Jump to content
Planeta.Ge

ქართულ-ოსურ-აფხაზური კონფედერაცია


Recommended Posts

მოკლედ ალბათ უპრიანი იქნება თუ ამ დღეებში გავხსნი ასეთ თემას ...

 

მაინტერესებს კი ის მეგობრებო თუ რა აზრის ხართ საქართველოს ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციულ მოდელზე ...

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემი აზრით მხოლოდ კონფედერაციის პირობებში გვაქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ისევ საერთო სახელწიფოს (თუნდაც კონფდერაციული) ქოლგის ქვეშ მოქცევის შანსი .. მინიმალური მაგრამ შანსი ..

 

ფედერაციისა და ფართო ავტონომიური უფლებების თემას აფხაზური და ოსური მხარე სავარაუდოდ ხათრის ამბავშიც კი არ განიხილავს ..

 

მოკლედ თუ გიფიქრიათ ამ თემაზე იქნებ მეც მითხრათ რა გიფიქრიათ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია

არსებობს გამოსავალი, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვაწყობს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს კონფედერაცია? არა,გმადლობთ,სჯობს ისევ ასე ვიყოთ ''გამოკიდებულები ზეცაში''.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია

არსებობს გამოსავალი, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვაწყობს :D

რათქმაუნდა არ არებობს გამოუვალი მდგომარეობები მაგრამ ჩვენთვის რა იქნებოდა გამოსავალი ამ ემთხვევაში?

 

კონფედერაცია თანაბარუფლებიანი სუბიექტების კავშირია ანუ დეიურე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება მოუწევს კონფედერაციაზე წასვლით ..

 

მეორეს მხრივ თუ როგორმე არ მვაგვარეთ კონფლიქტები და მშვიდობან რელსებზე არ გადავიყვანეთ ურთიერთობები ოსებთან და აფხაზებთან საქართველო სტაბილურ განვითარებას ვერ მიიღებს და თუ არ იქნება სტაბლური განვითარება და მაშინ რაც იქნება კი იცით, აგერ ფანჯარაში გადახედვა მარტოა საჭირო ამის დასანახად ..

 

 

იქ დაგავალეს მაგ იდეის ზონდირება? :D

 

 

წერილი დარედაქტირებულია. გაფრთხილება უზერს: თანაფორუმელისადმი მიმართვის დროს იკრძალება ამ სმაილის გამოყენება -----> :ndzreva: ასევე, გთხოვ, პირადი შეფასებებისაგან თავი შეიკავო და თემის ირგვლივ ისაუბრო.

 

პატივისცემით

GODDESS

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრის ხართ საქართველოს ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციულ მოდელზე ...

asds, კონფედერაციულისა რა მოგახსენო, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ერთიანი საქართველო მხოლოდ ფედერაციული მოწყობის შემთხვევაში შეძლებს არსებობას და დასავლეთის მხარდაჭერას. თუ არ ვცდები ბაიდენმაც ახსენა ფედერაციულ პრინციპებზე საქართველოს მოწყობის შესახებ.

 

 

 

p.s. აქ ვიღაცეებს გონიათ, რომ მხოლოდ რუსები არიანო საქართველოს ფედერალური მოწყობით დაინტერესებულებიო. მე რუსეთუმე არა ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს კი ის მეგობრებო თუ რა აზრის ხართ საქართველოს ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციულ მოდელზე ...

კონფედერაციული მოდელი , ჩემო asds , საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მოდელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

p.s. აქ ვიღაცეებს გონიათ, რომ მხოლოდ რუსები არიანო საქართველოს ფედერალური მოწყობით დაინტერესებულებიო. მე რუსეთუმე არა ვარ.

მაგარი დაგაკომპლექსეს ხალხო : )) აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებას ნუ დათმობთ ვიღაც სირბანჯო განუვითარებელი ღორების გამო ...

 

არც მე ვარ რუსეთის დიდი მოყვარული, უბრალოდ რუსეთის მნიშვნელობასა და როლს ადეკვატურად ვაფასებ და რუსეთუმე კი არა რუსეთის აგენტი რომ მეძახონ მაგარი მკიდია .. სათქმელს მანც ვიტყვი ..

 

სამწუხაროდ ბევრი ვეღარ ბედავს ხმის ამოღებას რომ რამე იარლიკი არ მიაკრან ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაფრთხილება: ნებისმიერი პრეტენზია მოდერის ან თემაში, შენის აზრით, უსამართლობის შესახებ შეგიძლია განიხილო შესაბამის თემაში: http://planeta.ge/index.php?showtopic=9467 თემასთან კავშირში არ მყოფი ნებისმიერ პოსტი წაიშლება.

 

 

პატივისცემით

GODDESS

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რა ჩემს ჭუჭუად გინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო თუ მათ დამოუკიდებლობას აღიარებ? აი მითხარი რა ჩემს ჭუჭუად გინდა მერე მაგათთან ან კონფედერაცია ან გახსნილი საზღვრები და უვიზო რეჟიმი. თუ მათ ვაღიარებთ და რუსეთი სამუდამოდ მოგვეშვება ვერ განვვითარდებით? ვერა? გაგვიჭირდება ხო სტაბილურობა? კონფედერაციაში უნდა შევიდეთ ხომ სტაბილურობისთვის? რა გაქვს თავში ტვინის მაგივრად შე უბედურ დღეზე გაჩენილო რა

მემიყვარსმიშა

სიტყვიერი გაფრთხილება. კიდევ ერთი იაღლიში და დაივორნებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

შენ გეკითხები, მოდერატორი რომ ხარ და სამართლიანობაზე რომ გაქვს პრეტენზია, რატომ არ ვორნავ იუზერს რომელიც იყენებს ფორუმზე აკრძალულ სმაილიკს? პირველივე დღეს როცა აქ დავრეგისტრირდი ეგ ორჯერ ამიხსენით, და ეს რომ მთელი დღეებია აქ განისვენებს რა არ იცის რომ აკრძალულია ეგ სმაილი? რატომ არ რეაგირებთ?

მეც მომცემთ ნებას "შენ"-ით მოგმართოთ...მემიყვარსმიშა ?

 

+ ნუ ცრუობთ, თქვენთვის სმაილიკთან დაკავშირებით არაფერი ამიხსნია

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელ განმეორდება უცენზურო ლექსიკა და მივიღებ უფრო მკაცრ ზომებს!!!!

 

 

პატივისემით

GODDESS

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით კონფედერაცია ისევ რუსეთის გარკვეული წრეების "შემოგდებული" საკითხია და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართული სახელმწიფოებრიობის იდეასთან !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kontr-agent 007

ჩემი აზრით კონფედერაცია ისევ რუსეთის გარკვეული წრეების "შემოგდებული" საკითხია

არა ბიჯო, asds საქართველოს სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად იღწვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...