Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

თუ რუსულ ქართულ და რუსულ კავკასიურ ისტორიულ სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებთ შევამჩნევთ, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის მიმართ, აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის კავკასიაში შემოსვლის პოლიტიკისაგან.

 

1783წ., როდესაც რუსეთმა გააფორმა ტრაქტატი საქართველოსთან ამის შემდეგ მთელი 18 წელიწადი პრქტიკულად მოანდომა იმას, რომ საქართველო დაესუსტებინა. ეს ფაქტები შესანიშნავად აქვს ასახული ივანე ჯავახიშვილს თავის პატარა წიგნში "რუსეთ საქართველოს ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში", რომელიც ეხლა გამოქვეყნდა პირველად. კომუნისტების დროს მას დღის სინათლე არ უნახავს. რუსეთმა პრაქტიკულად კრწანისის ომი ირანთან შეთანხმებით მოუწყო საქართველოს და ერეკლეს დიპლომატიამ ეს საკითხი ჭამა. ეხლა რაც შეეხება თემის მთავარ შინაარსს. რუსეთის იმპერიის მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკური მოქმედებები რადიკალურად განსხვავებულია. მე-19 საუკუნეში, რუსეთმა მიიღო საქართველოს მხრდაჭერა, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ რუსეთი კავკასიაში შემოვიდა. შემოვიდა, და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის გეოპოლიტიკური მოქმედების ცენტრი არის კავკასია. ტერმინიც კი დამკვიდრდა მედვედევ-პუტინის მიერ. პრიორიტეტულად სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორია რუსეთისათვის. თუმცა, რუსეთმა 90 -იანი წლებიდან პრაქტიკულად მოახერხა და შექმნა საქართველოს დაკარგვის უდიდესი საფრთხე, რაც ასევე დაკარგვით დასრულდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა, თუ რატომ მოგახსენებთ.

 

რუსეთის შემოსვლა დაიწყო დაქუცმაცებულ საქართველოში. ჯერ მათ შემოიერთეს ქართლ კახეთი, 1801წ. იმერეთი, 1810წ. გურია 40 იან წლებში, სამეგრელო 1857წ. სვანეთი 1870წ. აჭარა და ახალციხე 1878წ. შეიძლება თარიღები ცოტა შემეშალა, მაგრამ იდეა არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოს გაერთიანება. ნუ იმ სისაძაგლეების ფონზე, რასაც ეკლესიის გაუქმება, ენის დავიწყება და.... თავად ეს იდეა, საქართველოს გაერთიანების, არის ჩვენი ისტორიული იდეა. ამიტომ მოკავშირეობა, მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა მაინც შედგა. საქართველოს დახმარებით, მათ შეძლეს მთელი ჩრდილო და ამიერ კავკასიის დაპყრობა. ანუ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დაუშვა და შემოუშვა რუსეთი კავკასიაში. საქართველოს მოკავშირეობის გარეშე რუსეთს ეს ძალიან გაუჭირდებოდა. თავად მოკავშირებაა გეოპოლიტიკური მიზნების შესრულების მთავარი მამოძრავებელი. ანუ რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აქცენტი გააკეთეს მოკავშირეობაზე და ამით შეძლეს კავკასიაში შემოსვლა.

 

დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი. ის აუცილებლად წავა კავკასიიდან და ეს იქნება აუცილებელი, ისტორიული ლოგიკა. ვინაიდან კავკასიაში ყოფნის, დარჩენის მთავარი პირობა არის მისი ცენტრალური სახელმწიფოს-საქართველოს მოკავშირეობა. თუ საქართველო უარს იტყვის ამაზე, დამპყრობელი აქედან მიდის. იძულებით რა თქმა უნდა ვერ მკვიდრდება. ეს იყო მთელი ჩვენი ისტორიის ლოგიკა. ან თუ საქართველო იბრძვის და ებრძვის იმპერიას, მაშინ ის აქ ვერ მკვიდრდება.

 

