SHARI Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) მოკლედ როგორც შეამჩნიეთ დაახლოებით 2 კვირა არ ვიყავი თბილისში.. დასასვენებლად წავედი ... თან რა თქმა უნდა არ დამვიწყებია თქვენი თავი და საინტერესო ( მემგონი ) ინფორმაცია ჩამოგიტანეთ მოკლედ 3 ადგილას გავჩერდი . 1) საგურამოსაგურამოში აშკარად იგრძნობოდა სიხარული იმის გამო რომ შარშან დაბომბვას გადაურჩნენ.. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დიდად კმაყოფილი არაა იმის გამო რომ აქტიურად მიდის სანგრების თხრა.. ვრცელდება ჭორები რომ იგეგმება საგურამოს სამხედრო ბაზის გაფართოება და ა.შ. მოკლედ მცირე დაძაბულობა მაინც არის.. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკურ შეხედულებებზე.. პირველ რიგში ჩივიან რიგ პრობლემებზე როგორიცაა : გზა , კომუნიკაციები და ა.შ. მოკლედ ადვილად მოგვარებად საკითხებზე... როდესაც კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე მიდის ლაპარაკი საბოლოოდ მიდიან იმ დასკვნამდე რომ ყველა ნაგავია.. ოღონდ სიმპათიები იხრება ოქრუაშვილისკენ ... რატო არ ვიცი... მოკლედ საგურამოელებს დიდად არ ადარდებთ პოლიტიკა... უბრალოდ უნდათ რომ ვინმემ მათ პრობლემებს მიხედოს.. 2) საგურამოდან 5-6 კილომეტრით დაშორებული სოფლები სოფლებში დაიწყეს მიშას გინება და დაამთავრეს მაჟორიტარის გინებით.. გზა არ არის გაკეთებულიო , გაზი არ გაუყვანიათო , სკოლა საგურამოშია და ავტობუსი არ დადისო.. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა თუმცა ესეც არ არის რაღაც კატასტროფა... ადვილად გადასაჭრელია.. მთავარია სურვილი და მონდომება.. მერე დაიწყეს მოყოლა რომ თითქოს მათ გადასახლებას აპირებენ მარნეულში .. რომ ვკითხე რატომ დაიწყეს ისევ საგურამოს სამხედრო ბაზაზე ლაპარაკი მაგრამ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.. ჭორის დონეზეა რომ თითქოს ბაზის სერიოზული გაფართოება იგეგმება.. შემდეგ მომიყვნენ რომ თითქოს ეს მთები რომელიც სურათზეა შეიძინეს არაბმა ინვესტორებმა.. რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება თუმცა არ გამოვრიცხავ. http://s46.radikal.ru/i114/0908/6e/06a0bc59f058.jpg როდესაც ხელისუფლების გინებას მორჩნენ ოპოზიციაზეც ვკითხე.. მითხრეს რომ არავის იმედი არ აქვთ... მიტინგებზე რო ვკითხე იცით რაც ხდებოდა თქო მითხრეს დაახლოებით ყველაფერი ვიცითო მაგრამ რო ჩამოვსულიყავით და გვეცხოვრა იმ საკნებში უკან რო დავბრუნდებოდით ვინღა იფიქრებდა ჩვენზეო.. მოკლედ უიმედობა.. მესამე ადგილი სადაც გავჩერდი ნაკლებად იყო დასახლებული ამიტომ იქ საინტერესო არაფერი არ იყო... . ეს არის და ეს.. ჭკვიანი პოლიტიკოსი რამოდენიმე შეხვედრით მოიპოვებდა ამ ხალხის სიმპათიას... 2 დღეში უკან მივდივარ და მერე რო ჩამოვალ ფოტო მასალასაც მოგაწვდით :siriko: Edited August 11, 2009 by SHARI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 SHARI ჭკვიანი პოლიტიკოსი რამოდენიმე შეხვედრით მოიპოვებდა ამ ხალხის სიმპათიას... აბა ჭკვიანი პოლიტიკოსი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მე მგონი ყველგან მაგ დღეშია ხალხი... არავის აღარაფრის სჯერა და ყველას რაღაცის ეშინია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მიშა მაგარია. : აბა სხვა რა დამეწერა მეტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მცხეთა-თიანეთის რეგიონზე მე მკითხეთ :eshmak: განსაკუთრებით კი იქ ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობაზე. ეს მართლა სერიოზული ელექტორატია, რომელიც პირვლად გაახსენდა ქართულ ფორუმს და ნელ-ნელა მიჰყვებიან მიმბაძველები... ფაქტი კი ერთია... არსად, არავის არ მოსწონს ხელისუფლება. მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავენ მხარდაჭერას, ვინც ფინანსურად არის დამოკიდებული. (მაგალითად დევნილთა დასახლებული პუნქტების მამასახლისები და ა.