Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

newstudio

 

ეუფ :D

ეს დირექტივა ახლა გამოაცხვე ბაბუიას დასაცავად? :D

 

ეგ სმაილი ჩემს მიერ გამოყენებულ იქნა არა იუზერის არამედ მისი აზრის მიმართ კონკრეტულ საკითხზე.

 

 

ბატონოჩემო, წინა პოსტს სადაც მოგახსენებთ ჩვენი ორბიტების შეუთავსებლობაზე დავამატებ კიდევ რამოდენიმე წინადადებას. ფორუმი წერილობით აზრთაგაცვლის საშუალებაა. მიმიკა აქ არგუმენტად არ ითვლება.

შეეცადეთ თქვენი აზრის ჩამოყალიბება. არ არის ეს ასეთი ძნელი ამბე, უბრალოდ სწავლა უნდა, თორემ ასე კლავიატურა ყველას უდგას სახლში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

babuagiorgi

 

ნუ ამ ხელისუფლებამ თუ დაიწყო ე.ი. შენ რომ ემსახურებოდი იმ ხელისუფლების დროს აშკარად არ ჰქონია ასეთ რამეს ადგილი. რატომ დაგამხოთ კრიმინალების ბანდამ ისე რომ რუსეთის პირდაპირი ჩარევაც კი არ დასჭირვებია?

 

 

ხომ ხედავთ ბატონოჩემო რას ნისნავს არცოდნა?

 

ამით ეხლა თქვენ ამტკიცებთ იმას რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.

 

ისე კი უფრო მეტად გათვიცნობიერებული რომ ყოფილიყავით, გეცოდინებოდათ ის, რომ რუსეთის ჩარევით კი არა,არამედ უშუალო მონაწილეობით და ეს 1991-1992 წელს და 1993 წელს შავი ზღვის ფლოტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პატარა ერის სიძლიერე დიდი ერისათვის გაუგებარ დოგმებში იყო, რომელზედაც ჩვენ უარი ვსთქვით.
ქართველებმა მამაპაური "ენძელას" ილეთი დავივიწყეთ, რომელიც როგორც იქნა ამასწინათ მარიოტში ბენდუქიძემ გაიხსენა.

 

 

იქნებ დაკონკრეტდე რას გულისხმობ ამ ფრაზებში.

 

lasha1997

ისრაელი ახსენე და გუშინ გიორგის დავუწერე.ბოლო ომის დროს ყველა ებრაელი და არა მარტო ებრაელი რეზერვისტი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩავიდა თავის ქვეყანაში.აი ეგეთი ქვეყანა მინდა რომ ვიყოთ.ამას რომ ვწერ თმები ყალყზე დამიდგა.აი ეს სიყვარული და პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს და არა ამერიკა.

 

სწორედ ამიტომ ვერ ვიქნებით ჩვენ ისრაელი. რაც შეეხება ისტორიულ ფორმულას, რომელიც დღევანდელ სიტუაციაშიც ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს ეს სახეზეა. ისე ყველა ერს თავისი გზა აქვს განვითარების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამით ეხლა თქვენ ამტკიცებთ იმას რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო

მარსიანული ლოღიკის მიხედვით ალბათ მასეა :D

 

რუსეთის ჩარევით კი არა,არამედ უშუალო მონაწილეობით და ეს 1991-1992 წელს და 1993 წელს შავი ზღვის ფლოტი.

91-92 წლებში რუსული ქვედანაყოფები არ მონაწილეობდნენ გამსახურდიას ჩამოგდებაში. დაფინანსება და შეიარაღება კი ბატონო. და კითხვაზე პასუხი სადაა? რატომ შეძლეს თქვენი დამხობა? ხომ არ იყავით "დაჩმორებული"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ისე კი უფრო მეტად გათვიცნობიერებული რომ ყოფილიყავით, გეცოდინებოდათ ის, რომ რუსეთის ჩარევით კი არა,არამედ უშუალო მონაწილეობით და ეს 1991-1992 წელს და 1993 წელს შავი ზღვის ფლოტი.

 

 

გეთანხმები და მაგაზე დიდი წერილი მაქვს დაწერილი, აფხაზეთის ომის დაწყების საკითხზე სამართლებრივი ანალიზის სახით. არამგონია ერთი აზრი არ გვქონდეს მაგ საკითხში.

