Jump to content
Planeta.Ge

ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს


Recommended Posts

ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს

 

შს სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე, სერგო ბესელია და როინ ცაგარელი დააკავეს. რატი მილორვა “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ეკე ბესელიას შვილია, სერგო ბესელია კი - მისი ძმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე “ბარ ელზაში”, ამ დროს მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფის თანამშრომლებმა გამოძახეს პოლიცია.

როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: "აღარსად სამართალი აღარ იყო ღა".

არ მითხრათ ახლა , ხელისუფლება ბესელია მარგინალის განეიტრალებას ცდილობსო :)

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

რა ვქნათ ეხლა?

ყველა ხულიგნობის ფაქტზე თემა გავხსნათ??

პოლიტიკის სუნი ასდის, ჩემო kisa . წყალწაღებული ხელისუფლება რადიკალებს ებრძვიან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რა ვქნათ ეხლა?

ყველა ხულიგნობის ფაქტზე თემა გავხსნათ??

აჰა, ჩემო ქალბატონო kisa :)

 

 

ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს

Font size:

"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ეკა ბესელიამ განუცხადა, ქობულეთის პოლიციამ შსს-ს ინსტრუქციით იმოქმედა, მისი შვილის, ძმისა და ორი თანმხლები პირის დაკავების საფუძველი კი არ არსებობდა.

‘’ეს არის მერაბიშვილის უწყების მხრიდან შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ანგარიშსწორება. არ მივდივარ მათთან მოლაპარაკებებზე, მათ შორის - პოლიტპატიმრების საკითხებზე; არ ვხვდები მერაბიშვილს და ამით გამისწორდნენ. მზად ვარ, გავუძლო ზეწოლა’’, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მის შვილს, რატი მილორავას, ძმას, სერგო ბესელიას და მათ თანმხლებ პირებს, ვალერი კირვალიძეს და როინ ცაგარელს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

‘’გუშინ ისიინი ქობულეთში, ერთ-ერთ ბარში 20 :00 საათზე ვახშმობდნენ. დაახლოებით 21 :00 საათზე იქ შევარდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და დააკავეს. დაკავებული ოთხი პირიდან ორი, მათ შორის ჩემი შვილი არასრულწლოვანია. 8 საათი პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. რაღაცას არკვევდნენ. დაზარალებულებიც მოგვიანებით, დაკავების შემდეგ მოძებნეს. შსს-დან მიიღეს დავალება დაკავების შესახებ’’,-განაცხადა ბესელიამ, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებულები ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ საღამოს ქობულეთში დააკავეს რატი მილორავა, სერგო ბესელია, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი.

შსს-ს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფებარ ‘’ელზაში’’. მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფებარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რა თქმა ყნდა დასაშვებია რომ ამ ტიპებმა მართლაც იჩხუბეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს, თუმცა ასეთი ჩხუბები ზღვისპირას უამრავი ხდება და საქმის აღძრავმდე და სასამართლომდე არასოდეს არ მიდის.

ამ შემთხვევაში ალბათ ჩასვამენ.

ისე მე თუ სწორედ მახსოვს, ბესელიას შვილი პირველად არ ეხვევა ასეთ საქმეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ისე მე თუ სწორედ მახსოვს, ბესელიას შვილი პირველად არ ეხვევა ასეთ საქმეში.

 

ეტყობა შარიანი ბავშვია...

ძუკუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა ყნდა დასაშვებია რომ ამ ტიპებმა მართლაც იჩხუბეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს, თუმცა ასეთი ჩხუბები ზღვისპირას უამრავი ხდება და საქმის აღძრავმდე და სასამართლომდე არასოდეს არ მიდის.

ამ შემთხვევაში ალბათ ჩასვამენ.

დიახ,ასეა, ,,ნა ხუდოი კონეც" მაქსიმალურ გამწარებას :padlec: აკმარებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეტყობა შარიანი ბავშვია...

licemer, შარიანებისათვის ქობულეთი არ არის კარგი ადგილი. შერჩენას არ არიან მიჩვეულნი.

ძალიან გამიკვირდა პოლიციას დაუძახესო, ჩვეულებრივ იქვე ახლოს გაყავთ და ცხვირპირს უსწორებენ ხოლმე.

მე არა ვარ თვითგასამართლების მომხრე, მაგრამ იქ ასე ხდება, სამწუხაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

რაც არ ვიცი, არ ვიცი. დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ...