შ.) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სანდროია Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავენ მხარდაჭერას, ვინც ფინანსურად არის დამოკიდებულიაი ეგეთი ხალხი უნდა დაიჭირო და დღეში ხმელი პურის და წყლის მეტი არაფერი უნდა მისცე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 SHARI შენ კაცო დასასვენებლად იყავი თუ პოლიტიკური ტური გქონდა? :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 SHARI ადგილობრივი მოსახლეობა დიდად კმაყოფილი არაა იმის გამო რომ აქტიურად მიდის სანგრების თხრააბა ამ ფორუმის მამა რომ ამბობდა სანგრებიც კი არ გაუთხრიათო? :spy: ადვილად გადასაჭრელია.. მთავარია სურვილი და მონდომება..და ფული შემდეგ მომიყვნენ რომ თითქოს ეს მთები რომელიც სურათზეა შეიძინეს არაბმა ინვესტორებმახოოო. არაბეთში მთები არ ყოფილა. ეხლა ძირში მოჭრიან მაგ მთებს და წაიღებენ :eshmak: Goddess ფაქტი კი ერთია... არსად, არავის არ მოსწონს ხელისუფლება. მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავენ მხარდაჭერას, ვინც ფინანსურად არის დამოკიდებული.პატარა შეცდომა გაქვს აქ. ხელისუფლების მოწონება და მისი მხარდაჭერა აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 Saturn პატარა შეცდომა გაქვს აქ. ხელისუფლების მოწონება და მისი მხარდაჭერა აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეებია.შენ რომელ კატეგორიაში ხარ: ა) არ მოგწონს და მხარს უჭერ თუ ბ) მოგწონს და მხარს არ უჭერ? :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 choxa შენ რომელ კატეგორიაში ხარა -ში :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 Saturn ა -შიდა თუ არ მოგწონს მხარს რატომ უჭერ, ან რატომ არ მოგწონს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 choxa და თუ არ მოგწონს მხარს რატომ უჭერ, ან რატომ არ მოგწონს?!საქართველოს ტიპის (განვითარებად) ქვეყნებში ხელისუფლების მოწონება პრაქტიკულად შეუძლებელია. როცა არ არსებობს ჩამოყალიბებული ინსტიტუტები, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანებს უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ადამიანები კი ყოველთვის უშვებენ შეცდომებს. მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ პოტენციალურ შემცვლელებში ვერაფერ სასიკეთოს ვერ ვხედავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 Saturn მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ პოტენციალურ შემცვლელებში ვერაფერ სასიკეთოს ვერ ვხედავ. ტიპიური მოქალაქეთა კავშირის წევრის პასუხია. ზუსტად ასე იძახდნენ ედიკას დამცველები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 DATA TUTASXIA ტიპიური მოქალაქეთა კავშირის წევრის პასუხია. ზუსტად ასე იძახდნენ ედიკას დამცველები.ედიკას დამცველებიც ყავდა? უბრალო ხალხიდან მე ასეთებს არ ვიცნობდი. ხო, პარტიებში არ ვყოფილვარ არასდროს :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 DATA TUTASXIA ტიპიური მოქალაქეთა კავშირის წევრის პასუხია. ზუსტად ასე იძახდნენ ედიკას დამცველები. :maladec: :eshmak: Saturn ედიკას დამცველებიც ყავდა? უბრალო ხალხიდან მე ასეთებს არ ვიცნობდი.უბრალო ხალხში ანკლებად. მიშა იყო თავის დროზე მისი თავგადაკლული დამცველი. იყო, ნამდვილად იყო ეს დრო. დამიჯერე :angel: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.