Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

babuagiorgi

მე დაგიდასტურებ მაგ ინფორმაციას. სხვათა შორის ეს მარტლაც ასე მოხდა სამწუხაროდ. ეხლა მიმდინარეობს გადამზადების პროცესი და ყველა წრთვნა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში სწორედ თავდაცვით მომზადებას ემსახურება. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლების ერთერტმა მაღალჩინოსანმა როდესაც დაადასტურა, რომ რუსეთისგან ასეთ ფართომაშტაბიან აგრესიას არ ველოდებოდით არც ჩვენ და არც ნატოს სამხედრო მარალჩინოსნებია ჩემგან გამნოიწვია საშინელი რეაცია, ვინაიდან 2007წ. ჩემთვის ნატელი გახდა რუსები რას აპირებდნენ საქართველოში და ზუსტად 1 წლის წინ ვთქვი ის, რაც გააკეტეს რუსებმა. ანუ ჩაადაევის ცნობილი ფრაზა რუსებს ჭკუით ვერ გაიგებ კლასიკური გამოვლინებით მოხდა.

 

რაც შეეხება აფხაზეთის ომს, მიუხედავად იმისა, როკ რამდენჯერმე ძალიან სერიოზული დაპირისპირება გვქონდა უშუალოდ რუსულ სპეცრაზმებთან ტამიშთან 1993წ. მარტში გუმისთასთან ვფიქრობ ის ომი ამხელა მაშტაბზე არ განხორციელებულა. ანუ რუსებს რომ ჩვენი მსგავსი დაბომბვა და მთელი საქართველოს მასტაბით ომი მოენდომებინათ არამგონია ის ომი 1 წელს გაგრძელებულიყო. მაშინ სულ სხვა მიზნები იყო. დღეს სულ სხვაა. ომის შედეგები ამაზე გაცილებით საშინელი იყო, 15000 მოკლული 300000 ლტოლვილი, დაკარგული ქალაქები .... სპეციფიკით ის ომი და ეს ომი სულ სხვა იყო. თუმცა ამ შემთხვევაში სულაც არ ვამბობ, რომ ეს რამით უკეთესი იყო. ერტადერთ გამოსავლათ, ამ შემთხვევაში ჩვენტან ერთად საერთაშორისო ზეწოლა მიმაჩნია, ვინაიდან სხვა საშუალება არ გვაქვს. შეიძლება ეს დროში საკმაოდ გაიწელოს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკით ეს შესაძლებელია გაკეთდეს. ამაზე აუცილებლად გავხსნი ცალკე თემას და ჩემს ანალიზს შემოგთავაზებთ.

 

1991-1993 წლებში რუსეთი აგრესია ქართულ ჯარის სიძლიერის ადეკვატური იყო.

1993 წელსაც იბომბებოდა სამტრედია, სენაკი, აბაშა და ფოთი. დაბომბვების ინტენსიურობა 2009 წლის აგვისტოზე უფრ ძლიერი და ხანგრძლივი იყო.

 

ამ არაადეკვატურ მიდგომას სააკაშვილის პიარგამოსვლებმა შეუწყო ხელი. ეხლაც მახსოვს აგვისტოში მისი ტელევიზიით ტრაბახი; "1993 წელსო საქართველო ჯარმა მხოლოდ ერთი რუსეთი თვითმფრინავის ჩამოქგდება შესძლო (არა და სამი იყო) და ჩვენ კიდევ 10 ჩამოვაგდეთო."

არა ეს სასაცილო?

ჩვენი შეიარაღების ფარგლებში, შეიძლება ითქვას ის სამი თვითმფრინავი ლაგატკებით ჩამვაგდეთ და ეს კიდევ ასეთი ნაქები არმიით მხოლოდ 10 ტრაბახობდა, ან საერთოდ რა იყო სატრაბახო ვერ გავიგე.

იგივე არმიით 3 დღეში მოაწერა კაპიტულაციას ხელი და ეს არა მარტო სააკაშვილმა, არამედ მთელმა ერმა.

 

გაოგნებული ვიყავი იმით, რომ აგვისტოში ერთი შემთხვევაც კი არ იყო იმისა, რომ სადმე ღამით რუს ვიღაცამ თავი მოაცალა.

