Harry Potter Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 დღეს ვფიქრობდი შარშანდელ ამბებზე დამეწერა ჩემი მოგონებები, თუმცა გადავიფიქრე. მოსაგონარი კარგი არაფერია და როცა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ სხვა საკითხზე დავწერო და ჩემი აზრები მოგახსენით ქართული პოლიტიკის შესახებ. ამ პოსტში ერთმანეთს შევადარებ 2003 წლის ოპოზიციას და დღევანდელ ოპზიციას. საქმე ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ოპოზიციას ვუჭერდი მხარს. 2003-ში შევარდნაძის წინააღმდეგ, 2007-ში – სააკაშვილის, თუმცა ორივე შემთხვევაში ნეიტრალურ ”პოზაში” დავრჩი ბოლოს. ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა ლიშთოთამ პირად-ვირტუალურ საუბარში მითხრა, ”შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ხარ, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაშიო.” მაშინ შოთას ვუპასუხე, რომ მე ქრონიკული ოპოზიციონერი კი არა იდეალისტი ვიყავი ქრონიკული ძიების რეჟიმში. დავიწყოთ - განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ ოპოზიციონერებს ან ოპოზიციურ მუხტს შორის არის მოლოდინები: შევარდნაძის წასვლის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა უკეთესობისკენ (როგორ რა შეიცვალა ეს უკვე სხვა საკითხია) – ბრძოლა კორუფციასთან, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკა, საერთაშორის ურთიერთობები, ღირებულებების ცვლილება, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. მართალია ძალიან ბევრი მოლოდინი ვერ გამართლდა, თუმცა იმაზე უკეთესად ნამდვილად არის საქმე ვიდრე იყო (თუ ომს და ტერიტორიებს არ ჩავთვლით, რომელიც ჩემი აზრით სულაც არაა მთავრობის ბრალი – ნუ თავისი წილი აქვს რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მთავრობასაც, მაგრამ ისე არა როგორც ამას ოპოზიციონერები გვიხატავენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა დღემდე არ ვნანობ 2003 წელს ვარდების რევოლუციისას რუსთაველზე ამერიკის დროშით დგომას (მაშინაც ამერიკოფილი ვიყავი ). ახლა შევხდეოთ რა მოლოდინებია დღევანდელი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში – ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: ამასწინად, ჩემმა მეგობარმა მოყვა ფორუმზე, ერთ-ერთ ტაქსში ჯდომისას შემდგარი საუბრის შესახებ; ტაქსისტმა აღტაცებით აღნიშნა რომ ბანკის სესხს აღარ იხდიდა: ”ადრე მაწვებოდნენ მოიტანეო, ახლა კიდე მეხვეწებიან რამე მაინც გადაიხადეო, სულ მალე კიდე საერთოდ ხახვივით შევირჩენო.” ცხადია მე იმას არ ვამბობ რომ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი ხალხი მრავლადაა, ძალიან ბევრია განაწყენებული ხალხი – აი იდეალებისთვის მებრძოლი და რეალურად შეცდომების გამო გარეთ გამოსული ხალხი ძალიან ცოტაა, თვითონ ოპოზიციის ლიდერებს შორისაც კი. ფაქტია რომ ჩვენ ყველას, ოპოზიციონერებს, ხელისუფლების მხარდამჭერებს და ნეიტრალებს მოლოდინი ერთი გვაქვს – უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება; იმას არ ვამბობ და არ ვამტკიცებ ბატონო, რომ უარესობისკენ წავა, მაგრამ უკეთესობა რომ არ იქნება ეს ცხადია – ჯერ ერთი როგორც ზემოთ აღვნიშნე თვითონ ოპოზიციონერებში არაა ამის მოლოდინი. იმ ტაქსისტის და მისი მსგავსი ადამიანებისთვის მხოლოდ განვადებით გამოტანილი სარეცხი მანქანის ”შეტყაპუნებაა” მთავარი და არა ქვეყნის წინსვლა. