Jump to content
Planeta.Ge

SOS! საქართველო ფაშისტურ ქვეყანას ემსგავსება


Recommended Posts

BOO

asds

 

 

შენს საყვარელ რუსეთში იფურჩქნება დემოკრატია ? და ქსენობოფია ხომ არც გაუგიათ , არა ?

რაც ამ თემაში დაპოსტა ასდს-მ ვერსად ვნახე, რომ რუსეთი მისი საყვარელი ქვეყანაა, უფრო პირიქით

ეტყობა ტექსტებს ვერ აღვიქვამ მსგავსად სხვათა, არადა ადეკვატურობაზე მაქვს პრეტენზია :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 302
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

liliko

გეთანხმები, ქართველები არაფერ შუაშია, ისევე როგორც სომხები ან აზერბაიჯანელები. შუაში სახელმწიფოა, ამ შემთხვევაში რახან საქართველოში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ - საქართველოს სახელმწიფო. ესაა მარტივი კი არადა უმარტივესი ბანალური ჭეშმარიტება და ვისაც ამის დანახვა არ უნდა ან მაგარი ბრიყვია, ანდა ანგაჟირებული.

ნუ ვიქნებით აპზე მეტი კათოლიკეები :user:

არცერთ, საკუთარ თავის პატივისმცემელ ქვეყანაში არაა წახალისებული სეპარატიზმი, არცერთი ნორმალური ქვეყანა არ მოითმენს იმას, რასაც ეს სახელმწიფო უთმენს იგივე სომხებს ახალქალაქში.

ნამეტანი დემოკრატობა მოგვდის ხანდახან სწორედ იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებადაა საჭირო და პირიქით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

ტექსტებს ალბათ ადექვატურად აღიქვამ , არვიცი,ამით არ დავინტერესებულვარ :user: მაგრამ მას რატომ დავუსვი ეს შეკითხვა , ვინც იცნობს მიხვდება .ასე რომ მოდი თვითონ მიპასუხოს შემდეგში , თუ არ გეწყინება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

მოსკოვზე მდიდარ ქალაქს ვერ ააშენებ, ვერც რუსეთზე დიდ ეკონომიკას შექმნი.......ასეა მოწყობილი მსოფლიო რუკა და აქ ვერაფერს შეცვლ

როგორი ცუდია ჩემი ამბიციები რომ არ იცით : )))

 

საქმე საქმეზე რომ მიდგეს ფინანსური და ეკნომიკური თვალსაზრისით რეგიონის წამყვანი ჰაბები შეიძლება გვქონდეს თბილისში, ქუთაისში და ფოთში ... მოაზროვნე ხელისუფლებაა მხოლოდ საჭირო ...

მანდ მარტო ენობრივი ბარიერი არ ქმნის პრობლემას, ამ ხალხს სოციალური არსებობის, კულტურის თავისებურებები დღემდე ღრმად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ყოფაში.

მაგალითად აზერბაიჯანელისთვის დაუწერელი კანონია, რომ ქალი ადრეულ ასაკში უნდა გაათხოვოს, შვიდი შვილი უნდა ჰყავდეს და მიწაზე იმუშაოს......აქ სახელმწიფო უძლურია.

დამიჯერე, ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამაზე, გრანტებიც უამრავი იხარჯება, გარკვეული პროგრესიც არის, მაგრმ ჯერ შედეგებზე ლაპარაკი ადრეა.

 

ენაზე კი რა გითხრა, ვისაც სურვილი აქვს სწავლობს, არის ამის საშუალება, ძალად კი ვერავის ასწავლი ქართულს.

ეს განათლებისა და ინტეგრაციის ხარისხის თემაა ... თუ მართლა ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა მაშინ სხვა გზა არ არის თუ არა ყველა საქართველოს მოქალაქის ინტეგრაცია საერთო ქართულ კულტურულ სივრცეში ...

 

ანუ დარეგულირებადია ეს თემები და არა გადაუჭრელი ...

და თუ ეს იმ სომეხს არ ესმის და არც უნდა რომ გაიგოს?!

აი ეგრე, არ უნდა და მორჩა!

აი ეგრე არ არსებობს ..

 

ყველა მოქალაქეს ესა თუ ის მოტივცია აქვს ამა თუ იმ გადაწყვბეტილების მიღებისას... საჭირო მოტივაციები უნდა შევქმნქათ და ამ თემას მოვაგვარებთ ...

