Jump to content
Planeta.Ge

რა გვასწავლა აგვისტოს ომმა?


Recommended Posts

http://www.ambebi.ge/conflicts/8419-ra-gva...istos-omma.html

 

 

 

თუ თბილისის ქუჩებში გაივლით, ხალხს და გარემოს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ თითქმის არაფერი შეგახსენებთ ერთი წლის წინათ გადატანილ ხანმოკლე, მაგრამ ტრაგიკული შედეგების მქონე ომს. ამ ომის შედეგად საქართველომ ძირძველი ტერიტორიები დაკარგა და იმედი მცირეა, რომ მათ დაბრუნებას ახლო მომავალში შევძლებთ. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, ხალხს უფრო უარესის მოლოდინი აქვს. ამერიკული Internacional Republican Institute საქართველოს ოფისის მიერ ამ წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული გამოკითხვით მოსახლეობის მხოლოდ 19% სჯერა, რომ ახლო მომავალში ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება. 2008 წლის სექტემბერში კი ასე 33% ფიქრობდა. გამოკითხულთა უმეტესობა (52%) უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს და შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (35%). სამ უმთავრეს პრობლემას შორის ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სახელდება. მოსახლეობის უმრავლესობას (67%) ყველაზე უფრო ომის დაწყების და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების (20%) ეშინია.

 

თუმცა, იმავე მოსახლეობის 87% საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსახავს. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების საკითხს. გამოკითხულთა 94% ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზას ემხრობა.

 

საგულისხმოა აგვისტოს მოვლენებთან დამოკიდებულება. თუკი 2008 წლის სექტემბერში მხოლოდ 7% თვლიდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, 2009 წლის მარტში უკვე ორჯერ მეტი გამოკითხული (14%) ფიქრობს, რომ ომის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. გამოკითხულთა 73% საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს შეცდომად აგვისტოს ომის დაწყებასა და ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს.

თვალშისაცემია ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის ზრდის ტენდენციაც. თუ 2008 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 70% აშშ-ს საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევდა, 2009 წლის მარტში მხოლოდ 52% ფიქრობს ასე. თუკი 2008 წლის სექტემბერში ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას 77% უჭერდა მხარს, 2009 წლის მარტში მომხრეთა რაოდენობა 49%- მდე დაეცა. საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების მომხრეთა რაოდენობა 7 თვის განმავლობაში 54%- დან 33%-მდე შემცირდა.

 

აგვისტოს ომის წლისთავზე ომის გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებზე კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ერთი წლის წინ ეს საკმაოდ აქტუალური თემა საზოგადოებას თითქოს მიავიწყდა კიდეც. ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის ანუ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო, კიდევ ორი თვით გადაიდო. როგორც ჩანს, ამ დასკვნაზე ბევრი რამ და, შესაძლოა, ბევრი ვინმე არის დამოკიდებული და კომისია ცდილობს ჭეშმარიტების დადგენაც მოახერხოს და პოლიტიკურ კონიუნქტურასაც გაუწიოს ანგარიში. ბოლო დროს ტალიავინი ორჯერ შეხვდა რუსეთის ოფიციალურ პირებს და როგორც რუსული მედია იუწყება, მათგან აგვისტოს ომზე დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები მიიღო. შეხვდა თუ არა იგი ქართულ მხარეს და მიიღო თუ არა მისგან რაიმე ახალი ინფორმაცია, უცნობია.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა საქართველოს საპარლამენტო კომისიამ საბოლოო დასკვნაში ომის დამწყებად რუსეთი მიიჩნია. თუმცა, ვერც საქართველოს რიგი სახელმწიფო უწყებების (უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, საგარეო დაზვერვის სამსახური) მიერ დაშვებულ აშკარა შეცდომებს აუარა გვერდი. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი პასუხისგებაში არ მიუციათ. ომის შემდეგ ისინი (კახა ლომაია, ეკა ტყეშელაშვილი, ზაზა გოგავა) უმტკივნეულოდ გადაბარგდნენ ერთი თბილი სავარძლიდან მეორეში.

აგვისტოს ომის დაწყების ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიიდან ჩვენ რამდენიმე მომენტი გამოვყავით, რომლებზეც მეტ-ნაკლებად დოკუმენტური მასალა არსებობს და განსჯის საფუძველსაც იძლევა, რადგანაც ომის კვალს საქართველოდან შორს მივყავართ.

