newstudio Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთზე საქართველოს განმეორებით თავდასხმას არ გამორიცხვას და აფრთხილებს თბილისს, რომ ძალის ენით საუბარი უპერსპექტივოა, - ამის შესახებ "იტარ-ტასი" იტყობინება. "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფრის გამორიცხვა შეიძლება. გასული წლის მოვლენებიდან უნდა ესწავლათ, რომ ძალის პოზიციიდან საუბარი უპერსპექტივოა~, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორც ჩანს რუსეთს ჯერ ბოლომდე არ უთქვია უარი საქართველოსთან ომზე... პ.პ.ს. კაი ჩიტსაც დაიჭერენ..... მამუკა არეშიძე სწორს ამბობს ლენტა.რუსთან ინტერვიუში, შარშან ომი ქართულ საზოგადოებას მოულოდნელად დაატყდა თავს, წელს გაცილებით მომზადებულები ვართ მორალურად, და ბევრიც იარაღს აიღებს!!! http://lenta.ru/conf/areshidze/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 newstudio პ.ს. როგორც ჩანს რუსეთს ჯერ ბოლომდე არ უთქვია უარი საქართველოსთან ომზე... შენ მაინც რაგჭირს? შინაარს ვერ იგებ თუ ძალით ამახინჯებ შინაარსს. ამბობს მიშას ხელშიო ყველაფერიაო მოსალოდნელი და არა მე ჯერ ბოლომდე არ მითქვიაო უარი საქართველოსთან ომზე. ისეთ სათაურს მისცემთ თემებს, რომ გული გაგისკდება კაცს. კარგით რა არ გეყოთ ომის რიტორიკა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 DATA TUTASXIA შინაარს ვერ იგებ თუ ძალით ამახინჯებ შინაარსს. ამბობს მიშას ხელშიო ყველაფერიაო მოსალოდნელი და არა მე ჯერ ბოლომდე არ მითქვიაო უარი საქართველოსთან ომზე.აბა იმას ხომ არ იტყვის ჩვენ გვინდა ომიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 ჩვენ სწორი პოლიტიკით თუ ძალიან მოვინდომებთ არ მოხდება ომი. შარშან ამ დოსაც შეგვეძლო თავიდან აცილბა მონდომების შემთხვევაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Gegius შარშან ამ დოსაც შეგვეძლო თავიდან აცილბა მონდომების შემთხვევაში.+1 პ.ს. მარა ესე იგი შენ რაან მასე ფიქრობ რუსეთუმე ხარ :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 რუსეთი ძალიან ძლიერია, ქართული არმია კი ძალიან სუსტი იმისთვის, რომ ე.წ "რევანშისტმა" პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ახალი ომის გაჩაღება გაბედოს, - წერს გერმანული "Frankfurter Allgemaine~. აქვე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანა ქართველი ლიდერისთვის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. გამოცემა წერს, რომ რუსული მხარის მხრიდან პროპაგანდისტული თამაშის მიზანია, წარმოადგინოს სააკაშვილი, როგორც ომის გამოუსწორებელი "წამქეზებელი". "ნატოსა და ამერიკის განცხადება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი - სუსტი ნუგეშია. თუ ნატოს წევრობა დაეხმარება საქართველოს, გათავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან, თბილისი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება ფორმალური უარი თქვას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. თუმცა, როგორც ჩანს, არც ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში ამისთვის მზად არ არის~, - წერს "Frankfurte Allgemaine". სტატიის ავტორის წერილის თანახმად, იმისათვის, რომ დაძაბული ვითარება შეიარაღებულ შეტაკებებში არ გადაიზარდოს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "შესაძლოა ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ომის წლისთავზე და მის შემდეგაც სიმშვიდე იქნება", - ნათქვამია სტატიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 newstudio აბა იმას ხომ არ იტყვის ჩვენ გვინდა ომიო გასაგებია, მაგრამ როცა იტყვის მაშინ ვაგინოთ. უბრალოდ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას. და შენ მაინც ნუ აყვებია ასეთ პროპაგანდას. გამოვიდა პაატა დავითაია და ატეხა ერთი ამბავი, არიქა რუსებს ჯარიშემოყავთ და ომს აპირებსო. იქით ფელგენგაუერმა შეგვიკიკინა, ყოველ აგვისტოს თვეში ომით გვემუქრება, კიდევ ის პუტინის ყოფილი მრჩეველი რომ იყო..... მოკლედ რა ვის როგორც უნდა ისე