 

შევარდნაძის ეპოქაში ვბრუნდებით:

 

1. 2 შემთხვევა უშუალოდ ჩემს გარემოცვაში მოხდა ბოლო 3 თვის განმავლობაში, როცა ერთხელ მკვლელი ( მთვრალი მართავდა ავტომობილს და კაცი გაიტანა) ინციდენტის ღამესვე გაუშვეს და საქმე ჩაფარცხეს და მეორედ იარაღის უკანონო შენახვა-ტარება + მკვლელობის მცდელობა (7 ტყვია ესროლა მანქანას, რომელშიც მასთან დაპირისპირებული ტიპი იჯდა) 2 თვე ჩასვეს და 1500(!) ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

 

იმიტომ, რომ ერთს შსს-ში აღმოაჩნდა მაღალჩინოსანი "კრიშა", მეორეს ნაციონალურ მოძრაობაში და პროკურატურაში.

 

2. არაერთხელ ვმჯდარვარ ავტომანქანაში, რომელსაც გალეწილი მთვრალი შსს-ს თანამშრომელი ან აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მართავდნენ და პატრული გაჩერების შემდეგ ერთს "ჩესტით" უშვებს და მეორეს ბოდიშით

 

3. საბაჟო, საგადასახადო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (განსაკუთრებით მშენებლობების მაკონტროლებლები) ისეთ რაღაცეებზე თვალს ხუჭავენ, მაქინაციებს აკეთებენ, რომ თანხის მასშტაბებს შევარდნაძის დროს ვერც შევადრი. სასაცილოა და იმიტომ.

იმ დროსთან შედარებით შეფარდება მინიმუმ 25/1-ზეა (მოპარული თანხის რაოდენობის) ეხლა.

 

 

 

ეს აწუხებს ყველა ნორმალურ ადამიანს. ანუ უსამართლობა, თორე ვინ ნორმალური იტყვის შევარდნაძის ჩინოვნიკები არაფერს აშავებდნენ და ამ გაფუჭებულებმა დაიწყესო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუხედავად ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა არსებული რეჟიმისადმი, ამ ინფორმაციას ჭეშმარიტებასთან ახლოს მდგომად მივიჩნევ, რადგანაც აღნიშნული ქალბატონის ძმა და ვაჟიშვილი არც ადრე გამოირჩეოდნენ დისციპლინით! თუმცა ასეთი ფაქტები ყოველ "საკურორტო" სეზონზე უამრავია და მათი უმრავლეობაც ჩვეულებრივ წყნარად ბარდება ხოლმე ისტორიას!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kontr-agent 007

მიუხედავად ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა არსებული რეჟიმისადმი, ამ ინფორმაციას ჭეშმარიტებასთან ახლოს მდგომად მივიჩნევ, რადგანაც აღნიშნული ქალბატონის ძმა და ვაჟიშვილი არც ადრე გამოირჩეოდნენ დისციპლინით! თუმცა ასეთი ფაქტები ყოველ "საკურორტო" სეზონზე უამრავია და მათი უმრავლეობაც ჩვეულებრივ წყნარად ბარდება ხოლმე ისტორიას!

 

მეც ზუსტად იგივე დავწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

2 შემთხვევა უშუალოდ ჩემს გარემოცვაში მოხდა ბოლო 3 თვის განმავლობაში, როცა ერთხელ მკვლელი ( მთვრალი მართავდა ავტომობილს და კაცი გაიტანა) ინციდენტის ღამესვე გაუშვეს და საქმე ჩაფარცხეს და მეორედ იარაღის უკანონო შენახვა-ტარება + მკვლელობის მცდელობა (7 ტყვია ესროლა მანქანას, რომელშიც მასთან დაპირისპირებული ტიპი იჯდა) 2 თვე ჩასვეს და 1500(!) ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

გვარები და სახელები დაწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

შსს-ს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფებარ ‘’ელზაში’’. მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფებარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

არ გამოვრიცხავ

 

მარა რა მნიშვნელობა აქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გამოვრიცხავ

 

მარა რა მნიშვნელობა აქვს!

ბესელია- ‘’ეს არის მერაბიშვილის უწყების მხრიდან შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ანგარიშსწორება"

 

აი ეს მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ყველა კრიმინალური შემთხვევა პოლიტიკურად შევღებოთ...newstudio

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკის სუნი ასდის, ჩემო kisa . წყალწაღებული ხელისუფლება რადიკალებს ებრძვიან :D

 

 

რაღაც ვერ შევისუნთქე ეგ სურნელი :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...