წარმოიდგინეთ და შეადარეთ ეს 1991-1993 წლებს და ნახავთ იმას, რომ მაშინ მხოლოდ პარტიზანული და დივერსიული აქტების დროს დაიღუპა 10 ჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი ვიდრე აგვისტოში.

გაოგნებული ვიყავი იმით რომ ხალხმა ბრძოლაზე უარი სთქვა. ასეთი დაჩმორიკებული ერით გინდათ რუსეთს გაუწიოთ წინააღმდეგობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

კიდევ ერთი დამატება.

 

ევროპა და ეს არა მარტო ევროპა თვლის იმას, რომ სააკაშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში. იმასაც კი იძახიან, რომ დასავლეთით ბაქიაობდა რითაც მსოფლიოს საშისროება შეუქმნა.

 

გლეხური ენით რომ ვსთქვათ, ძალიან ბოროტად გამოიყენაო ჩვენი თანადგომა მიშამო. ამას არა მარტო ოფიციალურ წყაროებიდან გაიგებთ, არამედ ხშირად მესმის ეს ევროპარლამენტის დეპუტატებთან საუბრის დროსაც.

 

ბოლო-ბოლო უნდა ვაღიაროთ ის, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველომ არასწორი პოლიტიკა გაატარა და ეს არა მარტო სააკაშვილის პერიოდში, არამედ ჩვენს დროსაც, მხედველობასი მაქვს ზვიად გამსახურდიას მართველობის პერიოდიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

მხოლოდ ასეა შესაძლებელი ზეწოლა რუსეთსე, თორემ 2004 წლამდე იყო გაყინული სტაგნაციური კონფლიქტი, რომლის გალღობასაც დასჭირდა ამდენი ძალისხმებვა.

ანუ კონფლიქტის ამგვარი გალღობა დადებით მოვლენად მიგაჩნია? მდაას

 

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს რუსეთი ამაზე არ მოდის. არ მოდის იმიტომ რომ მას უნდა ეს ასე იყოს. ჩვენი მხრიდან ევროკავსირის დამკვირვებლები სწორედ ამას აკეთებენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე შესაბამისი კომენტარიც გაკეთდა, რომ საქართველოს მხრიდან არანაირ ცხინვალის დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.

ეგ როდის თქვეს? შეგიძლია ლინკი დააგდო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

 

ანუ კონფლიქტის ამგვარი გალღობა დადებით მოვლენად მიგაჩნია? მდაას

ეგ როდის თქვეს? შეგიძლია ლინკი დააგდო?

 

არაა ეს სწორი ინფორმაცია. ასეთი განცხადება ოფიციალურად ნამდვილად არ ყოფილა.

დამკვირვლებლებმა მაშინატვე აღიარეს ჩვენი მხრიდან ცხინვალის დაბომბვა და არა მარტო ეს, საქართველოს ტელევიზიამ ეს პირდაპირ ეთერში გააშუქა. რაც კიდევ ერტ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო.

 

რუსეთი აგრესიის დამკიცება, რუსეთის სამშვიდობო სტატუსის გაბათილებით უნდა დაიწყოს, რისი მცდელობის სურვილს დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლებასი. რატომ ვერ გავიგე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

1993 წელსაც იბომბებოდა სამტრედია, სენაკი, აბაშა და ფოთი. დაბომბვების ინტენსიურობა 2009 წლის აგვისტოზე უფრ ძლიერი და ხანგრძლივი იყო.

 

 

მერე რამდენ ხანში დასრულდა ყველაფერი სამოქალაქო ომს ვგულისხმობ. სამტრედიის აღებიდან 5 დღეში ზუგდიდიც დაიკავეს შევარდნაძის და რუსების ჯარებმა.

 

lasalexx

ანუ კონფლიქტის ამგვარი გალღობა დადებით მოვლენად მიგაჩნია? მდაას

 

შენ როგორ მიგაჩნია რუსების გაყვანა ომამდე იმ ტერიტორიებიდან., თუ ფიქრობ რომ სამშვიდობო მანდატი გაგვეუქმებინა და მაშინვე გავიდოდნენ ძალიან ცდები. ეს მოსახდენი ომი იყო ნებისმიერ შემთხვევაში.

 

ეგ როდის თქვეს? შეგიძლია ლინკი დააგდო?