ატრიალებს რეალობას. დაანერვოზეს ხალხი. გონიერი კაცი ხარ დეპრეს და იმას უნდა ხვდებოდე რომ ასეთ ისტერიაში მარტო სააკაშვილია მოგებული. ხალხის აგრესია მარტო რუსეთის მიმართ კია არა -ამ ნაძირალა ხელისუფლების მიმართაც უნდა იყოს მიმართული. ვერ ხედავ ამ ავანტიურიდან მიშა მშრალი გამოდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 მე არასდროს დამიფარავს ჩემი პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაცია :ravic: ასებობენ ძალები რომლებიც გვიბყრობენ აგრესიით და არსებობენ ძალები რომლებიც ენის მოთაფვლითა და ძირის მზაკვრული გამოთხით. მერწმუნეთ ეს უკანასკნელი უფრო საშიშია და ამ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთი. სწორად თუ ვითამაშებთ გლობალურ პოლიტიკაში ვერავინ გადაგვყლაპავს, არა და ვერც ომი და ვერც ბაქი-ბუქი ჩვენ ხეირს ვერ დაგვაყრის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Gegius ასებობენ ძალები რომლებიც გვიბყრობენ აგრესიით და არსებობენ ძალები რომლებიც ენის მოთაფვლითა და ძირის მზაკვრული გამოთხით. მერწმუნეთ ეს უკანასკნელი უფრო საშიშია და ამ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთი.ვერავინ ჩვენ ვერ დაგვიპყრობს თუ ყველაფერზე წინ ჩვენს ინტერესებს დავაყენებთ. მაგრამ, სამწუხაროდ ამ მთავრობისთვის, საქართველოს ინტერესები მხოლოდ მეორეხარისხოვანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 სახელმწიფოებრიობას უნდა განსაზღვრადეს ეროვნული ინტერესები, ესაა ნაციონალიზმის მთავარი და ძირეული პრინციპი. ყველაზე ჯანსაღი და სწრი პოლიტიკის. ერის ნება უნდა იყოს უზენაესი კანონი, სწორედ ესაა დემორატიაც და ეროვნული სახელმწიფოს არსიც. დღეს დღეობით ქართული პოლიტიკა ონანიზმია და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 DATA TUTASXIA ვერავინ ჩვენ ვერ დაგვიპყრობს თუ ყველაფერზე წინ ჩვენს ინტერესებს დავაყენებთ.+1 მერწმუნეთ ეს უკანასკნელი უფრო საშიშია და ამ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთი.მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 (edited) ევროინტეგრაცია მგლის ხროვაში ცხვრების ფარის შერეკვას მაგონებს. Edited August 9, 2009 by Gegius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Gegius ევროინტეგრაცია მგლის ხროვაში ცხვრების ფარის შერეკვას მაგონებს.და რა ლოგიკით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 იმ ლოგიკით რომ თვალები მაქვს და ვხედავ რას უქადის საქართველოს გადავარებულ ევროპასთან და კოსმპოლიტურ დასავლეთთან ინტეგრაცია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 (edited) რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი „კრემლი რუ" დიმიტრი მედვედევის მიერ ნიკოლა სარკოზისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. მედვედევი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩართვა სააკაშვილის მიერ გაღვივებულ აგრესიაში იყო ეფექტური და შედეგიანი. ამბობს, რომ 12 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიღწეული შეთანხმებები ამიერკავსკასიის მოქმედებეთა კოდექსად იქცა. „რუსეთმა ჯერ კიდევ ოქტომბერში შეასრულა ამ დოკუმენტით აღებული ყველა ვალდებულება. გული მწყდება, რომ არ შედგა შეთანხმებული პარამეტრებით გაეროს და ეუთოს მისიების მუშაობა რეგიონში. ცხადია რომ სააკშვილის ავანტიურული პოლიტიკის გამო კავკასიაში ახალი გეოპოლტიკური სიტუაცია შეიქმნა, სადაც რთულია იგნორირება გაუკეთო 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოს. სერიოზულად შემაშფოთებელია ქართული მხარის მოქმედება. ისინი არ წყვეტენ მუქარას ძალსიმიერი მეთოდით აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა. ამ კონტექსტში ყველა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს მიაწოდოს საქართველოს შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა." - ეს არის ციტატა დიმიტრი მედვედევის წერილიდან. http://itv.ge/?p=19124 Edited August 9, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.