liliko Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 ფორუმის პოლიტიკურად აქტიურო უზერებო საჭიროა თუ არა ქალი ქართულ პოლიტიკაში, თორემ ზოგადად რომ საჭიროა მაგი უკვე კაი ხანია აღარაა სადავო როგორც დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე აზიის და აფრიკის რიგ ქვეყნებშიც.არადა საქართველოს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ყავდა ქალი მმართველი, მერედა როგორი მმართველი?! :maladec: ახლა მავანმა არ შემოსძახოს, აბა ნინო ბურჯანაძე ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარედ გამძვრალი და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვინღააო?არა, მე მამიკოს ფქვილების, საყვარლის ჩაწყობების და მოგზაურობის დროს შემთხვევითი ნაცნობების დახმარების გარეშე პოლიტიკაში რეალურად თავისი ძალისხმევით მოსულ ქალს ვგულისხმობ ვიცი, რომ უმეტესობა მამაკაცისთვის, მათ შორის ფორუმის მამაკაცებისთვისაც, რომელთა შორის აქ ამ განყოფილებაში მე აშკარად უმცირესობაში ვარ ეს კითხვა შეიძლება ერთგვარად რიტორიკულ კითხვად აღიქმება და არც იდეა - ქალის აქტიური ჩართვა ქართულ პოლიტიკაში, მაინც და მაინც მოწონებული იქნება. არადა როგორ მინდა შევცდე თქვენს შეფასებაში. მოველი რომ მოლოდინს გამიმართლებთ ისტორიულად საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშიც, ქალის უმთავრეს მოვალეობას ოჯახის მოვლა, ბავშვების გაჩენა და გაზრდა-აღზრდა და ღვთისნიერება წარმოადგენდა. მაგრამ ქვეყნისთვის და კონკრეტული ოჯახისთვის კრიტიკულ მომენტებში ქალი ყოველთვის ახერხებდა თავის თავზე აეღო გაცილებით მეტი და როგორც წესი, ახერხებდა კიდეც ამ ტვირთის ღირსეულად ზიდვას. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მანამდე სრულიად განსხვავებული წესი ცხოვრებისა ველურმა კაპიტალიზმზე გარდამავალმა პერიოდმა, ქაოსმა და ფაბრიკა-ქარხნების გაჩერებით გამოწვეულმა უმუშევრობამ შეცვალა. როგორც მანამდე არაერთხელ, ქალმა ამჯერადაც უფრო სწრაფად მოახერხა ახალ რეალობისთვის ალღო აეღო და ზუსტადაც მისი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყნისთვის იმ ავბედითი პერიოდის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ დაძლევა. დღეს ქართულ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი აქვს სახელმწიფოებრიობის და თვით გადარჩენის კუთხითაც.როგორ ფიქრობთ, ქალი თავისი ყველა ქალური ხიბლით და რა თქმა უნდა ცოდნით შეძლებს თუ არა თავისი სიტყვის თქმას პოლიტიკაში. თუ კი, მაშ აქამდე რატომ ვერ მოახერხა ეს?თუ არა, რატომ არა? პ.ს. მესმის, რომ ხშირად მამაკაცები ქალის საზოგადოებრივ აქტიურობას მეუღლის წმინდა პრაგმატული თვალით უყურებენ. მინდა დაგამშვიდოთ თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკამ განუზომლად შეამსუბუქა და შესაბამისად დაზოგა ქალის დროც და ენერგიაც.ასე რომ აქტიური ქალი არც ოჯახს და არც სარეცელს არ დააკლდება :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 liliko სქესი არაა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაში შესაძლებლობები და კრიტერიუმები განისაზღვრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 liliko liliko said: საჭიროა თუ არა ქალი ქართულ პოლიტიკაშიქალი საჭიროა ქუხნაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 nika choxa said: სქესი არაა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაში შესაძლებლობები nika choxa said: განისაზღვრება.100% Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 (edited) choxa nika choxa said: სქესი არაა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაში შესაძლებლობები და კრიტერიუმები განისაზღვრება.სრულიად გეთანხმები ამიტომაც ავღნიშნე liliko said: დახმარების გარეშე პოლიტიკაში რეალურად თავისი ძალისხმევით მოსულ ქალს ვგულისხმობ Saturn Saturn said: ქალი საჭიროა ქუხნაშიზოგი ქალი სახლის კუხნაში, ზოგი კაცი რესტორნისა Edited August 8, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 choxa nika choxa said: სქესი არაა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაში შესაძლებლობები და კრიტერიუმები განისაზღვრება.