 

ლიცემერმა დადო ლინკი წინა გვერდზე ინტერპრესნიუსის ინფორმაციაა.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი აგრესიის დამკიცება, რუსეთის სამშვიდობო სტატუსის გაბათილებით უნდა დაიწყოს, რისი მცდელობის სურვილს დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლებასი. რატომ ვერ გავიგე.

მიშა ვერ დაიწყებდა ომს რუსეთთან. საზღვრის გადალახვას და ოკუპაციას ომის დამწყები ქვეყანა ახდენს, საზღვარი რუსეთმა გადმოლახა, ჩემო ბატონო babuagiorgi და არა პირიქით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რუსეთი აგრესიის დამკიცება, რუსეთის სამშვიდობო სტატუსის გაბათილებით უნდა დაიწყოს, რისი მცდელობის სურვილს დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლებასი. რატომ ვერ გავიგე.

 

 

როგორ? ეს აუცილებლად იქნება ტალიავინის დასკვნაში დამისი ერტი ნაწილი კონფლიქტის ისტორიას მიეძრვნება. ის რომ სამშვიდობო არაეფექტური იყო ეს ამ ომმაც დაადასტურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მერე რამდენ ხანში დასრულდა ყველაფერი სამოქალაქო ომს ვგულისხმობ. სამტრედიის აღებიდან 5 დღეში ზუგდიდიც დაიკავეს შევარდნაძის და რუსების ჯარებმა.

 

ინტენსიური ბრძოლების რომ გავიხსენოთ სამტრედიის დაბომბვისა და აღების შემდეგ კიდევ სამი თვე დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით. ამის უშუალო მონაწილე ვარ.

ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასა რომ ორ ფრონტეზ გვიწევდა ბრძოლა..,........................

 

პ.ს. აქ ერთი მომენტია საინტერესო. თემასთან კავშირი არ ქვს, მაგრამ ხშირად ისმის ის რომ კანონიერი ხელისუფების დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ბრალი იყო აფხაზეთის დაკარგვა. მაშინ გაუგებარია ის რომ როგორ იბრძოდა შევარდნაძეს დეფაქტო ხელისუფლება და მის დაქვემბდებარებაში მყოფი ჯარი რუსების გვერდით ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც რუსების დახმარებით აფხაზებმა ომი მოიგეს.

 

ერთხელ უკვე დავწერე ასეთი რამ; წარმოიდგინეთ ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინმა ჰიტლერს ციმბირში აჯანყების ჩასახშობად დახმარება სთხოვა. :D:

 

მიშა ვერ დაიწყებდა ომს რუსეთთან. საზღვრის გადალახვას და ოკუპაციას ომის დამწყები ქვეყანა ახდენს, საზღვარი რუსეთმა გადმოლახა, ჩემო ბატონო babuagiorgi და არა პირიქით

 

ამას მე ნუ ამიხსნი, არამედ იმათ აუხსენი ვინც რუსებს სამსვიდობო სტატუს აძლევად ყოველ 6 თვეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ინტენსიური ბრძოლების რომ გავიხსენოთ სამტრედიის დაბომბვისა და აღების შემდეგ კიდევ სამი თვე დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით. ამის უშუალო მონაწილე ვარ.

ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასა რომ ორ ფრონტეზ გვიწევდა ბრძოლა..,........................

 

 

31 დეკემბერს ზვიადი მოკვდა და რა წინააღმდეგობას უწევდით მე მსგავსი ნარაფერი გამიგია. ოქტომბერში დაიწყო და დასრულდა უახლოეს ხანში. ზვიადი გალში გადავიდა და შემდეგ იქედან მობრუნდა წალენჯიხაში. არ ვიცი რა წინააღმდეგობაზე საუბრობ.

პ.ს. აქ ერთი მომენტია საინტერესო. თემასთან კავშირი არ ქვს, მაგრამ ხშირად ისმის ის რომ კანონიერი ხელისუფების დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ბრალი იყო აფხაზეთის დაკარგვა. მაშინ გაუგებარია ის რომ როგორ იბრძოდა შევარდნაძეს დეფაქტო ხელისუფლება და მის დაქვემბდებარებაში მყოფი ჯარი რუსების გვერდით ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც რუსების დახმარებით აფხაზებმა ომი მოიგეს.