 

რეგულაციის პროცესი დაწყებულია, ახლა მის თანმიმდევრობაზე და გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი, რადგან არსებული არაეფექტურია.

აქ ორი აზრი არ არის .. საერთოდ არ იგრძნობა რომ რამე პროგრამები მუშავდება ...

 

 

babuagiorgi

ეს ქართველები მართლა ჩათლახები ვართ თუ ამ ბოლო დროს მეჩვენება რამე?

 

"თავს ლაფი დამასხით".

ბაბუგიორგი უნდა ვთქვა რომ სამწუხაროდ იმ დღეს მართლა გამაკვირვე ერთობ აგრესიული რიტორიკით ეთნიკური უმცირესობების მიმართ და იგივეს ნუ იზავ ...

 

 

BOO

asds

 

 

შენს საყვარელ რუსეთში იფურჩქნება დემოკრატია ? და ქსენობოფია ხომ არც გაუგიათ , არა ?

კარგად ბრძანდებოდეთ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BOO

 

კარგად ბრძანდებოდეთ :user:

 

 

 

ჰო რათქმაუნდა ))))) მოსალოდნელიც იყო .

 

 

ისე კარგად ვარ, გმადლობ, ჩემზე ნუ იდარდებთ :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BOO

ვინც იცნობს მიხვდება

მიცნობ? ვითომ?

 

შენ პოსტს შესაფერისი ვერაფერი შევატყე ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

ამ ფორუმიდან არა )))

მაგრამ მართლა შეგიძლია გამცე პასუხი ? თვლი თუ არა ,რომ რუსეთში ეს პრობლემა არ დგას ,გაბუტვების და დემარშების გარეშე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BOO

ტექსტებს ალბათ ადექვატურად აღიქვამ , არვიცი,ამით არ დავინტერესებულვარ

გმადლობთ :D

choxa

ნუ ვიქნებით აპზე მეტი კათოლიკეები

არცერთ, საკუთარ თავის პატივისმცემელ ქვეყანაში არაა წახალისებული სეპარატიზმი, არცერთი ნორმალური ქვეყანა არ მოითმენს იმას, რასაც ეს სახელმწიფო უთმენს იგივე სომხებს ახალქალაქში.

ნამეტანი დემოკრატობა მოგვდის ხანდახან სწორედ იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებადაა საჭირო და პირიქით

რას გულისხმობ სეპარატიზმის წახალისებაში და ვისგან?

მაიამიში და ლოს-ანჟელესში მომიწია შემთხვევით გავლამ :D

ჰოი საოცრებავ და იცი რა ვნახე?!

ორივეგან თუ ესპანური არ იცი ინგლისურთან ერთად უბრალოდ ვერ მოხვდები სერიოზულ სამსახურში. სომხებმა კი შტატებშიც მოახერხეს, რომ ერთ-ერთ კი არადა, ყველაზე მდიდარ შტატში კალიფორნიაში, ამ ორ ენას თანდათან სომხურიც დაემატა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

როგორი ცუდია ჩემი ამბიციები რომ არ იცით : )))

 

საქმე საქმეზე რომ მიდგეს ფინანსური და ეკნომიკური თვალსაზრისით რეგიონის წამყვანი ჰაბები შეიძლება გვქონდეს თბილისში, ქუთაისში და ფოთში ... მოაზროვნე ხელისუფლებაა მხოლოდ საჭირო ...

ამბიციებს შესაძლებლობების გარეშე ოცნებები ჰქვია :user:

 

ეს განათლებისა და ინტეგრაციის ხარისხის თემაა ... თუ მართლა ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა მაშინ სხვა გზა არ არის თუ არა ყველა საქართველოს მოქალაქის ინტეგრაცია საერთო ქართულ კულტურულ სივრცეში ...

 

ანუ დარეგულირებადია ეს თემები და არა გადაუჭრელი ...

კი ბატონო, უნდა გადავჭრათ, ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ........მაგრამ ეს არაა ფაშიზმი! ამაზე უნდა შევთანხმდეთ :D

 

აი ეგრე არ არსებობს ..

