Jump to content
Planeta.Ge

კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უ


Recommended Posts

კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უნდა დაიწყოს?

 

 

 

ამ გეგმის ქართველ მარიონეტებს კი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლის დავალებას შეასრულებენ, ჯილდოდ “ხელისუფლება” ერგებათ, ოღონდ ახალი ხელისუფლება დაქვემდებარებული იქნება რუსულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე.

 

რუსული პოლიტიკის ქართველ პაიკებად განიხილებიან ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება.

 

კრემლის ინტერესების არეალში არიან: ბურჯანაძე-ბიწაძე, ფორუმი, ლეიბორისტები, თემურ შაშიაშვილი და მისი “თეთრები”, ტრადიციონალისტები, გრეჩიხები და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატორები...

 

რუსული გეგმის მიხედვით, ქართულმა პრორუსულმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ წყენა ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ დიდი რუსეთის ბოროტი ზრახვების შესასრულებლად.

 

კრემლის ახალი ანტიქართული გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი საგარეო კურსის შეცვლა და ქვეყნის რუსეთიზაციაა.

 

კრემლისა და ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინტერესები კი ერთმანეთს ემთხვევა. თუ კრემლის მიზანი საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა, ქართული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების დამხობა აქვს განზრახული.

 

ოპოზიციის ამ ნაწილის დევიზი დაახლოებით ასეთია: ოღონდ ეს ხელისუფლება არა და, თუ გინდა, წყალსაც წაუღია საქართველოს ნაციონალური ინტერესები.

 

 

 

სექტემბრამდე კი არც თუ დიდი დრო რჩება. მართალია, ზემოთდასახელებული პარტიები კატეგორიულად უარყოფენ კრემლთან რაიმე ღია თუ ფარულ კავშირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თავის დროზე გაჩეჩილაძე-გამყრელიძის დუეტიც უარყოფდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ ქართველებთან კავშირს, მაგრამ “ბერლინის ჩანაწერმა” ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

 

რა მოხდება სექტემბერში? პოლიტილოგების აზრით, საზოგადოებას აქვს არჩევანი – ან კრემლის მიერ მართული პოლიტიკოსების მოწოდებების ატაცება,

 

ან ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა საქართველოს ჟირინოვსკიზაციაზე. ან ბურჯანაძე-ბიწაძისთვის “თავისი ადგილის მიჩენა” ან ანზორ ბურჯანაძის ეპოქაში დაბრუნება.

 

 

 

 

http://droni.ge/?article_id=63&lang=geo

 

 

 

ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

2007 წლის მერე ერთიდაიგივე ღნავილია ხელისუფლებისგან

 

ესაა ჩემი კომენტარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2007 წლის მერე ერთიდაიგივე ღნავილია ხელისუფლებისგან

მაგრამ ეს ღნავილი სიმართლესთან ძალიან ახლოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

 

 

არ არის გამორიცხული და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ერის გასამთლიანებლად? არავითარ დათმობაზე არ მიდის და ესეთი გახლეჩილი საზოგადოებით ვერაფერს ვერ ვიზამთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

სკოლაში სსრკ-ს ისტორიას ხომ სწავლობდით licemer?

იგივე მეთოდებს იყენებდნენ ბოლშევიკებიც ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. ლენინმა ჯერ ნაროდნიკები მოიძულა, მერე რსდრპ ჯერ ბოლშევი-მენშევიკებად დაყო, მერე მენშევიკებს გაუსწორდა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ესერებს გაუსწორდა, მერე ესტაფეტა ჩვენმა ზემლიაკმა იბუ სტალინმა გადაიბარა და ყველამ კარგად ვიცით როგორ ჩამოიშორა მეტოქეები.

მოკლედ ძუკუ რომ ეძახის ნაცებს ნეობოლშევიკებს მე ამაში სრულად ვეთანხმები.

 

newstudio, 2007 წლის კი არა 2003 წლის 23 ნოემბრის მერე ერთიდაიგივე ღნავილია ხელისუფლებისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უნდა დაიწყოს?

 

ამ გეგმის ქართველ მარიონეტებს კი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლის დავალებას შეასრულებენ, ჯილდოდ “ხელისუფლება” ერგებათ, ოღონდ ახალი ხელისუფლება დაქვემდებარებული იქნება რუსულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე.

 

რუსული პოლიტიკის ქართველ პაიკებად განიხილებიან ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება.

 

კრემლის ინტერესების არეალში არიან: ბურჯანაძე-ბიწაძე, ფორუმი, ლეიბორისტები, თემურ შაშიაშვილი და მისი “თეთრები”, ტრადიციონალისტები, გრეჩიხები და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატორები...

 

რუსული გეგმის მიხედვით, ქართულმა პრორუსულმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ წყენა ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ დიდი რუსეთის ბოროტი ზრახვების შესასრულებლად.

 

კრემლის ახალი ანტიქართული გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი საგარეო კურსის შეცვლა და ქვეყნის რუსეთიზაციაა.

 

კრემლისა და ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინტერესები კი ერთმანეთს ემთხვევა. თუ კრემლის მიზანი საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა, ქართული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების დამხობა აქვს განზრახული.

