Jump to content
Planeta.Ge

ალასანია აფხაზეთის ომზე


Recommended Posts

შემიძლია გითხრათ, რა ხდებოდა სოხუმში 1993 წლის სექტემბერში. ეს არ იყო ომი, ომის კლასიკური გაგებით. მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალას, არადა, ჩვენ გვიპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის უწყება და, პრაქტიკულად, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით შექმნილი მოხალისეთა რაზმები.

 

ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა მედგრად იბრძოლეს წელიწადზე მეტხანს.

 

მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა მოლაპარაკების იმგვარად წარმართვა და აფხაზებთან ისეთ სქემაზე შეთანხმება, რითაც თავიდან ავიცილებდით სამხედრო დაპირისპირებას.

 

- მამაჩემი იმ დროს სოხუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მას თანამდებობრივად იქ ყოფნა პირდაპირ არ ევალებოდა, თუმცა პირადმა ურთიერთობებმა და ჟიული შარტავასთან მეგობრობამ განაპირობა მისი სოხუმში დარჩენა.

 

მთავარი იყო, მიგვეღწია ადამიანური ურთიერთობების განახლებისთვის, ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურული ურთიერთობების აღდგენისთვის აფხაზებსა და ქართველებს შორის. ამ ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო. 2005 წელს აღდგა ქართულ-აფხაზური კომისიის მუშაობა, დელეგაციებმა დაიწყეს თბილისსა და სოხუმს შორის მიმოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი არ გაგრძელდა...

 

მაშინ ჩვენ შევძელით დოკუმენტის ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება, რომელიც ეხებოდა საომარი მოქმედებების განუახლებლობას და დევნილთა დაბრუნების საკითხს. მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტზე ქართულ მხარეს ხელი აუცილებლად უნდა მოეწერა. ეს გააჩენდა ნდობის დამატებით გარანტიებს, რის შედეგადაც მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ, რომ მოგვეხერხებინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობა დარჩებოდა რუსეთის ფედერაციას პროვოკაციების წარმატებით განხორციელებისთვის,

 

სწორედ ამ პრეტენზიას ვუყენებ დღეს სააკაშვილს. მას უფრო მეტი პოლიტიკური ნება რომ გამოეჩინა, მეტი გამბედაობა ჰქონოდა და მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, შესაძლოა, ბევრი უბედურება აგვეცილებინა ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გვეფიქრა არა სწრაფ შედეგზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე.

 

- დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს კონფლიქტის განახლება, რისი საფრთხეც არსებობს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ადმინისტრაციულ საზღვრებში მოვახერხოთ საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც შეძლებს სამომავლოდ კონფლიქტის თავიდან აცილებას. ამაზე მეტის მიღწევა უახლოეს პერიოდში ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მით უფრო მანამ, ვიდრე სააკაშვილი იქნება საქართველოს ხელისუფლებაში.

 

დღეს დავინახეთ, რომ რეალურ ცვლილებებს საყოველთაო პროტესტთან ერთად დიალოგის დაწყებაც სჭირდება. ეს დიალოგი დაიწყო,

 

შევთანხმდით იმაზეც, რომ პოლიტიკური დაპატიმრებების გაგრძელების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს დავუკავშირდებით და ინფორმაციას მივაწვდით.

 

- ლაპარაკობდნენ, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლება ოპოზიციას უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას შესთავაზებდა...

- არ ყოფილა ასეთი შემოთავაზება, რომც ყოფილიყო, ამას სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავდი, რადგან უშიშროების საბჭო არის სათათბირო ორგანო, სადაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. შესაბამისად, მასში ოპოზიციის მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

 

http://www.ambebi.ge/politika/8742-irakli-...procesebze.html

 

ალასანიას ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეტები მოვნიშნე..... რეალურად, ალასანია გახდება ოპოზიციის ლოკომოტივი ასე მგონია..იმჰო

 

თქვენ რას ფიქრობთ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანია გახდება ოპოზიციის ლოკომოტივი

კარგი იქნება თუ მასე მოხდება. ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მარგინალი რომ არაა ამჟამინდელი ოპო ლიდერების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ეგეც კარგია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

 

მაშინ ჩვენ შევძელით დოკუმენტის ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება, რომელიც ეხებოდა საომარი მოქმედებების განუახლებლობას და დევნილთა დაბრუნების საკითხს.

 

ეს შევარდნაძემაც გააკეთა და აფხაზებმა მაინც დაგვცხეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ს შევარდნაძემაც გააკეთა და აფხაზებმა მაინც დაგვცხეს...

