Jump to content
Planeta.Ge

კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უ


Recommended Posts

licemer

კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უნდა დაიწყოს?

 

 

 

ამ გეგმის ქართველ მარიონეტებს კი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლის დავალებას შეასრულებენ, ჯილდოდ “ხელისუფლება” ერგებათ, ოღონდ ახალი ხელისუფლება დაქვემდებარებული იქნება რუსულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე.

 

რუსული პოლიტიკის ქართველ პაიკებად განიხილებიან ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება.

 

კრემლის ინტერესების არეალში არიან: ბურჯანაძე-ბიწაძე, ფორუმი, ლეიბორისტები, თემურ შაშიაშვილი და მისი “თეთრები”, ტრადიციონალისტები, გრეჩიხები და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატორები...

 

რუსული გეგმის მიხედვით, ქართულმა პრორუსულმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ წყენა ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ დიდი რუსეთის ბოროტი ზრახვების შესასრულებლად.

 

კრემლის ახალი ანტიქართული გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი საგარეო კურსის შეცვლა და ქვეყნის რუსეთიზაციაა.

 

კრემლისა და ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინტერესები კი ერთმანეთს ემთხვევა. თუ კრემლის მიზანი საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა, ქართული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების დამხობა აქვს განზრახული.

 

ოპოზიციის ამ ნაწილის დევიზი დაახლოებით ასეთია: ოღონდ ეს ხელისუფლება არა და, თუ გინდა, წყალსაც წაუღია საქართველოს ნაციონალური ინტერესები.

 

 

 

სექტემბრამდე კი არც თუ დიდი დრო რჩება. მართალია, ზემოთდასახელებული პარტიები კატეგორიულად უარყოფენ კრემლთან რაიმე ღია თუ ფარულ კავშირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თავის დროზე გაჩეჩილაძე-გამყრელიძის დუეტიც უარყოფდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ ქართველებთან კავშირს, მაგრამ “ბერლინის ჩანაწერმა” ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

 

რა მოხდება სექტემბერში? პოლიტილოგების აზრით, საზოგადოებას აქვს არჩევანი – ან კრემლის მიერ მართული პოლიტიკოსების მოწოდებების ატაცება,

 

ან ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა საქართველოს ჟირინოვსკიზაციაზე. ან ბურჯანაძე-ბიწაძისთვის “თავისი ადგილის მიჩენა” ან ანზორ ბურჯანაძის ეპოქაში დაბრუნება.

 

 

 

 

http://droni.ge/?article_id=63&lang=geo

 

 

 

ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

 

 

ეგ ჟოაოს დაწერილი ხომ არ არის?

 

 

 

ლიციმერ ნათქვამია: მელას რას ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო(ან პირიქით). ასეა შენი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიციმერ ნათქვამია: მელას რას ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო(ან პირიქით). ასეა შენი საქმე.

მელას პონტში ვარ თუ სიზმრის...DATA TUTASXIA :ena:

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

მელას პონტში ვარ თუ სიზმრის...DATA TUTASXIA

 

მელასი :yes2: სამწუხაროდ. არ დამვორნო რა. :eshmak: :angel:

 

შენ მშვენივრად გესმის რაც ხდება, მაგრამ მიშას სიმართლე გირჩევნია მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მშვენივრად გესმის რაც ხდება, მაგრამ მიშას სიმართლე გირჩევნია მაინც.

რასაც ვხედავ იმას ვუბნობ კიდეც- ვხედავ კი იმას, რომ რადიკალები რუსებს კურტუმოს უშნოდ უთამაშებენ და ბასტა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რასაც ვხედავ იმას ვუბნობ კიდეც- ვხედავ კი იმას, რომ რადიკალები რუსებს კურტუმოს უშნოდ უთამაშებენ და ბასტა!

გამაგიჟებ მე შენ. კაცო ცალ-ცალკე რომ აიღო მიშას მთავრობა ყველას აგინებ და ერთიანობაში როგორ იქნება კარგი? ან ასეთების მიერ გატარებული პოლიტიკისა როგორ გჯერა.

 

 

ეხლა რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიცია მრავალფეროვანია და ბუნებრივია მათ შორისაც არიან მარგინალები. ესენი ითხოვენ არჩევნების ჩატარებას და არა ხელისუფლებაში უპირობო მოსვლას. ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და თუნდაც ნაცებმა გაიმარჯვონ. ან კიდევ რომ იძახით აგენტებიაო - დადეთ ფაქტები, მასალები და დაარწმუნეთ საზოგადოება რომ აგენტები არიან. მაგრამ ვაი რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. რატომღაც არ აქვს ყოვლის მცოდნე ვანოს ეგ ფაქტები. არადა რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე მთავრობასთან დაახლოებულ ერთ ადამიანს, რომელმაც ღიად მითხრა რომ არავითარი აგენტობა არ არსებობს, პროსტა პიარიაო.

 

 

რა უნდა ქნას ოპოზიციამ? როდესაც ომი იყო ღირსეულად მოიქცა ყველა,ტაიმ-აუტი აიღეს, არვითარი პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა. გაზაფხულის აქციები არ იყო საჭირო?

 

როგორ უნდა ენდო მთავრობას, რომელმაც საჩვენებლადაც კი არ დათმო უმნიშვნელო პოსტიც კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან კიდევ რომ იძახით აგენტებიაო

არასდროს არავისზე არ მითქვია აგენტია-თქო, ა რ ა ს დ რ ო ს !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

არასდროს არავისზე არ მითქვია აგენტია-თქო, ა რ ა ს დ რ ო ს !
რომ რადიკალები რუსებს კურტუმოს უშნოდ უთამაშებენ და ბასტა!

ბევრად არ გავსხვავდება აგენტებისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

საიდან სადო

მინიშნებებ ხომ აკეთებ. ეგ ტვინის გამორეცხვის ერთ-ერთი მეთოდია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...