 

პირველი მომენტი უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას 7 აგვისტოს. გია ყარყარაშვილის მიერ აგვისტოს ომის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ 6 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა საიდუმლო თათბირი ცხინვალში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხოლო 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სხდომაზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება, რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ევალებოდათ შეეჩერებინათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა; ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები. თუმცა ბრძანების ასლი არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არავის უნახავს. ასეა თუ ისე, ბრძანება თავისი შინაარსით ითვალისწინებს გარე სამხედრო აგრესიის მოგერიებას. თუმცა ყველას გვახსოვს, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით იმავე დროს, ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი "გრადების" ზალპების ფონზე ტელევიზიით აცხადებდა, რომ "ცხინვალის რეგიონში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა," რაც სულ სხვა ტიპის ღონისძიებაა. იგი ითვალისწინებს შიდაარეულობის ჩაქრობას და მისი გამომწვევი დესტრუქციული ძალების ნეიტრალიზაციას. სავარაუდოდ, სააკაშვილსა და მის გუნდს სწორედ ეს ჰქონდათ განზრახული თავდაპირველად და ამას ირიბად ისიც ადასტურებს, რომ ცხინვალისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას დროშებით, ტრიბუნებით, ნაციონალური ატრიბუტიკით და სანაკოევის მთავრობის მხარდამჭერი პროკლამაციებით დატვირთული "პოლიტიკური კოლონა" მიჰყვებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 6 აგვისტოს ცხინვალიდან ეუთომ სასწრაფოდ გამოიყვანა მისიის დარჩენილი ბოლო პერსონალი, ხოლო პროკლამაციების ნაწილი ეუთოს მისიის ოფისის სარდაფში აღმოაჩინეს.

 

თუკი თბილისში იცოდნენ, რომ ცხინვალში რუსული ჯარები შემოვიდნენ, ვისი ან რისი იმედით იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათზე ასჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან?! სააკაშვილის ხელისუფლებაში არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რომ ეს აშკარა თვითმკვლელობა იქნებოდა. თუმცა როგორც ზოგიერთი მონაცემებით ირკვევა, მათ მაინც აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ და ასეთი სიგნალები, როგორც ჩანს, მიიღეს მაშინდელი ადმინისტრაციის გარკვეული ჯგუფისაგან და ასევე ვაშინგტონში სააკაშვილის მეგობრებისაგან. უკვე დადასტურებულია, რომ 2008 წლის 17 აპრილს სენატორი ჯონ მაკკეინი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და საუბრის მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაცია იყო. იმ დღესვე მაკკეინმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მომქანცველ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმულმა მაკკეინმა ცხინვალისა და აფხაზეთისთვის მოიცალა?! იმ დღესვე სააკაშვილის ხელისუფლება აფორმებს მორიგ კონტრაქტს მაკკეინის მრჩეველ რენდი შეინმენთან და მის კომპანიასთან. Wikipedia-ში რენდი შეინმენი მოხსენიებულია როგორც საქართველოს მიერ დაქირავებული ლობისტი ვაშინგტონში 2005 წლიდან და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯონ მაკკეინის საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი.

 

გაზეთ "Financial Times" მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების ლობისტად ყოფნის პერიოდში შეინმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს ადანაშაულებდა რუსეთის მიმართ ზედმეტი დათმობების, მათ შორის აფხაზეთის საკითხზე გაეროს რეზოლუციის გამო. ცნობილია, რომ შეინმანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის იმ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებიც რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრენი იყვნენ.

 

ეს დაჯგუფება ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ირგვლივ იყო გაერთიანებული. შეინმენს მოიხსენიებენ როგორც "ომის პარტიის" ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს. ამ გუნდში საპატიო ადგილი სენატორ ჯონ მაკკეინსაც უკავია. აგვისტოს ომის დღეებში მაკკეინის მიერ აგორებულმა ანტირუსულმა რიტორიკამ და ცნობილმა განცხადებამ, რომ "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ," მის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიას ცოტა ხნით სული შთაბერა და იგი ბარაკ ობამას დაეწია. თუმცა ამის იქით მაკკეინის მხარდაჭერა არ წასულა.