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ბოლო 15 წლის განმავლობაში. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მოეხდინა მისი, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია ქართველების თვალში. დაწყებული 89წ. 9 აპრილიდან პრაქტიკულად რუსეთმა ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა ჩვენი მიმართულებით იყო შუასაუკუნეობრივი და ნეგატიური. დღევანდელი რუსეთი ძალიან ჰგავს 1915-17 წლის მეფის რუსეთს, მეთოდებით და მენტალობით. ასევე ბოლშევიკურ რუსეთს. პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ თავიანთ პოლიტიკაში, რაც გამოიწვევს მის გეოპოლიტიკურ მარცხს კავკასიაში. რუსეთმა დაუშვა კარდინალური შეცდომები, რომელიც მე-19 საუკუნის რუსეთს არ დაუშვია. მან იმ პერიოდისათვის საკმაოდ თნამედროვე მეთოდებით შეძლო საქართველოს მეკავშირეობის შეძენა, რაც ამ რუსეთმა დაკარგა. არადა საქართველოს გარეშე, კავკასიაში სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია. მან არჩევანი გააკეთა ისეთ კვაზი სახელმწიფოებზე, როგორიცაა ჩრდილო ოსეთი, აფხაზეთი, ყაბარდო ბალყარეთი, ადიღე.... ეს კვაზი სახელმწიფოები არის სწორედ რუსეთის მარცხი. მან დაკარგა მთავარი მეკავშირე. შესაბამისად, ის დაკარგავს კავკასიას. 93წ. შემდეგ რუსეთს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ მოეხდინა საქართველოს ინტეგრაცია რუსეთში. წინააღდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია აფხაზეთის ომის შედეგები, გამსახურდიას გადატრიალება, ასევე ცხინვალის რეგიონი. საქართველოს შემორიგება ადვილად იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიების საქართველოში ინტეგრაციით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა პირიქით და საქართველოს კურსიც 1998წ. შეიცვალა. სტამბოლის შეთანხმების შემდეგ. რუსეთმა აგვისტოს ომით, პრაქტიკულად ხარაკირი ჩაიტარა კავკასიაში. შეუქცევადი გახადა რა ნატოს გაფართოება და ამ გაფართოების დაინტერესება დღეს აშშ-ის მხრიდან ძალიან გაძლიერებულია. ამ ხარაკირის ნაწილია ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება, რაც იყო იმ შეცდომების გვირგვინი, რაც პრაქტიკულად რუსეთმა 1993წ. დან დაუშვა. ისტორიული გამოცდილებით, საქართველოს გაერთიანების ეროვნულ ისტორიული იდეა დარღვეულ იქნა რუსეთის მიერ. ანუ მან დაუშვა კარდინალური შეცდომა, რაც აუცილებლად მას დააკარგვინებს კავკასიას. მოსალოდნელია უფრო საშინელი შედეგები, რომელიც შესაძლოა დადგეს და მას ეწოდება რუსეთის დაშლა.

 

გაუგებარია რატომ წარმოიდგინა რუსეთმა რომად თავი და ჩვენ რატომ წარმოგვიდგინა კართაგენად. მაშინ როდესაც ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო.

 

საინტერესოა თავად რუსული დიპლომატიის ფლიდობა, რომელმაც სწორედ ამ თვითმკვლეობის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ჩვენს ისტორიაში უკვე 200 წლოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა რუსულ დიპლომატიასთან ურთიერთობის. მხოლოდ ერთი გამოცდილება შემოგვრჩა. რუსული დიპლომატიის ფლიდობა და სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი გამოცდილება არ არის. პირველი იურიდიულ-დიპლომატიური ურთიერთობა 1783წ. მოხდა. გეორგიევსკის ტრაქტატით. ფლიდობა 1801წ. ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსული მმართველობის დაწესება იყო. ერთმა საუკუნემ ლოკალურ აჯანყებებში და საბოლოო ჯამში შეგუების პროცესში გაიარა, მაგრამ 60-იანელების და ილია ჭავჭავაძის უიძლიერესი ეროვნული მოძრაობის გამო, შემონახულ იქნა ჩვენი ეროვნული იდეა თავისუფლებისა და ერთიანობისა. 1907წ. აგვისტო. სოც-დემოკრატების მიერ ილიას მკვლელობა, რომელიც განხორციელდა სწორედ მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს, მაშინდელი დუმის სენატორს, სერიოზული საკითხები ჰქონდა დაყენებული რუსეთის ხელისუფლების წინაშე, რაც საქართველოს ავტონომიიის მინიჭებას ემსახურებოდა. ასევე მის მიერ ხორციელდებოდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შექმნა. ანუ სერიოზული პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. მკვლელობა სწორედ რუსეთზე ორიენტირებულმა და რუსეთის სოც. დემოკრატიული პარტიის ქართული განაყოფის მიერ განხორციელდა.

 

1920წ. 7 მაისი ხელშეკრულება რუსეთთან. ნეიტრალიტეტის შეპირება საბჭოთა რუსეთისთვის და ინგლისელების დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული იყვნენ კავკასიით. ისევ ნდობა რუსეთისადმი და ისევ 1921წ. 25 თებერვალი. ინგლისის დახმარებით, ჩვენ შევძლებდით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მინიმუმ მეორე მსოფლიო ომამდე. თუმცა ისევ რუსული ნდობა. უარი რეალურ დახმარებაზე, რასაც ინგლისელები გვთავაზობდნენ. ამ ხელშეკრულებით და ფლიდობით, საბჭოთა რუსეთმა, დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი 1920წ. შემოდგომაზე და მოადგა საქართველოს. მეთოდები იგივე. შულავერის მთავრობა, ცხინვალში ოსური ბუნტი და 25 თებერვალი. მთავრობა გაიქცა. ჟორდანიას ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც 1918წ. 24 ივნისს (საბედისწერო დღეა ჩვენს ისტორიაში ამ დღეს დაგომისის ხელშეკრულებაც გაფორმდა) მოახდინა ნოე რამიშვილის გადატრიალება მთავრობის თავმჯდომარეობიდან. 70 წლიანი ჭაობი. 90 იანი წლები. ეროვნული მოძრაობა. 91წ. რუსული გეგმით ხელისუფლების დამხობა, ისევ რუსული ფლიდობა, შევარდნაძის დასმა, მაგრამ გარანტიების მიღება აფხაზეთის და ცხინვალის სახით. სამშვიდობოები. გაყინული კონფლიქტი. ისევ შეპირება, ესენგე, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება ესნგ-ს ფარგლებში, შეპირება ტერიტორიების დაბრუნებაზე, ისევ ფლიდობა, ისევ ტყუილი. 2004წ. მკაცრი კურსი ნატოსკენ, ევროპისკენ, რუსული ბაზების გაყვანისკენ და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ. ისევ რუსული ფლიდობის მცდელობა, მაგრამ ამჯერად აღარ ვენდეთ. ამჯერად უარი არ ვთქვით აშშ-ის დახმარებაზე, კურსზე. დიპლომატიურმა ფლიდობა ამოვიცანით, როგორც იქნა 200 წლის მანძილზე.

