Jump to content
Planeta.Ge

საქართველო პატარა იმპერია?!


საქართველო პატარა იმპერია?!  

23 members have voted

  1. 1. საქართველო პატარა იმპერია?!

    • დიახ
      8
    • არა
      9
    • ბევრი გვიკლია იმპერიამდე.
      6


Recommended Posts

მე–4–ში და თუ არ მეშლება 375წელს.

ქრისტიანობა შემოვიდა პირველ საუკუნეში ანდრია პირველ წოდებულის და მატათას მიწერ. დედა ღვთისმშობელმა ისინი ამოგზავნა თავის მაგივრად.

ძალიან გთხვ ნუ ამახინჯებ ისტორიულ ფაქტებს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 115
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Gegius

 

 

რავი მე ეგრე მასწავლეს სკოლაში და თუ მეშლება,პარდონ. :) ეგრე იყოს,მაგრამ აქ ქრისტიანობაზე არ არის ბაზარი. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი მე ეგრე მასწავლეს სკოლაში

შენი დაწერილი თარიღი წმინდა ნინოს შემოსვლის თარიღია და საქართველოს გაქრისტიანება მანდედან მოხდა. ქრისტიანობის შემოსვლა კი, რაც მე დავწერე - პირვლ საუკუნეში.

 

ეგრე იყოს,მაგრამ აქ ქრისტიანობაზე არ არის ბაზარი.

როგორ არა, სწორედაც რომ ქრისტიანობაზეა რადგან ქართული იდეაა დაფუძნებული ქრისტიანობაზე.

ის ფსევდოლიბერალური გამოხტომები კი უმცირესობათა უფლებების შესახებ ხშირ შემთხვევაში ყურადსაღებად არ მიმაჩია.

რაღაც ბევრმა უმცირესობამ იმატა ჩვნში და იმდენი არ ვქნათ ქართული ნაცია თავისი თვითმყოფადობითა და კულტურით, სულიერ-მატერიალური ფასეულობებით არ გახდეს უმცირესობა!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

შენი დაწერილი თარიღი წმინდა ნინოს შემოსვლის თარიღია და საქართველოს გაქრისტიანება მანდედან მოხდა. ქრისტიანობის შემოსვლა კი, რაც მე დავწერე - პირვლ საუკუნეში.

 

 

ბიჯოს რა მახსოვრობა მქონია და ორივე მართლები გამოვდივართ. :)

 

ის ფსევდოლიბერალური გამოხტომები კი უმცირესობათა უფლებების შესახებ ხშირ შემთხვევაში ყურადსაღებად არ მიმაჩია

 

 

მე მაგათ რელიგიაზე გადასვლას არ ვგულისხმობ.თუ გინდა ადამიანმა პატივი რომ გცეს,შენც უნდა სცე პატივი.ცალმხრივად ეს საქმე არ გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ლაპარაკი არის ქრისტიანობაზე

 

მე მინდა ყველას შევახსენი ივ.ჯავახიშვილის გამოკვლევა რელიგიაზე

 

მისი აზრით და დასაბუთებულად მტკიცდება რომ საქართველო არ იყო ოდითგანვე მართლმადიდებლური ქვეყანა. ქრისტიანობა შემოვიდა მანიქევლობით (ერთ-ერთი განხრა იყო ქრისტიანობაში, რომელიც ახლოს იყოს სპარსულ რელიგიასთა, მაზდეანობისა და ქრისტიანობის შერწყმული ვარიანტი) შემდეგ გახდა მონოფიზიტური, მტკიცდება წყაროებიდან. და მხოლოდ 7-ე საუკუნეში გახდა მართლმადიდებლური.

 

ამის გარდა მინდა შეგახსენოთ, რომ ქრისტიანობა გავრცელდა ძალით და ეს მონაცემები თავად ქართლის ცხოვრებაში ჩანს.

 

რაც შეეხება იმპერიას, რა გაგებით იმპერია? თუ შუა საუკუნეების გაგებით იმპერიას ვგულისხმობთ, ადვილი შესაძლებელია მაგისკენ უდნათ რომ წავიდეთ (ზოგ-ზოგიერთებს) კონკრეტულად, ბიზანტია მართალია ბერძნულენოვანი იმპერია იყო, მაგრამ ბერძნების არ ყოფილა ამარტო, ის იყო მართლმადიდებელბის იმპერია.

 

თუ კი ჩვენ გვინდა ზეეროვნული ქვეყანა, ანუ საქართველო მარტო მართლმადიდებლებისთვის, ამის რელური ისტოიული წინაპირობა არ არსებობს.

დღეს-დღეობით გავრცელებულია ზოგ-ზოგიერძთ პოპულისტებში რომ ჩვენი წინაპრებისთვსი ქართველობა მართლმადიდებლობასთან ასოცირდებოდა, მსგავსი თეორია წამოყენებული იყო მხოლოდ 17-ე საუკუნეში, მიტხარით უფრო ადრინდელი წყარო, რომელიც ადასტურებს ამ თეორიას?