 

აგვისტოს ომის შემდეგ შეინმენი აცხადებდა, არ გვეგონა თუ 21-ე საუკუნეში რუსეთი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის აგრესიაზე წავიდოდაო. მოგვიანებით ამ "არგუმენტს" თუთიყუშივით იმეორებდა სააკაშვილის გუნდის ლამის ყველა წარმომადგენელი.

 

ცნობილი ჟურნალისტი, პატრიკ ბიუკენენი თავის სტატიაში - "ვინ არის რენდი შეინმენი - ვერავინ გაბედა ამისთვის ღალატი ეწოდებინა" შეინმენს "გაორებულ ლოიალისტს" და უცხოელების აგენტს უწოდებს, რომლის ამოცანაა დაავალდებულოს ამერიკა, საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვაროს მისი კლიენტი რეჟიმებისათვის, ბიუკენენი წერს, რომ 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის მარტის ჩათვლით სააკაშვილის ხელისუფლებამ შეინმენსა და მის ფირმას $290.000 დოლარი გადაუხადა. "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში აშშ-ის მხარდაჭერის მიღება იყო ის, რისთვისაც სააკაშვილი შეინმენს ფულს უხდიდა,"- წერს ბიუკენენი.

 

მისი ვარაუდით, ცხინვალზე შეტევის დროს სააკაშვილის შეკვეთა მისი ვაშინგტონელი ლობისტისათვის იყო ნატოსა და აშშ-ისგან კონფლიქტში ჩაბმის გარანტიის მიღება და შეინმანი თითქოს ახლოს იყო წარმატებასთან. თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის წარმატებით ლობირებდა ლატვიის, მაკედონიის და ხორვატიის ნატოში გაწევრების პროცესს. თუმცა, ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონფლიქტში ჩარევა გადაიფიქრა, თუმცა, ომის ბორბალი უკვე დატრიალებული იყო. სწორედ იმიტომ ჩამოფრინდა თბილისში სასწრაფოდ კონდოლიზა რაისი, რათა სიტუაცია რამენაირად დაერეგულირებინა - ის ომის დაწყების წინააღმდეგი იყო.

ადრე თუ გვიან, აგვისტოს ომზე დღემდე დაფარული უფრო მეტი დოკუმენტი გამოვა სააშკარაოზე და, სავარაუდოდ, ომის რეალური დამწყების ვინაობაც გამოიკვეთება.

 

ზაზა შანიძე

 

”ყველა სიახლე”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი.... აგვისტოს ომმა სიხარული გვასწავლა, რომ "ჩვენ დაბომბვას" გადავურჩით/////

 

:resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

2008 წლის სექტემბერში კი ასე 33% ფიქრობდა. გამოკითხულთა უმეტესობა (52%) უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს და შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (35%). სამ უმთავრეს პრობლემას შორის ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სახელდება. მოსახლეობის უმრავლესობას (67%) ყველაზე უფრო ომის დაწყების და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების (20%) ეშინია.

 

თუმცა, იმავე მოსახლეობის 87% საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსახავს. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების საკითხს. გამოკითხულთა 94% ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზას ემხრობა.

 

საგულისხმოა აგვისტოს მოვლენებთან დამოკიდებულება. თუკი 2008 წლის სექტემბერში მხოლოდ 7% თვლიდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, 2009 წლის მარტში უკვე ორჯერ მეტი გამოკითხული (14%) ფიქრობს, რომ ომის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. გამოკითხულთა 73% საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს შეცდომად აგვისტოს ომის დაწყებასა და ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს.

თვალშისაცემია ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის ზრდის ტენდენციაც. თუ 2008 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 70% აშშ-ს საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევდა, 2009 წლის მარტში მხოლოდ 52% ფიქრობს ასე. თუკი 2008 წლის სექტემბერში ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას 77% უჭერდა მხარს, 2009 წლის მარტში მომხრეთა რაოდენობა 49%- მდე დაეცა. საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების მომხრეთა რაოდენობა 7 თვის განმავლობაში 54%- დან 33%-მდე შემცირდა.