 

ყველა მოქალაქეს ესა თუ ის მოტივცია აქვს ამა თუ იმ გადაწყვბეტილების მიღებისას... საჭირო მოტივაციები უნდა შევქმნქათ და ამ თემას მოვაგვარებთ ...

ვუქმნი!

ტიპი მოვიდა ერთხელ, სამსახური მინდაო, მეთქი წადი, დაიწყე ქართულის სწავლა, ორ თვეში მოდი და გარანტიას გაძლევ რომ მუშაობას დაიწყებ........არაო, ეგრე არ მინდაო.

რა მოტივაცია და რა ბებიამისისა უნდა მეტი თუ უკაცრავად არ ვიყო?!

 

აქ ორი აზრი არ არის .. საერთოდ არ იგრძნობა რომ რამე პროგრამები მუშავდება ...

შეიძლება, თუმცა ეს პიარის საკითხია უკვე და ათასი სისულელის გაპიარებას, ჯობია ეს გააპიარონ.

 

 

 

პ.ს. შესაძლებელი ყოფილა თურმე ნორმალური საუბარი და მსჯელობა, ესე რა თქვე დალოცბილებო, სულ ერთმანეთს რო ვჭამთ გამოდის რამე? :D

 

liliko

რას გულისხმობ სეპარატიზმის წახალისებაში და ვისგან?

მაიამიში და ლოს-ანჟელესში მომიწია შემთხვევით გავლამ

ჰოი საოცრებავ და იცი რა ვნახე?!

ორივეგან თუ ესპანური არ იცი ინგლისურთან ერთად უბრალოდ ვერ მოხვდები სერიოზულ სამსახურში. სომხებმა კი შტატებშიც მოახერხეს, რომ ერთ-ერთ კი არადა, ყველაზე მდიდარ შტატში კალიფორნიაში, ამ ორ ენას თანდათან სომხურიც დაემატა

აშშ-მდე რომ მივალთ განვითარებით, ჩვენთანაც ეგრე იყოს თუ გინდა , მანამდე არ გამოვა ეგ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BOO

asds

 

 

ამ ფორუმიდან არა )))

გითხრა სიახლე?

 

კუდში არ იციან ვინ ვარ და რა მინდა და მერწმუნე შენ ნამდვლად არ გეცოდინება ...

 

ისე კუდშიც უკეთესად იფიქრონ თორემ ცოცხალი რომ ვარ ეს მხოლოდ ამ ქვეყანას ვერ ააშენებს ...

 

ანუ წარმოდგენა არ გაქვს ვის ელაპარაკები BOO :2kiss:

მაგრამ მართლა შეგიძლია გამცე პასუხი ? თვლი თუ არა ,რომ რუსეთში ეს პრობლემა არ დგას ,გაბუტვების და დემარშების გარეშე

რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, აი ძალიან ბევრი .... მერწმუნე ... მათ შორის ფაშიზმის ზღვარზე მადგარი უკიდურესად აგრესიული ნაციონალიზმის და რა მერე? ჩვენ უარესები უნდა ვიყოთ?

 

მე მაპატიეთ მაგრამ რაღაც ეგეთი პონტი არ მომწონ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება ვერ შექმნის სამოთხეს იქ, სადაც სოციალურ პრობლემებს მკაცრი კლიმატი და გარემო ფაქტორები ემატება, თუმცა თავისთავად საცხოვრებლით და ნორმალური ხელფასით უზრუნველყოფაც უკვე ბევრს ნიშნავს.

სახელმწიფოზე საყვედური რომ ვთქვი არ ვგულისხმობდი რაც თქვენ დაწერეთ choxa, მე ვიცი რომ მეწყერით დაზარალებულ ხალხს ზემო აჭარიდან შეპირდნენ ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებს შევისყიდით და თქვენ გადმოგცემთ საკუთრებაშიო. სამწუხაროდ მოატყუეს. ბევრს სახლის პატრონი დაადგა თავზე და სახლის დაცლა მოსთხოვა, რადგან მათზე თანხა არ იყო გადახდილი. ამ გაწამაწიამ ბევრი დაძაბულობა შექმნა მანდ სამწუხაროდ.

ბევრმა მათგანმა სახლები შემდეგ თავისი სახსრებით შეიძინეს.

