Jump to content
Planeta.Ge

მიშას გაუთვლელი შეცდომები თუ აპრიორი წაგებაზე თამაში?


Recommended Posts

მას მერე რაც მიშამ პრეზიდენტის სკამი მოირგო და ყველაფერი გააკეთა, რომ ამ სკამთან ერთად იმპერატორის ატრიბუტები - მანტიაც და კვერთხიც ხელში ჩაეგდო, რისთვისაც კონსტიტუცია ჭრა და კერა, მრავალი აქტიურობა შეიძლება ჩაჯდეს ამ თემის კითხვაში, მაგრამ გათვალისწინებით შარშანდელი აგვისტოსი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ე.წ. "სანაკოევის პროექტზე"

ალბათ გახსოვთ 2006 წლის ნოემბერში როგორ მეტეორივით შემოიჭრა ქართულ მედია სივრცეში მანამდე ცხინვალში და აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი ბოევიკი, ამჯერად მიშას მიერ ლამის საქართველოს მხსნელად და იმედად შერაცხული, მომავლის საქართველოს ბურჯი დიმა სანაკოევი, რომელსაც უკან მიმქრალ კუდიან ვარსკვლავად მოჰყვა ვინმე ვოვა სანაკოევი. და დაიწყო ხანა ქართულ პოლიტიკაში სანაკოევებისა :D

 

საინტერესო იქნება იუზერების მოსაზრებები და შეფასებები ამ თემაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მას მერე რაც მიშამ პრეზიდენტის სკამი მოირგო და ყველაფერი გააკეთა, რომ ამ სკამთან ერთად იმპერატორის ატრიბუტები - მანტიაც და კვერთხიც ხელში ჩაეგდო, რისთვისაც კონსტიტუცია ჭრა და კერა, მრავალი აქტიურობა შეიძლება ჩაჯდეს ამ თემის კითხვაში, მაგრამ გათვალისწინებით შარშანდელი აგვისტოსი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ე.წ. "სანაკოევის პროექტზე"

ალბათ გახსოვთ 2006 წლის ნოემბერში როგორ მეტეორივით შემოიჭრა ქართულ მედია სივრცეში მანამდე ცხინვალში და აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი ბოევიკი, ამჯერად მიშას მიერ ლამის საქართველოს მხსნელად და იმედად შერაცხული, მომავლის საქართველოს ბურჯი დიმა სანაკოევი, რომელსაც უკან მიმქრალ კუდიან ვარსკვლავად მოჰყვა ვინმე ვოვა სანაკოევი. და დაიწყო ხანა ქართულ პოლიტიკაში სანაკოევებისა

მიშას ყველაზე მარგინალური პროექტი , რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა საქართველოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელი მაქ რა ჩაქნეული მე მაგ კაცზე... არ ეშველება რა მაგ კაცს არაფერი... მარა ჩვენც რო არ გვეშველეა ? :?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას გაუთვლელი შეცდომები თუ აპრიორი წაგებაზე თამაში?

liliko, პოლიტიკა ჭადრაკს რომ შევადაროთ დაახლოებით ასეთი სიტუაცია იკვეთება:

მიშიკომ, რომელიც თანრიგოსანიც კი არ არის, სხვისი დახმარებით (პუტინი, სოროსი, პუჭურ ბუში), რომლებიც ასევე გროსმაისტერები არ არიან, მაგრამ მიშიკოს უდედოფლოდ რომ ეთამაშონ მაინც მიამატებენ, რამდენიმე პარტია მოიგო, ჯერ მოუგო ედიკას მერე ასლანას.

