McLaren Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 (edited) აგერ სააკაშვილი მობილიზაციას აცხადებს 8 აგვისტოს დილით:გამოცხადდა რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაცია ეს უგულავა აცხადებს მორატორიუმსქართული შენაერთები ცხინვალის 70%-ს აკონტროლებენ www.myvideo.ge -ზე იმ დროინდელი ვიდეოები რაც იყო, წაუშლიათ Edited August 7, 2009 by lasalexx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 lasalexx www.myvideo.ge -ზე იმ დროინდელი ვიდეოები რაც იყო, წაუშლიათმე ლომაიას განცხადებას ვერ ვპოულობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 ლადო გურგენიძის განცხადება:ქართული საჯარისო შენაერთები ცხინვალის რეგიონის ოსი სეპარატისტების ბანდფორმირებებისგან გაწმენდას განაგრძობენ09:39 - 08.08.2008 საქართველოს პრემიერ-მინისრტის ლადო გურგენიძის განცხადებით, ქართული საჯარისო შენაერთები ცხინვალის კონფლიქტის ზონის ოსი სეპარატისტების ბანდფორმირებებისგან გაწმენდას განაგრძობენ. "მიუხედავად ჩევნი არაერთი შეთავაზებისა, ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართული სოფლების და სამშვიდობოების საგუშაგოების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, რის გამოც იძულებულები გავხდით, საპასუხო ცეცხლი გაგვეხსნა. ამ დროისთვის ქართული ჯარი კონფლიქტის ზონას ოსური ბანდფორმირებებისგან წმენდს, რათა კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და მოსახლეობამ თავი დაცულად იგრძნოს", - განაცხადა დღევანდელ საგანგებო პრესკონფერენციაზე ლადო გურგენიძემ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ორმხრივი შეტაკების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა პრემიერს არ დაუზუსტებია. "სამწუხაროდ, შეტაკების შედეგად გვყავს დაჭრილებიც და დაღუპულებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საათში ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას გაავრცელებს", - აღნიშნა გურგენიძემ.http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=52 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 ასევე საინტერესოა 1 დან 7 აგვისტომდე რაც ხდებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 აგერ შოთა უტიაშვილის განცხადება 8 აგვისტოს დილის 11 საათზეოფიციალური თბილისი: "რუსეთის ფედერაცია შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც მხარე, უკვე ჩაერთო"11:21 - 08.08.2008ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც მხარე, უკვე ჩაერთო. ამის შესახებ "პირველს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა. "ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაცია, როგორც მხარე, უკვე ჩაერთო. მათმა ავიაგამანადგურებლებმა ქარელის და გორის მიმართულებით დაბომბვა განახორციელეს, რაც უკვე მხარის საბრძოლო მოქმედებებში ღიად ჩართვას ნიშნავს", - განაცხადა უტიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ ქარელის და გორის მიმართულებით დაბომბვა რუსმა ავიაგამანდგურებლებმა განახორციელეს.http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=52 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 შსს - ოსი სეპარატისტები აპირებენ რუსული სამშვიდობო პოზიციების დაბომბვას, რათა ისინი კონფლიქტში ჩაითრიონ08 / 08, 2008 02:32 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ოსი სეპარატისტები აპირებენ რუსული სამშვიდობო პოზიციების დაბომბვას, რათა ისინი ჩაითრიონ კონფლიქტში.აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=5&arch=a თემურ იაკობაშვილი - საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება08 / 08, 2008 02:57 საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება.ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ცოტა ხნის წინ ~საზოგადოებრივი მაუწყებლის~ პირდაპირ ეთერში გააკეთა. “ხელისუფლების მიზანი არა ქალაქების აღება და მოსახლეობის აწიოკება, არამედ კრიმინალური რეჟიმის დასრულებაა, რათა საქართველოს ქალაქებს, მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას აღარ ემუქრებოდნენ”, - განაცხადა იაკობაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონი ტერორისტებისა და შეიარაღების კონცენტრირების ადგილად იქცეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ფლობს ინფორმაციას, როკის გვირაბით რეგიონში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსროლის თაობაზე და სწორედ ეს გახდა საბრძოლო მოქმედების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. როგორც მინისტრმა განაცხადა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მინიმალური იყოს მსხვერპლიც და ნგრევაც და ეს საბრძოლო მოქმედებების მალე დასრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=4&arch=a Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 საინტერესოა-მოგონებებია ომზე http://www.ambebi.ge/conflicts/8476-omis-d...shekhvedra.html ომის დროს დაბომბილი კასპი და ბაქრაძის და ბორისოვის საიდუმლო შეხვედრა გასული წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში კასპის რაიონზეც მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მდინარე ლეხურაზე გადასასვლელი ხიდი, სატელეფონო კომუნიკაციები, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი, საცხოვრებელი სახლები და მიღებული დაზიანებებისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საოკუპაციო ჯარები კვირაზე მეტხანს პატრულირებდნენ კასპში მანამ, სანამ ქართლის ამ პატარა ქალაქში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის საიდუმლო შეხვედრა არ შედგა... გია, კასპის მკვიდრი: - 6 აგვისტოს, როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენი რაიონიდან 350 რეზერვისტი გაიწვიეს. კასპის რაიონი ყოველდღე იღებდა დევნილებს კონფლიქტის ზონიდან და გორის რაიონიდან. ომის პირველ დღეებში, დევნილთა რაოდენობამ 7000 კაცს მიაღწია. 12 აგვისტოს კი კასპის გავლით, უკვე ქართული ჯარის ნაწილები ბრუნდებოდნენ... ხმა გავრცელდა, თითქოს რუსული ჯარები უნდა შემოსულიყვნენ და რაიონის გამგეობისა და პოლიციის შენობები უნდა დაეკავებინათ. მოსახლეობა რაღაც ცუდის მოლოდინში იყო, მაგრამ ხალხი სახლების დატოვებას არ ჩქარობდა. იმ დღეს კასპში რუსული ჯარის ნაწილები არ შემოსულან, მაგრამ ღამით, ორის 20 წუთზე კასპის თავზე ორი რუსული გამანადგურებელი გამოჩნდა. საზარელმა ხმამ შეძრა მთელი ქალაქი და მალევე აფეთქებების ხმაც გაისმა. ქალაქი ჯერ განათდა, შემდეგ კი უკუნეთმა მოიცვა. მხოლოდ მეორე დღეს, გამთენიისას გახდა შესაძლებელი, გვენახა, რომ ერთი ჭურვი კასპის ცემენტის ქარხნის სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე იყო ჩამოვარდნილი, მეორე იქვე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქდა და მნიშვნელოვნად დააზიანა შენობა. კიდევ ერთი ჭურვი სარკინიგზო მაგისტრალს დაეცა, რის შედეგადაც დაინგრა რკინიგზის მეისრის ჯიხური, ხოლო მეისრე მურაზ მერებაშვილი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ რამდენიმე ჭურვი მდინარე ლეხურაზე გადასასვლელ ხიდს დაეცა. იმავე გამანადგურებლებმა სოფელ სამთავისის თავზეც გადაიფრინეს და რამდენიმე ბომბი სოფლის სასაფლაოზე ჩამოაგდეს. ჭურვების ნამსხვრევები ფაქტობრივად მთელ ქალაქში იყო მიმობნეული, თითქმის ყველა შენობის მინები ჩამსხვრეული იყო. 13 აგვისტოს ქალაქში ისევ გავრცელდა ხმა, რომ ოკუპანტები კასპში შემოდიოდნენ. ამ ცნობის შემდეგ მოსახლეობის უმეტესობა თბილისისკენ დაიძრა. ქალაქში მხოლოდ ხანდაზმულები და ყველაზე გულადი ადამიანები დარჩნენ - ისინი, ვისაც საკუთარი ქალაქი დამპყრობლებისთვის არ ეთმობოდათ და თუ ამის საჭიროება იქნებოდა, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავდნენ კასპს რუსი ოკუპანტებისგან. 