 

ისევ 21 წლის მცდელობა, მაგრამ ამჯერად სასურველი მიზანი არ დადგა. ვერ მოახერხეს ვერც კურსის შეცვლა, ვერც აშშ ის დახმარებაზე უარი, ვერც ნატოსკენ სვლის შეჩერება, მაგრამ მოახერხეს გახლეჩვა ქვეყნის. გაააქტიურეს თითქოს მინავლული მე-5 კოლონა. იბრძვიან ყველა ხერხით. თუმცა ამჯერად მოხერხდა მათი ბინძური მიზნების გაცხადება. ამჯერადაც ცდილობენ, რომ გავიმეოროთ ის, რაც მანამდე. დღეს ჩვენ რუსეთს აღარ უნდა ვენდოთ. გვემუქრებიან, პროვოკაციებს აწყობენ, ათას სისაძაგლეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს რუსეთზე 10 ჯერ ძლიერი მეკავშირე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მოკავშირე დაინტერესდა კავკასიით. ჩვენი ისტორია ინტერესების კონფლიქტია. ამიტომ აუცილებელია, რომ არცერთი ნაბიჯი უკან. თუ ჩვენ, შევძლებთ რუსულ ფოჩიან კანფეტებზე უარის თქმას, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის დაბრუნებას და ოკუპანტების განდევნას. საკმარისია, ვისწავლოთ, ჩვენი მტერი. არავითარი კომპრომისი რუსეთთან. ეს ეხება ხელისუფლებასაც და ეს ეხება საზოგადოებასაც. ორივე ინსტიტუტს შეუძლია სასიკვდილო ზიანის მიყენება. ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს ამის წინაარდეგ. ჩვენ არ გვაქვს ახალი 25 თებერვალი. რუსებს ეს უნდოდათ. სიბრიყვეა, ის რომ გიორგაძეს აქ ვერ მოიყვანდა ხალხი არ აირჩევდა.... შევარდნაძე არანაკლები სახელგატეხილი იყო, მაგრამ ჩამოვიდა. შეუცნობელია ძალნი პრ-ისანი.

ჩვენი შიდა პრობლემები უნდა დარჩეს ჩვენს გადასაწყვეტად. ისტორია მეორედება. 21წ. ისტორია, მაშინდელი პოლიტიკური განლაგებები როლების შეცვლით იგივეა. მაშინაც ავიღეთ დასავლეთის კურსი, მაგრამ მერე როდესაც ინგლისელებს უარი ვუთხარით დახმარებაზე ძალიან გავიკვირდა, დასავლეთმა ხმა რომ არ ამოიღო 25 თებერვალზე, არადა ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით უარი ამ ყველაფერზე და შედეგიც ლოგიკური იყო. დღეს ეს არ გავაკეთეთ და დახმარებაც მივიღეთ. აი ეს არის განსხვავება.

 

აქვე მოვიყვან ნიცშეს იგავს "ასე იტყოდა ზარათუსტრადან". სულის სამი გარდასახვის შესახებ, ცოტა ალეგორიულ პლანში. უნდა მოვიშოროთ აქლემის სინდრომი, "მე მინდა" ეს ლომის მახასიათებელია და არ გვიღებენ, არ გვეხმარებიან, არ ვუნდივართ, გადაგვაგდეს, გაგვყიდეს.... ამ მე მინდასთან არის ძალიან სუსტი. ჩვენ, ჩვენს ისტორიაში, უნდა გადაჭრით ვთქვათ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან. აქ მერყეობა, სწორედ რუსის სურვილია. ისტორიული მეხსიერება, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რუსეთის ნდობა უნდა დაიმსხვრეს ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ეს ვცადეთ, ვცადეთ უამრავჯერ. შედეგები მივიღეთ საშინელი. ამიტომ უდრეკ ნებასთან, უდრეკ ნებელობასთან ყველაფერი მარცხდება. რუსეთიც დამარცხდება და თუ რატომ, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან რუსეთი უშვებს კარდინალურ შეცდომებს კავკასიაში. ომი, სამხედრო ძალა, ეს არის უკანასკნელი მოჰიკანი სიტუაციის შენარჩუნების და პოზიციების განმტკიცების. ეს არის დიდი სისუსტე და იძულება, ვინაიდან, რუსეთის სიდიდის ქვეყანას ეს არ უნდა სჭირდებოდეს. რუსეთი ხაფანგშია მომწყვდეული და საქართველო მისი აქილევსის ქუსლია კავკასიურ პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევძელით ამ ქუსლის მზის სინათლეზე გამოტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტი დამიზნებით, შეგვიძლია ამ ქუსლში ისრის გარჭობა, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ იმპერიების მიერ ჩვენი დაპყრობის შემდეგ მისი მომხრეები არსებობდენნ, მაგრამ მტკიცე ნებას, ყველა იმპერიის დამარცხება შეუძლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

joao

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში

 

 

ეხლა ვერ წავიკითხავ,ვერა ვარ ჯანზე,მაგრამ არა მგონია ეგრე მოხდეს. :))

 

 

ამ სტატიას როცა წავიკითხავ მერე მოგახსენებ ჩემს აზრს და გულში არ ჩაიდო ჩემზე არაფერი.არა ვარ ცუდი ადამიანი დამიჯერე,როგორც შენ.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდეა არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოს გაერთიანება.