 

http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_15.html

 

აი აქაა და თუ სურვილი გექნება გადახედე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

სწორედ ამიტომ ვერ ვიქნებით ჩვენ ისრაელი. რაც შეეხება ისტორიულ ფორმულას, რომელიც დღევანდელ სიტუაციაშიც ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს ეს სახეზეა. ისე ყველა ერს თავისი გზა აქვს განვითარების.

 

 

კი ყველა ერს თავისი გზა აქვს,მაგრამ ამ ერს ლიდერმა უნდა აჩვენოს როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. :D

 

 

ხელისუფლება არ გვივარგა, არც დღეს და არც უახლოეს წარსულში გვივარგოდა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კი ყველა ერს თავისი გზა აქვს,მაგრამ ამ ერს ლიდერმა უნდა აჩვენოს როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა.

 

 

გვყავდა ეგეთიც. გაგვაფრთხილა კიდევაც, მაგრამ არავინ შეიგონა.

 

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატ

უმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

იქნებ დაკონკრეტდე რას გულისხმობ ამ ფრაზებში.

 

 

ქართულ ჯარისა და საზოგადოების მომზადებას იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქარტველო ჰქვია.

 

ამ მომენტისათვის საზოგადოებას გამოვტოვებ და აქცენტს მხოლოდ ქართულ ჯარზე ე.წ. "ენძელაზე" გავამახვილებ.

 

საქართველოს ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა ის, რომ ისრაელისა და აშშ ინსტრუქტორები ქართულ ჯარს ერაყში და ავღანეთში საპატრულო ომისათვის ამზადებდნენ. ისე კი მეეჭვება ის რომ ეს მაგალითად გაუგებრობის გამო მოხდა. ვის, ვის და ისრაელს უნდა ჰქონდე უდიდესი გამოცდილება პარტიზანული ომის.

ქვეყანა, რომელსაც 85 %-ი ტერიტორია მთაა აქვს გაშილ ფრონტზე დაჩვეულ რუსეთის არმიის წინააღმდეგ სხვა საომარი სტრატეგია უნდა აირჩიოს. მხედველობაში მაქვს როგოც შეიარაღება ასევე მორალური მომზადება.

ისე კი აშშ და ისრაელსაც შეგვიძლია ვასწავლოთ როგორ უნდა მორალურად ჯარის მომზადება. ამქთმა რა იციან ქართული მამაპაპური "ენძელს" ამბე.

მაგალითს უახლესი ისტორიიდან ავიღებ. შეუიარაღებელი და შეიძლება ითქვს მოხალისე ჯარმა რუსებს 1991-1993 წლამდე გაუწია წინააღმდეგობა. ეხლა თუ გნებავთ სთქვით ის, რომ ჩექმები არ უვარგოდათ, ან კიდევ წესრიგი არ იყო მაღალ დონეზე, მაგრამ სულისკვეთება და პატრიოტიზმი იყო იმდენი, რომ რუსეთის, აშშ და ისრაელის ჯარს ეყოფოდა 100 წელი.

.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთლად არ ჯდება ამ თემაში, მაგრამ კარგი ინფორმაციაა და ვფიქრობ , რომ joao მაპატიებს

 

 

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

 

 

 

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებს ინფორმაციას ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის პატრულებმა დაათვალიერეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა.

ამასთან, მისიაში აცხადებენ, რომ სრული შეფასებისთვის საჭიროა შესვლა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ევროკავშირის მისია გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღეს ოსურმა და რუსულმა მხარებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სოფელ დიციდან სოფელ ერედვის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა.

სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

გვყავდა ეგეთიც. გაგვაფრთხილა კიდევაც, მაგრამ არავინ შეიგონა.

 

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

 

 

მაგარი კაცი იყო ზვიადი,რომელსაც მართლა უყვარდა ქვეყანა. :D კონსტანტინეს ციტატას ვეძებდი, დიდოსტატის მარჯვენიდან და ვერ ვნახე.ეგეთი ნაროდი ვართ და თუ ამას ვერ გამოვასწორებთ,არაფერი გვეშველება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

და არ ველაპარაკოთ რუსული ჯარების კონფლიქტის ზონებიდან გაყვანაზე? დანარჩენზე ყველაფერზე ველაპარაკოთ? და იმ ლტოლვილებს რომ აბრუნებ ვის იმედზე უშვებ რუსების იმედზე? ცოტა უკეთესად ჩამოყალიბება ხომ არ სჯობს?