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ტაქსისტი ალბათ იმედგაცრუებულია 2003 წლის მოლოდენების გამო, მას ეგონა რომ კარგად იცხოვრებდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაშინ მას კარგად ცხოვრება უნდოდა, ქვეყნის განვითარებაც უნდოდა, თავისი შვილის კეთილდღეობა უნდოდა – დღეს მას სარეცხი მანქანა უნდა მუქთად. მოლოდინების რეზიუმე: ა) ოპოზიცია პროგრამის და გეგმების ხსენებისას იცინის, ქილიკობს. მე მახსოვს საკანში ქამარტული ცინიკური საუბარი: ”სამეგრელოში ერთმა ბუტკის ქალმა პროგრამა მოგვთხოვა ოპოზიციონერებსო, ისე ხმას ვერ მოგცემთო.” და რა გასაკვირია რომ ამ ადამიანს მართლაც სდომოდა პროგრამა? აქ ჩანს ჩემი აზრით ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა. პათოსი ერთია – გამომყევი, სად რა მნიშვნელობა აქვს? არადა კაცმა რომ სთქვას, იმ ქვეყანაში რომელშიც ამერიკაზე დიდი თუთის ხეები დგას ამომრჩევლის ინტელექტი და პოლიტიკური კულტურა რატომ უნდა გიკვირდეს? ბ) ჩემი აზრით ხელისუფლება გაუშვა ხელიდან ისტორიული შანსი, ექცია საქართველო ნამდვილ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანად. მეტი აქ რა უნდა ითქვას? შეცდომა ბევრია, თან ძალიან დიდი შეცდომები, მაგრამ შეჩვეული ჭირი მირჩევნია მე პირადად (ეს იმიტომ რომ ოპოზიციის რეგრესულობას არ ვამტკიცებ, ხელისუფლებას ვუყენებ ტოლსწორად). გ) 2003 წელს ვარდების რევოლუციაზე დგომას არ ვნანობ, 2007 წლის 7 ნოემბერში მონაწილეობას – კი. მეორე შემთხვევაში უფრო მოტყუებულად და იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი. მაშინდელ ოპოზიციას, ისევე როგორც დღეს ყავდა ”უცნობი.” ადამიანი რომელიც დღეს ბევრს გულს ურევს და ბევრის ქილიკის სამიზნეა, მაშინ რეალურად ქმნიდა ამინდს საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით. მისი ამბოხის სტილის მუსაკა, რომელიც უთითებდა ხელსუფლების მანკიერებაზე, მოუწოდებდა საზოგადოებას ამასთან ბრძოლას და ა.შ. დიდ როლს თამაშობდა იმ პროცესებში რაც შემდეგ მოხდა. მახსოვს პერიოდ როცა ”უცნობის” კასეტები ყველა მეორეს კი არა 10-დან 9 კაცს ჰქონდა ნაყიდი. მოგვწონს არ მოგვწონს ეს უნდა ვაღიაროთ. მაშინ უცნობი იყო ”ზორო,” დღეს ის არის საკანში გამოკეტილი ჯამბაზი, რომელიც იმ დონემდე გააფეტიშეს რომ წმინდა გიორგისაც უწოდებენ. მაშინ მას ქონდა ”დუხი,” დღეს ის ფარისველია. საზოგადოება მაშინ შეკრა ინტელექტმაც, თუ მაშინდელ ქარიზმატულ ლიდერებს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ინტელექტი ჰქონდათ წინ წამოწეული – დღეს ”ჯიგარია” წინ, ფსევდო ”ილიაიზმი,” რელიგიური სპეკულაციები, შიდა არეულობები და ამბიციები, მოღალატეობრივი მენტალიტეტი (თოფაძის, სტურუას და მსგავსების გამონათქვამები რად ღირს მარტო) და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფრის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ასე ვიტყვი: დღევანდელი ოპოზიცია გადააგდებდა შევარდნაძეს, მაგრამ საკაშვილს ვერ მოერევა. 2003 წლის ოპოზიცია შევარდნაძესაც გადააგდებდა, სააკაშვილსაც და დღევანდელ გაერთიანებულ ოპოზიციასაც. დისკუსიას გახსნილად ვაცხადებ http://fazanda.wordpress.com/2009/08/07/oppo/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Harry Potter ვერ წავიკითხავ დღეს,მაგრამ ჩამო რა ჩემთან უნდა გებაზრო.