Jump to content
Planeta.Ge

ჩოხა vs ძენი, რუსეთ საქართველოს ურთიერთობა


Recommended Posts

zen

ცრუობ არ მიუცია არანაირი კრედიტი და ამერიკელებმა 100 მილიონი გადაუხადეს. ამიტომ დატოვეს მანასის ბაზა.

 

თქვენ სხვა დროს მობრძანდით. ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

zen

ასეთი კითხვა მექნება:

რას მოიგებს საქართველო დღეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით და როგორ წარმოგიდგენია ეს პროცესი არსებული რეალობის გათვალისწინებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

რუსეთის ბაზები ეს რუსული ინტერესია და არა ქართული, რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებას, მის შესახებ მნიშვნელოვანი არაფერი მსმენია, არც ოდკბ-ზე, პრინციპში ერთიც და მეორეც რა სახეიროცაა, რუსულ ეკონომიკას ისედაც ეტყობა :)

შემოეთავაზებინა ჩვენთვის მაგალითად ცხინვალი და სოხუმი იმ ორი მილიარდის მაგივრად.......ეგებ ჩვენც ვთანხმდებოდით?!

შემოთავაზებას თავი დაანებე, არ წაერთვა!

ყირგიზეთის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აქვს, მათ ადგილზე ეგებ ჩვენც დავთანხმებულიყავით.

 

და არშემავალნი?!

უკრაინა?

აზერბაიჯანი?

მოლდავეთი?

ანუ ან ოდკბ ან ტერ. მთლიანობა?!

და სადღაა სუვერენიტეტი?!

სხვა რაღაა მონობა და ძალადობა, როდესაც სახელმწიფო თავად ვერ წყვეთ სად იყო და რატომ იყო?!

 

zen

 

და ორი იმდენი აფხაზებს, პლუს ცოცხალი ძალა არა? :)

ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ტექნიკა ქართულ-აფხაზური შუღლისათვის იყო გათვალისწინებული და არა კეთილი სურვილებით?!

პუტინმა თქვა, ამერიკელებმა კი სიტყვას საქმე არჩიეს.

 

 

დემაგოგიისკენ არ გაგექცეს მაუსი... )))

 

რუსეთის ეკონომიკისთვის კი არა ჩვენთვის არის საჭირო ის ირგანიზაციები, რომლებიც ჩამოვთვალე, თორემ რუსეთისთვის ზარალი უფროა. მაგალითად, ახლახან შეიქმნა ევრაზიის კავშირის ფონდი, რომელშიც 10 მილიარდი დილარია, აქედან რუსეთმა ჩადო 7,5 მილიარდი, ყაზახეთმა 1,5 ხოლო სომხეთმა, მაგალითად, 1 მილიონი. )) არადა, ამ ფონდმა უნდა დააფინანსოს პროექტები მთელს ევრაზიის ეკონომიკუ კავშირში, მათ შორის პატარა ქვეყნებში.

 

აზერბაიჯანს გაცილებით უკეთესი ურთიიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე ჩვენ, ასევე მოლდავეთს. მოლდავეთის მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი მტკიცედ აცხადებენ რომ ნატო-ში შესვლას არ აპირებენ და ნეიტრალიტეტის მომხრეები არიან. ჩვენთან ეს "ღალატადაა" მიჩნეული. ასევე არ აპირებს მოლდავეთი დსთ-დან გამოსვლას, არც აზერბაიჯანი გამოსულა, არც უკრაინა.

 

დავბრუნდეთ ჩვენც დსთ-ში, უარი ვთქვათ ნატო-ზე და გამოჩდება მერე შემდგომი პერსპექტივები. რატომ არ ვაკეთებთ ამას?

 

ასე თეორიულად უნდა ვილაპარაკოთ სულ?

 

ნადიბაიძის დროს, 90-იანებში, ომის საფრთხე არ იყო, რუსეთმა არძინბაც კი ჩამოიყვანა თბილისში. თუმცა, შევარდნაძემ კიდევ ერთი სისულელე ქნა და გალში ის უაზრო ოპერაცია მოაწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ასეთი კითხვა მექნება:

რას მოიგებს საქართველო დღეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით და როგორ წარმოგიდგენია ეს პროცესი არსებული რეალობის გათვალისწინებით?

 

მოიგებს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. იგივე მოლდავეთმა, მაგალითად, მთლიანად აღადგინა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ქართული ღვინო კი უკვე აღარც უკრაინაში იყიდება. მთლიანად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი ე დარგი.

 

შემდეგ, აღდგება ადამიანური კავშირები, მიმოსვლა, სატრანსპორტო არტერიები, რკინიგზა, მაგისტრალები. ქართველებს მიეცემათ საშუალება რუსეთიდან უფრო თამამად ჩადონ ფული საქართველოში.

