Jump to content
Planeta.Ge

დღეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის 70 წლისთავია


Recommended Posts

70 წლის წინ, დღეის სწორს XX საუკუნის (და შესაძლებელია ყველა დროის) ორმა უდიდესმა კაციჭამიამ სტალინმა და ჰიტლერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელმაც გზა „დაულოცა“ ყველაზე დიდ სასაკლაოს კაცობრიობის ისტორიაში. საქართველომ ამ ომში დიდი საფასური გადაიხადა, ისტორიკოსების მტკიცებით 300 ათასი დაღუპული მხოლოდ საომარ მოქმედებებში.

 

როგორც მოგეხსენებათ ამ გარიგებით ჰიტლერმა და სტალინმა გაიყვეს აღმოსავლეთი ევროპა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგვიჭირეს ჩვენ მხარი შარშანდელი აგვისტოს მოვლენების დროს.

 

20 წლის წინ კი, 23 აგვისტოს ბალტიის სამი ქვეყნის მოქალაქეებმა ლიტველებმა, ლატვიელებმა და ესტონელებმა შეკრეს 600 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი, ე.წ. „ბალტიის გზა“ და ამით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ნაციზმის, სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის მიმართ და მთელს მსოფლიოს აჩვენეს თავისი სწრაფვა თავისუფლებისაკენ.

 

ამიერიდან, ე.ი. 2009 წლიდან მოყოლებული ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველი წლის 23 აგვისტოს აღნიშნავენ როგორც ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

 

უზერებო, როგორ ფიქრობთ, უნდა დაუჭიროს თუ არა ჩვენმა ქვეყანამ მხარი ბალტიისპირელ მეგობრებს ამ დღის ამ სახით აღნიშვნაში, თუ ყურს მაინც უხეშად ხვდება სტალინიზმი და უმჯობესია ბოლშევიზმით ჩანაცვლება? ©licemer

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

 

უზერებო, როგორ ფიქრობთ, უნდა დაუჭიროს თუ არა ჩვენმა ქვეყანამ მხარი ბალტიისპირელ მეგობრებს ამ დღის ამ სახით აღნიშვნაში

 

პრობლემას ვერ ვხედავ,მაგრამ სტალინის ფანები არ დაუშვებენ ამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრობლემას ვერ ვხედავ,მაგრამ სტალინის ფანები არ დაუშვებენ ამას.

Sakartwelo, მიუხედავად იმისა, თუ რა უქნეს სტალინის თავკაცობით ბოლშევიკებმა საქართველოს და ქართველ ხალხს, დაწყებული 1921 წლიდან დამთავრებული 1953 წლამდე, სტალინის სიკვდილამდე, საქართველოში მაინც ბევრი სტალინისტია, საბედნიეროდ მათი რიცხვი იმდენი არაა, რამდენიც 1956 წლის 9 მარტს იყო, მაგრამ საკმაოდაა იმისათვის, რომ სტალინის საჯაროდ აუგად ხსენებას თავი მოარიდო, შარის თავიდან აცილების მიზნით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტავი თქვენ მოგცლიათ რა... იქ სტალინის დედაც #### მაგრამ... ამის იქით რამე სხვა პრობლემა გააპროტესტეთ და დაინახეთ რა,.. აგერ გიზით ცოცხალი თითქმის სტალინი და ცოტაა დარჩენილი რომ ბოლომდე სტალინათ არ გადაიქცეს... მაგის ნამოქმედარს მიეცით ჯერ შეფასება და მერე ვილაპარაკოთ მკვდარზე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ბალტიის ქვეყნები აღნიშნავენ, რომელთაც ასე თუ ისე წარსულს მიაბარეს ბოლშევიზმის შედეგები, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც აღვნიშნოთ როგორღაც. მითუმეტეს, როცა მათი მემკვიდრეების ტანკები სულ ახლოს არიან.

იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენთვის ეს საკითხი ბევრად უფრო აქტუალურია.

ქვემოთ ნაცისტების და კომუნისტების ერთობლივი პარადი პოლონეთში.

http://s49.radikal.ru/i125/0908/d1/2749bfffde5b.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo, მიუხედავად იმისა, თუ რა უქნეს სტალინის თავკაცობით ბოლშევიკებმა საქართველოს და ქართველ ხალხს, დაწყებული 1921 წლიდან დამთავრებული 1953 წლამდე, სტალინის სიკვდილამდე, საქართველოში მაინც ბევრი სტალინისტია, საბედნიეროდ მათი რიცხვი იმდენი არაა, რამდენიც 1956 წლის 9 მარტს იყო, მაგრამ საკმაოდაა იმისათვის, რომ სტალინის საჯაროდ აუგად ხსენებას თავი მოარიდო, შარის თავიდან აცილების მიზნით.