 

 

მათ,რუსებს, საქართველოს გაერთიანება არ დაუწყიათ,ისინი ახალციხეს,ბათუმს,ართვინს,არტაანს უერთებდნენ რუსეთის იმპერიას და არა-საქართველოს.

 

 

რუსებს ეს მიწები მათ საკუთრებად მიაჩნდათ და არა გაერთიანებული საქართველოს ნაწილად :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუფ. ნომერ I იდეოლოგმაც გვიპოვა. :)):

 

ეხლა დაერხევა რუსეთს ტან როგორ იმასაც ნახავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

ეხლა ვერ წავიკითხავ,ვერა ვარ ჯანზე,მაგრამ არა მგონია ეგრე მოხდეს. :))

ამ სტატიას როცა წავიკითხავ მერე მოგახსენებ ჩემს აზრს და გულში არ ჩაიდო ჩემზე არაფერი.არა ვარ ცუდი ადამიანი დამიჯერე,როგორც შენ.:)

 

 

არავის არ უნდა უმტკიცო შენი კარგი ადამიანობა,არაა საჭირო.

 

 

ის,რაც რეკუსომ და სხვებმა ქნეს,გამართლება არ აქვს. ჩემი აზრით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ის,რაც რეკუსომ და სხვებმა ქნეს,გამართლება არ აქვს. ჩემი აზრით

 

 

თავის თავებს უფრო მეტი დაუშავეს მაგ საქციელით და არ გვინდა ამ თემაში მაგეების გახსენება.მეც დამავიწყდა უკვე. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

მათ,რუსებს, საქართველოს გაერთიანება არ დაუწყიათ,ისინი ახალციხეს,ბათუმს,ართვინს,არტ�

�ანს უერთებდნენ რუსეთის იმპერიას და არა-საქართველოს.

 

 

რუსებს ეს მიწები მათ საკუთრებად მიაჩნდათ და არა გაერთიანებული საქართველოს ნაწილად

 

 

რა თქმა უნდა მაშინდელი გადასახედიდან ასე იყო, რუსეთის იმპერიას უერთებდნენ და ჩვენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არ გვქონდა მე-19 საუკუნეში, მაგრამ ვსაუბრობთ დღევანდელი გადასახედიდან. თუნდაც 1918წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ტერიტორიები ვის საზღვრებში მოხვდა? პარადოქსია, მაგრამ საქართველოს საზღვრებში, ტუმცა მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

Edited by joao
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ რუსულ ქართულ და რუსულ კავკასიურ ისტორიულ სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებთ შევამჩნევთ, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის მიმართ, აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის კავკასიაში შემოსვლის პოლიტიკისაგან.

 

1783წ., როდესაც რუსეთმა გააფორმა ტრაქტატი საქართველოსთან ამის შემდეგ მთელი 18 წელიწადი პრქტიკულად მოანდომა იმას, რომ საქართველო დაესუსტებინა. ეს ფაქტები შესანიშნავად აქვს ასახული ივანე ჯავახიშვილს თავის პატარა წიგნში "რუსეთ საქართველოს ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში", რომელიც ეხლა გამოქვეყნდა პირველად. კომუნისტების დროს მას დღის სინათლე არ უნახავს. რუსეთმა პრაქტიკულად კრწანისის ომი ირანთან შეთანხმებით მოუწყო საქართველოს და ერეკლეს დიპლომატიამ ეს საკითხი ჭამა. ეხლა რაც შეეხება თემის მთავარ შინაარსს. რუსეთის იმპერიის მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკური მოქმედებები რადიკალურად განსხვავებულია. მე-19 საუკუნეში, რუსეთმა მიიღო საქართველოს მხრდაჭერა, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ რუსეთი კავკასიაში შემოვიდა. შემოვიდა, და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის გეოპოლიტიკური მოქმედების ცენტრი არის კავკასია. ტერმინიც კი დამკვიდრდა მედვედევ-პუტინის მიერ. პრიორიტეტულად სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორია რუსეთისათვის. თუმცა, რუსეთმა 90 -იანი წლებიდან პრაქტიკულად მოახერხა და შექმნა საქართველოს დაკარგვის უდიდესი საფრთხე, რაც ასევე დაკარგვით დასრულდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა, თუ რატომ მოგახსენებთ.

 

რუსეთის შემოსვლა დაიწყო დაქუცმაცებულ საქართველოში. ჯერ მათ შემოიერთეს ქართლ კახეთი, 1801წ. იმერეთი, 1810წ. გურია 40 იან წლებში, სამეგრელო 1857წ. სვანეთი 1870წ. აჭარა და ახალციხე 1878წ. შეიძლება თარიღები ცოტა შემეშალა, მაგრამ იდეა არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოს გაერთიანება. ნუ იმ სისაძაგლეების ფონზე, რასაც ეკლესიის გაუქმება, ენის დავიწყება და.... თავად ეს იდეა, საქართველოს გაერთიანების, არის ჩვენი ისტორიული იდეა. ამიტომ მოკავშირეობა, მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა მაინც შედგა. საქართველოს დახმარებით, მათ შეძლეს მთელი ჩრდილო და ამიერ კავკასიის დაპყრობა. ანუ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დაუშვა და შემოუშვა რუსეთი კავკასიაში. საქართველოს მოკავშირეობის გარეშე რუსეთს ეს ძალიან გაუჭირდებოდა. თავად მოკავშირებაა გეოპოლიტიკური მიზნების შესრულების მთავარი მამოძრავებელი. ანუ რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აქცენტი გააკეთეს მოკავშირეობაზე და ამით შეძლეს კავკასიაში შემოსვლა.