 

 

რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციას, საქართველო არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა, იგი არის სეკულარისტული ქვეყანა და ქართველობა ნიშნავს ქართველ მოქალაქეობას. შესაბამისად საერთო ჩვენ სწორედ ეს გვაქვს და არა მართლმადიდებლობა ან სხვა რამ. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაშI, ერთი ენა გვაქვს და კეთილი ვინებოთ და შევქმნათ საერთო ფასეულობები, როგორც ჩანს რელიგია ვერ იქნება საერთო ფასეულობების გარანტი, რადგან საქართველოში უამრავი სხვა კონფესიის მოსახლეობა არსებობს.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციას, საქართველო არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა, იგი არის სეკულარისტული ქვეყანა და ქართველობა ნიშნავს ქართველ მოქალაქეობას. შესაბამისად საერთო ჩვენ სწორედ ეს გვაქვს და არა მართლმადიდებლობა ან სხვა რამ. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაშI, ერთი ენა გვაქვს და კეთილი ვინებოთ და შევქმნათ საერთო ფასეულობები, როგორც ჩანს რელიგია ვერ იქნება საერთო ფასეულობების გარანტი, რადგან საქართველოში უამრავი სხვა კონფესიის მოსახლეობა არსებობს.

 

 

აგაშენა ღმერთმა და რამდენს ნიშნავს ამ საკითხში განათლებული ადამიანის პოსტი.ისტორიკოსი ხარ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ აზრები მეც მაწუხებდა,მაგრამ ბოლოს ამ დასკვნამდე მივედი-''წავიდნენ თუ არ მოსწონთ საქართველო და თავიანთი სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა''.
წავიდეს ის,ვისაც საქართველოს დროშა არ მოსწონს. მე იქ არ ვჩერდები,სადაც ჩემთვის მიუღებელი რაღაცები ხდება.
ვიცი აქ რაზეცაა ლაპარაკი,თუ აზერბაიჯანელს არ მოსწოს ხუთჯვრიანი დროშა,მაშინ წავიდეს,იჭერს ვინმე? სულ ჩვენ უნდა წავიდეთ დათმობებზე? ვერ ვიმკით,რაც დავთმეთ?

აი ამ პოსტებში, ნუ მიწყენს Sakartwelo, პასუხია გაცემული თქვენს მთავარ კითხვაზე lasha1997, დღევანდელი ქართველი ხალხი არის იმპერიული აზროვნების.

ეს არცაა გასაკვირი, რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა - с волками жить, по волчьи вить. ვიყავით ერთ იმპერიაში და მენტალიტეტიც დაახლოებით ერთია. განსხვავება იმაშია, რომ აზროვნება კი გვაქვს დიდი და ძლიერი ქვეყნის შესაფერისი, მაგრამ ქვეყანა ამჟამად გვყავს სუსტი და პატარა, ამიტომ ვისაც არ მოწონს წავიდესო, მართლებიც რომ ვიყოთ არ გაგვივა.

აქედან დასკვნა გავატრაკებთ - დაგვახურავენ თავზე. ამიტომ ჯობია ჭკოით ვიყოთ და ჩვენს ქედმაღლობას ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას.

 

თუ გერმანიაში 5.000.000-მდე მუსლიმი ცხოვრობს,ამის გამო ვარსკვლავას არ გამოსახავენ გერმანულ დროშაზე.

გერმანელებს სეკულარული დროშა აქვთ და არავინ არ მოსთხოვს მათ დროშის გარელიგიურებას.

 

თუ დანიაში მუსლიმები მოგროვდებიან,დანია თავის დროშას არ შეცვლის.

დანიაში მუსლიმები გამოჩნდნენ მას შემდეგ, როცა დანიას უკვე ქონდა ნაციონალური დროშა, ჩვენ კი დროშა მივიღეთ სულ სხვა პირობებში.

 

მე რომ ვერ ვიტან რუსების მთავრობას ეგრე უნდა სიძულვილი,მაგრამ რითი განვსხვავდებით იმათგან? იმათაც არ უყვართ სხვა ერის ადამიანები და ჩვენც,პროსტა ქვეყნის სიდიდეშია განსხვავება ჩემის აზრით.

სრული რესპექტი lasha1997.

 

ქართული იდეა ქრისტიანობას ეფუძნება, სახელმწიფო ეყრდნობა მართლმადიდებლობას და ნურავინ უარყოფს ამას ნურც მაჰმადიანი ნურც ინდუსი და ბუდისტი რა!...

ჩვენთან ქრისტიანობა პირველ საუკუნეშივე შემოვიდა და ამაზეა ქათული ნაციონალიზმის არსი დაფუძნებული!

Gegius, თქვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულებით ქართველად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მართლმადიდებელი. არ გეთანხმები.

 

არ დამიკოპირებია თქვენი პოსტი Nukriko, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ვიყავით ერთ იმპერიაში და მენტალიტეტიც დაახლოებით ერთია.

