newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 lasha1997 დამიძახეთ ერთი ექსპერტებს ამ დარგში.ნუ ცხადია, რომ ბიუჯეტს კრიზისი იმიტომ არ ეტყობა რომ ვალებს ვალებზე იღებენ თორემ ეკონომიკას დედა აღარ ყავს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 newstudio თორემ ეკონომიკას დედა აღარ ყავს! ეკონომიკა არა აქვს საქართველოს მეთქი.ეს ყველაფერი ვალების ხარჯზე კეთდებოდა და ამ ვალებს გადახდა რომ უნდა ის ავიწყდებათ.შეიძლება იციან კიდეც,მაგრამ მაგ დროს ესენი აღარ იქნებიან და ასწრებენ რა ფულის შოვნას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2009 http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10417&ct=18 საგარეო ვალი ერთ წელიწადში 53%-ით გაიზარდა გაზეთი ``ბანკები და ფინანსები`` მთავრობა წელს უცხოური სესხების აღებას კვლავ გეგმავს გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით თანხებს მიიღებს. კერძოდ სსფ-ს პროგრამის ფარგლებში საქართველო 423,5 მლნ. აშშ დოლარის სესხს მიიღებს, რომლის გამოყენება საქართველოს როგორც სავალუტო რეზერვების, ასევე ფისკალური ხელშეწყობისა და საგადამხდელო ბალანსის შესავსებად შეუძლია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2011 წლის ივნისამდე სავალუტო ფონდისგან დამატებით 420 მილიონი უნდა მიიღოს. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, მან საქართველოს ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. თანხა იმ მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უნდა დაიხარჯოს, რომლებიც აგვისტოს ომის დროსა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სესხი 32 წლის ვადით გამოიყო, საპროცენტო განაკვეთი წლიურ 1, 6 პროცენტს შეადგენს, საშეღავათო პერიოდი კი რვა წლით არის განსაზღვრული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 5 145 973 000 ლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს იგივე მაჩვენებელი 3 341 761 000 ლარი იყო, ხოლო ამ წლის ივნისის ბოლოს _ 4 849 311 000 ლარი. თუკი საგარეო ვალის 31 ივლისის ოფიციალურ მონაცემს დავუმატებთ სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილ ახალ სესხებსაც, მივიღებთ, რომ საგარეო ვალი 5 894 248 000 ლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. საგარეო ვალის მნიშვნელოვნად ზრდა გასული წლის აგვისტოს მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის აღებულმა კრედიტებმა გამოიწვია. ამას ემატება 2008 წელს 500 მლნ. დოლარის კრედიტი, რომელიც საქართველომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აიღო. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ მთლიან დავალიანებას, მისი ნაშთი 2,026 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის მსოფლიო ბანკი 1,133 მლრდ. დოლარი; ევროგაერთიანება _ 49,956 მლნ. აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი _ 13,994 მლნ. აშშ დოლარი; საერთაშიროსო სავალუტო ფონდი _ 642,349 მლნ. აშშ დოლარი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი _ 28,057 მლნ. აშშ დოლარი; აზიის განვითარების ბანკი _ 158,519 მლნ. დოლარი. 2009 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთი 8,029 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.500 მილიონი ლარის ევროობლიგაციები მთავრობამ შარშან გამოუშვა, რომელიც უცხოურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს. ამ სესხის გადახდის დრო ბიუჯეტს 2012 წლიდან დაუდგება. ახლა ევროობლიგაციებით წარმოქმნილი ვალი უკვე 830 მილიონ ლარს აღწევს. სიდიდით მესამე კრედიტორი სავალუტო ფონდია. დანარჩენი თანხა კი ბიუჯეტს რამდენიმე ათეული ქვეყნისთვის აქვს გადასახდელი. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგარეო ვალი წელს შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუმცა ამაში საფრთხეს ვერ ხედავენ. საგარეო ვალის მასშტაბები ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით კი ბიუჯეტის დასაფინანსებლად აღებული სესხები ფასდება უარყოფითად. მთავრობის მიერ ამ მიზნით აღებულ სესხებს ყველაზე მკაცრად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კახა ბენდუქიძე აფასებს. მისი აზრით, ვალის აღებას აჯობებს, მთავრობამ რეზერვები ბიუჯეტში გამონახოს, კერძოდ, ყველაზე მეტი, მილიარდი, სულ ცოტა კი ნახევარი მილიარდი ლარის რეზერვი არსებობს, რომლის დაზოგვა შეიძლება. ``ბოლო პერიოდში საგარეო ვალმა ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ ქვეყანას შეიძლება გაუჭირდეს მისი გადახდა. ეკონომიკა კარგად ვეღარ იმუშავებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გაიზარდოს გადასახადები, რაც ეკონომიკას უკან დასწევს,`` _ აცხადებს ბენდუქიძე. საგარეო ვალის ზრდას სახელმწიფო სტრუქტურებში ძირითადად რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორისაა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი და აგვისტოს მოვლენების შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თუ ქვეყნებიდან მიღებული ახალი კრედიტები. მთავრობა კი სახელმწიფო ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ კრიზისის დროს ეს ბუნებრივი მოვლენაა და საგარეო ვალების აღება ყველა ქვეყანას დასჭირდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, საგარეო ვალის მნიშვნელოვნად ზრდა არ უნდა ჩათვალოს არასწორ პოლიტიკად, თუმცა ფაქტია, რომ ეს ვალი, როცა დრო მოვა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს. მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საგარეო ვალი მაღალი ტემპებით იზრდება, არამედ იმაში, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი არაკვლავწარმოებად სექტორებში იხარჯება, მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. აღებული ვალით კი ჩვენი მოქალაქეების მიერ ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვები ხორციელდება. გამოდის, რომ საქართველო აღებული ვალით სხვა ქვეყნებს და მათ წარმოებებს აფინანსებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2009 http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11776&ct=18 საქართველოს შიდა და საგარეო ვალი იზრდება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 საბანკო სექტორის ვალი კი შემცირდა ქვეყნის შიდა და საგარეო ვალი იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით 7 მილიარდ 781 მილიონი ლარია. ამ მონაცემებში სამთავრობო სექტორის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის საგარეო ვალდებულებებია გათვალისწინებული. აქედან 2 მილიარდ 325 მილიონი დოლარი სამთავრობო სექტორის ვალია, 647 მილიონი დოლარი – ეროვნული ბანკის, 1 მილიარდ 621 მილიონი დოლარი კი საბანკო სექტორის. 2009 წლის მეორე კვარტალში 64 მილიონით გაიზარდა კერძო სექტორის უცხოური ვალდებულებები. თუმცა, შემცირდა საბანკო სექტორის ვალი. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ვალს – ბიუჯეტს წინა ხელისუფლების დროიდან 675 მილიონი ლარის ვალდებულება მოჰყვება, 2009 წლის 5 ატვისტოდან კი მთავრობამ ახალი შიდა ვალის აღება დაიწყო და ამ მიზნით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები - სახაზინო ვალდებულებები გამოუშავა. წლის ბოლომდე 280 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდის გამოშვება იგეგმება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted October 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2009 აბა თქვენ გეგონათ ის 4,5 მილიარდი გვაჩუქეს ომის მერე?ამერიკის 1 მილიარდი იყო დახმარება და საჩუქარი, დანარჩენი სესხია,მრავალწლიანი და შეღავათიანი,მაგრამ სესხი. საგარეო სესხი მშპ-ეს 30%-ის ფარგლებში დასაშვებია და საჭიროც კია , ჩვენნაირი ქვეყნისათვის, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.