Jump to content
Planeta.Ge

გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა


Recommended Posts

Sakartwelo

 

იუზერმა, რომელმაც დადო ეს სტატია, რუსული უფრო კარგად იცის ვიდრე ინგლისური. აი ამაზე მიანიშნებს.

 

 

არა,ასე მარტივად არ არის საქმე. შეიძლება მე სომხური ვიცოდე,მაგრამ ამის გამო ქართულ ფორუმებზე სომხურ სტატიებს თარგმნის გარეშე არ დავდებ. ერთი მიზეზის გამო- ქართველების უმრავლესობას სომხურთან არაფერი აქვთ საერთო,ასე უნდა იყოს რუსულთანაც მიმართებაში.

 

 

ევროპაში,როცა იტყვი საქართველოდან ვარო,შეიძლება რუსულად დაგიწყონ ლაპარაკი(რუსმა,ყაზახმა,უკრაინელმა და ა.შ.). ანუ,ისინი გაიგივებენ რუსეთთან,რუსებთან-აი,ესაა რუსულენოვანი სტატიების დადებაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

როცა რუსულ სტატიებს დებ,იქვე გულისხმობ,რომ რატომღაც ქართველებმა რუსული უნდა იცოდნენ,ეს ქვეძნობიერად მოგდის. შენ აკავშირებ ქართთველებს რუსული ენის მცოდნეებთან.

ეს უკვე ძალიან არასერიოზულია, ძალიან...Sakartwelo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არის ჯერ. 37 მანეთიანი გადაფრენები, რუსი ქალები, სსრკ-ს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით კარგი ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხლობს მავანთა გულებში. თაობათა ცვლასთან ერთად ეგ სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.

კაი რა რომელი გლეხი დაფრინავდა თუნდაც მაგ დროს მოსკოვში?

აქ სხვა მიზეზებია, ასე რომ ასე მარტივად და ზერელედ ნუ ცდილობ-ხოლმე გადაჭრას.

გაცილებით ღრმა და სერიოზული არგუმენტების მოყვანა შეგიძლია, მგონია, და ასე ნუ წვრილმანდები-ხოლმე :D

licemer

დასტურ ...Saturn

ინგლისური საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ეს არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე...Sakartwelo

ჩემთვის მკვეთრი რუსული და ამერიკული ორიენტაცია თანაბრად არასასურველია. ევროპაზე უნდა გვეფიქრა თავიდანვე, მაგრამ ევროპა განსხვავებით მოსკოვი და ვაშინგტონისგან, რომლებიც, თუ ჩავუკვირდებით, თითქმის იდენტურად მოქმედებენ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, გაცილებით მეტს მოგვთხოვდა თავად გვეკეთებინა. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მისაღები და სასურველი. მარა მაგი კი დარმაედ და გაზულუქებულ პოლიტიკანებს არ აწყობდათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

არა,ასე მარტივად არ არის საქმე. შეიძლება მე სომხური ვიცოდე,მაგრამ ამის გამო ქართულ ფორუმებზე სომხურ სტატიებს თარგმნის გარეშე არ დავდებ. ერთი მიზეზის გამო- ქართველების უმრავლესობას სომხურთან არაფერი აქვთ საერთო,ასე უნდა იყოს რუსულთანაც მიმართებაში

 

 

ინგლისურიც ვიცი,მაგრამ რუსული უკეთ.რუსული სტატიების დადება მოკლე თარგმანის გარეშე არ არის მართალი. გეთანხმები ამაში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს უკვე ძალიან არასერიოზულია, ძალიან...Sakartwelo

 

 

სულაც არა. აი,დაუკავშირე:

 

 

ევროპაში,როცა იტყვი საქართველოდან ვარო,შეიძლება რუსულად დაგიწყონ ლაპარაკი(რუსმა,ყაზახმა,უკრაი�

�ელმა და ა.შ.). ანუ,ისინი გაიგივებენ რუსეთთან,რუსებთან. (რაც ძალიან არასასიამოვნოა).