ტერიტორიების დეოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ამ ლაპარაკით ტერიტორიების დეოკუპაცია ვერ მოხდება. ამიტომ მანამდე უნდა ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე რასაც შეიძლება რაიმე კონკრეტული შედეგი მოყვეს. იმ პოლიტიკის წყალობით, რაც 2004 წლიდან ხორციელდებოდა (და რომელსაც შენ სწორს უწოდებ), ძალიან ბევრი რამ რითიც ვაჭრობა შეგვეძლო რუსებთან და სეპარატისტებთან, ისე აგვახიეს, რომ სანაცვლოდ ჩვენ არაფერი მიგვიღია. შარშანდელი ომის მერე დიალოგისგან რაიმე შედეგის მიღება გაცილებით უფრო ძნელია, მაგრამ დიალოგი მაინც საჭიროა. მაგალითად ავიღოთ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება. შეიძლება შეთანხმება ისეთ მექანიზმზე, რომ აღარ გაჩნდეს შეკითხვები, პირველად ცხინვალიდან ესროლეს ნიქოზს თუ პირიქით. ეს ის თემაა, რაზე ლაპარაკმაც შეიძლება კონკრეტული შედეგი გამოიღოს. დაჟე ადგილობრივ სეპარატისტებთანაა საჭირო უფრო მეტი ლაპარაკი, ვიდრე რუსებთან.

 

ოკუპირებული კია ის ტერიტორიები, და ეთნო წმენდას კი ქონდა მანდ ადგილი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იქ მცხოვრები ხალხი ჩვენ არ გვიჭერს მხარს. როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაციას, საქართველოს 1991 წლის დეოკუპაციას ადარებ, ისიც უნდა გახსოვდეს რომ მაშინ ბუნტი შიგნიდან დაიწყო. როცა ამბობ, რომ რუსეთი ავღანეთიდან გავიდა, მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გავიდა და ა.შ., არ დაგავიწყდეს რომ ამ ყველა შემთხვევაში აჯანყება შიგნიდან მოხდა. აფხაზეთში და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ჯერჯერობით მსგავსი რამ არ შეიმჩნევა. და რომც გაჩნდეს ეს წინააღმდეგობა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ წინააღმდეგობის ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენება შევძლოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ქართულ ჯარისა და საზოგადოების მომზადებას იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქარტველო ჰქვია.

 

ამ მომენტისათვის საზოგადოებას გამოვტოვებ და აქცენტს მხოლოდ ქართულ ჯარზე ე.წ. "ენძელაზე" გავამახვილებ.

 

საქართველოს ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა ის, რომ ისრაელისა და აშშ ინსტრუქტორები ქართულ ჯარს ერაყში და ავღანეთში საპატრულო ომისათვის ამზადებდნენ. ისე კი მეეჭვება ის რომ ეს მაგალითად გაუგებრობის გამო მოხდა. ვის, ვის და ისრაელს უნდა ჰქონდე უდიდესი გამოცდილება პარტიზანული ომის.

ქვეყანა, რომელსაც 85 %-ი ტერიტორია მთაა აქვს გაშილ ფრონტზე დაჩვეულ რუსეთის არმიის წინააღმდეგ სხვა საომარი სტრატეგია უნდა აირჩიოს. მხედველობაში მაქვს როგოც შეიარაღება ასევე მორალური მომზადება.

ისე კი აშშ და ისრაელსაც შეგვიძლია ვასწავლოთ როგორ უნდა მორალურად ჯარის მომზადება. ამქთმა რა იციან ქართული მამაპაპური "ენძელს" ამბე.

მაგალითს უახლესი ისტორიიდან ავიღებ. შეუიარაღებელი და შეიძლება ითქვს მოხალისე ჯარმა რუსებს 1991-1993 წლამდე გაუწია წინააღმდეგობა. ეხლა თუ გნებავთ სთქვით ის, რომ ჩექმები არ უვარგოდათ, ან კიდევ წესრიგი არ იყო მაღალ დონეზე, მაგრამ სულისკვეთება და პატრიოტიზმი იყო იმდენი, რომ რუსეთის, აშშ და ისრაელის ჯარს ეყოფოდა 100 წელი.

.