 

 

ხო ეგ მეც მაინტერესებს. პარადოქსია, გურჯული პარადოქსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

როგორ? ეს აუცილებლად იქნება ტალიავინის დასკვნაში დამისი ერტი ნაწილი კონფლიქტის ისტორიას მიეძრვნება. ის რომ სამშვიდობო არაეფექტური იყო ეს ამ ომმაც დაადასტურა.

 

ეს როგორ, არის ზუსტად საინტერესო. ამაზე უკვე რამოდენიმე თვეა ვმუშაობ და 10 აგვისტოს პრაღაში კონფერენციის დროს მინდა ვცადო. მაინტერესებს მეც რა ეფექტი ექნება.

 

პრინციპში უნდა დამტკიცდეს ის, რომ სამსვიდობო სტატუსი ძალად იყო შემოხვეული ჩვენზე და ეს სამშვიდობიო სტატუსი ფაქტურად დაირღვა.

 

კარგი ინებოდა მეტი ოფიციალური ინფორმაციის ცოდნა. მაგალითად სამშვიდობო სტატუსის მქონე ჯარის წინააღდეგ არ გვიბრძოლია. ჯერ არ ვიცი ფორმულაცია, მაგრამ 3 000 სამხედროს ზემოთ შემოსულები უკვე აგრესორები გამოდიან. აქ რუსეთსაც აქვს შეცდომა დაშვებულიი. თუ იმას იტყვიან რომ სამსვიდობოების დახმარება ჰქონდათ გეგმაში, მაშინ ეს ოფიციალურად არ იყო გაკეთებული. შემდგომ ამ წლების განმავლობასი სამსვიდობოების მიერ ოსებისა და აფხაზების შეიარაღებაში დახმარება. ეს თუ დამტკიცდა, არა და არის ამის მასალა, ესეც კარგი იქნება. მოკლედ ამას ჯერ მუშაობა სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

შენ როგორ მიგაჩნია რუსების გაყვანა ომამდე იმ ტერიტორიებიდან., თუ ფიქრობ რომ სამშვიდობო მანდატი გაგვეუქმებინა და მაშინვე გავიდოდნენ ძალიან ცდები. ეს მოსახდენი ომი იყო ნებისმიერ შემთხვევაში.

მე მგონია რომ აგვისტოს ომამდე რუსების იქიდან გაყვანა გაცილებით უფრო ადვილი იყო. და რომ ეს ომი მოსახდენი იყო, მაგისიც არ მჯერა. და რომც მოსახდენი ყოფილიყო, იმისთვის მაინც უნდა მიგვეღწია, რომ ომის დამწყებებად ჩვენ არ წარმოვჩენილიყავით. გრადით ცხინვალის დაბომბვა, მერე ორ დღეში იქიდან გამოსვლა, + მოსახლეობის დიდი ნაწილის დაუცველად დატოვება, კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვება, და მერე იმის ლოდინი თუ როდის დაარწმუნებს სარკოზი მედვედევს, რომ ე.წ. ბუფერული ზონებიდან (რა ტერმინიც აქამდე არ არსებობდა) რუსული ჯარი უნდა გავიდეს. ამაზე უარესი რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, არ ვიცი.

ლიცემერმა დადო ლინკი წინა გვერდზე ინტერპრესნიუსის ინფორმაციაა.

ეგ დღევანდელზეა, თუ ორივე შემთხვევაზეა განცხადება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

31 დეკემბერს ზვიადი მოკვდა და რა წინააღმდეგობას უწევდით მე მსგავსი ნარაფერი გამიგია. ოქტომბერში დაიწყო და დასრულდა უახლოეს ხანში. ზვიადი გალში გადავიდა და შემდეგ იქედან მობრუნდა წალენჯიხაში. არ ვიცი რა წინააღმდეგობაზე საუბრობ.

ხო ეგ მეც მაინტერესებს. პარადოქსია, გურჯული პარადოქსი.

 

სამტრედიის აღების შემდეგ ფაქტიურად წავაგეთ და ამ წაგების შემდეგ დეკემბრამდე ვებრძოლეთ შევარნაძეს ჯარს და რუსებსაც. დეკემბრის ჩათვლით კი 3 თვეა.

ზვიადი როგორც პრეზიდენტი უკვე ოტომბრის დასაწყისში ვერ ხელმძღვანელობდა. და არა მარტო ზვიადი, არამედ არც ეროვნული გვარდიის სარდლობა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა ცალკეულ ბატალეიონებს ბრძოლა გაგვეგრძელებინა.