 

დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი. ის აუცილებლად წავა კავკასიიდან და ეს იქნება აუცილებელი, ისტორიული ლოგიკა. ვინაიდან კავკასიაში ყოფნის, დარჩენის მთავარი პირობა არის მისი ცენტრალური სახელმწიფოს-საქართველოს მოკავშირეობა. თუ საქართველო უარს იტყვის ამაზე, დამპყრობელი აქედან მიდის. იძულებით რა თქმა უნდა ვერ მკვიდრდება. ეს იყო მთელი ჩვენი ისტორიის ლოგიკა. ან თუ საქართველო იბრძვის და ებრძვის იმპერიას, მაშინ ის აქ ვერ მკვიდრდება.

 

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ბოლო 15 წლის განმავლობაში. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მოეხდინა მისი, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია ქართველების თვალში. დაწყებული 89წ. 9 აპრილიდან პრაქტიკულად რუსეთმა ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა ჩვენი მიმართულებით იყო შუასაუკუნეობრივი და ნეგატიური. დღევანდელი რუსეთი ძალიან ჰგავს 1915-17 წლის მეფის რუსეთს, მეთოდებით და მენტალობით. ასევე ბოლშევიკურ რუსეთს. პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ თავიანთ პოლიტიკაში, რაც გამოიწვევს მის გეოპოლიტიკურ მარცხს კავკასიაში. რუსეთმა დაუშვა კარდინალური შეცდომები, რომელიც მე-19 საუკუნის რუსეთს არ დაუშვია. მან იმ პერიოდისათვის საკმაოდ თნამედროვე მეთოდებით შეძლო საქართველოს მეკავშირეობის შეძენა, რაც ამ რუსეთმა დაკარგა. არადა საქართველოს გარეშე, კავკასიაში სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია. მან არჩევანი გააკეთა ისეთ კვაზი სახელმწიფოებზე, როგორიცაა ჩრდილო ოსეთი, აფხაზეთი, ყაბარდო ბალყარეთი, ადიღე.... ეს კვაზი სახელმწიფოები არის სწორედ რუსეთის მარცხი. მან დაკარგა მთავარი მეკავშირე. შესაბამისად, ის დაკარგავს კავკასიას. 93წ. შემდეგ რუსეთს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ მოეხდინა საქართველოს ინტეგრაცია რუსეთში. წინააღდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია აფხაზეთის ომის შედეგები, გამსახურდიას გადატრიალება, ასევე ცხინვალის რეგიონი. საქართველოს შემორიგება ადვილად იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიების საქართველოში ინტეგრაციით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა პირიქით და საქართველოს კურსიც 1998წ. შეიცვალა. სტამბოლის შეთანხმების შემდეგ. რუსეთმა აგვისტოს ომით, პრაქტიკულად ხარაკირი ჩაიტარა კავკასიაში. შეუქცევადი გახადა რა ნატოს გაფართოება და ამ გაფართოების დაინტერესება დღეს აშშ-ის მხრიდან ძალიან გაძლიერებულია. ამ ხარაკირის ნაწილია ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება, რაც იყო იმ შეცდომების გვირგვინი, რაც პრაქტიკულად რუსეთმა 1993წ. დან დაუშვა. ისტორიული გამოცდილებით, საქართველოს გაერთიანების ეროვნულ ისტორიული იდეა დარღვეულ იქნა რუსეთის მიერ. ანუ მან დაუშვა კარდინალური შეცდომა, რაც აუცილებლად მას დააკარგვინებს კავკასიას. მოსალოდნელია უფრო საშინელი შედეგები, რომელიც შესაძლოა დადგეს და მას ეწოდება რუსეთის დაშლა.

 

გაუგებარია რატომ წარმოიდგინა რუსეთმა რომად თავი და ჩვენ რატომ წარმოგვიდგინა კართაგენად. მაშინ როდესაც ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო.

 

საინტერესოა თავად რუსული დიპლომატიის ფლიდობა, რომელმაც სწორედ ამ თვითმკვლეობის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ჩვენს ისტორიაში უკვე 200 წლოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა რუსულ დიპლომატიასთან ურთიერთობის. მხოლოდ ერთი გამოცდილება შემოგვრჩა. რუსული დიპლომატიის ფლიდობა და სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი გამოცდილება არ არის. პირველი იურიდიულ-დიპლომატიური ურთიერთობა 1783წ. მოხდა. გეორგიევსკის ტრაქტატით. ფლიდობა 1801წ. ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსული მმართველობის დაწესება იყო. ერთმა საუკუნემ ლოკალურ აჯანყებებში და საბოლოო ჯამში შეგუების პროცესში გაიარა, მაგრამ 60-იანელების და ილია ჭავჭავაძის უიძლიერესი ეროვნული მოძრაობის გამო, შემონახულ იქნა ჩვენი ეროვნული იდეა თავისუფლებისა და ერთიანობისა. 1907წ. აგვისტო. სოც-დემოკრატების მიერ ილიას მკვლელობა, რომელიც განხორციელდა სწორედ მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს, მაშინდელი დუმის სენატორს, სერიოზული საკითხები ჰქონდა დაყენებული რუსეთის ხელისუფლების წინაშე, რაც საქართველოს ავტონომიიის მინიჭებას ემსახურებოდა. ასევე მის მიერ ხორციელდებოდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შექმნა. ანუ სერიოზული პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. მკვლელობა სწორედ რუსეთზე ორიენტირებულმა და რუსეთის სოც. დემოკრატიული პარტიის ქართული განაყოფის მიერ განხორციელდა.

