Jump to content
Planeta.Ge

მუსიკა თქვენს მანქანაში


Recommended Posts

  • 4 weeks later...
  • Replies 92
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე მინდა ერთი ძველი ამბავი მოგაწოდოთ. 1969 Led Zeppelinis კონცერტი აქვს სტადიონ ოლიმპია-ზე დეტროიტში. ამ კონცერტზე გამხურებელად იყო უცნობი მუსიკოსებით შედგენილი ანსამბლი The Grand Funk Raidroad, პირველი ნახევრი დამტავრების შემდეგ

ხალხი არ უშვებს ანსამბლს სცენიდან და ცეპელინების მენეჯერი, გრანტი უთიშავს აპარატურას -გრანდ ფანკს. ტერი,

გრანდ ფანკის მენეჯერი, მოგვიანებით იხსენებს: გრანტი, ყოფილი მოჭიდავე და ტერიზე ერთი თავით მაღალი,ჩაავლო კიჩოში და აწია მაღლა და ესე დაკიდებულს ჩახედა თვალებში და უთხრა : სასწრაფოდ

მოაცილე მუსიკოსები სცენასო- გიმეორებ დაუყოვნებლივ. ყველაფერი თავდება იმით, რომ მსმენელი ტოვებს დარბაზს და კონცერტის ბოლოს ცეპელინები უკრავდნენ თითქმის ცარიელი დარბაზის წინ.ისეთი შთაბეჭდილება იყო თითქოს გრანდფანგის- შემდეგ სოფლის ჯგუფი უკრავდაო. ხოლო პეიჯის ხმა კატის კნავილს გავდაო . ხან და ხან ესეც ხდება. მოუსმინეთ გრანდ ფანკის ლაივს და ნახავთ რატომ წავიდა ხალხი დარბაზიდან.

ნეტავი ვყოფილიყავი ორივე ანსამბლს დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი ლაივში...............................U.პ

http://img687.imageshack.us/img687/7269/markfarnerigg6.jpg

http://www.link.ge/file/313449/1969-Grand-...eAlbum.rar.html

 

აბა მოვუსმინოთ როკის დინოზავრს ---ვისაც უყვარს ანდერგრაუნდი მძიმე როკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როკის ბებია .....აბა მოვუსმინოთ თინა ბებოს .................მანქანაში კარქი მოსასმენია.

 

http://img100.imageshack.us/img100/3315/tinate.jpg

 

http://img52.imageshack.us/img52/7742/tinam.jpg

http://www.link.ge/file/315631/-----------...----5-.rar.html

http://img87.imageshack.us/img87/9100/63888305.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">მე კლასიკას ვამჯობინებ.

ბახის კონცერტები მაგრად მიდის:)

 

 

რახმანინოვიც.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუფსა-ნატანების ხეობათა ტოპონიმაში, კოლხური ფენების არსებობა და თუნდაც მათი გავლენა გურულ კილოში კანონზომიერად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი საამაყო გურიის ტერიტორია უძველესი ისტორიული კოლხეთის ნაწილია. გურიის ტოპონიმების საკითხი ძალიან საფუძვლიანადაა შესწავლილი და ამასთან ერთად დასაბუთებული მეცნიერების ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის, ალ. ცაგარელის, ი. მეგრელიძის, ე.თაყაიშვილის და სხვა მკვლევარების მიერ. ამის შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურაც.

ქვედა პალეოლითიდან მოყოლებული აქ ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალია დადასტურებული, რომელიც არქეოლოგიური კვლევითა და სხვადასხვა ისტორიული ღრმა კვალით საბუთდება. მაგალითად, მინდა მოვიყვანო ომფარეთში აღმოჩენილი ადრე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც მოიცავს რამდენიმე ბუნებრივ გორას, ბრტყელ აგურებს, კრამიტებს, სასიმაგრო სისტემებს, კოშკის ნაშთს და სხვ.

აქვე ერთ-ერთ გორაზე აიკრიფა კაჟის ანატკეცი და კაჟისავე იარაღი დამუშავებისა და გამოყენების კვალით. ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია კანონზომიერად წარმოვიდგინოთ სუფსა-ნატანების ანუ კოლხური ფენების ოდიდგანვე საკმაოდ ღრმა განვითარების სურათი.