 

ოპოზიციის ამ ნაწილის დევიზი დაახლოებით ასეთია: ოღონდ ეს ხელისუფლება არა და, თუ გინდა, წყალსაც წაუღია საქართველოს ნაციონალური ინტერესები.

სექტემბრამდე კი არც თუ დიდი დრო რჩება. მართალია, ზემოთდასახელებული პარტიები კატეგორიულად უარყოფენ კრემლთან რაიმე ღია თუ ფარულ კავშირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თავის დროზე გაჩეჩილაძე-გამყრელიძის დუეტიც უარყოფდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ ქართველებთან კავშირს, მაგრამ “ბერლინის ჩანაწერმა” ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

 

რა მოხდება სექტემბერში? პოლიტილოგების აზრით, საზოგადოებას აქვს არჩევანი – ან კრემლის მიერ მართული პოლიტიკოსების მოწოდებების ატაცება,

 

ან ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა საქართველოს ჟირინოვსკიზაციაზე. ან ბურჯანაძე-ბიწაძისთვის “თავისი ადგილის მიჩენა” ან ანზორ ბურჯანაძის ეპოქაში დაბრუნება.

 

 

 

 

http://droni.ge/?article_id=63&lang=geo

ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

 

მიშას ჭინთვებამ "მე დამზდევენ მოსაკლავადო და საქართველოს ხელისუფლებას ებრძვისო რუსეთი" ნაყოფი გამოიღო. ეხლა დავბრუნდი პრაღიდან სადაც საერთაშორის დამოკიდებულებათა ინსტიტუტში სემინარი ტარდებოდა.

ხო და ბატონოჩემო ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება იმისათვის რომ მსოფლიო დააჯეროს იმაში რომ ომი აგვისტოში დაწყო. თუ ომი აგვისტოში დაიწყო მაშინ ვინ დაიწყო? მიშამ დაიწო.

ვის ეომებოდა? სამსვიდობოებს.

ეს გინდათ ხალხო?

ნახაევარი სააი დამჭირდა საუბარი იმის თაობაზე რომ ომი 20 წლის წინ დაიწყო და ის რომ სულ ფეხებზე ჰკიდია მიშა პუტინს. ომი თქვე დალოცვილებო საქართველოს წინააღმდეგ იყო და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. დაანებეთ რა თავი მიშასა და საქართველოს გაიგივებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება.

ფარული ფორმირება შექმნას დაააა.... http://s.rimg.info/00ee51b7501e4e4e3a44d30ce5eb384f.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, რუსეთმა მიიღო იმაზე მეტი, უკვე, ვიდრე ეს მისი სტრატეგიული გეგმით იყო გათვალისწინებული!

 

ასე, რომ უახლოეს მომავალში თავდასხმას არ ველოდები!

 

babuagiorgi

ეგრეა, ყველგან ასეთი "მაღალი" ავტორიტეტი გვაქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომი 20 წლის წინ დაიწყო და ის რომ სულ ფეხებზე ჰკიდია მიშა პუტინს. ომი თქვე დალოცვილებო საქართველოს წინააღმდეგ იყო და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. დაანებეთ რა თავი მიშასა და საქართველოს გაიგივებას.

თქვენ გგონიათ ამას ვერ ხვდებიან babuagiorgi? ხვდებიან, მაგრამ ისე აწყობთ, რადგან სხვაგვარად მიშიკოს ხელისუფლებაში შენარჩუნება არ ხერხდება.

მტრის ხატია ყველაზე ეფექტური ხერხი, რომლითაც ხდება საკუთარი უუნარობიდან და კიდევ ბევრი რამიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მტრის ხატია ყველაზე ეფექტური ხერხი, რომლითაც ხდება საკუთარი უუნარობიდან და კიდევ ბევრი რამიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.

კიდევ ერთხელ +1

 

მაგაშია მტელი უბედურება, რომ საკუთარ ჩამოშლას ამით ნიღბავენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტრის ხატია ყველაზე ეფექტური ხერხი, რომლითაც ხდება საკუთარი უუნარობიდან და კიდევ ბევრი რამიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.

დასტურ! ასე ეს, მაგრამ არა მოცემულ სიტუაციაში...Lo Janko

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ასეთ სტატიებზე და განსაკუთრებით ამ სტატიის ზეგალენის ქვეშ მოქცეულ საზოგადოებაზე ვჭედავ...

 

პირვლად არ მესმის მსგავსი პათოსი... და საერთოდ, ეს ხომ ნაცადი პოლიტიკური ხრიკია ხელისუფლების შესანარჩუნებლად...

 

 

ვინც ამ სტატიას ეთანხმებით, გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხეთ:

 

თუ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მსგავსი სტატიები წამოვიდა და დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ ყვეეელა, უკლებლივ ყველა ოპოზიციური გაერთიანება არის ფარისეველი და ფარული რუსი.. ეგეთ შემთხვევასი რას ვაკეთებთ? მეფედ გამოვაცხადებთ სააკშვილს?? მყავსო ვიღაც ნათესავი ბაგრატიონიო ისე ხომ ამბობდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...