 

უკვე შემდგომ ეტაპზე კი გაჩნდება შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტურ რეგიონებზე, მოსახლეობის დაბრუნება, მათი უსაფრთხოება.

 

სულ ბოლოს კი საქართველოს მოწყობის საკითხი დადგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით , დებატები შედგა. დიდი მადლობა ორივე უზერს . თემას ვხსნი ყველა იმ უზერისთვის ვისაც სურვილი აქვს დებატებთან დაკავშირებით თავის აზრი გამოთქვას Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

დემაგოგიისკენ არ გაგექცეს მაუსი... )))

ეს მე თქვენთვის არ მიკდარებია, სად ხედავ დემაგოგიას?!

 

რუსეთის ეკონომიკისთვის კი არა ჩვენთვის არის საჭირო ის ირგანიზაციები, რომლებიც ჩამოვთვალე, თორემ რუსეთისთვის ზარალი უფროა

ჩვენთვის საჭირო ევროკავშირის ეკონომიკურ სივცეში ინტეგრირებაც საჭიროა და რუსული ბაზრის გამოყენებაც.

 

მაგალითად, ახლახან შეიქმნა ევრაზიის კავშირის ფონდი, რომელშიც 10 მილიარდი დილარია, აქედან რუსეთმა ჩადო 7,5 მილიარდი, ყაზახეთმა 1,5 ხოლო სომხეთმა, მაგალითად, 1 მილიონი. )) არადა, ამ ფონდმა უნდა დააფინანსოს პროექტები მთელს ევრაზიის ეკონომიკუ კავშირში, მათ შორის პატარა ქვეყნებში.

ახლა თუ გეტყვით, რომ მარტო აშშ-საგან და ევროპისაგან გვაქვს მთლიანად ეგ 10 მილიარდი დოლარი მიღებული სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეგეც დემაგოგია იქნება? :)

 

 

აზერბაიჯანს გაცილებით უკეთესი ურთიიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე ჩვენ, ასევე მოლდავეთს. მოლდავეთის მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი მტკიცედ აცხადებენ რომ ნატო-ში შესვლას არ აპირებენ და ნეიტრალიტეტის მომხრეები არიან. ჩვენთან ეს "ღალატადაა" მიჩნეული. ასევე არ აპირებს მოლდავეთი დსთ-დან გამოსვლას, არც აზერბაიჯანი გამოსულა, არც უკრაინა.

ერთიც და მეორეც იძულებულია ჰქონდეთ კარგი ურთიერთობები რუსეთთან, მათაც აწუხებთ ტერიტორიული პრობლემები და ხავსს ებღაუჭებიან ამ პრობლემების მოგვარების იმედად.

პ.ს. აზერბაიჯანს ნატოში შესვლაზე მტკიცე უარი არ განუცხადებია, ეს არასწორი ინფოა :)

 

 

 

დავბრუნდეთ ჩვენც დსთ-ში, უარი ვთქვათ ნატო-ზე და გამოჩდება მერე შემდგომი პერსპექტივები. რატომ არ ვაკეთებთ ამას?

ჯერ რუსული გარანტიის იმედად ყოფნა რა არის და მერე რუსეთისათვის ავანსად რაიმეს დათმობა?!

 

უკაცრავად კი ვარ, მაგრამ საქართველოში რუსეთს აქვს ინტერესები და არა პირიქით, დაშავებული და გაფუჭებულიც ამ ურთიერთობებში, რუსეთს განუზომლად მეტი აქვს, ასე რომ ქართული მხრიდან ამ პირობებში კიდევ რაიმეს დათმობა, კაპიტულაციის ტოლფასია.............კაპიტულანტებს კი ისე ექცევიან, როგორც გაეხარდებათ.

 

 

ასე თეორიულად უნდა ვილაპარაკოთ სულ?

ძალიან პრაქტიკულ საკითხებზე ვსაუბრობთ არადა :)

 

ნადიბაიძის დროს, 90-იანებში, ომის საფრთხე არ იყო, რუსეთმა არძინბაც კი ჩამოიყვანა თბილისში. თუმცა, შევარდნაძემ კიდევ ერთი სისულელე ქნა და გალში ის უაზრო ოპერაცია მოაწყო.

კი, შევარდნაძემ შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც მიშამ, მაგრამ ორივე შემთხვევაში პროვოკაცია რუსეთმა მოაწყო, ჩვენ უბრალოდ უნიჭოდ წამოვეგეთ ამ პროვოკაციებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მოდერებო მიხედეთ სიტუციას თორე ესე არ გამოვა ...

 

ან ორი დებატობს ან გამოდით რამდენი ხართს მოგიწყობთ ყველას ერთად http://s15.rimg.info/a7129fc3151205616e82fc80d514dce8.gif

 

მე ვიყო ტორპედო ჯეკ :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიგებს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. იგივე მოლდავეთმა, მაგალითად, მთლიანად აღადგინა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ქართული ღვინო კი უკვე აღარც უკრაინაში იყიდება. მთლიანად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი ე დარგი.