 

მე დაგიდასტურებ მაგ ინფორმაციას. სხვათა შორის ეს მარტლაც ასე მოხდა სამწუხაროდ. ეხლა მიმდინარეობს გადამზადების პროცესი და ყველა წრთვნა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში სწორედ თავდაცვით მომზადებას ემსახურება. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლების ერთერტმა მაღალჩინოსანმა როდესაც დაადასტურა, რომ რუსეთისგან ასეთ ფართომაშტაბიან აგრესიას არ ველოდებოდით არც ჩვენ და არც ნატოს სამხედრო მარალჩინოსნებია ჩემგან გამნოიწვია საშინელი რეაცია, ვინაიდან 2007წ. ჩემთვის ნატელი გახდა რუსები რას აპირებდნენ საქართველოში და ზუსტად 1 წლის წინ ვთქვი ის, რაც გააკეტეს რუსებმა. ანუ ჩაადაევის ცნობილი ფრაზა რუსებს ჭკუით ვერ გაიგებ კლასიკური გამოვლინებით მოხდა.

 

რაც შეეხება აფხაზეთის ომს, მიუხედავად იმისა, როკ რამდენჯერმე ძალიან სერიოზული დაპირისპირება გვქონდა უშუალოდ რუსულ სპეცრაზმებთან ტამიშთან 1993წ. მარტში გუმისთასთან ვფიქრობ ის ომი ამხელა მაშტაბზე არ განხორციელებულა. ანუ რუსებს რომ ჩვენი მსგავსი დაბომბვა და მთელი საქართველოს მასტაბით ომი მოენდომებინათ არამგონია ის ომი 1 წელს გაგრძელებულიყო. მაშინ სულ სხვა მიზნები იყო. დღეს სულ სხვაა. ომის შედეგები ამაზე გაცილებით საშინელი იყო, 15000 მოკლული 300000 ლტოლვილი, დაკარგული ქალაქები .... სპეციფიკით ის ომი და ეს ომი სულ სხვა იყო. თუმცა ამ შემთხვევაში სულაც არ ვამბობ, რომ ეს რამით უკეთესი იყო. ერტადერთ გამოსავლათ, ამ შემთხვევაში ჩვენტან ერთად საერთაშორისო ზეწოლა მიმაჩნია, ვინაიდან სხვა საშუალება არ გვაქვს. შეიძლება ეს დროში საკმაოდ გაიწელოს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკით ეს შესაძლებელია გაკეთდეს. ამაზე აუცილებლად გავხსნი ცალკე თემას და ჩემს ანალიზს შემოგთავაზებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ დავამატებ იმ ჩემს ბოლო წერილს.

 

სააკაშვილის ერთ-ერთი დანაშაული არის ქართველი ერის დაჩმორიკების მცდელობა (იმედია ჯერ კიევ არ ვართ დაჩმორიკებული ბოლომდე).

სააკაშვილისებური "დემოკრატიული" საქართველო უნდა იყოს მორჩილი. ასეთივე ვარიანტით მიშამ ჯარსაც მიუდგა. როგორც კი შემაჩნია ის რომ შეიძლება ჯარს "პრეტენზიები" გაუჩნდეს, არა და მერწმუნეთ ყოველი სამხედრო დანაყოფი, რომელიც საომარ მოქმედებაში იყო ნამყოფის მართვა არც თუ ისე იოლი საქმეა, ეგრევე დაამცირა ჯარი და ეს პოლიციის საშუალებით. აბა ის ჯარი რა ჯარია, რომელსაც პოლიცია სცემს?

ასეთი პროცესები მთელ საქართველოშია. ქართული მამაპაპური წესჩვეულება მიშას ქართულ "დემოკრატიას" ეწინააღმდეგება.

