Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია"


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია, რადგან რუსეთს, რომლის ჯარიც საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრში დგას, მისი დამხობის იმედზე ხელი არ აუღია."

 

"მე ჯერ კიდევ ვზივარ ამ ოფისში, თუმცა (პრემიერ-მინისტრმა) პუტინმა წმინდა აღთქმა დადო, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით დამკიდებს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს" - ამბობს სააკაშვილი.

 

http://www.ambebi.ge/politika/8219-saakash...-gadzeveba.html

 

ლიცემერი: ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ახალი დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ცდება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის მიზანი მისი დამხობაა. ჩემი აზრით, რუსეთის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დაქუცმაცება და განადგურებაა...მიშა მხოლოდ"პრიჩინაა"

 

უზერებო, რას იტყვით, ახალი ომი გარდაუვალია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და გააჯვას მაშინ თუ პრიჩინაა....

 

ძალიან არმომწონს მსგავსი განცხადებები...

 

 

იმის მაგივრად რომ საერთაშორისო არენა წივილ კივილი ატეხოს ასეთ რაღაცეებს ლაპარაკობს... ძალიან არ მომწონს...

 

ისე დანიშნოს არჩევნები და გაანეიტრალოს ეს ზეწოლა თუკი ასეა...

მაგრამ...

თუკი რეიხს არ ეყოლება თავის ფუირერი, რეიხი არ იმსახურებს არსებობას... ეს ძველი სიტყვები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი რეიხს არ ეყოლება თავის ფუირერი, რეიხი არ იმსახურებს არსებობას

ზუსტად ეგაა საკვანძო ფრაზა ამ ინტერვიუში

მე ჯერ კიდევ ვზივარ ამ ოფისში

 

licemer

ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ახალი დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ცდება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის მიზანი მისი დამხობაა. ჩემი აზრით, რუსეთის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დაქუცმაცება და განადგურებაა...მიშა მხოლოდ"პრიჩინაა"

მერე გამოაცალოს რუსებს ეგ პრიჩინა თუ ასეა. თანაც რომ ვადამდელ არჩევნებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10:43 / 03-08-2009

"არ მინდა, კვლავაც თავლაფდასხმულები და შეურაცხყოფილები აღმოვჩნდეთ"

http://www.ambebi.ge/politika/8232-qar-min...ovchndethq.html

 

საინტერესო სტატიაა. თემაში კარგად "ჯდება"

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამაზ საყვარელიძე - “თუკი ობამას განცხადებების შემდეგაც ვერ მოახერხა ამერიკამ რუსეთის შეჩერება, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში”

 

“ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო და ამიტომაა, რომ დღესაც გრძელდება ამ ვიზიტზე გამოხმაურებები. ბაიდენის განცხადებებზე უპირველესად სერგეი ლავროვს ჰქონდა მწვავე რეაქცია, მაშინ, როდესაც ობამას იმავე შინაარსის განცხადებასა და პოზიციას რეაგირება არ მოჰყოლია. ბაიდენმა ისეთი ემოციით თქვა, - რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ხარჯზე არ მოხდებაო, რომ ამ სიტყვებზე არანაკლები შთაბეჭდილება მისმა ემოციამ მოახდინა. რუსეთისადმი აწეული ტონი და სიმკაცრე და ქართული სინამდვილის აბსოლუტური მიღება, რაც ბაიდენის გამოსვლაში ჩანდა, რასაკვირველია, რუსეთს გააღიზიანებდა. Bბაიდენის ამ ვიზიტს რიგ პროცესებზე უთუოდ ექნება გავლენა”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას / “საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს”.

“ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის რანგში მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის ხაზზე, რომლითაც ჰილარი კლინტონის ამბიცია, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისა, დარტყმის ქვეშ მოექცა. ამავდროულად, ეს იყო მსოფლიო პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი სვლა. თუკი აშშ-ის პოლიტიკა წავიდა ბაიდენის მიერ მონიშნული კურსით (ანუ ამერიკის კონფრონტაციული, მკაცრი დამოკიდებულება რუსეთისადმი), ამას უთუოდ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია რუსეთის მხრიდან. ბზეჟინსკი, კისინჯერი და სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სიმწვავე საქართველოზე აისახება. რადგან საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას. სანამ ბაიდენის ვიზიტი გაიშიფრებოდა (ანუ ითქმებოდა, რა უთხრა მან საქართველოს ხელისუფლებას), მანამდე ჩავიდა დმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთში. ეს ჩასვლა უკვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა. უცნობია, ეს უკმაყოფილება ობამა-მედვედევის დახურულ კარს მიღმა საუბრისას წამოიჭრა თუ შემდგომ, მაგრამ ფაქტია, რომ ბაიდენის ვიზიტმა კიდევ უფრო გააღიზიანა რუსეთი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“არა მგონია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია იყოს მოსალოდნელი. ამას რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით ვაცხადებ. პირველი - მგონია, რომ ჰილარი კლინტონის ფრთხილი კურსი გაიმარჯვებს და აშშ ეცდება ძალის გამოყენების გარეშე იმოქმედოს. მეორე - როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ ომი წამოიწყო, სხვა მდგომარეობა ჰქონდა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე შიგნით (ეკონომიკის მხრივ). დღეს მისი მდგომარეობა ორივე ფრონტზე ბევრად დამძიმებულია. მაგრამ თუ პოლიტიკური კონტექსტი მის თავმოყვარეობაზე მეტისმეტად იმოქმედებს, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯები გადადგას. რადგანაც ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია, ვერც რუსეთის სცენარი იქნება ისეთივე, როგორიც შარშან აგვისტოში. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პრობლემები ამერიკელებს მეტი სიფრთხილით გადაადგმევინებს ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო აღარ დაიჩაგროს. გავითვალისწინოთ, რომ შარშან ბუში მიდიოდა ხელისუფლებიდან და მისთვის საგარეო პოლიტიკა აქტუალობას კარგავდა, განსხვავებით ობამასაგან, რომელიც ახლა შეუდგა პრეზიდენტობას და სერიოზული განაცხადიც გააკეთა საქართველოსა და უკრაინის მისამართით. თუ ობამამ ვერ მოახერხა ამ ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა, აშშ-ის იმიჯი გვარიანად დაზარალდება, - იქნება ქვეყანა, რომელიც თავისი მეგობრების დაცვას ვერ ახერებს. ეს შეფასება უკვე გაისმა აგვისტოს ომის შემდეგ. თუკი ობამას განცხადებების შემდეგაც ვერ მოახერხა ამერიკამ რუსეთის შეჩერება, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უფრო მეტს აიღებს საკუთარ თავზე ვიდრე სხეფერი, თუნდაც იმიტომ, რომ რასმუსენი ნატოს გენმდივნობამდე აღმოჩნდა ჩართული საქართველოს პრობლემებში და ამ ფაქტორს მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც პიროვნება, რასმუსენი გავლენას მოახდენს ნატოს პოლიტიკაზეც, მაგრამ ქართველებს დადებითის მაქსიმალიზაცია გვჩვევია. რასმუსენი ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, მაგრამ მას როგორც გენერალურ მდივანს, არ შეუძლია ნატო-ში ხვალვე შეიყვანოს საქართველო. ამ საკითხს ის ვერ გადაწყვეტს ნატოს წევრი ქვეყნების გარეშე. ნატოში ჩვენი გაწევრება ალბათ რამდენიმე წლით იმიტომაც გადაიდება, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში კონფრონტაციის ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და საქართველოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაა. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია მსოფლიო თანამეგობრობის დაპირისპირება რუსეთთან. რაც მეტი იქნება პოლიტიკური დაპირისპირება, მით უფრო შეიძლება გაჯიუტდეს რუსეთი”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - “აგვისტოს ომის შემსწავლელი ტალიავინის კომისიის დასკვნის განხილვა ზაფხულის ნაცვლად საშემოდგომოდ გადაიდო. რას ელით ამ კომისიის მუშაობის შედეგად?” - პასუხობს:

“რუსეთს ხელზე აქვს დახვეული საკითხი, - თუ ვინ გაისროლა პირველმა. სააკაშვილს პირველსაც რომ გაესროლა, ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებას, რომლის საჯარისო ფორმირებებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს. პირველ გასროლამდე იყო პროვოკაციების ერთწლიანი სერია, მერე კი რუსული ჯარების თბილისამდე მოსვლა. რუსეთის ნაბიჯებს ვერაფრით გაამართლებს სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნაც კი. რუსეთის ბევრი ნაბიჯი ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ნაბიჯების გამეორებაა. ცუდად იქცეოდა სადამ Hჰუსეინი და ამერიკა ერაყში შევიდა. რატომ არ შეიძლება შევიდეთ საქართველოში, როდესაც სააკაშვილიც არ იქცევა ჩვენს მოსაწონადო, - ეს განცხადება ღიად გაკეთდა შარშან. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რუსეთისთვის მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთან გაეკეთებინა ის, რაც დასავლეთმა გააკეთა სხვაგან. რუსეთი კმაყოფილია იმით, როდესაც ისევე იქცევა, როგორც სუპერსახელმწიფო ამერიკა. რაკი მასსავით ვიქცევი, ე.ი. მეც სუპერსახელმწიფო ვარო. სამწუხაროდ, უფრო სერიოზული მიზეზები არ ჩანს რუსეთის ნაბიჯებში და ამაში გამოსჭვივის სუპერსახელმწიფოების ფსიქოლოგიური კომპლექსი, რამაც რუსეთს აგვისტოს ომში მაიმუნივით გაამეორებინა დასავლეთის ნაბიჯები. საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს. სამწუხაროა, რომ რუსეთის ამგვარ ფსიქოლოგიურ თამაშებს სისხლის ღვრა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კიდევ მეტად გართულება მოჰყვა. ტალიავინზე ამბობენ, რომ ის არის დიპლომატი, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა. არც ერთი ჩხუბი მხოლოდ ერთი მხარის გამო არ ხდება. შეცდომებს ორივე მხარე უშვებს ხოლმე. ჩემი აზრით, ტალიავინის კომისიის დასკვნა არ იქნება ისეთი, რომ ერთი მხარე სრულიად კმაყოფილი დარჩეს და მეორე სრულიად უკმაყოფილო. ეს იქნება დაბალანსებული დასკვნა”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105643.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც ინტერვიუ დამახინჯებულია და არტასწორად ნათარგმნი. ამიტომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია"

სენსაციურ განცხადებებზე ჩალიჩობენ ეს უდღეური ჟურნალისტები. რეალურად სააკაშვილმა იმ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: in many ways it's mission unaccomplished. That's certainly very worrisome ანუ მისია (რუსების) არაა შესრულებული. ეს რა თქმა უნდა იწვევს შეშფოთებას-ო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს მეორე ნაწყვეტი:

adding that though a new war is not imminent, Russia has not given up hope of ousting him with forces 50 km (30 miles) from the Georgian capital.

ანუ:

მიუხედავად იმისა რომ ახალი ომი არაა მოსალოდნელი, რუსეთს არ დაუკარგავს მისი ძალით დამხობის იმედი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ხო ხო ხო...

 

ხო კაი არ წავიდეს არა

წასვლაზე არცაა ლაპარაკი :)

 

უბრალოდ ხალხს აპანიკებენ ეს დაუნი ჟურნალისტები :mad2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუხედავად იმისა რომ ახალი ომი არაა მოსალოდნელი, რუსეთს არ დაუკარგავს მისი ძალით დამხობის იმედი.

ესე იგი, ერთდროულად ამბობს ჰოსაც და არასაც :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია, რადგან რუსეთს, რომლის ჯარიც საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრში დგას, მისი დამხობის იმედზე ხელი არ აუღია."

 

"მე ჯერ კიდევ ვზივარ ამ ოფისში, თუმცა (პრემიერ-მინისტრმა) პუტინმა წმინდა აღთქმა დადო, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით დამკიდებს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს" - ამბობს სააკაშვილი.

licemer

ლიცემერი: ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ახალი დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ცდება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის მიზანი მისი დამხობაა. ჩემი აზრით, რუსეთის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დაქუცმაცება და განადგურებაა...მიშა მხოლოდ"პრიჩინაა"

ტიპიური სოციოპათიური გამოხტომაა ეს განცხადება - ამას ვფიქრობ

 

რა პრობლემაა, გადაარჩინოს ქვეყანა ომს და ხალხი გადაშენებას, წაბრძანდეს სადაც არსს და ვიტყვით, რომ ყვექანა სკამზე მეტად ყვარებია ( მეტი არაა ჩემი მტერი) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...