 

1920წ. 7 მაისი ხელშეკრულება რუსეთთან. ნეიტრალიტეტის შეპირება საბჭოთა რუსეთისთვის და ინგლისელების დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული იყვნენ კავკასიით. ისევ ნდობა რუსეთისადმი და ისევ 1921წ. 25 თებერვალი. ინგლისის დახმარებით, ჩვენ შევძლებდით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მინიმუმ მეორე მსოფლიო ომამდე. თუმცა ისევ რუსული ნდობა. უარი რეალურ დახმარებაზე, რასაც ინგლისელები გვთავაზობდნენ. ამ ხელშეკრულებით და ფლიდობით, საბჭოთა რუსეთმა, დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი 1920წ. შემოდგომაზე და მოადგა საქართველოს. მეთოდები იგივე. შულავერის მთავრობა, ცხინვალში ოსური ბუნტი და 25 თებერვალი. მთავრობა გაიქცა. ჟორდანიას ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც 1918წ. 24 ივნისს (საბედისწერო დღეა ჩვენს ისტორიაში ამ დღეს დაგომისის ხელშეკრულებაც გაფორმდა) მოახდინა ნოე რამიშვილის გადატრიალება მთავრობის თავმჯდომარეობიდან. 70 წლიანი ჭაობი. 90 იანი წლები. ეროვნული მოძრაობა. 91წ. რუსული გეგმით ხელისუფლების დამხობა, ისევ რუსული ფლიდობა, შევარდნაძის დასმა, მაგრამ გარანტიების მიღება აფხაზეთის და ცხინვალის სახით. სამშვიდობოები. გაყინული კონფლიქტი. ისევ შეპირება, ესენგე, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება ესნგ-ს ფარგლებში, შეპირება ტერიტორიების დაბრუნებაზე, ისევ ფლიდობა, ისევ ტყუილი. 2004წ. მკაცრი კურსი ნატოსკენ, ევროპისკენ, რუსული ბაზების გაყვანისკენ და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ. ისევ რუსული ფლიდობის მცდელობა, მაგრამ ამჯერად აღარ ვენდეთ. ამჯერად უარი არ ვთქვით აშშ-ის დახმარებაზე, კურსზე. დიპლომატიურმა ფლიდობა ამოვიცანით, როგორც იქნა 200 წლის მანძილზე.

 

ისევ 21 წლის მცდელობა, მაგრამ ამჯერად სასურველი მიზანი არ დადგა. ვერ მოახერხეს ვერც კურსის შეცვლა, ვერც აშშ ის დახმარებაზე უარი, ვერც ნატოსკენ სვლის შეჩერება, მაგრამ მოახერხეს გახლეჩვა ქვეყნის. გაააქტიურეს თითქოს მინავლული მე-5 კოლონა. იბრძვიან ყველა ხერხით. თუმცა ამჯერად მოხერხდა მათი ბინძური მიზნების გაცხადება. ამჯერადაც ცდილობენ, რომ გავიმეოროთ ის, რაც მანამდე. დღეს ჩვენ რუსეთს აღარ უნდა ვენდოთ. გვემუქრებიან, პროვოკაციებს აწყობენ, ათას სისაძაგლეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს რუსეთზე 10 ჯერ ძლიერი მეკავშირე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მოკავშირე დაინტერესდა კავკასიით. ჩვენი ისტორია ინტერესების კონფლიქტია. ამიტომ აუცილებელია, რომ არცერთი ნაბიჯი უკან. თუ ჩვენ, შევძლებთ რუსულ ფოჩიან კანფეტებზე უარის თქმას, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის დაბრუნებას და ოკუპანტების განდევნას. საკმარისია, ვისწავლოთ, ჩვენი მტერი. არავითარი კომპრომისი რუსეთთან. ეს ეხება ხელისუფლებასაც და ეს ეხება საზოგადოებასაც. ორივე ინსტიტუტს შეუძლია სასიკვდილო ზიანის მიყენება. ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს ამის წინაარდეგ. ჩვენ არ გვაქვს ახალი 25 თებერვალი. რუსებს ეს უნდოდათ. სიბრიყვეა, ის რომ გიორგაძეს აქ ვერ მოიყვანდა ხალხი არ აირჩევდა.... შევარდნაძე არანაკლები სახელგატეხილი იყო, მაგრამ ჩამოვიდა. შეუცნობელია ძალნი პრ-ისანი.

