Jump to content
Planeta.Ge

მეთიუ ბრაიზა ისევ და ისევ)))...


Recommended Posts

მოსკოვს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

~ამ შეთანხმების მიხედვით მოსკოვს უნდა გაეყვანა საკუთარი საჯარისო ნაწილები და უნდა შეემცირებინა მათი რაოდენობა იმ მდგომარეობამდე, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტომდე იყო, თუმცა, მივიღეთ საწინააღმდეგო, მან საჯარისო ნაწილები უფრო გაზარდა და უფრო აგრესიულად ახალგორში განალაგა~, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

 

მისივე თქმით, ბუშის მსგავსად პრეზიდენტი ობამაც მუდმივად აკეთებს საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს რუსულ მხარესთან ურთიერთობებში და მუდმივად აყენებს საკითხს რუსული ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. აღარ შეგვეშვება ეს კაცი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ეგ აზერბაიჯანში არ არის ეხლა?

ხო როგორც მახსოვს ელჩად გაუშვეს

 

მარა აქაც ერთ ამბავშია როგორც ჩანს)))

 

მან საჯარისო ნაწილები უფრო გაზარდა და უფრო აგრესიულად ახალგორში განალაგა~, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

უბრალოდ ეს არ მომწონს

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა დღეს ამერიკის საელჩოში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს _ ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას ცალ-ცალკე შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე თავისი პარტიის მხარდამჭერის ამირან ბიწაძის გატაცების საკითხზე ისაუბრეს. ბურჯანაძე ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

„კონკრეტულად საუბარი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო შესაძლობების გაფართოვებაზე, აგრეთვე, რა საშუალებები არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხრიდან, რომ მათი მოქმედებები არ შეწყდეს ეუთოს და გაეროს სადამკვირვებლო მისიების გასვლის შემდეგ“, _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

 

ბრაიზას თქმით კი, ამავე დროს შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტზეც.

 

„მეც იგივეს გავიმერებ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიის განვითარება. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე ცალკეულ პოლიტიკოსს ოპოზიციაში ან ხელისუფლებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ირაკლი ალასანიასთან ვისაუბრეთ კონფლიქტების თემაზე. როგორც შტატების ხელისუფლების წარმომადგენელი, მოხარული ვარ ის ამ შეხვედრებში რომ მონაწილეობს და კარგია რამდენიმე დღეში მერაბიშვილს რომ შეხვდება. მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა, რათა აღარ იყოს ძალადობა საზოგადოებაში“, _ განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

 

ბრაიზა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

 

http://www.medianews.ge/geo/news/48365.html

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რათა აღარ იყოს ძალადობა საზოგადოებაში“, _ განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

საზოგადოებაში ძალადობაო?

მხედველობაში რა ქონდა ნეტა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მან საჯარისო ნაწილები უფრო გაზარდა და უფრო აგრესიულად ახალგორში განალაგა~, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

უბრალოდ ეს არ მომწონს

ტყუილია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ აზერბაიჯანში არ არის ეხლა?

კი newstudio, აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩია, მაგრამ როგორც ეტყობა კავკასიის განაბის პოსტსაც ითავსებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო აშშ-სთვის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ბათუმში სტუმრობისას განაცხადა.

 

„საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, მის ტერიტორიაზე გადის მილსადენები. საქართველო იმედის მომცემი ქვეყანა გახდა, რომელიც დემოკრატიის მშენებლობისკენ ისწრაფვის და თან წარმატებებს აღწევს. დღეს ჩვენ ვართ პარტნირები და თანასწორნი“, - აღნიშნა ბრაიზამ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბრაიზა საპატიო მედლით დააჯილდოვა. მეთიუ ბრაიზას მიხეილ სააკაშვილმა „ოქროს საწმისი“ ამერიკა-საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეწყობისა და ამ ურთიერთობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადასცა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. დაგვცინის ეს ჩემისა

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეთიუ ბრაიზამ

რა ცოდვა გვაქვს ასეთი, ეს კაცი ვერ მოვიშორეთ.

 

კი newstudio, აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩია, მაგრამ როგორც ეტყობა კავკასიის განაბის პოსტსაც ითავსებს.

http://www.clicksmilies.com/s1106/cool/cool-smiley-010.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალ ბრაიზაზე, ანუ ქალბატონ თინა კაიდანოვზე რა აზრის ხართ?

Bryza’s successor Tina S. Kaidanow has worked for U.S. diplomatic mission in Kosovo for two years and as Deputy Chief of U.S. mission in Sarajevo for three years.

მეზობელ ფორუმზე დიდი გარჩევები იყო მისი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ.ებრარლობას, ალბანელობას აბრალებდნენ, ოსობას და სხვას.

მე როგორც ვიცი რუსეთში არის ასეთი გვარი. ხოლო კაიდანოვსკი კი ცნობილი მსახიობი იყო, სტალკერში თამაშობდა მთავარ როლში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...