ამის შემდეგ პუტინმა მიშიკოს მაგიდის მეორე მხარეზე გადაუჯდა და ერთი პარტია მოაგებინა (განმუხურის საქმენი საგმირონი). მიშიკომ იფიქრა ე ბიჭო გროსმაისტერი ვყოფილვარო და ვერ მიხვდა, თუ როგორ წამოიკიდა პუტინმა მიშიკო ცხინვალის გამბიტში 07.08.08. მართალია მიშიკომ ბოლოს მიხვდა რა ყაყაც მიირთვა და წივილ კივილიც მორთო, არიქა პუტინი წესებს არღვევსო, მაგრამ სამწუხაროდ წესებს ძლიერნი ამა ქვეყნისა ადგენენ და მხოლოდ პარტიის გადადებას მიაღწია.

მართალია ფორმალურად პარტია არ დამთავრებულა, მაგრამ სიტუაცია მიშიკოსთვის ფაქტიურად წამგებიანია, ხოლო საქართველოსთვის უკვე წაგებულია. :(

 

აქედან მორალი: არ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში განდიდების მანიით შეპყრობილი, ნარცისული პიროვნებების მოყვანა.

ეს ქვეყანას, როგორც წესი ძალიან ძვირად უჯდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანაკოევის პროექტი თავისთავად შეცდომა არ იყო, ოღონდ სწორად უნდა წარმართულიყო. დიდი შეცდომა იყო მისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დარქმევა და განსაკუთრებით მისთვის ტერიტორიების მიზომვა, კერძოდ ახალგორის.

ისე დაერქმიათ პრეზიდენტის წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში და ყოფილიყო.

Lo Janko

ასლანას როგორ და ვისი ნებართვით მოუგო, ყველამ კარგად ვიცით. სწორედ ამან გაათამამა მიშიკო და ეგრევე ცხინვალზე გადაიტანა შეტევის მიმართულება. იქ კი გუშინდელი მოკავშირე ჩასაფრებული იცდიდა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სანაკოევის პროექტი თავისთავად შეცდომა არ იყო, ოღონდ სწორად უნდა წარმართულიყო.

უფრო მეტსაც ვიტყოდი, ერთერთი ყველაზე ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მიშას გაუთვლელი შეცდომები თუ აპრიორი წაგებაზე თამაში?

 

 

მე თუ მკითხავთ,მიშა საერთოდ შეცდომაა. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

liliko, პოლიტიკა ჭადრაკს რომ შევადაროთ დაახლოებით ასეთი სიტუაცია იკვეთება:

:maladec: :2kiss:

აშკარად იგრძნობოდა თქვენს პოსტებში ლოგიკა და გათვლები, რასაც მხოლოდ სერიოზული მოაზროვნეები ახერხებე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჭადრაკს თAმაშობს :rolleyes:

სრულად გეთანხმებით საჭადრაკო მეტაფორებში :D ეგაა რომ მიშიკო ჭირველი ბავშვივით ხანდახან თავად ურევდა სვლებს, მიუხედავად მრჩეველებისა, ვინც ნუ მთლა მის მაგიერ ხომ ვერ გააკეთებდნენ სვლებს.

ასე იფიქრა მიშიკომ და ბათუმის გამბიტი ცხინვალში გაიმეორა, თან ისე, რომ თAვიც არ შეუწუხებია ეფიქრა, სხვა პარტნიორთან და სხვა დაფაზე რომ მოუწევდა თამაში. რამაც საბოლოოდ შარშანდელ აგვისტომდე მიგვიყვანა :(

 

მოკლედ რამოდენიმე ბლიც-პარტია ათამაშეს მიშიკო. როგორც მაგარ ფრაერს, წამოსაკიდებლად რამოდენიმე პარტია მოაგებინეს, საბოლოოდ კი, სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ, რომ სრულიად საქართველომ სრულად წააგო :(

 

პ.ს. ასლანი თავის დროზე ოპერასთან ერთად ჭადრაკზეც ზრუნავდა. ვიცი, რომ ბათუმის სასახლე კარგად იყო გაკეთებული, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ახლა უკვე მასე არაა :D

 

ძუკუ

სანაკოევის პროექტი თავისთავად შეცდომა არ იყო, ოღონდ სწორად უნდა წარმართულიყო

 

newstudio

უფრო მეტსაც ვიტყოდი, ერთერთი ყველაზე ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო იმჰო