 

შემდეგ, აღდგება ადამიანური კავშირები, მიმოსვლა, სატრანსპორტო არტერიები, რკინიგზა, მაგისტრალები. ქართველებს მიეცემათ საშუალება რუსეთიდან უფრო თამამად ჩადონ ფული საქართველოში.

 

უკვე შემდგომ ეტაპზე კი გაჩნდება შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტურ რეგიონებზე, მოსახლეობის დაბრუნება, მათი უსაფრთხოება.

 

სულ ბოლოს კი საქართველოს მოწყობის საკითხი დადგება.

გმადლობთ, მაგრამ არ გვაწყობს...

 

სნაჩალა დენგი, პატომ სტულია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ან ორი დებატობს ან გამოდით რამდენი ხართს მოგიწყობთ ყველას ერთად

წამყვანმა დებატები დასრულებულად გამოაცხადა, შესაბამისად ეხლა ყველა უზერს შეუძლა თავისი აზრი გამოთქვას ამ თემაშI, დებატების მონაწილეებსაც ცხადია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

მოიგებს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. იგივე მოლდავეთმა, მაგალითად, მთლიანად აღადგინა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ქართული ღვინო კი უკვე აღარც უკრაინაში იყიდება. მთლიანად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი ე დარგი.

 

შემდეგ, აღდგება ადამიანური კავშირები, მიმოსვლა, სატრანსპორტო არტერიები, რკინიგზა, მაგისტრალები. ქართველებს მიეცემათ საშუალება რუსეთიდან უფრო თამამად ჩადონ ფული საქართველოში.

მოლდავეთი არ იყო ღვინის ექსპორტი რომ აუკრძალეს პოლიტიკური მოტივით რამდენიმე თვის წინ?

რა ვქნათ, რუსეთს თვალებში შევციცინოთ და იმაზე ვიდარდოთ არაფერი ეწყინოთ, თორემ ეკონომიკას დაგვინგრევსო?!

 

დივერსიფიკაცია - აი გამოსავალი და არა ქედის წახრა.

 

ადამიანური კავშირები არ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი წართმეულს არ დააბრუნებს - მერე შეგვეძლება ამაზე საუბარი.

 

სულ ბოლოს კი საქართველოს მოწყობის საკითხი დადგება.

და რა გარანტიაა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები შეიცვლება და კვლავ იგივე მეთოდებით არ ეცდება საქართველოს შეთრევას მის მიერვე შექმნილ წარმონაქმნებში, სსსრ-ს რეინკარნაციის უბადრუკ მცდელობებს რომ წარმოადგენენ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად ვფიქრობ რომ ჩოხას არ მიეცა საშუალება ბოლომდე განევითარებინა თავისი ლოგიკური აზრი. ვინაიდან დრო იყო არასაკმარისი. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა დებატის სუსტი წერტილი. მცირე დრო. ვინაიდან არსებობს საუბრის სტილი, რომელიც მის ლოგიკურ წერტილამდე ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყავს, რომელიც ჩოხას საუბრის სტილია. ვფიქრობ მთავარბ შეკითხვას ვერ გაეცა პასუხი. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში, რომელიც ჩოხას მიერ აბსოლუტურად ზუსტად იქნა დასმული.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დებატები დამთავრდა ერთ რამეს მოვათავსებ მეც.

 

რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ეს აუცილებლობაა, ამის უმისოდ არა მარტო ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, არამედ კიდვ შეიძლება დავკარგოთ.

 

უნდა ვისწავლოთ ზომიერი ურთიერთობები რუსეთთან არა ამერიკის ხარჯზე და ამერიკასთან არა რუსეთის ხარჯზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

 

ახლა თუ გეტყვით, რომ მარტო აშშ-საგან და ევროპისაგან გვაქვს მთლიანად ეგ 10 მილიარდი დოლარი მიღებული სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეგეც დემაგოგია იქნება? :)

 

დიახ. ))) რ

 

ყოველწლიუარად რუსეთიდან გადმოირიცხება (უსასყიდლოდ!) მილიარდ დოლარზე მეტი და ეს გრძელდება უკვე რამდენი წელია.

 

გარდა ამისა, რუსეთიდან მოდიოდა გაზი იაფად, 50 დილარად, ათი წლის განმავლობაში.

 

ის ამერიკული დახმარება კი, მცირე გამონაკლისის გარდა, ვალია, სესხი. ჩვენი სახელმწიფო ვალი უკვე 3 მილიარდს აღემატება, გაკოტრებული რეჟიმი კი წელს კიდევ მილაირდზე მეტს ითხოვს მარტო სავალუტო ფონდიდან. მთლიანი საგარეო ვალი 8 მილიარდს აღწევს.

 

თუ გგონია, ამ ვალებს "ისე" ჩამოგაწერენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...