14-ში დილით, რუსული საბრძოლო ავტომობილები მართლაც გამოჩნდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში. რამდენიმე ტანკი ქალაქის ცენტრში განთავსდა. მოსახლეობის დაყაჩაღების, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რუსი ოკუპანტების მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ხალხი მაინც ძალიან შეშინებული და დაძაბული იყო. მოსახლეობასთან საუბრისას რუსი ჯარისკაცები აცხადებდნენ, რომ კასპში სამშვიდობო მისიით იყვნენ შემოსული და ხალხს კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი მაროდიორებისგან იცავდნენ. საკვებ პროდუქტებსა და სასმელს მაღაზიებში ყიდულობდნენ და საბრძოლო მანქანებში ეძინათ. ლია, კასპის მკვიდრი: - სხვათა შორის, ერთ-ერთ ჯარისკაცში კასპიდან წასული, ეროვნებით ოსი ბიჭი შევიცანით. თავადაც გამოგველაპარაკა, მოგვიკითხა და სინანული გამოხატა იმის გამო, რაც ხდებოდა. ჩვენს ქუჩაზე, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა და შეუძლებელია ქართველების მიმართ სიძულვილი ჰქონოდა. მანამ, სანამ რუსი ოკუპანტები კასპში იმყოფებოდნენ, ჩვენს ქალაქში საინტერესო შეხვედრა შედგა. თავის დროზე, კასპი ინდუსტრიული ქალაქი იყო. ცემენტის ქარხნის გარდა, აქ მუშაობდა საკონსერვო, ელექტროქარხანა და ამის გამო ქალაქში ბევრი რუსი ეროვნების ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ზოგი არეულობის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ვინც ქართველებს დაუნათესავდა, კასპში დარჩა საცხოვრებლად. მაშინ, როდესაც იგოეთში რუსული ტანკები იდგნენ და კასპიც ოკუპანტების ხელში იყო, ჩვენს ქალაქში რუსი გენერლის, ბორისოვისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა შედგა. არ ვიცი, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი, მაგრამ ბორისოვის პირობა ასეთი ყოფილა, რომ შეხვედრა კასპელი რუსის ოჯახში უნდა შემდგარიყო. ეს მოთხოვნა ქართულმა მხარემ გაითვალისწინა და ბაქრაძე და ბორისოვი ჩვენი თანაქალაქელის, გვარად ვორონას ოჯახში შეახვედრეს. მთელი ქალაქი ერთი მხრივ, ქართველი სპეცრაზმელებით, მეორე მხრივ კი რუსი სამხედროებით აივსო. ჩვენთვის უცნობია ამ შეხვედრის შინაარსი. სხვათა შორის, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციაც არსად გამოქვეყნებულა. უფრო მეტიც - პარლამენტის საგამოძიებო კომისიაშიც კი არავის უკითხავს ბაქრაძისთვის ბორისოვთან შეხვედრის შესახებ. ერთი კი ცხადია, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან გასვლის ბრძანება მიიღეს. 25 აგვისტოს რუსი ჯარისკაცები კასპიდანაც გავიდნენ, მაგრამ ერთი თანამებრძოლი დარჩათ, რომელიც თურმე ნასვამი ყოფილა და სადღაც ჩრდილში ეძინა, როდესაც მისი მეგობრები ქალაქს ტოვებდნენ. მეორე დღეს, უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი მშვიდობიანად გავაცილეთ კასპიდან. ემა ტუხიაშვილიჟურნალი ”გზა” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 DATA TUTASXIA lasalexx მაივიდეოზე კი არა უტუბზე უნდა მოძებნოტ, მაივიდეოზე ვინ გააჩერებდა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 გახსენებაც კი არ მინდა... საზიზღრობად მახსენდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.