 

გეთანხმებით, რომ ცალკე აღებული ეს პროექტი არ უნდა განვიხილოთ. გასათვალისწინებელია იმ დროისთვის შექმნილი ვითარება ზოგადად. იდეაც პროექტისა თითქოს თავიდან ცუდი არ ჩანდა, მარა სამწუხაროდ მხოლოდ პირველი ორი სვლა ჰქონდათ გათვლილი, ამას დავუმატოთ ის მარგინალები, რომლებიც გახდნენ სახეები საბოლოოდ ამ პროექტში, ვგულისხმობ სანაკოევებს და სამარცხვინო მოძრაობა - კოკოითი ფანდარასტ! ამან საბოლოოდ დაასამარა ყოველგვარი შანსი ამ პროექტის წარატებისა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მე თუ მკითხავთ,მიშა საერთოდ შეცდომაა. :givi:

110%

 

და საერთოდ ხალხო ეგ სანაკოევის პროექტი (სააკაშვიის გეგმით) და სამხრეთ ოსეთის ჯერ ახლად შექმნა და მერე ახალგორის რაიონის ამ ახლად შექმნილი ვტონომიისთის მიერთბა მიზნად ისასხავდა ზუსტად იმას რც მოხდა ..

 

ანუ ომის დაწყებას, ომი წაგებას და პრობლემური ტერიტორიების სქართველოსთვის ჩამოშორებას ..

 

იგივე მოხდა კოდორთან მიმართებაში .. შექმნა ზემო აფხაზეთი და სოხუმს ამ ტერიტორიის დაკავების საშუალებაც მისცა ..

 

იტოგში თქვენა საყვარელმა ვაშინგტონმა საქართველოს ტერიტორიების გადანაწილება დაიწყო და ვაშინგტონის მარიონეტი სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი კიდევ არაერთ ტერიტორიას გაასხვისებს ვიდრე ამ უკანასკნელს ალასანიათი ან კიდევ ვინმე ძუკნით არ ჩაანაცვლებეს თეთრი სახლი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

და საერთოდ ხალხო ეგ სანაკოევის პროექტი (სააკაშვიის გეგმით) და სამხრეთ ოსეთის ჯერ ახლად შექმნა და მერე ახალგორის რაიონის ამ ახლად შექმნილი ვტონომიისთის მიერთბა მიზნად ისასხავდა ზუსტად იმას რც მოხდა ..

არ ვიცი ზუსტად რას ისახავდა და ამატ ტვინშI რა ხდებოდა

 

მაგრამ იდეა კარგი იყო... ალტერნატივის შეთავაზება...ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მაგრამ იდეა კარგი იყო... ალტერნატივის შეთავაზება...ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ა.შ.

იდეაში ეს იდო, რაც მართლა ძალიან კარგი იქნებოდა, ოღონდ არა ისე, როგორც მიშამ მოინდომა, ანუ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მოინდომა, ისიც მხოლოდ სპეც-ეფექტებით და ბრჭყვიალებით, მოეხიბლა ცხინვალელი ოსები.

დანარჩენი საქართველო სრულად რომ არ გახდა სასურველი ქვეყანა, მარტო ამით ვერ და არ მიიღწეოდა შედეგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

დანარჩენი საქართველო სრულად რომ არ გახდა სასურველი ქვეყანა, მარტო ამით ვერ და არ მიიღწეოდა შედეგი

ამაშია საქმე

 

ჩვენ თუ ვიყავით დემოკრატიული ქვეყანა და ეკონომიკურად გავძლიერდით (ერთი მეორეზეა დამოკიდებული), აფხაზი და ოსი კი არა რუსებიც აქეთ წამოვლენ :givi:

 

უბრალოდ როგორ მოვახერხოთ ეს?!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უბრალოდ როგორ მოვახერხოთ ეს?!

უბრალოდ მაგი ვე მოხერხდება, ეჭვი მაქვს მე :givi:

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...