ჩვენი შიდა პრობლემები უნდა დარჩეს ჩვენს გადასაწყვეტად. ისტორია მეორედება. 21წ. ისტორია, მაშინდელი პოლიტიკური განლაგებები როლების შეცვლით იგივეა. მაშინაც ავიღეთ დასავლეთის კურსი, მაგრამ მერე როდესაც ინგლისელებს უარი ვუთხარით დახმარებაზე ძალიან გავიკვირდა, დასავლეთმა ხმა რომ არ ამოიღო 25 თებერვალზე, არადა ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით უარი ამ ყველაფერზე და შედეგიც ლოგიკური იყო. დღეს ეს არ გავაკეთეთ და დახმარებაც მივიღეთ. აი ეს არის განსხვავება.

 

აქვე მოვიყვან ნიცშეს იგავს "ასე იტყოდა ზარათუსტრადან". სულის სამი გარდასახვის შესახებ, ცოტა ალეგორიულ პლანში. უნდა მოვიშოროთ აქლემის სინდრომი, "მე მინდა" ეს ლომის მახასიათებელია და არ გვიღებენ, არ გვეხმარებიან, არ ვუნდივართ, გადაგვაგდეს, გაგვყიდეს.... ამ მე მინდასთან არის ძალიან სუსტი. ჩვენ, ჩვენს ისტორიაში, უნდა გადაჭრით ვთქვათ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან. აქ მერყეობა, სწორედ რუსის სურვილია. ისტორიული მეხსიერება, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რუსეთის ნდობა უნდა დაიმსხვრეს ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ეს ვცადეთ, ვცადეთ უამრავჯერ. შედეგები მივიღეთ საშინელი. ამიტომ უდრეკ ნებასთან, უდრეკ ნებელობასთან ყველაფერი მარცხდება. რუსეთიც დამარცხდება და თუ რატომ, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან რუსეთი უშვებს კარდინალურ შეცდომებს კავკასიაში. ომი, სამხედრო ძალა, ეს არის უკანასკნელი მოჰიკანი სიტუაციის შენარჩუნების და პოზიციების განმტკიცების. ეს არის დიდი სისუსტე და იძულება, ვინაიდან, რუსეთის სიდიდის ქვეყანას ეს არ უნდა სჭირდებოდეს. რუსეთი ხაფანგშია მომწყვდეული და საქართველო მისი აქილევსის ქუსლია კავკასიურ პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევძელით ამ ქუსლის მზის სინათლეზე გამოტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტი დამიზნებით, შეგვიძლია ამ ქუსლში ისრის გარჭობა, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ იმპერიების მიერ ჩვენი დაპყრობის შემდეგ მისი მომხრეები არსებობდენნ, მაგრამ მტკიცე ნებას, ყველა იმპერიის დამარცხება შეუძლია.

+ joao

 

 

 

ასე3ა ეს, ომი რვა აგვისტოს არ დაწყებულა, ომი გაცილებით ადრე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო . მდგომარეობაში , რომელშიც დღეს ვიმყოფებით , ერთბაშად და უეცრად არ შექმნილა-მას მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად , გეგმაზომიერად ქმნიდნენ რუსები (ჩვენი უმეცრების, ჩვენი კონფორმიზმის, ჩვენი სიბრიყვის წყალობით , ჩვენივე თანამონაწილეობით). ყულფი, ყელზე რომ გვიჭერს დღეს და ნელა-ნელა გვახრჩობს, რუსების მიერ არის საგულდაგულოდ განასკვული...და რაც უფრო "შევუძვრებით", ყულფს უფრო და უფრო დააპატარავებენ.

 

რუსეთის ისტორიის შეფასებაშიც გეთანხმები. ისინი ყოველთვის სპეკულირებდნენ სხვადასხვა სენტიმენტალურ , მესიანურ-ფარისევრულ მოტივებს, რომლითაც ყოველთვის "ვაჭრობდა" რუსეთი: ნებაყობლობითი მფარველობით და რჩენით , მადლიერების გრძნობით, მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობით და ტოლერანტობით, "საერთო" სამშობლოთი, სლავიანოფილური ერთი სისხლით, ძმობითა და კულტურული სიახლოვით, ისტორიული კავშირებით და ა. შ.

 

დაპყრობილი ხალხები და ტერიტორიები (მათ შორის საქართველოც) იმდენად უყვარ(და)თ და აინტერესებ(და)თ, რამდენადაც თავისად მიაჩნდათ. რუს დემოკრატთა შორის ყველაზე საუკეთესო ბელინსკიც კი ოცნებობდა იმ დროზე , როცა: რუსეთი სათავეში მოექცევა მსოფლიოს და კანონს დაუდებს მთელ კაცობრიობას". მოკლედ, ერი დაავადებულია იმპერიული ამბიციით .

 

იმაშიც გეთანხმები , რომ კავკასიიდან წავლენ...და უფრო მეტიც, რუსეთმა, ამჟამად იმაზე მეტი ხალხი გადაყლაპა, ვიდრე მისი მონელება შეუძლია, მაგრამ ესეც არ იკმარა და "პოდმოლოტკუ" აფხაზეთი და სამაჩაბლოც "დააყოლა"...და ამ ნაბიჯით, ჩემი აზრით, თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია .

 

კითხვა მაქვს შენთან, ჩემო ჟოაო,- რომ დაფიქრდე იმპერიული იდეა, დღეს თითქოს აღარ უნდა იყოს რუსის ინტერესში, მაგრამ , მაინც თავისას უბერავენ, არადა რუსეთშიც ბევრი გონიერი ადამიანი ცხოვრობს , რომლებიც აცნობიერებენ ამას...და მაინც მხარს უჭერენ სახელმწიფო პოლიტიკას. ნუთუ ინერციის ძალით მიდიან გადასაჩეხად და მიჯნის "დაჭერა" , -გაჩერება უჭირთ, თუ სხვა მიზეზია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

რა თქმა უნდა მაშინდელი გადასახედიდან ასე იყო, რუსეთის იმპერიას უერთებდნენ და ჩვენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არ გვქონდა მე-19 საუკუნეში, მაგრამ ვსაუბრობთ დღევანდელი გადასახედიდან. თუნდაც 1918წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ტერიტორიები ვის საზღვრებში მოხვდა? პარადოქსია, მაგრამ საქართველოს საზღვრებში, ტუმცა მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

 

 

რომელი ტერიტორია მოხვდა საქ. დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრებში?

 

ართვინი,არტაანი და ბათუმის ილის(პროვინციის) დიდი ნაწილი თურქეთს დარჩა.

 

ფორმალობა იყო,იმ დროს ჟორდანია ვერ აკონტროლებდა საქართველოს ''სამუსლიმანოს''.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+ joao

ასე3ა ეს, ომი რვა აგვისტოს არ დაწყებულა, ომი გაცილებით ადრე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო . მდგომარეობაში , რომელშიც დღეს ვიმყოფებით , ერთბაშად და უეცრად არ შექმნილა-მას მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად , გეგმაზომიერად ქმნიდნენ რუსები (ჩვენი უმეცრების,

 

 

სამართლიანობისათვის დაამატე ისიც რომ ამას გეგმაზომიერად ჯერ შევარდნაძე და შემდგომ სააკაშვილი აგრძელებნენ.

 

რუსების 2008 წლის აგვისტოს აგრესია ამათი დამსახურებაა და ის რომ საერთაშორისო სამარლიდან გამომდინარე ჩვენ აგრესორები გამოვედით ამ ორი პრეზოს დამსახურებაა.

 

პ.ს. და იმათივ ვინც ამათ იდეოლოგიას ემსახურება, თუ გნებავთ ამ ფორუმზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

რომელი ტერიტორია მოხვდა საქ. დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრებში?

 

ართვინი,არტაანი და ბათუმის ილის(პროვინციის) დიდი ნაწილი თურქეთს დარჩა.

 

ფორმალობა იყო,იმ დროს ჟორდანია ვერ აკონტროლებდა საქართველოს ''სამუსლიმანოს''.

 

 

თუ მაშინდელ რუკას გადახედავთ რაც მოხვდა ჩვენს საზღვრებში ნახავთ. რომ ვერ აკონტროლებდა ეს სხვა საკითხია. მე არ მითქვამს, რომ საზღვრების დემარკაცია მოხდათქო. სხვათა შორის მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი არ წავიდა ზავის პირობების შესათანხმებლად თურქები ამის შემდეგ გათავხედნენ. ბათუმის ოკუპაციისგან განთავისუფლებაც 1921წ. 25 თებერვლის შემდეგ მოხდა მაზნიაშვილის მიერ.

 

babuagiorgi

რუსების 2008 წლის აგვისტოს აგრესია ამათი დამსახურებაა და ის რომ საერთაშორისო სამარლიდან გამომდინარე ჩვენ აგრესორები გამოვედით ამ ორი პრეზოს დამსახურებაა.

 

რომელი საერთაშორისო სამართლიდან გამოდინარე. იქნებ მაჩვენო დოკუმენტი ოფიციალური შეფასება რომელიმე საერტაშორისო ორგანიზაციის გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ან სხვა რომელიმესი რუსების გარდა სადაც საქარტველო 2008წ. ომში აგრესორად გამოცხადდა.

Edited by joao
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რომელი საერთაშორისო სამართლიდან გამოდინარე. იქნებ მაჩვენო დოკუმენტი ოფიციალური შეფასება რომელიმე საერტაშორისო ორგანიზაციის გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ან სხვა რომელიმესი რუსების გარდა სადაც საქარტველო 2008წ. ომში აგრესორად გამოცხადდა.

 

სამშვიდობო ეგიდით მყოფ სამხედრო დანაყოფზე თავდასხმა არ ჯდება არცეთ საერთაშორისო ნორმებში და აგრესიას ნიშნავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

თუ მაშინდელ რუკას გადახედავთ რაც მოხვდა ჩვენს საზღვრებში ნახავთ. რომ ვერ აკონტროლებდა ეს სხვა საკითხია. მე არ მითქვამს, რომ საზღვრების დემარკაცია მოხდათქო. სხვათა შორის მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი არ წავიდა ზავის პირობების შესათანხმებლად თურქები ამის შემდეგ გათავხედნენ. ბათუმის ოკუპაციისგან განთავისუფლებაც 1921წ. 25 თებერვლის შემდეგ მოხდა მაზნიაშვილის მიერ.

 

 

 

ჩვენს დე-ფაქტო საზღვრებში.

 

სამწუხაროდ ჩვენ წარსულითაც ვერ ვსწავლობთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ის რომ საერთაშორისო სამარლიდან გამომდინარე ჩვენ აგრესორები გამოვედით ამ ორი პრეზოს დამსახურებაა.

ომის დაწყებაში საქართველოს არავინ არ ადანაშაულებს, თავად რუსების გარდა...babuagiorgi . ყველოა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება აგრესორი ვინ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...