აი ერტადერთი ამაში არ გეთანხმები

 

ჩვენს იმპერიულ აზროვნებას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ერტადერთი ამაში არ გეთანხმები

 

ჩვენს იმპერიულ აზროვნებას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს

იმაზე ღრმა რაც ვთქვი რა უნდა იყოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს ქრისტიანული ჰუმანიზმი და არსებობს საპატრიარქო

 

რა განსხვავებაა, ქართველო მოსახლეობაშის იმ ნაწილში ვინც აგრესიულ მართლმადიდებლობას აწვება. ესეთი ხალხი უარყოფს, ქრისტიანულ ჰუმანიზმის ყველანაირ პრინციპებს, მთავარი მისთვის არის საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ ამოფარვა, მღვდლის უკან ყოფნა, მაგრამ არანაირად არ დაიცვას ის ფუნდამენტალური ფასეულობები რასაც ქრისტიანობა ქადაგებს.

 

ესეთ ხალხი, რწმენას უფრო იყენებს ინტერპრეტირებულად, თვითონ უმატებს ქრისტიანობას იმას რაც მას სჭირდება.

 

რა ჭირდება ესეთ ადამიანს?

 

მას არ სჭირდება ინდივიდუალიზმი, პირადი პასუხისმგებლობა, განსხვებულობა, მას ჭირდება დიდ მასაში ყოფნა, სადაც არ არსებობს არანაირი პირადი აზრი, ყველა ერთს ყვირის და ერთს ღრიალებს, თითქოს ამით იგრძნობა ერთიანობა, მარა ეს ისეთი არამყარი ერთობაა, რომ პატარა რაღაც რომ მოხდეს, ეგრევე დაიშლება ეს ერთობა.

 

რატომ არის მოთხოვნილება დღეს ესე პრივილეგირებულნი იყვნენ მართლმადიდებლები და არ არსებობდეს თანასწორობა. რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

1) ფსევდო ისტორია, (იდეოლოგიზებული ისტორია)

2) თვითონ ექნება პრივილეგია

3) ეყოლება დემონიზებული მტერი და ამით უფრო განამტკიცებს იმ ერთობას რომელ ერთობაშიც იგი არის. მნიშვნელობა არ აქვს რეალურად მაგალითად მაჰმადიანი არის თ არა მტერი, მთავარია ამ მასას სჯეროდეს რომ იგი მართლა მტერია, რომ უფრო შეიკრას, უფრო დაირაზმოს ამ მითოსური მტრის წინააღმდეგ.

 

ყველა ერს ესაჭიროება ახალი სისხლი, რაც უფრო მეტ ახალ წევრს იძენს იგი, მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო იკეტება, მით უფრო სუსტდება იგი. რაც უფრო ნაკლებ ბარიერს შევქმნით იმისთვის რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია მოხდეს ადვილად, ჩვენთვის უკეთესი იქნება. ამისთვს უნდა ვიცოდეთ რომ საჭიროა, ურთიერთ პატივისცემა. როგორც უმრავლესობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რადგან უმრავლეობა უკვე ჩამოყალიბებულია, უმცირესობა კი ჩამოყალიბების პროცესშია. რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი მით უფრო დაშორდება ერთმანეთს უმცირესობა და უმრავლესობა.

 

რადიკალები, რადიკალ-ნაციონალები და ფუნდამენტალისტები, არიან ყველაზე დიდი ხელის შემშლელნი, ერის განვითარებაში.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ყველა ერს ესაჭიროება ახალი სისხლი, რაც უფრო მეტ ახალ წევრს იძენს იგი, მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო იკეტება, მით უფრო სუსტდება იგი. რაც უფრო ნაკლებ ბარიერს შევქმნით იმისთვის რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია მოხდეს ადვილად, ჩვენთვის უკეთესი იქნება. ამისთვს უნდა ვიცოდეთ რომ საჭიროა, ურთიერთ პატივისცემა. როგორც უმრავლესობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რადგან უმრავლეობა უკვე ჩამოყალიბებულია, უმცირესობა კი ჩამოყალიბების პროცესშია. რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი მით უფრო დაშორდება ერთმანეთს უმცირესობა და უმრავლესობა.

 

 

აბა ეს იქით ფორუმზე დაწერე არ გაინტერესებს რა პასუხს გაგცემენ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

იმაზე ღრმა რაც ვთქვი რა უნდა იყოს?

საქართველო თავის აზროვნებიტ და ისტორიით კავკასიის იმპერიაა, ისევე როგორც რომი მაგალითად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საქართველო თავის აზროვნებიტ და ისტორიით კავკასიის იმპერიაა,

ეს უფრო, ბაგრატიონთა გვარის იდეოლოგია იყო

 

lasha1997

აბა ეს იქით ფორუმზე დაწერე არ გაინტერესებს რა პასუხს გაგცემენ?

რომელ ფორუმზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ეს უფრო, ბაგრატიონთა გვარის იდეოლოგია იყო

აა მარტო... ეს ქართველთა იდეოლოგია უფროა

 

კავკასიის იმპერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რომელ ფორუმზე?

 

 

არ იცი? და თუ არ იცი,არც არის საჭირო.შენს ნერვებს ვუფრთხილდები. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...