ასე რომ სანამ რუსეთის დაშლაზე ვიოცნებებთ, ჯერ ქართული საზოგადოების "მორჩილი" დემოკრატიულობისაგან (დაჩმორიკებისაგან) განმკურნება უნდა ვცადოთ. იმიტო რომ, ასეთი საქართველოთი გინდ რუსეთი ცხრაჯერ დაშლილა, ჩვენ არაფერი არ გვეშველება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ტერიტორიების დეოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ამ ლაპარაკით ტერიტორიების დეოკუპაცია ვერ მოხდება. ამიტომ მანამდე უნდა ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე რასაც შეიძლება რაიმე კონკრეტული შედეგი მოყვეს. იმ პოლიტიკის წყალობით, რაც 2004 წლიდან ხორციელდებოდა (და რომელსაც შენ სწორს უწოდებ), ძალიან ბევრი რამ რითიც ვაჭრობა შეგვეძლო რუსებთან და სეპარატისტებთან, ისე აგვახიეს, რომ სანაცვლოდ ჩვენ არაფერი მიგვიღია. შარშანდელი ომის მერე დიალოგისგან რაიმე შედეგის მიღება გაცილებით უფრო ძნელია, მაგრამ დიალოგი მაინც საჭიროა. მაგალითად ავიღოთ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება. შეიძლება შეთანხმება ისეთ მექანიზმზე, რომ აღარ გაჩნდეს შეკითხვები, პირველად ცხინვალიდან ესროლეს ნიქოზს თუ პირიქით. ეს ის თემაა, რაზე ლაპარაკმაც შეიძლება კონკრეტული შედეგი გამოიღოს. დაჟე ადგილობრივ სეპარატისტებთანაა საჭირო უფრო მეტი ლაპარაკი, ვიდრე რუსებთან.

 

ოკუპირებული კია ის ტერიტორიები, და ეთნო წმენდას კი ქონდა მანდ ადგილი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იქ მცხოვრები ხალხი ჩვენ არ გვიჭერს მხარს. როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაციას, საქართველოს 1991 წლის დეოკუპაციას ადარებ, ისიც უნდა გახსოვდეს რომ მაშინ ბუნტი შიგნიდან დაიწყო. როცა ამბობ, რომ რუსეთი ავღანეთიდან გავიდა, მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გავიდა და ა.შ., არ დაგავიწყდეს რომ ამ ყველა შემთხვევაში აჯანყება შიგნიდან მოხდა. აფხაზეთში და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ჯერჯერობით მსგავსი რამ არ შეიმჩნევა. და რომც გაჩნდეს ეს წინააღმდეგობა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ წინააღმდეგობის ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენება შევძლოთ.

 

მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი 2004 წლიდან იდიალურად მიმდინარეობდა მაგრამ სტრატეგიას ვეთანხმები. ეს 2004 წლიდან არ მიფიქრია. ყოველთვის მაღიზიანებდა 2 რუსეთის მითი და მსგავსი ბალანსური იდიოტიზმები, რომელმაც ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. მე ვთვლი, რომ უნდა მომხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვა, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, რომ ეს კონფლიქიტი არ იყოს საქართველოს კონფლიქტი მხოლოდ. ამ კონფლიქტის საზღვრები უნდა გადაიწიოს ევროპაში, ბრიუსელში საერთაშორისო ორგანიზაციებში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ზეწოლა რუსეთსე, თორემ 2004 წლამდე იყო გაყინული სტაგნაციური კონფლიქტი, რომლის გალღობასაც დასჭირდა ამდენი ძალისხმებვა.

 

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს რუსეთი ამაზე არ მოდის. არ მოდის იმიტომ რომ მას უნდა ეს ასე იყოს. ჩვენი მხრიდან ევროკავსირის დამკვირვებლები სწორედ ამას აკეთებენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე შესაბამისი კომენტარიც გაკეთდა, რომ საქართველოს მხრიდან არანაირ ცხინვალის დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება სსრკ-ს დარღვევას მისი სიტუაციები სხვაა და გეოგრაფიულ ერთეულებში დამთხვევა რ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებს ინფორმაციას ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის პატრულებმა დაათვალიერეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა.

ამასთან, მისიაში აცხადებენ, რომ სრული შეფასებისთვის საჭიროა შესვლა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ევროკავშირის მისია გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღეს ოსურმა და რუსულმა მხარებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სოფელ დიციდან სოფელ ერედვის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა.

სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პირიქით მადლობა. სწორედ ამას ვგულისხმობდი

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს რუსეთი ამაზე არ მოდის. არ მოდის იმიტომ რომ მას უნდა ეს ასე იყოს. ჩვენი მხრიდან ევროკავსირის დამკვირვებლები სწორედ ამას აკეთებენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე შესაბამისი კომენტარიც გაკეთდა, რომ საქართველოს მხრიდან არანაირ ცხინვალის დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.

 

 

როდესაც ეს დავწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...