ეს გამოკითხვა ადასტურებს რომ ჩვენ მოსახლეობას პრიორიტეტები საერთოდ არეული აქვს

 

თუ უმუშევრობაა ნომერი პირველი პრობლემა, მაშIნ მთავრობას მისი მოგვარება უნდა მოსთხოვო და არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

 

ეგეთი არაფერი მინახია, სხვა რამე გაწუხებდეს და სხვა რამეს ითხოვდე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც ძალიან საინტერესო ნაწყვეტი რუსი ანალიტიკოსის სტატიიდან:

 

Для проигравшей же Грузии война стала скорее моментом истины, чем моментом поражения. Всегда лучше вовремя избавиться от иллюзий. Грузины убедились, что вопрос будущего территориального единства страны не имеет военного решения. Что президент - не чудотворец и даже не крупный государственный деятель, а обыкновенный чиновник, которому свойственно витать в облаках и жить собственными, нередко далекими от реальности представлениями о своих возможностях и шансах своей маленькой страны.

 

Возможно, грузины со временем осознают, что решить вопрос будущего сосуществования с Абхазией и Южной Осетией они сумеют только в том случае, если построят привлекательное богатое государство. Если бы такое государство существовало уже сегодня, его гражданами - вопреки всем национальным противоречиям - хотели бы стать многие жители Южной Осетии и Абхазии. Так что Грузии есть к чему стремиться, о чем задумываться, что менять. Бывают в истории ситуации, когда опаснее всего быть страной-победительницей.

 

http://grani.ru/opinion/m.155152.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

Для проигравшей же Грузии война стала скорее моментом истины, чем моментом поражения. Всегда лучше вовремя избавиться от иллюзий. Грузины убедились, что вопрос будущего территориального единства страны не имеет военного решения. Что президент - не чудотворец и даже не крупный государственный деятель, а обыкновенный чиновник, которому свойственно витать в облаках и жить собственными, нередко далекими от реальности представлениями о своих возможностях и шансах своей маленькой страны.

ნამეტანი ოპტიმისტური შეფასებაა :hm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ნამეტანი ოპტიმისტური შეფასებაა

ეს მიშა ცას კი არაა გამოკერებული

 

ეხლაც ბეწვზე გადარჩა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს მიშა ცას კი არაა გამოკერებული

 

ეხლაც ბეწვზე გადარჩა

ჩემო კარგო, ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა, რომ პრობლემა მარტო მიშაში არაა, თორემ ბევრი რამ მიშას ნამდვილად არ შერჩებოდა.

საზოგადოებაა ავად და მიშა რომ წავა გრიშას დროსაც ისევ ეს ხალხი იქნება.

ასე რომ მიშს გადარჩენა ან არგადარჩენა, ჩემდა სამწუხაროდ, მე არ მგონია ყველაზე დიდ პრობლემად :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

საზოგადოებაა ავად და მიშა რომ წავა გრიშას დროსაც ისევ ეს ხალხი იქნება.

და რაში გამოიხატება ეს ადამყოფობა?! მე მგონი პირიქით, 70 წლიანი სენისგან ვიკურნებით ნელნელა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და რაში გამოიხატება ეს ადამყოფობა?! მე მგონი პირიქით, 70 წლიანი სენისგან ვიკურნებით ნელნელა

სერიოზულად მეპარება ამაში ეჭვი. ნეტა მე ვცდებოდე და შენ იყო მართალი :resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

სერიოზულად მეპარება ამაში ეჭვი. ნეტა მე ვცდებოდე და შენ იყო მართალი

http://planeta.ge/index.php?showtopic=11328

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კი, დურაკი მტავარსარდლობა რომ არ უნდა გვყავდეს)))...

:no2:

ჩვენ ისევ ის მთავრობა გვყავს. რომელიც ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ომამდე იქცეოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის უნდა გასწავლოთ, რომ ქართველებს რუსეთან ომი არ სურთ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ისტორიაში, რომ ქართველებს რუსების წინააღდეგ ომი მოეგოთ ან თუნდაც ორი ბრძოლა ზედიზედ. რუსეთთან ერთად კი ქართველებს უამრავი ბრძოლა და ომი მოუგიათ.

 

გასაგებია? დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ. ღმერთს არ სურს რუსების და ქართველების ომი. ვინც ამას ქადაგებს და ვისაც ეს სურს, ის დაისჯება აუცილებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...