ჩემ მიერ წრმოგდენილი მასალა, ცხადია, სრული ვერ იქნება, რადგან ზოგიერთი მიკროტოპონიმია საკმაოდ ამოუწურავი და სადავოცაა. ბოლო საუკუნის მანძილზე მოვლენები ამ ტერიტორიაზე წარმოუდგენლად სწაფად ვითარდებოდა, უძველესი მიკროტოპონიმიის საკმაოდ დიდი ნაწილი საერთოდ გაქრა, შეიქმნა ახლები, ზოგსაც სახელები შეუცვალეს. არაერთგზის შეიცვალა სამეურნეო სტრუქტურაც. მიდიოდა ძველი თაობა და თანდათან ახალ თაობაში ქრებოდა ინტერესი მიკროტოპონიმიის ფონდების დაცვის მიმართ. ყოველივე ამან, ბუნებრივია, გაართულა მისი სრულად აღწერა. ამიტომ საჭიროა ხელი შეეწყოს მიკროტოპონიმიის კვლევა-ძიების განვითარების შემდეგ საფეხურებს.

მინდა ისევ კოლხურ ფენებს დავუბრუნდე. ივ. ჯავახიშვილის თქმით, გურულები და იმერლები წარმოშობით ქართები არიან. ისინი დასავლეთში მესხებთან ერთად გადმოვიდნენ, მხარე ორად გაკვეთეს და ზღვაზე გაიჭრნენ: სამხრეთით დარჩნენ ლაზები, ჩრდილოეთით - მეგრელები. ამის უტყუარ მოწმედ მკვლევარს მიაჩნდა რეგიონის ასეთი ძველი ტოპონიმები და ჰიდრონიმები, როგორიცაა ოჩხამური, ოჭილაური, ონჭიკეთი, გუბაზოული, ჭუმათი, ოცხანა და სხვ. ამ ტოპონიმების შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი. მეგრელ-ლაზების დასახლება სუფსა-ნატანების ხეობაში, გახმოვანების გარდა დასტურდება გვარ-სახელებითაც მაგალითად - მეგრული გვარებია: ჭყონია, ყენია, დარჩია, გოგელია, ხვინგია და ა.შ. ლაზური: ტუღუში, ჯაში, ხალვაში, ციტაში, შარვაში (შარვაშიძე) მორგოში (მორგოშიძე), შარაში (შარაშიძე) და მისთ. ამ გვარებმა დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ცვლილება განიცადა და დღესდღეობით სრულყოფილი სახითაა ჩვენამდე მოღწეული.

გურიის და აჭარის ტერიტორიაზე გვხვდება ისტორიულად შემორჩენილი რამდენიმე აბორიგენული და მეგრულ-ლაზური გავრი, რომლებიც ოდიშისა და ლაზეთის გვართა ნომეკლატურაში არ გვხვდება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ეს მტკიცება დასაბუთებულად მივიჩნიოთ.

ძველ ქართულ ონომასტიკონში გვხვდება ტ-ზე დაბოლოებული საკუთარი სახელები, რომელთა ფუძეზე შვილი ელემენტების დართვით ბუნებრივად ვღებულობთ გვარებს. მაგალითად, ნანი-ტ-ა, ნანი-ტ-ა-შვილი, ბერიტ-ა, ბერიტ-ა-შვილი, ოსიტ-ა, ოსიტა-შვილ-ი, რატ-ი, რატი-შვილ-ი, როგორც ვხედავთ საკუთარ სახელებს ტ-ს შემდეგ აქვს ა ან ი ხმოვნები. მათი განმარტება ასეთია: ისინი სახელს გაძლიერებული საალერსო მნიშვნელობას ანიჭებენ, ანუ მაკნინებლებია. ამ დებულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. რაც შეეხება შეხედულებას, სუფსა-ნატანების ხეობაში ანუ, იქ, სადაც კოლხური ფენები, ქართველური ტომები, მეგრელ-ლაზები ბინადრობდნენ, ადიღეურ-აფხაზური ტომების ცხოვრების შესახებ მცდარია. ისტორიულ-ლინგვისტური ფაქტებიც ამის შესახებ მწირია და ისიც არ ასაბუთებს.