არ ჩამოხვალ და ახალ მისამართს ვერ გაიგებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Harry Potter Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 lasha1997 ვეღარ დიტო მივდივარ მალე თბილისში და მანამდე ვერანაირად მოვახერხებ ძალიან მწყდება გული, მაგრამ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები, ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ ....Harry Potter :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Harry Potter დისკუსიას გახსნილად ვაცხადებ რაზე ვიბაზროთ? ოპოზიცია ფარჩაკების გაერთიანება რომ არის ეგ ისედაც ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Harry Potter ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიწდება "ჯადოქარო" რევოლუციით მოსული ყველა ხელისუფლება, პირველ რიგში იმ ხვრელებს გმანავს საგულდაგულოდ, რომლითაც თვითონ მიაღწია ძალაუფლებამდე , ასე რომ შედარება და პარალელები აქ არცთუ მთლად უპირობოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 დღევანდელ პოლიტიკოსებს აღარაფერი გამოუივათ.... ყელამდე არიან, ყელამდეეეეე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 2003 წლის ვარდების რევოლუცია მომზადებული იყო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ, მათ შორის თვითონ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო ჩართული მაგ ამბებში. 2007 წლის მოვლენებში ჩართული იყო მარტო ბადრის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, მეტი არაფერი. ნოემბრის მოვლენების მიზანი არც ყოფილა რევოლუცია. მიზანი იყო დასუსტებული ოპოზიციის გაერთიანება, მათი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, მმართველი გუნდისთვის რეალური ალტერნატიის შექმნა და შემდეგ ამ ძალის ხელისუფლებაში მოყვანა 2008-2009 საარჩევნო ციკლის შედეგად. მაგრამ არც სააკაშვილის ხელისუფლება და არც მისი დასავლელი მფარველები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 სამწუხაროა,ხელისუფლება ვერ(არ) ხვდება ძლიერი ოპოზიციის არსებობის საჭიროებას. ყველაზე მიუღებელი კი ხელისუფლების მხარდამჭერების მიდგომაა,მათი აზრით, უკეთესია რაც უფრო ''გაფარჩაკდება'' ოპოზიცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 lasalexx 2003 წლის ვარდების რევოლუცია მომზადებული იყო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერეგაა თქვენი უბედურება. არ გინდათ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი. რაც არ უნდა სპეცსამსახურებს ემზადებიათ ის რევოლუცია, ხალხის ნება რომ არ ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა. ახლაც ამზადებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რევოლუციას, მაგრამ არ გამოვიდა. იმიტომ არ გამოვიდა რომ ხალხის დიდ ნაწილს არანაირი რევოლუცია არ სურს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Saturn რაც არ უნდა სპეცსამსახურებს ემზადებიათ ის რევოლუცია, ხალხის ნება რომ არ ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა.მე ხომ არ ვიძახი ხალხის ნება არ ყოფილა მეთქი. იყო ხალხის ნება, მაგრამ ეგ არ იყო გადამწყვეტი. გადამწყვეტი ის იყო, რომ კოჯრის თუ რომელიღაც ბატალიონი რევოლუციონერების მხარეს გადმოვიდა. გადამწყვეტი მომენტი ისიც იყო, რომ პარლამენტში შევარდნის მერე მეორე დღესვე შევარდნაძე გადადგა. არ გიფიქრია, რა მოხდებოდა შევარდნაძე რომ გადმობარგებულიყო სადმე მამათში ერთი თვით და გადადგომაზე არ მოეწერა ხელი. რამდენ ხანს უყარაულებდა ხალხი იმ პარლამენტის და კანცელარიის შენობას? ახლაც ამზადებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რევოლუციას, მაგრამ არ გამოვიდა. იმიტომ არ გამოვიდა რომ ხალხის დიდ ნაწილს არანაირი რევოლუცია არ სურს.