newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 . რაც უნდა კარგად იმუშაოს ომბუდსმენმა, საკმარისია ერთი სფერო უყურადღებოდ დატოვოს, რომ ეს უკვე დიდი წარუმატებლობა იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი პოლიტიკური მოსაზრებების გამო იდევნება. სახალხო დამცველს, რომელიც ნახავს, რა სასტიკად არის ნაცემი ამირან ბიწაძე, არა აქვს დუმილისა და ზედაპირული განცხადებების გაკეთების უფლება. როგორ ფიქრობთ, საკმარისი იქნება, ვთქვა, ო, რა მხეცურად მოიქცა ვიღაც ცუდი ადამიანი, მოვითხოვ ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიოს პროკურატურამ-მეთქი? მე ხომ ვიცი, რომ ამ საქმეს არავინ გამოიძიებს? ისევე როგორც შარშან ვიცოდი, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმე გაუხსნელი დარჩებოდა. როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი წელია გასული და საქმეს ისევ იძიებენ! შავაძე ხელისუფლებამ მოკლა და როგორ ფიქრობთ, მკვლელი საქმეს გამოიძიებს? როდესაც 21 მაისის არჩევნების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა 20-ზე მეტ კაცს სცემეს, შეუძლებელია სახალხო დამცველმა ამას არ დაარქვას სახელი, ეს სახელი კი ერთია - პოლიტიკური დევნა! თუ ასეთი დანაშაულების მხილებას სახალხო დამცველი მოერიდება, ის ვერ შეძლებს თავისი უმთავრესი ამოცანის შესრულებას. http://www.ambebi.ge/samartali/8633-qshava...moidziebsq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 newstudio სუბარმა შავაძე ხელისუფლებამ მოკლაო ვინ იყო ეგ შავაძე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ვინ იყო ეგ შავაძე?თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, ბათუმში 16 აგვისტოს სპეცრაზმელებმა ქუჩიდან აიყვანეს. რამდენიმე საათში როინ შავაძის ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. მოგვიანებით შავაძის სხეულზე ოჯახის ახლობელმა ექიმმა 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება აღმოაჩინა. ოფიციალური ვერსია ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავება იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავდა, რომ დაკავებული თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს და მისი ლიკვიდაციაც ამ დროს მოხდა. ეს არის ვერსია, რომელიც გამოძიების მასალებშიც წერია, თუმცა შავაძის ისტორიის უფრო საინტერესო ნაწილი ის არაოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც მისი აყვანისა და სიკვდილის წუთებიდან ბათუმში ვრცელდებოდა - სამშობლოს ღალატი. შავაძის ოჯახს და მის მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ, თუნდაც იმიტომ რომ ამის დამამტკიცებელი არცერთი საბუთი არ უნახავთ. როინ შავაძე, როგორც ირკვევა, თავდაცვის სამინისტროს ბევრჯერ ჰყავდა გაგზავნილი საიდუმლო დავალებაზე, ის იყო დაზვერვის სამსახურის ეგრეთ წოდებული ”ჯე-2”-ის მზვერავი, და როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხშირად დადიოდა როგორც ცხინვალში ასევე აფხაზეთში. შესაბამისად ფლობდა ბევრ საიდუმლო ინფორმაციასაც. საომარი მოქმედებების დროს შავაძე 14 აგვისტომდე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობას უკავშირდება - როინ შავაძეს მკვლელობის წინა ღამეს სახლში კუდის თანამშრომელმა, გიორგი ჩიქოვანმა იგივე “მაიმუნამ” მიაკითხა და შავაძე უშიშროებაში წაიყვანა. ციცინო შავაძე ყვება, რომ იქიდან მისი მეუღლე აღელვებული დაბრუნდა: - “ნეტა, ხომ მარ მომკლავენ?”, - უკითხავს რომან შავაძეს მეუღლისთვის. გიორგი ჩიქოვანი, იგივე “მაიმუნა”, თავის დროზე ასლან აბაშიძის დაცვაში მუშაობდა, 2007 წელს ის სკანდალში 23 წლის გოგონას სასტიკად გაუპატიურების გამო გაეხვა სკანდალში, რის შემდეგაც გარკვეული დროით ”მაიმუნა” დაკავებულიც იყო, თუმცა ის სასამართლომ მოგვიანებით დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ბათუმში ამბობენ, ”მაიმუნა” დღესაც კუდის სპეცრაზმელია. ვინ მოკლეს სამართალდამცველებმა - სამშობლოს მოღალატე თუ მზვერავი, რომელსაც შესაძლოა ბევრი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ კაცზე ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდა ხელისუფლებას. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა სრულიად საპირისპირო ინფრომაციას აწვდის საპარლამენტო კომისიას: - “შავაძეს თავდაცვის სამინისტროში პრობლემები არ ჰქონია ... ვერ ვიტყვი რომ ეს კაცი ქვეყნის დამაქცევარი იყო”. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კი შავაძე ბრალოდ ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული ეჭვმიტანილია. ბათუმში შავაძის თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბათუმელებში ერთი შეკითხვა გამუდმებით ტრიალებს - რატომ კლავენ ადამიანებს ქუჩაში მაშინ, როდესაც მათი დანაშაული სასამართლოს არ დაუმტკიცებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 და მოკლა იმ ტიპმა, ქალის გაუპატიურებაშI რომ იყო ბრალდებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 lasha1997 ვინ იყო ეგ შავაძე?ეგ შავაძე როგორც მახსოვს ოფიცერი იყო. ბათუმში ცხოვრობდა. რუსებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს( შეიძლება სიმართლეც იყო) მერე ნიღბიანებმა სახლიდან გაიტაცეს და ვითომ გაქცევის მცდელობისას მოკლეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) licemer თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, ბათუმში 16 აგვისტოს სპეცრაზმელებმა ქუჩიდან აიყვანეს. რამდენიმე საათში როინ შავაძის ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. მოგვიანებით შავაძის სხეულზე ოჯახის ახლობელმა ექიმმა 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება აღმოაჩინა. ეგ ის არის არა,ტელეფონში რაღაც ნომრები რომ უპოვნეს თუ სხვაა? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ კაცზე ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდა ხელისუფლებას. აჰა.ე.ი. ბლუყუნამ ეგ სთქვა და ომში მაინც გაუშვეს არა.ვაი თქვენს პატრონს? Edited August 11, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ეგ ის არის არა,ტელეფონში რაღაც ნომრები რომ უპოვნეს თუ სხვაა?მაგია, ჩემო დიტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 lasha1997 აჰა.ე.ი. ბლუყუნამ ეგ სთქვა და ომში მაინც გაუშვეს არა.ვაი თქვენს პატრონს?არა ლოგიკაშI აშკარად იჭრებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) licemer მაგია, ჩემო დიტო მახსოვს იქით აქტივისტები იძახდნენ რაღაც ინფორმაციები მიაწოდა რუსებსო და მოღალატე იყოო.კანონი სანამ არ იმუშავებს,არაფერი გვეშველება. newstudio არა ლოგიკაშI აშკარად იჭრებიან ვინა კაცო ჩვენი გივიკო? : Edited August 11, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 lasha1997 მახსოვს იქით აქტივისტები იძახდნენ რაღაც ინფორმაციები მიაწოდა რუსებსო და მოღალატე იყოო.სასამართლოს გარეშე ეს უბრალოდ ლაყბობა და ბინძურუ ჭორებია, ეს ჯერ დაჟე მიშას სასამართლოსაც არ დაუმტკიცებია...ხოლო მისი მკვლელი კი დადის თავისუფლად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 newstudio სასამართლოს გარეშე ეს უბრალოდ ლაყბობა და ბინძურუ ჭორებია, ეს ჯერ დაჟე მიშას სასამართლოსაც არ დაუმტკიცებია...ხოლო მისი მკვლელი კი დადის თავისუფლად!უდანაშაულობის პრეზუპცია საერთოდ იცის ამ ხალხმა რას ნიშნავს? "მაიმუნა"( ნასამართლევი კრიმინალი ძალოვან სტრუქტურაში) კი არის მშვენივრად - დიახ ვეთანხმები სოზარს, შავაძე მოკლა ხელისუფლებამ იმიტომ რომ რაღაც იცოდა ამ კაცმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 მოკლედ თქვენ გამაგიჟებთ,არავინ მოკლათო,არავინ დააპატიმროთო,არავინ სცემოთო-აბა,რისთვის უნდათ ძალაუფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 kisa "მაიმუნა"( ნასამართლევი კრიმინალი ძალოვან სტრუქტურაში)ეს ის მაიმუნაა, ქალი რომ შემოეუპატიურა და არათუ გამოუშვეს, პოლიციიდანაც არ დაითხოვეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ კაცზე ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდა ხელისუფლებას. აჰა.ე.ი. ბლუყუნამ ეგ სთქვა და ომში მაინც გაუშვეს არა.ვაი თქვენს პატრონს?მეც მაგას მივაქციე ყურადღება lasha1997, კაცი შპიონაჟში იყო შემჩნეული და ომში საგანგებო დავალებებს ასრულებდა. ეგ ბაიკა გივიმ ნაცებს ჩამოკიდოს ყურებზე. ეგ ის არის არა,ტელეფონში რაღაც ნომრები რომ უპოვნეს თუ სხვაა?მაგია, ჩემო დიტოlicemer ეს არის სასაცილო თავისმართლება (იგულისხმება ხელისუფლება) ე.წ. გრუზინული, კაცური ანგარიშწორების გასაპრავებლად. ბიჭებს ცხელ გულზე შემოაკვდათ მოღალატეო ამასაც ამბობდნენ. სოზარი აბსოლუტურად მართალია, მაგრამ რას იზამ ამ ქვეყანაში სიმართლისტობა რადიკალურობის სინონიმია. Edited August 11, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 Sakartwelo მოკლედ თქვენ გამაგიჟებთ,არავინ მოკლათო,არავინ დააპატიმროთო,არავინ სცემოთო-აბა,რისთვის უნდათ ძალაუფლება? ვახ.......................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.