იოსებ მეგრელიძემ კოლხური ფენის საკითხი სპეციალურად შეისწავლა. მან ზოგადად განსაზღვრა მეგრულ-ლაზური ფენები გურულ კილოში და მათი წარმოშობის მიზეზი საკმაოდ ნათლად ახსნა. მან შეაჯერა ათობით მეგრულ- ლაზური გახმოვანების ტოპონიმი და ჰიდრონიმი და მოგვცა მათი სარწმუნო ეტიმოლოგია. მისი კვლევები ემყარება არა მარტო ისტორიულ ცნობებს, არამედ ამ რაიონში საველე მუშაობისას მოპოვებულ მასალებსაც, მას აგრეთვე მოხმობილი აქვს ლეგენდა-გადმოცმები და მითოსური რეალობები. მკვლევარის აზრით –ათ\\-თ-ლაზურ-მეგრული წარმოშობის მორფემებია და მათი მეშვეობით წარმოქნმილ ტოპონიმებს მეგრულ-ლაზურის კუთვნილებად აცხადებს. ასეთი კი საკმაოდ ბევრია, მას მაგალითებად დასახელებული აქვს ტოპონიმები ჯუმ-ათ-ი, გვირაბრ-ათ-ი, ბულღავ-ათ-ი, იმნ-ათ-ი, კოკ-ათ-ი, კონჭკ-ათ-ი და ბევრი სხვა. -ათ ვარიანტია საერთო ქართველური -ეთისა, რომელიც –ათ, -ეთ,-ით, -უთ, -ოთ --ის ფუნქციის ტოპოფორმანტია. ათ-იანი ტოპონიმების ავტორისეულ დასკვნასა და ანალიზში ეჭვის შეტანის საბუთი არ გვაქვს.

განვიხილოთ რამდენიმე მეგრულ-ლაზური წარმოშობის ტოპონიმი, მათი ეტიმოლოგიური წარმოშობა და თავისებურობანი, კერძოდ ო-ე და ო-ეთ ცირკუმსუფიქსიანი მიკროტოპონიმი და ჰიდრონომები.

ორაგივე, ერთი შეხედვით ემყარება ძველ ქართულ სიტყვას რაგვს, რომელიც “სარაგვეს”, “რაგვით” ანუ მცირე მახეებით გარკვეულ ფრინველზე სანადირო ადგილებს ნიშნავს. ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს მახის ანუ ხაფანგის სინონიმადაც ითვლება. დღეს სადაო არ უნდა იყოს ამ სახელწოდების ზანური წარმოშობის სახელად მიიჩნევა. ორაგვე მაჩხვარეთის ერთ-ერთი კუთხეა. ამ ძირს უკავშირდება რამდენიმე ტოპონიმი და ჰიდრონიმი: ორაგვე ღელე ორაგვეში, ორაგვის ზურგი ადგილი სოფელ აცანაში, ორაგვის ღელე გვიმრალაურში. ეს ძირი ხმიანობს გურიაში ცნობილ გვარში ორაგველისძე- ორაგველიძე.

აქვე შეგვიძლია გამოვყოთ ასევე რამდენიმე ო-ეთ ცირკუმსუფიქსიანი სახელი. ო-ნჩომ-ეთ-ი სატეს ჰქვია, შდრ-ჩომეთი-სოფელი ხევისწყალის (ძველი საჯავახოს წყალი), ზემოწელზე ეკუთვნის ხოხატაურის რაიონს.

ონიშეთი - ადგილი მამათში, საჩინო, ნათელ ადგილს უნდა ნიშნავდეს.

ონჭიკეთი - სოფელია, შედის ერკეთის( ჩოხატაურის რაიონის) სასოფლო საბაჟოში. ონჭიკეთი უნდა მომდინარეობდეს ოჭიკეთიდან ანუ: “საჭინკეთიდან”... ჭინკებით დასახლებული ადგილიდან. ამ სოფელს ორი სახელით მოიხსენიებდნენ.

ხოლმე ხან კათად, ხან ონჭიქედად. ე.ი ერთგან თუე თ სუფიქსიან სახელად მიიჩნევდნენ, მეორეგან ქედ საზღვრულიან ტოპონიმად, მავანნი ასე შლიდნენ ამ სიტყვას ონჭ-იქეთ-ი.

ჭინკა\ჭიმკა სიტყვები არა მხოლოდ გურულში დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არსებულ გაეოგრაფიულ სახელებშიც გვხვდება, ქვემო შუხუთში, სოფელ გორის ფერზე( ლანჩხუთის რაიონი) ღელეებს უწოდებენ.

სოფელი ჭინკათხევი ყოფილა იმერეთის ტერიტორიაზე, ასე რომ ჭანეთის ისტორიულ მხარეში ამ სიტყვას ხშირად იყენებდნენ როგორც ფოლკლორში და ჩვეულებრივ სასაუბრო მეტყველებაში, ისე ტოპონიმებში.

კნოჭ-ათ-ი (ფუძეში გამოიყოფა ლაზურ-მეგრული ჭკ ელემენტი). ჩიბ-ათ-ი მიჩნეულია ჩომეთის პარალელურ მორფემად აღიქმება. ნ. მარი ამ სტრუქტურას ორფუძიანად თვლიდა და მასში მეგრულ-აფხაზურ მორფემებს გამოყოფდა. ხელვაჩაურის რაიონში ი.სიხარულიძის მიერ დადასტურებულ ონჩომეთ მიკროტოპონიმში “ჩომ” ძირი ჩანს.

არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება. ”ურეკი”, ტყიან გაუვალ ადგილს ნიშნავდა, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. არც ის თვალსაზრისი უნდა იყოს სწორი, თითქოს ეს სახელწოდება სვანურიდან მოდის. მთიან სამეგრელოში მიკროტოპონიმები ნა-ეკ-ურ-ა ურეკის განმარტებას “ღრმა, გაუვალ ადგილს უჭერს მხარს”.

ჭანჭათმი (დასახლებული ადგილი ლანჩხუთის რაიონში) ჭან ეთნონიმი გაცოცხლებულია, ხოლო სეგმენტი ჭ\ჭა დანახულია ჭახ-ათ-ში. ჭან ტომობრივი სახელი დასტურდება გურიის ტერიტორიაზე არსებულ ბევრ ტოპონიმსა და ჰიდრონომში: ჭანიეთი, ჭანიეთური, ჭანგურეთი, ჭანიმი, ჭანიმიღელე, ჭანიყვავი...

ოყინეთი – ადგილი, საძოვარი სოფელ ლესუბანში(ჩოხატაურის რაიონი, მდრ. ყინაყვათი)

ოჩინეთი - ადგილი, საძოვარი სოფელ გოგილესუბანში.

ორჩხუში - ქედი, ტყე ნაბეღლავში.

ორჯუმალი - ადგილი, დასახლება სუფსაში, სათიბი ჩოჩხათში, სათიბი ხორეთში.

ოღრაღეთი - ტყის ადგილის გორაკის სახელწოდება სოფელ ორაგვეთში.

ოსკონჯირე - ღელე ჩოხატაურში.

ოჩორჩხა - ადგილი ახალშენში, შედის სოფელ ხიდისთავში( ჩოხატაურის რაიონი) ამავე სახელწოდებისაა ადგილი სოფელ ძიმითში.

ოჩორჩხინა - ღელე ბაილეთში, გულიანში, კოჭკათში, მაჩხავრეთში, ნინოშვილში, ჯუმათში.

ოჩოჩქინი - ღელე ჩომეთში.

ოჩოჩხა - ადგილი მდინარე გულეფაზე ასკანაში, ადგილი საჩაიე ახალშენში, მთისპირში, გორაბერეჟრულში, ღელე სილაურში.

ოჩხამურა - ადგილი ვანისძირში, უკანავაში, ერთვის ბახვისწყალს.

ოჩოჩხები - ადგილი ახალშენში.

ოჩოჩხირე - ადგილი, საძოვარი გვიმრალაურში.

სწორედ ჩოჩხ ძირს უკავშირდება ლანჩხუთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ჩოჩხათი სახელი. კოლხური ჩოჩხს ქართულად ”ცაცხვს’’ ნიშნავს.

ეტიმოლოგიურად ჩოჩხათი ცაცხვეთს ნიშნავს, ანუ ადგილს ცაცხვით განაშენიანებულს.

ჩხ ძირი ასევე გვხვდება ლანჩხუთში ლა-ზანური დანიშნულების აღმნიშვნელი პრეფიქსია. გ.ბედოშვილი მიიჩნევს რომ ეს პრეფიქსი, ქართულ სა პრეფიქსს მიესადაგება. ნ ფონეტიკურად შეეწყო ლა და ჩხუ ზანური წარმოშობის შრომის აღმნიშვენლ სიტყვას. თ სუფიქსი ქონება სიმრავლის აღმნიშვნელია და მის ხმოვანი ვარიანტები ათ, ით, ეთ, ოთ, უთ გვხვდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ არაერთ ტოპონიმსა და ჰიდრონიმში. ასე რომ ლანჩხუთში კოლხური წარმოშობის სიტყვა ფიქსირდება, რაც მის უძველეს ფესვებზე მიუთითებს.

არანაკლებ საინტერესოა ტოპონიმი ქვაბღა, ( ჩოხატაურის რაიონი) მის წარმომავლობას უკავშირდება არაერთი გადმოცემა “ქვა ბღავის” ასე განმარტავენ მას სოფელში. ამავე სახელს ატარებს მდინარეც, რომელიც სწრაფად მიედინება, ფსკერი გამჭვირვალეა და ქვებიც თითქოს გადარეცხილი და დასუფთავებულია.

ღა ელემენტი მეგრული “ღალის” (“ღელე, მდინარე”) ნაწილია. “ქვაბ” ფუძე კი ქართულია, ნიშნავს “ქვაბულს”, კლდეში ნაკვეთ ქვაბს.