 

იგივეა რუსული სტატიების დადება-ქართველმა უნდა იცოდეს რუსული,ქართველს ეცოდინება რუსული.

 

 

 

 

lasha1997

 

 

რუსული სტატიების დადება მოკლე თარგმანის გარეშე არ არის მართალი. გეთანხმები ამაში.

 

ნწ,თუ შენ ამაში მართლა დამეთანხმებოდი,მაშინ აღარ დადებდი რუსულ სტატიებს. ეს იგივეა,მიშა ცდილობს დემოკრატიის აყვავებას,მაგრამ ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელმა და ა.შ.). ანუ,ისინი გაიგივებენ რუსეთთან,რუსებთან. (რაც ძალიან არასასიამოვნოა).

 

იგივეა რუსული სტატიების დადება-ქართველმა უნდა იცოდეს რუსული,ქართველს ეცოდინება რუსული.

ბოდიში , მაგრამ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ...Sakartwelo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ნწ,თუ შენ ამაში მართლა დამეთანხმებოდი,მაშინ აღარ დადებდი რუსულ სტატიებს. ეს იგივეა,მიშა ცდილობს დემოკრატიის აყვავებას,მაგრამ ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ.

 

 

რა ნწუ? :D აქ ქართულ საიტებს არ მიხსნის კარგად და იმიტომ ვდებ რუსულ სტატიებს.უფრო მეტად ეხოდან.პატარა თარგმანსაც მივაყოლებ ხოლმე ამის შემდეგ. :)

 

 

და ეს რუსული რა შუაშია დასავლეთთან მიმართებაში? :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

კაი რა რომელი გლეხი დაფრინავდა თუნდაც მაგ დროს მოსკოვში?

აქ სხვა მიზეზებია, ასე რომ ასე მარტივად და ზერელედ ნუ ცდილობ-ხოლმე გადაჭრას.

გაცილებით ღრმა და სერიოზული არგუმენტების მოყვანა შეგიძლია, მგონია, და ასე ნუ წვრილმანდები-ხოლმე

არაფერს არ ვწვრილმანდები. გლეხები ახლა არიან თორე მაშინ მათი უმრავლესობა არ იყო გლეხი. მე მყავს ნათესავი, რომელიც კომუნისტების დროს მუშაობდა სატვირთო მანქანაზე მძღოლ-ექსპედიტორად და ფულს შოულობდა ძალიან მარტივად, იმ დროს არსებულ დეფიციტზე. ეს კაცი რომ ძველ დროს და მასთან ასოცირებულ რუსეთს მისტირის, ალბათ გასაგებია. უამრავი ასეთი ფაქტია. და საერთოდ, კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ადამიანების ფსიქოლოგია. მიაჩვია ისინი ფულის კეთებას არა საკუთარი შრომით, ბიზნესით და ა.შ. არამედ მანკიერი და კორუფციული გზებით. და ასეთი გადაგვარებული ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მათ ჭკუაზე ხო ვერ ვივლით? მაშინ ვიქნებით სულ ასეთ ჭაობში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში , მაგრამ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ...Sakartwelo

 

 

სამწუხაროა,არადა ნამდვილად ურთიერთკავშირშია. მეტყობა უნარ-ჩვევები რომ ჩავაბარე :ena:

 

მოსაბეზრებელია ამ თემაზე საუბარი ჩემთვისაც და ვიცი იმათთვისაც,ვინც რუსულ სტატიებს თარგმნის გარეშე დებენ,მაგრამ უნდა გადაწყდეს ფორუმზე საბოლოოდ. :rolleyes:

 

lasha1997

 

 

 

ეს:

 

 

აქ ქართულ საიტებს არ მიხსნის კარგად

 

ამას არ გამორიცხავს:

 

 

პატარა თარგმანსაც მივაყოლებ ხოლმე ამის შემდეგ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა,არადა ნამდვილად ურთიერთკავშირშია. მეტყობა უნარ-ჩვევები რომ ჩავაბარე

 

მოსაბეზრებელია ამ თემაზე საუბარი ჩემთვისაც და ვიცი იმათთვისაც,ვინც რუსულ სტატიებს თარგმნის გარეშე დებენ,მაგრამ უნდა გადაწყდეს ფორუმზე საბოლოოდ.

