Jump to content
Planeta.Ge

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო დღეს აირჩევს


Recommended Posts

‘’მემარჯვენეებმა’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად გიორგი ჭანტურიას დანიშვნა შეაფასეს

 

’ახალმა მემარჯვენეებმა’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი ჭანტურიას დანიშვნა შეაფასეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღევანდელი გადაწყვეტილებით ღიად ჩამოერთვა საზოგადოებას.

ფიქრია ჩიხრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოიყვანა ასევე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც 10-17 ივლისს თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მედიის ნდობის ფაქტორს შეეხებოდა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს თბილისის მასშტაბით ‘’კავკასიას’’, ხოლო ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’-ს 16%, ‘’იმედს’’- 15%, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 %.

‘’ეს ციფრები მიუთითებენ იმაზე როგორ მუშაობდა აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამწუხაროა, რომ სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან ვერც ერთი ვერ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც გაბედავდა და ხმას სხვა კანდიდატს მისცემდა’’, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოაცხადა დემოკრატიის ახალი ტალღა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებს მედიის თავისუფლებაზე, დღეს მოხდა, ის რასაც პროგნოზირებდნენ ექსპერტები.

‘’შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ დღეს დასრულდა პარტიული ნაციონალიზაციის ეტაპი’’, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ტელეკომპანია ‘’იმედი’’ წართმეულია მისი კანონიერი მფლობელისთვის და მას მართვას გიორგი არველაძე ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი ხელმძღვანელი. ‘’რუსთავი 2’’-ის მფლობელიც არის სახელისუფლებო ძალა.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasalexx

როდესაც დასავლეთი ბაიდენის პირით მასმედიის განთავისუფლებას ითხოვს ხელისუფლების წნეხისგან

 

ითხოვს რო?

ნამდვილად, პარლამენტში გამოსვლისასაც აღნიშნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდება

 

ფრაზას აკლია: "ერთი პატარა ნაწილისათვის" და შEმდეგ, როგორც ტექსტშია

გიორგი ჭანტურია პირობას დებს, რომ მისი არჩევის მომენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ზეწოლას და გავლენას ვერ მოახდენს

;)

 

თითები ექნებოდა მაგ დროს გადაჯვარედინებული :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ნამდვილად, პარლამენტში გამოსვლისასაც აღნიშნა.

პარლამენტში გამოსვლისას კი აღნიშნა. მაგრამ რავიცი, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ. ბაიდენის ჩამოსვლის დღეს აშშ-ს საელჩოს მოთხოვნით საკნებს იღებენ, პოლიტ-პატიმრების ახლობლებს 100 მეტრით უკან დახევას აიძულებენ და მათ ადგილას ნაცმოძრაობის აქტივისტებს დგამენ. ბაიდენის წასვლის მერე ოპოზიციის აქტივისტების გატაცების და ცემის ფაქტები ხშირდება, ახალ გამკაცრებულ კანონებს იღებენ, დღეს საზოგადოებრივის ამბები. თან ბაიდენის ვიზიტამდე 1 თვე ალასანია იყო აშშ-ში და ალბათ ყველა ფაქტს გააცნობდა. არამგონია ბაიდენი ისე ჩამოსულიყო საქართველოში, ინფორმაცია რომ არ ქონოდა ამ ფაქტებზე.

 

ამ დროს დასავლურ პრესაშიც სხვანაირად მოიხსნიებენ საქართველოს. შეიძლება ვცდები მაგრამ მგონი საბოლოოდ დასრულდა ზღაპრები დემოკრატიის შუქურაზე ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თითები ექნებოდა მაგ დროს გადაჯვარედინებული

კარგი იუმორის გრძნობა გაქვს...mogzauri ;): :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

არამგონია ბაიდენი ისე ჩამოსულიყო საქართველოში, ინფორმაცია რომ არ ქონოდა ამ ფაქტებზე.

 

ამ დროს დასავლურ პრესაშიც სხვანაირად მოიხსნიებენ საქართველოს. შეიძლება ვცდები მაგრამ მგონი საბოლოოდ დასრულდა ზღაპრები დემოკრატიის შუქურაზე

რა თქმა უნდა ბაიდენს ყოველნაირი ინფორმაცია აქვს, თუმცა ამერიკის ადმინისტრაცია ერიდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, მითუმეტეს როცა ოპოზიციაში ვერ ხედავს ისეთ გამოკვეთილ ლიდერს, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან.

ბოლოდროინდელ დასავლური პრესიდან მე ორს გამოვყოფდი, რომელთა ავტორები ჟურნალისტები არ არიან.

1.ნიუიორკ ტაიმსში მარკ ლენცი და ლინკოლნ მიტჩელი. ერთი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობდა თბილისში, მეორე კი ეროვნულ-დემოკრატიულს.

2. კონგრესის საგარეო საქმწეთა კომიტეტის ხელმძღვანელის ჰონარდ ბერმანის სტატია ვაშინგტონ პოსტში.

ამ ფორუმზე ორივე იდო და მე მგონი ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ, ეს რა ამბებს გამოვაკლდი კაცო, ე.ი. ჩატარდა ტრილერი ხო?

ალბათ სიუჟეტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ტრიალებდა და ბოლოს სინათლის ტრიუმფალური გამარჯვება - ჭანტტურია საზმაუს გენ დირექტორია! ვაშა!

 

*******ნთ თავისუფალი მედია. :husein:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა საჭიროა ისეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება როცა წინასწარ იცი,ვისაც აირჩევენ ;) ისედაც ვიცოდი ჭანტურია,რომ გახდებოდა საზ.მაუწყებლის შეფი და ალბათ არც არავის ეპარებოდა ამაში ეჭვი..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია ჭანტურია ”ახლავე ვაცხადებ, რომ არავის მითითებებს არ დავემორჩილები”

http://fact.ge/news.aspx

 

 

მაშ მტყუნის? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ერთ გაზეთში ყოფილა, სამში ერთს აირჩევენო :user: , სრულიად სერიოზულად, და ეს ერთი ალბათ ჭანტურია იქნებაო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ერთ გაზეთში ყოფილა, სამში ერთს აირჩევენო , სრულიად სერიოზულად, და ეს ერთი ალბათ ჭანტურია იქნებაო!

და გაარტყეს კიდეც...mogzauri :user:

 

რომელია შენი განყოფილება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგზაურობა

დიდი მოგზაური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შEმოვალ და დავპოსტავ ხოლმე...mogzauri

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...