ამაზე რა უნდა ვთქვა. ერთი ფაქტი მაინც მითხარი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობა დასტურდება გინდა 2007 წლის, გინდა 2009 წლის მოვლენებში. ან ხალხს რა სურს და რა არა, ეგ დასკვნა საიდან გამოიტანე? 2 ნოემბერსაც და 9 აპრილსაც იმაზე მეტი ხალხი იდგა რუსთაველზე, ვიდრე 2003 წლის 22 ნოემბერს. მე თუ არ მენდობი უცხოური პრესის არქივიდან ამოიღე სტატიები, რა რაოდენობა სახელდებოდა მაშინ, და რაოდენობა სახელდებოდა 2007-ში, 2008-ში და 2009-ში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 lasalexx გადამწყვეტი ის იყო, რომ კოჯრის თუ რომელიღაც ბატალიონი რევოლუციონერების მხარეს გადმოვიდააბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაგას. გადამწყვეტი მომენტი ისიც იყო, რომ პარლამენტში შევარდნის მერე მეორე დღესვე შევარდნაძე გადადგა.გადადგა იმიტომ, რომ ისეთი ქვეყანა შექმნა, რომელშიც მის მიერ გაცემული ბრძანებები აღარ სრულდებოდა. არ გიფიქრია, რა მოხდებოდა შევარდნაძე რომ გადმობარგებულიყო სადმე მამათში ერთი თვით და გადადგომაზე არ მოეწერა ხელი.გამოაცხადებდნენ არაქმედითუნარიანად. აი ეს მოხდებოდა. 2 ნოემბერსაც და 9 აპრილსაც იმაზე მეტი ხალხი იდგა რუსთაველზე, ვიდრე 2003 წლის 22 ნოემბერს.რამდენი იდგა ეგ არაა მთავარი. მაშინ განწყობა იყო ადამიანების მინიმუმ 80 % -ში რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ის დამყაყებული სიტუაცია უნდა შეცვლილიყო. ახლა მართალია ხელისუფლება ძალიან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ უფრო მეტად არ მოსწონთ ოპოზიცია. აი ამაშია განსხვავება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Saturn ყველსგან სპეცსამსახურები ნუ გელანდება))) ა) ოპოზიცია პროგრამის და გეგმების ხსენებისას იცინის, ქილიკობს. მე მახსოვს საკანში ქამარტული ცინიკური საუბარი: ”სამეგრელოში ერთმა ბუტკის ქალმა პროგრამა მოგვთხოვა ოპოზიციონერებსო, ისე ხმას ვერ მოგცემთო.” და რა გასაკვირია რომ ამ ადამიანს მართლაც სდომოდა პროგრამა? აქ ჩანს ჩემი აზრით ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა. პათოსი ერთია – გამომყევი, სად რა მნიშვნელობა აქვს? არადა კაცმა რომ სთქვას, იმ ქვეყანაში რომელშიც ამერიკაზე დიდი თუთის ხეები დგას ამომრჩევლის ინტელექტი და პოლიტიკური კულტურა რატომ უნდა გიკვირდეს?ამაშია საქმე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამოირჩევა ამომრჩევლისადმი საოცარი უპატივცეულობით, აი რატომ ეგ კიდე სხვა საკითხია...და ალბათ ცალკე თემას იმსახურებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 newstudio ყველსგან სპეცსამსახურები ნუ გელანდებაშენ თუ ფიქრობ რომ რუსული სპეცსამსახურები არ ცდილობენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, გულუბრიყვილობის უმაღლესი ორდენით უნდა დაჯილდოვდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Saturn შენ თუ ფიქრობ რომ რუსული სპეცსამსახურები არ ცდილობენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, გულუბრიყვილობის უმაღლესი ორდენით უნდა დაჯილდოვდედა რატომ გგონია რომ მაინცდამიანც და პირველ რიგში ოპოზიციაზე მუშაობენ?იქნებ ხელისუფლებაშI აქვთ კარგად საქმე დაყენებული? თუ ამას გამორიცხავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.