ნაწილობრივ არ გეთანხმები. ქალის გატარებული პოლიტიკა ერთგვარად განსხვავდება, ისევე, როგორც ქალი განსხვავდება თავად მამაკაცისაგან. მე ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ქალი ვნახო პოლიტიკაში წასული ჩვენს ქვეყანაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 liliko said: ქალი და პოლიტიკა,ბურჯანაძე, ბესელია, სალომე, გოგორიშვილი...კ მ ა რ ა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer licemer said: ბურჯანაძე, ბესელია, სალომე, გოგორიშვილი...კ მ ა რ ა!სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ლომაია, იაკობაშვილი, წიკლაური, მოლაშხია, და სხვანი მრვალნი და მრავალნი კმარა კი არადა უკვე კისერშია ამოსული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer licemer said: ბურჯანაძე, ბესელია, სალომე, გოგორიშვილი...კ მ ა რ ა!კერგი რა.. ეგენი იგივე დონეა, რაც კეზერაშვილი, ცისკარიძე და ა.შ. ჩვენ პოლიტიკოსებზე ვუბნობთ და არა მოთრეულებზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Goddess Goddess said: ჩვენ პოლიტიკოსებზე ვუბნობთ და არა მოთრეულებზე :yes2: :maladec: აი რას ნიშნავს ქალური სოლიდარობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 (edited) liliko said: სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ლომაია, იაკობაშვილი, წიკლაური, მოლაშხია, და სხვანი მრვალნი და მრავალნი კმარა კი არადა უკვე კისერშია ამოსულიბრავო, ჩემო liliko , ბრავო! ჩაგეთვალა :ena: :2kiss: :2kiss: Edited August 8, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer licemer said: ბრავო, ჩემო liliko , ბრავო! ჩაგეთვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 ნდაა, როგორც კი ქალზე იწყება ლაპარაკი, მძიმე ათლეტიკის კონტექსტში იქნება, თუ პოლიტიკის კონტექსტში არ აქვს მნიშვნელობა, ეგრევე ამოძვრება სექსის თემა.რას იზამ ჩვენი ცივილიზაცია პატრიარქალური ცივილიზაცია, რომელიც ქალს პირველ რიგში განიხილავს, როგორც სექსუალური ლტოლვის ობიექტს. მე პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ საქართველო მართოს ჭკვიანმა და გაწონასწორებულმა ქალბატონმა. Goddess said: Свадьба это торжественный пуск пизды в эксплуатациюGoddess, არ მიწყინოთ ქართველი კაცების დიდი ნაწილი ქორწილს სწორედ ასე უდგება და როგორი იქნება ასეთი ხალხის დამოკიდებულება ქალ პრეზიდენტისადმი ძნელი მისახვედრი არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 (edited) Lo Janko Lo Janko said: პატრიარქალური ცივილიზაცია Lo Janko said: რომელიც ქალს პირველ რიგში განიხილავს, როგორც სექსუალური ლტოლვის ობიექტს.ისევე როგორც განსაკუთრებით თანამედროვე ქალი მამაკაცს :buchti: და მერე რა არის ამაში ცუდი?ადამიანის წარმატებულობას ნებისმიერ საზოგადოებაში ორი ფაქტორი განსაზღვრავს: სექსუალური ლტოლვა, რაც თანაბრად დამახასიათებელია როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის და სწრაფვა პიროვნული წარმოჩენისადმი, რასაც მგონია ასევე სექსუალური ქვეტექსტი აქვს Lo Janko said: Goddess, არ მიწყინოთ ქართველი კაცების დიდი ნაწილი ქორწილს სწორედ ასე უდგება და როგორი იქნება ასეთი ხალხის დამოკიდებულება ქალ პრეზიდენტისადმი ძნელი მისახვედრი არ არის.არც თქვენ გვიწყინოთ, და კაცი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში ასევე ძნელი მისახვედრი არაა ქალების ინტიმური ინტერესები.ზვიადისადმი განსაკუთრებული ერთგულებით სწორედაც ქალბატონები გამოირჩეოდნენ და დღემდე შემორჩათ ეს სპეტაკი გრძნობა Edited August 8, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 liliko said: ისევე როგორც განსაკუთრებით თანამედროვე ქალი მამაკაცსარ ვიცოდი :ena: liliko said: და მერე რა არის ამაში ცუდი?არაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.