 

ერთხელ ამერიკელი სტუმრები მიმყავდა ვარძიაში. გორის შემოვლითზე ისე, სხვათაშორის ვუთხარი, აქ სტალინი დაიბადა მეთქი, კინაღამ მანქანა ააყირავეს, იქ გვინდაო. ხოდა, მე ვარძიაშიც ვიყავით და ხერთვისშიც - ნულოვანი რეაქცია....

 

მოკლედ, მოგვწონს თუ არა, სტალინი იყო ყველაზე დიდი ქართველი და, პრინციპში ერთადერთი ქართველი მსოფლიო მასშტაბისა. ადამიანი, ვინც მოიგო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი, ბოლოსდაბოლოს.

 

ისე, ჰიტლერთან მისი გაიგივება არაკორექტულია. ყოველ შემთხვევაში ქართველების მიერ, თორემ ბალტიელები ამოჟუჟა და აბა, რას იტყვიან.

 

ეს ის ბალტიელები ხომ არ არიან, მიშაზე რომ, უკაცრავად და - ათავებენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანი, ვინც მოიგო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი

ომი მოიგო კოალიციამ და არა როიმელიმე ერთმა მხარემ. საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა მაქსიმალურად დაეკნინებინა ინგლისისა და ამერიკის როლი ამ ომში.

ისე, ომის მთავარი ინიციატორი და ხელშემწყობი იყო იოსკა და კინაღამ გადაყვა კიდევაც თავის სიბეცეს, მაგრამ ხო იცი კაცს Fortuna, რომ წყალობს ყოველთვის მართალია.

 

ისე, ჰიტლერთან მისი გაიგივება არაკორექტულია. ყოველ შემთხვევაში ქართველების მიერ, თორემ ბალტიელები ამოჟუჟა და აბა, რას იტყვიან.

გამარჯვებულებს არ ასამერთლებენო ამბობენ, თორემ იოსკა და ბოლშევიკები ნიურნმბერგის პროცესზე ნაცისტების გვერდზე უნდა მჯდარიყვნენ საბრალდებო სკამზე.

ქართველებისთვისაც არ დაუკლია, კარგად ჟუჟა. ტერიტორიებიც ლაითად ჩამოგვაჭრა (ის სტალინისტები ორჯონიკიძეს რომ აბრალებენ) და ავტონომიებიც ჩამოკიდა ქვეყანას კისერზე გირებად.

 

ეს ის ბალტიელები ხომ არ არიან, მიშაზე რომ, უკაცრავად და - ათავებენ?

მე ხშირად მიწევს ბალტიისპირელებთან შეხვედრა და რაცხა არ შემიმჩნევია მასეთი არაფერი. უფრო ქართველები კომპლექსობენ და არ კადრულობენ მასზე სხვასთან აუგის თქმას.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ომი მოიგო კოალიციამ და არა როიმელიმე ერთმა მხარემ

 

კი ბატონო, მაგრამ გერმანიის ძირითადი ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე ომობდნენ.

 

საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა მაქსიმალურად დაეკნინებინა ინგლისისა და ამერიკის როლი ამ ომში.

მართალია, მაგრამ ზუსტად ასევე ხდებოდა და ხდება პირიქითაც.

 

ტერიტორიებიც ლაითად ჩამოგვაჭრა

 

ეს სადავოა - აი, აზერებს და სომხებს დიამეტრულად განსხვავებული აზრი აქვთ. მაინტერსებს, მათი არგუმენტები თუ გაქვს მოსმენილი?

 

მე ხშირად მიწევს ბალტიისპირელებთან შეხვედრა და რაცხა არ შემიმჩნევია მასეთი არაფერი. უფრო ქართველები კომპლექსობენ და არ კადრულობენ მასზე სხვასთან აუგის თქმას.

 

აი, ამაში ვერ შეგეკამათები. კარგია, თუ ასეა. მე ვმსჯელობდი მათი ოფიციალუირი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, და კიდევ ის ნაძირალა გალეშილი "დამკვირვებელი" რომ გამოვიდა არჩევნების შემდეგ, შარშან მაისში... მაგრამ, მაინც მგონია, რომ ბალტებს სულ ვკიდივართ და ურჩევნიათ რუსებთან ბრძოლაში ყინულმჭრელის როლი ვითამაშოთ. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრზე დამაყენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...