Jump to content
Planeta.Ge

ფელენგაუერმა ომი დაიწყება80%ითო

Recommended Posts

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსული მხარის მილიტარისტული განცხადებების გამო, რომელთა მიზანს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია და მოვლენათა საკმაოდ სახიფათო სცენარით წარმართვა წარმოადგენს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველ აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავს ბრალდებებს ქართული მხარის მიმართ ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების განხორციელებაში. ამ უსაფუძვლო და დეზინფორმაციულ განცხადებაზე დაყრდნობით რუსეთის სამხედრო უწყება ასაბუთებს თავის მზადყოფნას, „გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება“ საქართველოს წინააღმდეგ, რაც დაუფარავ მუქარას წარმოადგენს~, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით მოსკოვი ცდილობს იმ არაერთი პროვოკაციული ხასიათის ინციდენტისგან ყურადღების გადატანას, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სწორედ მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამაზე კი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანის მიერ გაჩაღებული მილიტარისტული რიტორიკა თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სახიფათო გეგმებს, რაც ადასტურებს ქართული მხარის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების წყაროს სწორედ რუსეთი წარმოადგენს.

ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს სათანადო შეფასება რუსული მხარის ზემოხსენებულ მილიტარისტულ მოწოდებებს.

“შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება კონსოლიდირებული ძალისხმევის საჭიროება შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.

ამას .... :D :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

machkatela

ფაქტია, რომ რუსეთი ახლა უფრო სერიოზულ პროვოკაციებზე მიდის

არანაირად არ არის ეგ ფაქტი ჯერჯერობით. შენი მოსაზრება კი არის ნამდვილად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

ისწავლეს ეუროპელებისგან აღშფოთებები :D

პ.ს. ომი ჩემის აზრით არ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

VLAD TEPESH

ეგ კიდე იმდენჯელ იძახის ომი იქნებაო ერთხელაც გაარტყავს

ფაქტია რუსეთი ოფიციალურად დაემუქრა საქართველოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია რუსეთი ოფიციალურად დაემუქრა საქართველოს

ჩვენც სხვა რა გზა გვაქ უნდა ვემზადოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთმა რომ ნაბუკო დაუშვას თავის ხელით მოაწერს სახელმწიფოს რღვევას ხელს. ამას ყველანაირად შეუშლის ხელს. ფაქტია რომ დიპლომატიურ დონეზე ეს არ გამოუვიდა. ეს ერთი.

ამხელა ძალების მობილიზებაში, სამხედრო ბაზების მოწესრიგება მომზადებაში იმდენი ფული ჩაყარა რომ ასე მარტივად უკან არ გავა. ეს ორი.

მან უბრალოდ თვითონვე მოიჭრა ყველა გზა გარდა ომისა. :D ეს სამი.

ომი იქნება. imho

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ozzyka

ომი იქნება. i

ამ დროს კი სამოქალაქო თავდაცვა ჩანასახშიც არა გვაქვს!!!

http://planeta.ge/index.php?showtopic=7917

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ozzyka

რუსეთმა რომ ნაბუკო დაუშვას თავის ხელით მოაწერს სახელმწიფოს რღვევას ხელს.

ნუ გგონიათ ეს რუსეთი ყოვლისშემძლე რა. საქართველოსთან შედარებით დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ წავიდა ის დრო, როცა რუსეთი უფრო სწორად საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფო იყო. გითხრათ ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ "აშშ-ს და რუსეთის განხილვა არ შეიძლება როგორც თანაბარი წონის სახელმწიფოებისო". დაუჯერეთ იმ კაცს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე კი მჯერა მაგრამ რუსეთს თუ სჯერა. :D

ეგ ქვეყანა დაინგრევა და თავის იმპერიალისტურ იდეებს არ შეელევა. "დერჟავა"-ს.

თანაც სულაც არ მგონია რუსეთი ძლიერი სახელმწიფო თუნდაც ჩინეთთან და ამერიკასთან მიმართებაში. :)

newstudio

ამ დროს კი სამოქალაქო თავდაცვა ჩანასახშიც არა გვაქვს!!!

რამხელა შეცდომას უშვებენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკითხვას არა... თუ შეძლებ პუტინის თავი ჩამომიტანე......

უფ, მაგაზე როგორ დაგზარდები, ჩემო machkatela + მედვედევისაც თუ გინდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ გგონიათ ეს რუსეთი ყოვლისშემძლე რა. საქართველოსთან შედარებით დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ წავიდა ის დრო, როცა რუსეთი უფრო სწორად საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფო იყო. გითხრათ ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ "აშშ-ს და რუსეთის განხილვა არ შეიძლება როგორც თანაბარი წონის სახელმწიფოებისო". დაუჯერეთ იმ კაცს.

ეს ისედაც ცხადია და შიში უადგილოა

მე ჩვენ ხელისუფლების უნიათობა უფრო მაშინებს

ამას ფორუმზე უნდა ვსჯელობდეთ? სადაა რეალური ნაბიჯები:

http://planeta.ge/index.php?showtopic=7917

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(Saturn @ 2nd August 2009 - 12:54 AM) *

ნუ გგონიათ ეს რუსეთი ყოვლისშემძლე რა. საქართველოსთან შედარებით დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ წავიდა ის დრო, როცა რუსეთი უფრო სწორად საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფო იყო. გითხრათ ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ "აშშ-ს და რუსეთის განხილვა არ შეიძლება როგორც თანაბარი წონის სახელმწიფოებისო". დაუჯერეთ იმ კაცს.

მე კი მინდა, რომ დავუჯერო...Saturn , მაგრამ ფაიზაღი ვიცი, რომ მთლად მასეც არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ozzyka

ამ დროს კი სამოქალაქო თავდაცვა ჩანასახშიც არა გვაქვს!!!

http://planeta.ge/index.php?showtopic=7917

მაგაზე დიმა ლორთქიფანიძემ ისე ინერვიულააა...... კომისიის დასკვნაში ცალკე თავიც მოამზადა, მაგრამ... ჯერჯერობით იმას გვეუბნებიან, დაბომბვა თუ დაიწყო თბილისის, მეტროში გავარდით და იქ რომ ოთახებია, იქ შეაფარეთ თავიო....

საწყობებიც იყო ადრე, ელიავას ბაზრობისკენ, სადაც პროდუქტი ინახებოდა ასეთი სიტუაციებისთვის.... ყოველ წელს ახლდებოდა ხოლმე.. მაგრამ, ბენდუქუძემ კორუფციის წყაროდ მიიჩნია და დახურა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...