ოხოჯური - ტოპონიმი როგორც ჩანს ერთ-ერთ უძველესია. “ჯურ” მეგრულად ხარს ნიშნავს, არსებობს თქმულება, რომ აქ ოდესღაც მეგრელ-ჭანები მეჯოგეები ცხოვრობდნენ მსხვილფეხა საქონლის ჯოგს უვლიდნენ და აქედან კუთხემაც მიიღო სახელწოდება ოხოჯური ანუ სახარე ადგილი.

მინდა ყურადღება შევჩერო ყვა მაწარმოებელი აფიქსით გათავებულ ზოგიერთ ტოპონიმზე. ყვა დაბოლოებაში ვა|\ა ავან კოლხურ-ქართველური სუფიქსიდან უნდა მომდინარეობდეს. ყ თანხმოვანის დართვა აშკარად ქართული ენის სპეციფიკური ბუნებიდან მომდინარეობს (გავიხსენოთ “საყდარი” აყუდებს და ა.შ. მეგრულში “ყუდე” “სახლს” ნიშნავს).

აგიდაყვა ტოპონიმში საძიებელია, აგიდა ძირი ადამიანის საკუთარ და მეტსახელს უკავშირდება. ხალხური გადმოცმების მიხედვით აგიდა, აგუდა (შდრ.ქართულად ძმა\ძამა, მეგრულად ჯიმა\ჯან.ჯუმა).

ბერეყვა ჰიდრონომია, ჰქვია ღელეს იანეულში (ჩოხატაურის რაიონი). არაა გამორიცხული გვარიც ყოფილიყო. ამ სიტყვის ვარიანტი ბერაყვა(ღელე, ერკეთში, ერთვის მდინარე სუფსას იანეულში) ისტორიულად ბერაძეთა, ბერაიების, ბერავათა კუთვნილს უნდა ნიშნავდეს.

მალთაყვაც (სოფელია გურიაში, მდინარეც ამავე სახელს ატარებს) უნდა მომდინარეობდეს მეგრულ-ჭანურიდან. მალთაყვა ძველად ნიშნავდა მალთას, მალთას ძეთა კუთვნილ ადგილს.

ბოყვა - სოფლის ერთ-ერთი კუთხეა მურვანაში, შედის ს. ჩოჩხათში( ლანჩხუთის რაიონი). ს. გულიანის ერთ-ერთი ადგილიც და სოფელ ზენობის ღელეც ატარებს ამ სახელს. ბოყვა ტოპონიმი გვხვდება რაჭაშიც. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან გურია–აჭარა-რაჭა ხომ ისტორიული კოლხეთია, ასე რომ ბოყვა მიგრაციული ტოპონიმია.

რაყა - (ადგილია ბახვში, ბოხვაურში, დობინში, გუთურში, ჩანჩეთში, ჩოხატაურში) შესაძლოა უკავშირდებოდეს გვარს –როყვას, მაგრამ ისმის კითხვა რას ნიშნავს რო ?...

ჯურუყვეთი - ტოპონიმში დაიშლება ასე ჯურუ-ყვ-ეთ-ი. ჯურუ სახელური ძირი უნდა იყოს, ყვა-ნათელია, ა-ხმოვანს ჩაენაცვლება ე; ეთ გეოგრეფიულ სახელთა მაწარმოებელი სუფიქსით. ვფიქრობ ჯურუყვადან უნდა მომდინარეობდეს ჯურუყვეთი.

ალბათ სამომავლოდ კიდევ დავძებნი. ტოპონიმი ჩემი კუთხის მკვიდრთა (უფროსი თაობის) მეხსიერებაში ჯერაც ცოცხლობს. თუმცა, მეშინია ახალი სახელოწოდების ტოპონიმებმა არ განდევნოს ძველი, ფასდაუდებელი, დღემდე გადარჩენილი წინაპართა ნაანდერძევი.

თემაზე მუშაობამ დამარწმუნა კოლხიზმების მდიდარი კუთხის სიძველეში, ხალხის ცოცხალი ფანტაზიის ბუნებრიობაში და უნებლიედ ამეკვიატა პოეტ ცირა ქიტიაშვილის ლექსიდან სიტყვები:

“ტოპონიმიკა, ტოპონიმიკა,

სად არ მახედებ სად არ მიმიყვან”

ამ მასალით დაინტერესებამ და კვლევამ ერთხელ კიდევ შემახსენა სამშობლოს სიყვარულის აუცილებლობა, პატივისცემა წინაპართა “ანდერძ ნაამაგარისა”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...