Jump to content
Planeta.Ge

შსს ახალი შენობა რუსთავში


Recommended Posts

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, რუსთავში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძეც დაესწრო.

 

პოლიციის ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე დიზაინითა და გამჭვირვალე შუშებით. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალე შუშების მიზანია, პოლიციის მუშაობა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს.

შენობაში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის. აგრეთვე, საუბნო ჯგუფის სამუშაო ოთახები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით. პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა მოემსახურება ქ.რუსთავის მოსახლეობას.

რუსთავის პოლიციის განყოფილება წლების განმავლობაში ძველ და ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. დღეიდან კი რუსთავის პოლიციის 75 თანამშრომელი მუშაობას თანამედროვე ტიპის ახალ შენობაში გააგრძელებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ნო კომენტ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, რუსთავში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.

რავი, მე ამ ინფორმაციაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ღონისძიებას პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძეც დაესწრო.

 

 

შენობა პრობლემა არ არის. ესეთი გონების ხალხია პრობლემა. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.

http://www.kolobok.us/smiles/artists/phil/phil_22.gifhttp://www.kolobok.us/smiles/artists/phil/phil_24.gifhttp://www.kolobok.us/smiles/artists/phil/phil_23.gifhttp://www.kolobok.us/smiles/artists/phil/phil_08.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმერეთის გუბერნატორი იყო ერთი, მუმლაძე.........კარები ჩამოახსნევინა კაბინეტის - გამჭვირვალედ უნდა ვიმუშაოო

 

კაცო ამათ ყველაფერი როგორ პირდაპირი გაგებით უნდა ესმოდეთ?!

 

რას ამტკიცებენ ეხლა, აი ნახეთ არავის ვცემთ და ვაწამებთო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მინდა გამჭვირვალე და კეთილმოწყობილი სამსახური....

 

შენობები მაინც იყოს კარგი.... რაღაცას ხო უნდა გაუხარდეს?? ხოდა თვალს უხარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმერეთის გუბერნატორი იყო ერთი, მუმლაძე.........კარები ჩამოახსნევინა კაბინეტის - გამჭვირვალედ უნდა ვიმუშაოო

 

აააა

როდინდელი ამბავია?

 

სმაილებს რატომ ვერ ვსვამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

კაცო ამათ ყველაფერი როგორ პირდაპირი გაგებით უნდა ესმოდეთ?!

 

რას ამტკიცებენ ეხლა, აი ნახეთ არავის ვცემთ და ვაწამებთო?!

ხო მაგას უმტკიცებენ იმას ვისაც ყველაფერი პირდაპირი გაგებით ესმის :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოზიტიურია აშკარად, მაგრამ პრიორიტეტი ამ ეტაპზე შსს შენობებია?

 

 

კი მაგრამ 5 მილიონიან ქვეყანას რად უნდა ამდენი შსს-- შენობები?

 

თვითონ სამინისტრი ორთაჭალაში, მოდულის შენობა,ახალი სამინისტრო(შუშებიანი ვითომ გამჭვირვალე), უშიშროების შენობა, პატრულსაც ცალკე აქვს შენობა, ან ქალაქის სამმართველოს რათ უნდა ამხელა შენობა?

 

მოკლეგ სამთავრობო სტრუქტურები მარტო თავიანთ კომფორტზე ზრუნავენ.

 

 

 

ვინმემ იცის რამდენი დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია?

 

ან ახალი სამინისტრო?

 

და ბევრი რამ კიდევ?

 

 

მაშინ როდესაც ბოლო ერთ წელიწადში ქვეყნის საგარეო ვალი 53% გაიზარდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მაგას უმტკიცებენ იმას ვისაც ყველაფერი პირდაპირი გაგებით ესმის

 

შუშა-გამჭვირვალობა. ეს პირდაპირი გაგებით

ირიბი გაგებით როგორაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამინისტრი ორთაჭალაში, მოდულის შენობა,ახალი სამინისტრო(შუშებიანი ვითომ გამჭვირვალე), უშიშროების შენობა, პატრულსაც ცალკე აქვს შენობა

მოდულში ის დეპარტამენტებია, რომლებიც უშიშროებას ეკუთვნოდა გაერთიანებამდე. პატრული ახალ შენობაში გადავიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოდულში ის დეპარტამენტებია, რომლებიც უშიშროებას ეკუთვნოდა გაერთიანებამდე. პატრული ახალ შენობაში გადავიდა

 

ხო მაგრამ უშიშროების სამინისტროს შენობაც ხომ არის.

 

 

ახალ სამინისტროში რა ხდება? დაემატა ახალი დეპარტამენტები თუ რა ხდება.

 

 

კი მაგრამ ამდენი შენობა რათ უნდა ამ გაერთიანებულ სამინისტროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...