Jump to content
Planeta.Ge

უშიშროების საბჭოში ოპოზიცია მივიდა


Recommended Posts

შხარა

საცოდაობაა რა........

ყმაწვილები სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ და სახელმწიფოს თავზე გვანგრევენ :)

ჩვენ კი ამის ღირსები ნამდვილად ვართ, სხვაგვარად მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებოდათ :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტის ინიციატივით, პარტიების ლიდერებს უშიშროების საბჭოს სხდომების მასალები სისტემატურად მიეწოდებათ

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომების რეგულარულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

როგორც პრეზიდენტმა დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასაწყისში განაცხადა, მას არ სურს, რომ სხდომებს ჰქონდეს ფორმალური მნიშვნელობა და მხოლოდ ტელეკამერებისთვის იყოს გათვლილი.

მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური აზრებისა და ხედვის მიუხედავად, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, აქვს ერთიანი პოზიცია სამშობლოს დაცვის და მტრის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციით გამოსვლის საკითხში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სხდომაზე წარმოდგენილი ყველა პარტია თანხმდება იმაზე, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ყველაზე მწვავე საკითხების გადაწყვეტაა შესაძლებელი. პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერს გადაეცემა ეროვნული უშიშროების საბჭოს მასალები, რომელიც ჩვეულებისამებრ გადაეცემა საბჭოს წევრებს და იმ შემთხვევაში თუ იქნება პარტიების ლიდერთა სურვილი, მათ სისტემატურად მიეწოდებათ მასალები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ საქმის კურსში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით მოისმენს ოპოზიციის შეხედულებას ქვეყნის უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და სხსაკითხებთან დაკავშირებით.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

საქართველოში ამ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს ჰქვია; "დიდ მზღრენს ფუთკრები შეოესივნენ."

 

 

პ.ს. მეოე ბრჭალები არ გამოდიოდა თორემ სწორია "ფუტკრები". :P:

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყმაწვილები სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ და სახელმწიფოს თავზე გვანგრევენ

ეს თამაში აღარ არის.

აქ უკვე აშკარად თავდაყირა დგას ელემენტარული ნორმები და სტანდარტები, რომელსაც სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს.

ეს არის ქაოსი.

 

უხუცესთა ინსტიტუტი ჯობია ამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყმაწვილები სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ და სახელმწიფოს თავზე გვანგრევენ
აქ უკვე აშკარად თავდაყირა დგას ელემენტარული ნორმები და სტანდარტები, რომელსაც სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს.
საქართველოში ამ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს ჰქვია; "დიდ მზღრენს ფუთკრები შეოესივნენ."

როგორც დემონს არ ასდის ხელიდან სიკეთის კეთება, ისე სააკაშვილი ვერ გახდება დემოკრატიის ფლაგმანი.:papa:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

აქ უკვე აშკარად თავდაყირა დგას ელემენტარული ნორმები და სტანდარტები, რომელსაც სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს.

ეს არის ქაოსი.

 

 

არა.ეს იმას ნიშნავს,რომ მიშას მთავრობამ ჩაისვარა და სირული საქციელით უნდათ საქმე გამოასწორონ.რა ესაქმებათ უშიშპოების სხდომაზე რუსეთის აგენტებს? :P

 

 

გამჭვირვალე შენობები შსს–ს გამჭირვალობას არ ნიშნავს და უშიშროების სამინისტროს რა მასალით ააშენებს არავინ იცით? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...