ლ ი ც ი Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 (edited) თრუსოს ხეობის მოსახლეობა კოკოითის განცხადებებით შეშფოთებულია თრუსოს ხეობის მოსახლეობა, ოსურ ადმინისტრაციასთან მიერთებაზე, კოკოითის მიერ გაკეთებული განცხადებებით შეშფოთებულია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს, რათა დაცარიელების პირას მყოფი ხეობა, საერთოდ არ დაცარიელდეს. „მოსახლეობამ დიდი ხანია სანახევროდ მიატოვა თრუსოს ხეობა, მიწის სიმწირე და სიმცირე აიძულებდა მთიელებს მამაპაპური მიწაწყალი მიეტოვებინათ და საარსებოდ ნაყოფიერი ადგილები ეძიათ, ახლა ამ ყველაფერს კოკოითი დაემატა. ნასოფლარებად იქცა ამხელა ხეობა, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნება და მინერეალური წ###########ბია“-ამბობენ ადგილობრივები.„აქ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, კოკოითის წაქეზებული ოსები არ დაგვადგებიან თავზე, ჩვენი მესაზღვრეები მათ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ“ - აცხადებს მოსახლეობა.ადგილობრივების თქმით, ხეობაში დარჩენილ ოსებთან, მათ არანაირი კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, თუმცა მათი რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც სამაჩაბლო კონფლიქტურ რეგიონად გამოცხადდა.„თრუსოელი ოსებისთვის ხეობის დატოვება არავის უთქვამს, თავად არჩიეს ვლადიკავკაზში გადასახლება, თავისიანებთან. საზღვარი რომ ჩაიკეტა, მას შემდეგ საერთოდ, თავისიანებთან ყოფნა ისურვეს, მათგან სრულად მოწყვეტას. მამა-პაპისეული სახლ-კარი და საფლავები დატოვეს, ახლა მხოლოდ კობში და ოქროყანაში თუ დარჩნენ ცოტანი“, - განუცხადეს თრუსოელებმა „ინტერპრესნიუსს“.ხეობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საგრძნობლად იკლო ტურისტების რაოდენობამ, უფრო მეტად, წლევანდელ სეზონზე ხეობას ქართველები სტუმრობდნენ.თრუსოს ხეობა მთავრდება სოფელ კობთან. კობის ქვაბული წარმოადგენს მნიშვნელოვან კვანძს, სადაც ერთმანეთს უერთდება რამდენიმე ხეობა. ერთ-ერთი მათგანი-ბიდარის ხეობით-ჯვრის უღელტეხილიდან ჩამოდის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც შედეგ გრძელდება ჩრდილოეთით-ყაზბეგისა და ვლადიკავკაზის მიმართულებით.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ჩვენი უბედურება ისაა , რომ რესეთთან საზღვარი დემარკირებული არ გვაქვს და ამიტომ რუსეთი იმას აკეთებს, რაც გაუსწორდება(გაიხსენეთ მამისონის უღელტეხილი). ასე რომ, ნამდვილად მესმის თრუსოს ხეობის მოსახლეობის შეშფოთება. უზერებო, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? პ.ს. ეს პანიკა არაა, ეს რეალობაა, რუსეთს ყაზბეგის წართმევაც უნდათ Edited August 23, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 licemer მამისონის უღელტეხილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შედიოდა,ასეა თრუსოს ხეობაც? მგონი,არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 23, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 licemer მამისონის უღელტეხილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შედიოდა,ასეა თრუსოს ხეობაც? მგონი,არა.რა თქმა უნდა არ შედიოდა...Sakartwelo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 licemer ჰოდა,გადავრჩენილვართ. ისე,შეუძლიათ ოსებმა კასპიც,ქარელიც და გორიც დაიკავონ. არა მგონია,განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეხვდეთ მათ ამაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 უზერებო, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? უნდა გადადგეს სანამ საქართველო თბილისი და აბაშა არ დარჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Front National Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 ერთადერთი გამოსავალია სასწრაფოდ შევიდეს თრუსოს ხეობაში დამცავი ძალა და შეიტანონ ჰუმანიტარული დახმარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 licemer თრუსოს ხეობის მოსახლეობა კოკოითის განცხადებებით შეშფოთებულია შეშფოთება ჰკიდია ჩვენ იმპოტენტ ხელისუფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2009 Sakartwelo მამისონის უღელტეხილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შედიოდა,ასეა თრუსოს ხეობაც? მგონი,არა.კოკოითიც ამბობს არაო, მარა იმდენად გათავხედდა, სამწუხაროდ არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ამბობს- ეს ხეობაო ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობასი შედიოდა და ახლა ჩვენ გადმოვიბარებთო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
USeli Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 :ravic: ................................................................................ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 არადა შანსი არაა ეს განცხადება გაკეთდა, როდესაც რუსეთი ომის დაწყებას ფიქრობდა, მერე როგორც ჩანს გადააფიქრებინეს... ახალგორის რაიონსაც ვერ აკონტროლებენ რუს-ოსები სრულფასოვნად... უბრალოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.