ხო მარა ჩვენ ჩვენი უნდა გვეცადა იმჰო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

newstudio

რეალურად, ალასანია გახდება ოპოზიციის ლოკომოტივი

ამისთვის უკვე საკმაოდ დრო ქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს კაცი, რომ მთლიანად აშშ-ს დირექტივებზეა დამოკიდებული.

 

თუმცა ისიც მართალია, რომ

საკმაოდ გონივრულად უდგება პრობლემებს.
Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ამისთვის უკვე საკმაოდ დრო ქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს კაცი, რომ მთლიანად აშშ-ს დირექტივებზეა დამოკიდებული.

ან უბრალოდ არ ეჩქარება ზოგზოგიერთივით პრეზიდენტობა...

 

თუმცა ისე, ზოგადად ცოტა დუნედ რომ მოქმედებს ფაქტია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ ეჩქარება? თუ დაატიეო უთხრეს? და ესეც მორჩილათ ატევს...

არ ვიცი. ეს კაცი თუ ამ კანონმდებლობით და ამ საარჩევნო სისტემით წავიდა არჩევნებზე... ფურთხის ღირსი იქნება. და თუ მოიგო ამპირობებში ხო პირადპირ შემცვლელის მოყვანა იქნება. პირადპირ შემცვლელის მოყვანა კი ნიშნავს იგივე პოლიტიკის გატარებას რაც ეხლა ტარდება. ანუ არაფერი კარგი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არ ეჩქარება? თუ დაატიეო უთხრეს? და ესეც მორჩილათ ატევს...

ან ელოდება არჩევნებს....

 

8 თვეში მერის არჩევნებია

 

და კიდევ...ხელისუფლება ისეა დაფაცურებული...ეჭვი მაქვს რაღაც არჩევნები შემოდგომაზეც იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ ვიცი არ ვიცი. ეგ მემგონი შემოგდებული თემა უფროა, რომ რამენაირად იმედიანად იყოს ხალხი. ჯერ შემოდგომა, მერე ზამთარი, მერე გაზაფხულზე მერის არჩევნებია, მერე კიდევ შემოდგომა, და ააგერ ერთი წელი ღა დარჩა საპარლამენტომდე და ეგრე რა...

ზღაპარია არჩევნები.

ალასანია ლოკომიტივი კი...

სატურნმა კიდაწერა მარგინალი არააო... მაგრამ... ის ვინც მარგინალი არაა ხელისუფლებისთვის, ის ხალხისთვის ხდება მარგინალი.

სამწუხარო რეალობა ესაა...

ვნახოთ მოკლედ... გამოჩნდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

... ის ვინც მარგინალი არაა ხელისუფლებისთვის, ის ხალხისთვის ხდება მარგინალი.

 

ეგრეა სამწუხაროდ. ჩვენთან ან მიშა მაგარია უნდა იძახო, ან მიშა მოვედი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ეგრეა სამწუხაროდ. ჩვენთან ან მიშა მაგარია უნდა იძახო, ან მიშა მოვედი.

ვერ დაგეთანხმები, უბრალოდ საზოგადოებას ადეკვატურად უნდა აუხსნა რა გინდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს კაცი, რომ მთლიანად აშშ-ს დირექტივებზეა დამოკიდებული.

lasalexx, მიშაზეც მასე ამბობდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასე არ იყო. არ არის მიშა ის კაცი, რომელიც სხვის ჭკუაზე გაივლის, ავადმყოფური თავმოყვარეობა და სულელური ამბიციები ძლევდა, სამწუხაროდ.

სწორად გამიგეთ და მე პირადად მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს სათავეში მოვა ჭკვიანი, გაწონასწორებული, რეალისტი კაცი, რომელიც საღად იაზროვნებს და სწორედაც რომ ივლის ამერიკელების ჭკუით.

 

მაგრამ... ის ვინც მარგინალი არაა ხელისუფლებისთვის, ის ხალხისთვის ხდება მარგინალი.

dire, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მასეა, მართალი ხარ.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ეჩქარება? თუ დაატიეო უთხრეს? და ესეც მორჩილათ ატევს...

არ მგონია ასეთი სუსტი იყოს და არცაა ალასანია. დიდი სხვაობაა მიშას ჯგუფთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანი კარგი პრეზიდენტი იქნება.ამაში დარწმუნებული ვარ. ღირსეული ოჯახიდანაა. აქვს ზრდილობა განათლება. სხვაობა იპოვეთ ასეთ ფასქტორებში მიშასთან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...