე 2 ათწლეული ვუშვებთ და რამაც საქართველო, როგორც სახელმწიფო ყოფნა-არყფნის ზღვარზე დააყენა? თუ წასვლა რომ უნდა იმ ქვეყნიდან, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს, მიუხედავად კომპეტენციისა, რაშიც დარწმუნებული ვარ, და თუნდაც ქვეყნისადმი საიყვარულისა?მეც ასეთივე განცდა მაქვს და ვთვლი, რომ იდიოტურად მოვიქეცი, როდესაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყვისში, მიუხედავად შანსებისა, არ წავედი იმ ქვეყნიდამ ,საიდანაც სხვათა შორის შენ უკვე, როგორც ვიცი 12 წელია წასული ხარ.რა თქმა უნდა ადვილია თან გიხაროდეს, რომ შენი შვილი იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, რომელიც თავის მოქალაქეებზე ყველგან ზრუნავს, მაგრამ ასდს და სხვათა აზრები, ვინც ამ ქვეყანაში მიუხედავად მართლა სერიოზული მცდელობისა, მარტო იმიტომ რომ არ შეუძლიათ გაიყიდონ ან საკუთარ პრიციპებზე და სინდისზე უარი თქვან, და ამისთვის ელემენტარულად საარსებო სახსარი არ ჰქონდეთ, მათი გაკიცხვა. ჩვენ ხომ მუდამ სხვისი ხელით გვინდა საქმის კეთება რასაც ახლა ვამბობ, საწყენა არ ვამბობ, არც სასაყვედუროდ ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) kote-1962 ბიზნესს ვუდღნავთ ყოფას......დღეს ვნახე ძველი საახლობლო,ბიზნესმენები,მაგარგაუგებრობაში აქვთ თავი გაყოფილი.....საგადასახადო და ფინანსური გრემიტობენ,ОБХСС მოგონილია მათთან შედარებით... ეგ რატომ ხდება არ იცი? რაც კი ფული მოგვცა დასავლეთმა „მიშა მაგარიაში“ მივხარჯეთ და დაიწყეს საკუთარის დაყაჩაღება.აი ამათაც რომ დააყაჩაღებენ მერე რაღა უნდა ჰქნან ეგ არის საკითხავი. liliko არ ვკიცხავ ქალბატონო არავის მისი საკუთარი აზროვნებისთვის.არა მაქვს მაგის უფლება. Edited August 23, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 აი ამათაც რომ დააყაჩაღებენ მერე რაღა უნდა ჰქნან ეგ არის საკითხავი..... ;) ;): მერე რას იზამენ და..... :husein: ამის წინ ვიხუმრე და ზოგიერთმა ამ ფორუმელმა უზერმა კინაღამ სამარცხვინო ბოძზე გამაკრა..... : სოფლებში რძის და არაჟანის გაყიდვას აკრძალავენ და ნაცრძეში ჩააბარებინებენ თქო..ვიხუმრე ცხადია,მაგრამ მერე რომ ვიფიქრე....არის ამის ალბათობა,სხვა გზა აღარ დაიტოვეს,უფასოდ გაკუებასაც მალე დაგიშლიან,ჰაერს აბინძურებო და ბაჟი გადაიხადეო გეტყვიან... : ასე იცის,კიტრის ჭკუაზე სიარულმა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 lasha1997 არ ვკიცხავ ქალბატონო არავის მისი საკუთარი აზროვნებისთვის.არა მაქვს მაგის უფლება.არც მე განვიკითხავ სხვას, არც მე მაქვს მაგის უფლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.