კი ბატონო, იყოს "აბეზალოვკა" რუსული სტატია და იქვე შეკუმშული ფორმით ქართული თარგმანი...Sakartwelo

 

ოღონდ ეს ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ჩემთვის მკვეთრი რუსული და ამერიკული ორიენტაცია თანაბრად არასასურველია. ევროპაზე უნდა გვეფიქრა თავიდანვე, მაგრამ ევროპა განსხვავებით მოსკოვი და ვაშინგტონისგან, რომლებიც, თუ ჩავუკვირდებით, თითქმის იდენტურად მოქმედებენ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, გაცილებით მეტს მოგვთხოვდა თავად გვეკეთებინა. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მისაღები და სასურველი. მარა მაგი კი დარმაედ და გაზულუქებულ პოლიტიკანებს არ აწყობდათ

არასწორი ახსნა გაქვს. საერთოდ აშშ-ს აქვს ასეთი პოლიტიკა, შეუძლია რომ საკუთარი ქვეყნიდან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით უხეშად რომ ვთქვათ გააჩმახოს და იომოს კიდეც. ამის ბევრი მაგალითი არსებობს ისტორიაში. ევროპულ ქვეყნებს ასეთი მიდგომა არ ახასიათებთ. არავინ არ დაუპირისპირდებოდა რუსეთს არანაირად, შეგატოვებდნენ ერთი-ერთზე და მორჩა. დღეს რომ ომი არაა საქართველოში, ეგ აშშ-ს დამსახურებაა. თუ არ გინდათ ნუ დაინახავთ ამას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საერთოდ, კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ადამიანების ფსიქოლოგია

 

რუსეთი რა კავშირშია ამ შემთხვევასთან.

 

კომუნიზმმა ყველგან გადააგვარა ხალხი-აქაც და იქაც.

 

მიაჩვია ისინი ფულის კეთებას არა საკუთარი შრომით, ბიზნესით და ა.შ. არამედ მანკიერი და კორუფციული გზებით

 

 

ისე ჩვენში დარჩეს და რუსი სულ ხელფასზე ცხოვრობდა. აქ ჩვენთან კი კორუფცია ყვაოდა.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არაფერს არ ვწვრილმანდები. გლეხები ახლა არიან თორე მაშინ მათი უმრავლესობა არ იყო გლეხი. მე მყავს ნათესავი, რომელიც კომუნისტების დროს მუშაობდა სატვირთო მანქანაზე მძღოლ-ექსპედიტორად და ფულს შოულობდა ძალიან მარტივად, იმ დროს არსებულ დეფიციტზე.

ვიცოდი რომ ღრმადაც შეგიძლია თხრა, მარა უფრო მეტადაც შეძლებ :D :2kiss:

ნებისმიერი ქვეყანა და ნებისიერი ადამიანი ყველაფერრს ცნობიერად თუ არაცნობიერად პრაგმატულად უდგება.

როგორ ფიქრობ, რატომაა ახლა რომ მსოფლიო დონის კურორტებზე და სხვადასხვა ქვეყნებში სასტუმროებში და მაღაზიებში რუსული ენის სიყვარულმა უცებ ყველაში ერთად იფეთქა? :D

დარწმუნებული ვარ, მიხვდი რასაც ვგულისხმობ, ასე რომ ძალიან მკაცრად ნუ განსჯი შენს ნათესავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს რომ ომი არაა საქართველოში, ეგ აშშ-ს დამსახურებაა. თუ არ გინდათ ნუ დაინახავთ ამას

 

 

ნამდვილად, გეთანხმები :yes2:

 

მაგრამ ჩვენს მაგივრად ამერიკელი არ იომებს. იარაღს კი მოგვაწვდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...