Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდ დუგინი ”რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის


Recommended Posts

ალექსანდ დუგინი ”რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის მოსაპოვებლად ამერიკას ომი გამოუცხადა”

2009 წლის 13 08, ხუთშაბათი - 18:32

ცნობილი რუსი შოვინისტი ალექსანდ დუგინის განცხადებით პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ გაგზავნილი წერილი, შესაძლოა უკრინასთან და აშშ-სთან ომის დაწყების მომსაწავლებელი იყოს.

 

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩის გაგზავნისაგან თავის შეკავება, სერიოზული ნაბიჯია.

 

ეს ფაქტობრივად დაძაბული სიტუაციის გაორმაგებაა, რაც განსაკუთრებულ სიტუაციებში ხდება.” - აღნიშნა დუგინმა.

 

მისი თქმით “განსაკუთრებული სიტუაცია” შეიძლება საქართველოში მომხდარი სცენარის უკრაინაში გამეორება იყოს. დუგინის აზრით ეს ომის დასაწყისია. ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დაწყება აშშ-სთან ომის დაწყებასაც ნიშნავს.

 

“ამერიკა ბატონობს ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, იქცევა ისე როგორც საკუთარ ქვეყანაში: ცვლის პრეზიდენტებს, ქმნის პროამერიკულ მოძრაობებს, მათ შორის ნეონაცისტურ, ანტისემიტურ და ანტირუსულ მოძრაობებს. რუსეთი ამაზე თვალს ხუჭავდა და ფიქრობდა, რომ ყველა ეს ქვეყნები გონს მოეგებოდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რუსეთს აღარ უნდა ამის მოთმენა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის მოსაპოვებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი გამოუცხადა.” - აცხადებს დუგინი.

 

ამავე დროს, პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ამერიკული “ნატოს” მხარდაჭერის გარეშე - არაფერს წარმოადგენს. დუგინმა რუსეთის პატრიარქის უკრაინაში ვიზიტსაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ პატრიარქმა უკრაინაში ვიზიტის დროს, თავად ნახა მდგომარეობა, თუ რას მალავდნენ მთავრობის პროამერიკული წარმომადგენლები და ყველაფერი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მოახსენა.

 

შესაბამისად, პრეზიდენტმა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში გავლენის მოსაპოვებლად ამერიკას ომი გამოუცხადა. “მე ვფიქრობ ეს ყველაფერი კიევთან კონფლიქტამდე მიგვიყვანს, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. იუშენკომ ვერ შეძლო სუვერენიტეტის შენარჩუნება, მოკლედ ომისთვის უნდა მოვემზადოთ” - განაცხადა ინტერვიუს დასრულებისას დუგინმა.

 

ცნობისთვი, ალექსანდრ დუგინი, რუსეთში ყველაზე შოვინისტური და ნეოფაშისტური პოლიტიკური მიმდინარეობის წარმოადგენელია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, დუგინი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, იარაღით ხელში, საქართველოს წინააღმდეგ, ამ ტერიტორიების ოკუპაციისთვის იბრძოდა. ეს ფოტოც, დე-ფაქტო ცხინვალში, 2008 წლის აგვისტოშია გადაღებული. როგორც ჩანს დუგინი ამით თავს იწონებს

http://fact.ge/news.aspx

 

 

 

ლიცემერი:არა რა, ჯერ ისევ ბათუ ყაენი იურტაში ზიან პირმოშვებულნი, ველური რასა- სკვითის თავითა და მონღოლის თვალებით. უზერებო, რუსეთის პედერაცია უნდა დაიშალოს ნაწილ-ნაწილ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ავადმყოფი ერი მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს კაცობრიობას.

 

 

 

პ.ს. არადა ეს ნაძირალა დუგინი მაგარ "ცვეტშია" რუსეთში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

უზერებო, რუსეთის პედერაცია უნდა დაიშალოს ნაწილ-ნაწილ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ავადმყოფი ერი მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს კაცობრიობას.

კი ბატონო, დაიწყე და მოგყვები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

”რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის მოსაპოვებლად ამერიკას ომი გამოუცხადა”

წააგებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩის გაგზავნისაგან თავის შეკავება, სერიოზული ნაბიჯია.

დიმიტრი მედვედევმა მიხაილ ზურაბოვის უკრაინაში ელჩად დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ასე რომ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი ბატონო, დაიწყე და მოგყვები

ეს პროცესი თავად რუსებმა დაიწყეს და მალე ###### კიდეც რაღაც-რაღაცეები და ვიღაც-ვიღაცეები

 

 

newstudio

”რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის მოსაპოვებლად ამერიკას ომი გამოუცხადა”

 

წააგებენ

ფაიზაღი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობისთვი, ალექსანდრ დუგინი, რუსეთში ყველაზე შოვინისტური და ნეოფაშისტური პოლიტიკური მიმდინარეობის წარმოადგენელია,

 

ნეოფაშისტი არაა, ევრაზიულობის იდეოლოგიას აწვება, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ქართველი გვარად მგონი ჩხეიძე, 20-ს პირველ ნახევარში. საკმაოდ სერიოზული ფიგურაა და ასეთი ცანცარა კომენტებით თავს ვიტყუებთ, მგონია.