მე პირადათ წავედი საქართველოდან როდესაც უკვე 3-ი დავრჩით. მანამდე ვხნავდი ამათ. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კარგი ინებოდა მეტი ოფიციალური ინფორმაციის ცოდნა. მაგალითად სამშვიდობო სტატუსის მქონე ჯარის წინააღდეგ არ გვიბრძოლია. ჯერ არ ვიცი ფორმულაცია, მაგრამ 3 000 სამხედროს ზემოთ შემოსულები უკვე აგრესორები გამოდიან. აქ რუსეთსაც აქვს შეცდომა დაშვებულიი. თუ იმას იტყვიან რომ სამსვიდობოების დახმარება ჰქონდათ გეგმაში, მაშინ ეს ოფიციალურად არ იყო გაკეთებული. შემდგომ ამ წლების განმავლობასი სამსვიდობოების მიერ ოსებისა და აფხაზების შეიარაღებაში დახმარება. ეს თუ დამტკიცდა, არა და არის ამის მასალა, ესეც კარგი იქნება. მოკლედ ამას ჯერ მუშაობა სჭირდება.

 

 

სამაჩაბლოს კონტიგენტი 2000 კაციანი იყო. 500 ჩვენ 500 რუსები 500 ჩრდილო ოსეთი და 500 ადგილობრივი ოსები.

 

კარგი იქნება იმაზეც თუ გაამახვილებ ყურადღებას, რომ რუსეთის დუმას სხვა ტერიტორიაზე შემოსასვლელად გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ეს გაკეთებული არა აქვს. რაც რუსეთის კონსტიტუციის დარღვევაა. ეხლა რატომ არ გააკეთეს ეს ამას შეიძლება იქით მიაქციო ყურადღება, რომ რუსებს სურდათ არ დაფიქსირებულიყო რუსეთის შეჭრა საქართველოში იურიდიულად მაინც. მაგრამ ამან უკუეფექტი გამოიწვია. პუტინს არ ჰქონდა უფლება დუმის გარეშე გაეცა ბრძანება ან მედვედევს, რომ ჯარები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ.

 

lasalexx

მე მგონია რომ აგვისტოს ომამდე რუსების იქიდან გაყვანა გაცილებით უფრო ადვილი იყო. და რომ ეს ომი მოსახდენი იყო, მაგისიც არ მჯერა. და რომც მოსახდენი ყოფილიყო, იმისთვის მაინც უნდა მიგვეღწია, რომ ომის დამწყებებად ჩვენ არ წარმოვჩენილიყავით.

 

შენ როგორ ფიქრობ, არ მიდიოდა მუშაობა სამშვიდობოების ანაცვლებაზე და რუსები ამის საფრთხეს ვერ ხედავდნენ? ომის ფორსირება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც სოლანა აფხაზეთში ჩავიდა და შტაინმაიერი ახალი სამშვიდობო გეგმით, რომელიც სწორედ სამშვიდობო ძალების ცანაცვლებას გულისხმობდა. ასე უნდა გვექნა ისე უნდა გვექნა იოლი სათქმლია. ქნეს მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. რაც შეეხება დანარჩენს, რა დაიწყო, როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო, როგორ უნდა დაწყებულიყო

 

 

http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_2913.html

 

აი აქაა ძალიან დეტალურად. კონფლიქტის ისტორიაც, და ბევრი რამ.

 

 

babuagiorgi

სამტრედიის აღების შემდეგ ფაქტიურად წავაგეთ და ამ წაგების შემდეგ დეკემბრამდე ვებრძოლეთ შევარნაძეს ჯარს და რუსებსაც. დეკემბრის ჩათვლით კი 3 თვეა.

ზვიადი როგორც პრეზიდენტი უკვე ოტომბრის დასაწყისში ვერ ხელმძღვანელობდა. და არა მარტო ზვიადი, არამედ არც ეროვნული გვარდიის სარდლობა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა ცალკეულ ბატალეიონებს ბრძოლა გაგვეგრძელებინა.

მე პირადათ წავედი საქართველოდან როდესაც უკვე 3-ი დავრჩით. მანამდე ვხნავდი ამათ.

 

 

არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეუფ

ეს დირექტივა ახლა გამოაცხვე ბაბუიას დასაცავად?

ნებისმიერი უზერის დასაცავად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...