 

რაც ამ თემაში დაპოსტა ასდს-მ ვერსად ვნახე, რომ რუსეთი მისი საყვარელი ქვეყანაა, უფრო პირიქით

გეთანხმები liliko, ამ თემაში asds-ის ვეთანხმები თითქმის ყველაფერში.

ჩემთვის ნებისმიერი სახის ქსენოფობია მიუღებელია, გინდ ეს ეთნიკურ ნიადაგზე იყოს გინდ სხვა რამეზე.

ის, რომ არც სხვა ქვეყნები არიან ამ მხრივ ანგელოზები არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მწვანე შუქია ანთებული.

დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადვილია ქვენა გრძნობებზე თამაში და განტევების ვაცად ეთნიკური უმცირესობების გამოყვანა.

იმედი მაქვს ეს არ მოხდება და ვეთანხმები asds-ს ამაზე გაჩუმება და მიყრუება კი არა, მსჯელობაა საჭირო და საფრთხის ნათლად გაცნობიერება.

რუსეთში ქსენოფობია რომ ყვავის ზუსტად ესაა რაც ადრე თუ გვიან დაანგრევს მაგ ბოროტების იმპერიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ვუქმნი!

ტიპი მოვიდა ერთხელ, სამსახური მინდაო, მეთქი წადი, დაიწყე ქართულის სწავლა, ორ თვეში მოდი და გარანტიას გაძლევ რომ მუშაობას დაიწყებ........არაო, ეგრე არ მინდაო.

რა მოტივაცია და რა ბებიამისისა უნდა მეტი თუ უკაცრავად არ ვიყო?!

სლეებს ძმაო ეროვნება არ აქვთ ... უბრალოდ სლე იყო ეგ ვიღაცა ...

 

ამაშია ჩვენი ქვეყნის უბედურება ზუსტად რომ ვერ მოვახერხეთ ისეთი სახემწიფო სისტემის შექმნა რომ ქართული ენის ცოდნა თავი და თავი იყოს ყველაფრის ..

 

წეღან შემთხვევით არ დავწერე ენა გვაერთიანებს მეთქი ... ენა უნდა გვაერთიანებდეს და ეს ძალიან კონკრეტულად მიღწევადი საქმეა ..

 

აი ის იდიოტი შენთან რომ მოვიდა და ენის სწავლა დაიზარა ვფიქრობ დღეს უკეთესი ქართულით ლაპარაკობს ვიდრე შენთან მოსვლამდე თუ ჭკუათმყოფეია რათქმაუნდა ..

 

სახემწიფო სისტემა გვჭირდება ადეკვატური და მერწმუნე ქართულ ენაზე ილაპარაკებს ამ ქვეყნის 100% და იამაყებს კიდეც იმით რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უნიკალურ ენაზე ლაპარაკობს და წერს .. ნამდვილად საამაყოა და იმიტომ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

აშშ-მდე რომ მივალთ განვითარებით, ჩვენთანაც ეგრე იყოს თუ გინდა , მანამდე არ გამოვა ეგ

ჩვენს ვაი-ხელისუფლებას შტატებისადმი სხვა მიდგომა აქვთ.

ამ შეთხვევაში კი ტუტ ხაჩუ, ტუტ ნე ხაჩუ პრიციპი არ გამოდგება :user:

Lo Janko

გეთანხმები liliko, ამ თემაში asds-ის ვეთანხმები თითქმის ყველაფერში.

ჩემთვის ნებისმიერი სახის ქსენოფობია მიუღებელია, გინდ ეს ეთნიკურ ნიადაგზე იყოს გინდ სხვა რამეზე.

ის, რომ არც სხვა ქვეყნები არიან ამ მხრივ ანგელოზები არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მწვანე შუქია ანთებული.

დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადვილია ქვენა გრძნობებზე თამაში და განტევების ვაცად ეთნიკური უმცირესობების გამოყვანა.

იმედი მაქვს ეს არ მოხდება და ვეთანხმები asds-ს ამაზე გაჩუმება და მიყრუება კი არა, მსჯელობაა საჭირო და საფრთხის ნათლად გაცნობიერება.

რუსეთში ქსენოფობია რომ ყვავის ზუსტად ესაა რაც ადრე თუ გვიან დაანგრევს მაგ ბოროტების იმპერიას.

:maladec: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როგორ არ იციან, ნეულავიმი ჯო არისო ასე მითხრეს

ნაჩიტ იციან :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...