 

ისე, რაც ამ კაცმა იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა - მაგ. ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება რესეთის მიერ გარდაუვალიაო ამბობდა. ახლა რასაც ამბობს, ეგეც სიმართლეს ჰგავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

Grig

"მახროვი" რუსი შოვინისტია, ევრაზიულ იდეოლოგის გამტარებელი.

მე მანდამაინც სერიოზულად ვერ აღვიქვამ.თუმცა თავს ვერ დავდებ რომ არარეალურ რამეს ამბობდაეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეოფაშისტი არაა, ევრაზიულობის იდეოლოგიას აწვება,

ეგრეა!

რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ქართველი გვარად მგონი ჩხეიძე, 20-ს პირველ ნახევარში.

სულ მთლად მასე არაა!

საკმაოდ სერიოზული ფიგურაა და ასეთი ცანცარა კომენტებით თავს ვიტყუებთ, მგონია.

კარგია თუ ამას ნელ-ნელა ვხვდებით!

ისე, რაც ამ კაცმა იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა - მაგ. ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება რესეთის მიერ გარდაუვალიაო ამბობდა. ახლა რასაც ამბობს, ეგეც სიმართლეს ჰგავს.

ეგ კაცი რუსეთის ოფიციალური და არაოფიციალური სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის ერთ-ერთი შემოქმედია, ასე რომ გვინდა თუ არა ანგარიშგასაწევი და სამაფიქრებელი ფაქტია!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

მესამე მსოფლიოს სუნი მცემს

რაის მესამე მსოფლიო ომი? მეცინება ეგეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ. ის ხალხი ვინც ქვეყნების სათავეებში დგანან და ვისაც ხელეწიფება ომის დაწყება ძალიან კარგად ცხოვრობენ იმისათვის, რომ მსოფლიო მასშტაბის ომები დაიწყონ. მათთვის მცირე მასშტაბის და წინასწარ რომ ცნობილია გამარჯვებული, ისეთი ომებია მისწრება საკუთარი ძლიერების დასამტკიცებლად შინ და გარეთ. მსოფლიო ომი არა კვატი. ელოდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მათთვის მცირე მასშტაბის და წინასწარ რომ ცნობილია გამარჯვებული, ისეთი ომებია მისწრება საკუთარი ძლიერების დასამტკიცებლად შინ და გარეთ.

 

 

მეც მასე ვფიქრობ.

 

თუ იქნება რაღაც ლოკალური იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kontr-agent 007

რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ქართველი გვარად მგონი ჩხეიძე, 20-ს პირველ ნახევარში.

 

სულ მთლად მასე არაა!

 

 

ა, ბატონო - http://archipelag.ru/geopolitics/osnovi/geopolitics/

 

კონსტანტინე ჩხეიძე ერქვა და იყო ერთ-ერთი "მამა" ევრაზიულობისა. ნუ, შეიძლება ყველაზე მთავარი არ იყო. ემიგრაციაში ცხოვრობდაო - ჩეხეთში. ისე, რუსულად სერჩი რომ მისცეთ, უამრავ მასალას ამოგიყრით.

 

ძუკუ

მე მანდამაინც სერიოზულად ვერ აღვიქვამ.თუმცა თავს ვერ დავდებ რომ არარეალურ რამეს ამბობდაეს.

 

აი, ამაში მგონი ცდები. სერიოზულად არის აღსათქმელი, სამწუხაროდ. ისე, შოვინისტია თუ არა არ ვიცი, მგონი უფრო "დერჟავნიკობას" აწვება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ა, ბატონო - http://archipelag.ru/geopolitics/osnovi/geopolitics/

 

კონსტანტინე ჩხეიძე ერქვა და იყო ერთ-ერთი "მამა" ევრაზიულობისა. ნუ, შეიძლება ყველაზე მთავარი არ იყო. ემიგრაციაში ცხოვრობდაო - ჩეხეთში. ისე, რუსულად სერჩი რომ მისცეთ, უამრავ მასალას ამოგიყრით.

ეგ ინფორმაცია სწორია, ოღონდ მთლად "მამა" არ ყოფილა, პეტრე სავიცკის კარგი მოწაფე და ერთ-ერთი გამოჩენილი "ევრაზიელია" !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...